პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს საჰაერო სივრცეში ყველა თვითმფრინავს ვაკონტროლებ" - ცნობილი მოცეკვავის ადრენალინით სავსე პროფესია
"საქართველოს საჰაერო სივრცეში ყველა თვითმფრინავს ვაკონტროლებ" - ცნობილი მოცეკვავის ადრენალინით სავსე პროფესია

პრო­ფე­სი­ით პი­ლო­ტია, ცნო­ბი­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბით და ცნო­ბილ კომ­პა­ნი­ა­ში ფრე­ნის გა­მოც­დი­ლე­ბაც აქვს, მაგ­რამ ახლა თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში ავი­ა­მეთ­ვალ­ყუ­რედ მუ­შა­ობს, სა­ჰა­ე­რო ზოლს აკონ­ტრო­ლებს. ალ­ბათ ამის და­ჯე­რე­ბა ცო­ტა­თი ჭირს, როცა საქ­მე სა­მე­ჯლი­სო მო­ცეკ­ვა­ვეს, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­კვლა­ვე­ბის" კონ­კურ­სან­ტის მე­წყვი­ლეს, რა­მაზ ლა­ზა­რიშ­ვილს ეხე­ბა, მაგ­რამ დღეს ის ალ­ბათ ერ­თა­დერ­თი მო­ცეკ­ვა­ვე ავი­ა­ტო­რია.

რა­მაზ ლა­ზა­რიშ­ვი­ლი:

- სამი წელი არ ვცეკ­ვავ­დი, მა­ნამ­დე საფ­რე­ნოს­ნო სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ვამ­თავ­რე, ვი­ყა­ვი პი­ლო­ტი, "აირ­ზე­ნა­ში" ცოტა ხანს ვი­მუ­შა­ვე. ვა­პი­რებ­დი კა­რი­ე­რა ამე­წყო, მერე ავი­ა­მეთ­ვალ­ყუ­რის ვა­კან­სია გაჩ­ნდა და 1500 კაც­ში გა­ვი­მარ­ჯვე. სას­წავ­ლებ­ლად ჩე­ხეთ­ში გა­მიშ­ვეს, 7 თვე იქ ვსაწვლობ­დი და აქ რომ ჩა­მო­ვე­დი, წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი აქა­ურ რე­გუ­ლა­ცი­ებს, სის­ტე­მას ვსწავ­ლობ­დი.

უკვე ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი ავი­ა­მეთ­ვალ­ყუ­რე ვარ, თბი­ლი­სის მი­სად­გო­მებს ვა­კონ­ტრო­ლებ... პი­ლო­ტო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იყო, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლე­ე­ბი მიყ­ვარს, ამი­ტომ ახა­ლი პრო­ფე­სია შე­ვი­ძი­ნე. ასე რომ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ზე რა თვითმფრი­ნა­ვიც დაფ­რი­ნავს, გა­დამფრე­ნი, დამ­ჯდო­მი - ყვე­ლას ვა­კონ­ტრო­ლებთ, მათი სი­მაღ­ლის შეც­ვლა, დაჯ­დო­მა აე­როდ­რომ­ზე ჩვე­ნი საქ­მეა. პი­ლოტს ჩვე­ნი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე უფ­ლე­ბა არ აქვს, თუნ­დაც 2 გრა­დუ­სით გა­და­უხ­ვი­ოს.

- ჰოდა, რა ხდე­ბა იქ, ზე­მოთ ჰა­ერ­ში?

- ზე­მოთ გან­სა­კუთ­რე­ბით ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში გა­დატ­ვირ­თუ­ლია. ახლა ზამ­თა­რი რომ მო­დის, ნა­კა­დი შე­და­რე­ბით მცირ­დე­ბა, მაგ­რამ მა­ინც საკ­მა­ოდ დიდი მოძ­რა­ო­ბაა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცე კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნებს რომ შე­ვა­და­როთ, ყველ­ზე დატ­ვირ­თუ­ლია. ბევ­რი ხა­ზია და ბევ­რი მკვე­თიც - ზოგი სამ­ხრე­თი­დან მო­დის, ზოგი ჩრდი­ლო­ე­თი­დან და ამი­ტო­მაც არ­სე­ბობს ჩვე­ნი პრო­ფე­სია, რომ ეს ყვე­ლაფ­რი გა­კონ­ტროლ­დეს.

- გა­მი­გია, რომ მცე­ხე­თას­თან სა­ჰა­ე­რო ტრა­სა იყო­ფა, ანუ სა­ქარ­თვე­ლოს "ზე­ცი­უ­რი" გზე­ბი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა...

- კი, ტრა­სე­ბი და­ყო­ფი­ლია, თუმ­ცა გზა არა მცხე­თას­თან, უფრო მუხ­რან­თან იყო­ფა. მოკ­ლედ, რო­გორც ხმე­ლეთ­ზე, ისე­ვეა ჰა­ერ­შიც. რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი გზა არის, რი­თაც თვითმფრი­ნა­ვე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ, გა­აჩ­ნია, რო­მე­ლი წერ­ტი­ლი­დან მო­დი­ან, რო­მე­ლი კუ­თხი­დან გა­დი­ან და ა.შ.

- თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტი­დან აფ­რე­ნი­ლი თვითმფრი­ნა­ვი მცხე­თის თავ­ზე რამ­დენ ხან­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა?

- გა­აჩ­ნია თვითმფრი­ნა­ვის ტიპს, ალ­ბათ 2-3 წუთ­ში. აფ­რინ­და და თით­ქმის მცხე­თის თავ­ზეა. თუ და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის, 20 წუთი უნდა, რომ სა­ერ­თოდ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცე და­ტო­ვოს. ზოგს კი­დევ ნაკ­ლე­ბი სჭირ­დე­ბა, გა­აჩ­ნია, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით იღებს გეზს. აქე­დან ბა­თუ­მის­კენ თუ წა­ვი­და, 15 წუთ­ში და­ტო­ვებს ქვეყ­ნის სა­ზღვარს, თუ ქვე­მოთ, სამ­ხრე­თის­კენ - 5 წუთ­შიც.

- რატო აირ­ჩიე ეს პრო­ფე­სია, როცა პა­რა­ლე­ლუ­რად მო­ცეკ­ვა­ვე ხარ.

- ცეკ­ვა 17 წლი­სამ და­ვი­წყე, თუმ­ცა პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი 14-15 წლის ვი­ყა­ვი რომ გა­ვა­კე­თე. ამი­ტომ უარი აღარ ვთქვი იმ პირ­ველ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე. ცეკ­ვა რო­გორც მოყ­ვა­რულ­მა ისე და­ვი­წყე, უბ­რა­ლოდ, მიყ­ვარ­და, მერე კონ­კურ­სებ­მა ისე­თი ინ­ტე­რე­სი და ჟინი მო­მი­ტა­ნა, რომ შე­მი­ყო­ლია და დღეს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. ზოგი ერთ საქ­მე­საც ვერ აკე­თებს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც უყ­ვარს და მე ორი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე მოვ­ძებ­ნე და ორი­ვეს სი­ა­მოვ­ნე­ბით ვემ­სა­ხუ­რე­ბი. პრინ­ციპ­ში, უფრო მეტი საქ­მეც მაქვს (პი­ლო­ტო­ბა, პე­და­გო­გო­ბა, ქო­რე­ო­გა­ფო­ბა, ჩემი სტუ­დია მქონ­და), მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ 2-ით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი - ავი­ა­მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა და ცეკ­ვა.

- მას­წავ­ლებ­ლო­ბას თავი და­ა­ნე­ბე?

- სტუ­დია მქონ­და, მაგ­რამ ქო­რე­ო­გა­ფო­ბას თავი და­ვა­ნე­ბე, რად­გა­ნაც დრო ფი­ზი­კუ­რად აღარ მრჩე­ბო­და. ასე­ვე რა­ღაც პე­რი­ო­დი ბო­დი­ბილ­დინ­გი­თაც ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი, სამი წელი ვვარ­ჯი­შობ­დი, ახლა თა­ვი­სუფ­ლად შე­მიძ­ლია რო­გორ მწვრთნელ­მა ისე ვი­მუ­შა­ვო.

- ცეკ­ვა რა არის შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- რამ­დე­ნი­მე წელი თავი და­ნე­ბე­ბუ­ლი მქონ­და, რად­გა­ნაც ავი­ა­ცი­ა­ში კა­რი­ე­რის აწყო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მინ­დო­და, მაგ­რამ ახლა ისე გა­მო­ვი­და, რომ ერ­თგა­ნაც ვარ და მე­ო­რე­გა­ნაც. ამი­ტომ, ვამ­ბობ, რომ უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი ვარ.

- ე.ი. მოგ­წონს ავი­ა­მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა?

- ძა­ლი­ან სტრე­სუ­ლი საქ­მეა, ბევ­რი ად­რე­ნა­ლი­ნია, ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა, დე­ტა­ლებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბაა სჭირ­დე­ბა, რაც ცხოვ­რე­ბა­ში ჩემი პლუ­სია, შე­მიძ­ლია. ამი­ტომ, მომ­წონს და უკვე მიყ­ვარს კი­დეც.

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" სხვა­დას­ხვა პარტნი­ო­რე­ბი გყავ­და - ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი, სოფო ნი­ჟა­რა­ძე, ახლა - ნინო ჩხე­ი­ძე. რას გვე­ტყვი?

- კი, კარ­გი პარტნი­ო­რე­ბი მყავ­და... ნი­ნოც კარ­გი ადა­მი­ა­ნია, კომ­ფორ­ტუ­ლია მას­თან მუ­შა­ო­ბა. ძა­ლი­ან კარ­გი იუ­მო­რის გრძნო­ბა აქვს, არ მო­გა­წყენს.

- მოგ­ყვე­ბა ცეკ­ვის სწავ­ლი­სას?

- ყვე­ლა მე­წყვი­ლეს­თან მომ­თხოვ­ნი ვარ, მი­მაჩ­ნია, რომ ეს ჩემი ხა­სი­ა­თის ნა­წი­ლია და ამა­ზე უარს ვერ ვი­ტყვი. ეს მე ვარ და ასე­თი, მუ­შა­ო­ბის დროს. რაც შე­ე­ხე­ბა ნი­ნოს ცეკ­ვას, მთავ­რია, ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობ­დეს, ირ­ჯე­ბო­დეს, და­ნარ­ჩე­ნი - ცეკ­ვაა, ნინო აქ არ მო­სუ­ლა, რომ გახ­დეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე, მო­ვი­და იმის­თვის, რომ გა­ნა­ვი­თა­როს სა­კუ­თა­რი თავი ამ სფე­რო­ში. ტუ­რებს რომ გა­დავ­ხე­დოთ, ნელ-ნელა იც­ლე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რი შე­ხე­ბა მაქვს და ვიცი, რომ ცდი­ლობს, უნდა მა­ყუ­რე­ბელს მუდ­მი­ვად კარ­გი ნო­მე­რი შევ­თა­ვა­ზოთ...

- თქვე­ნი წყვი­ლის შე­სა­ხებ რა პროგ­ნოზს გა­ა­კე­თებ­დი.

- ფი­ნალ­ში ცხა­დია, რომ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი უნდა მოხ­ვდენ, თუმ­ცა ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა, მა­ყუ­რებ­ლის და ჟი­უ­რის გა­და­სა­წყვე­ტია. ჩვე­ნი მხრი­დან მაქ­სი­მუმს ვა­კე­თებთ.

ავტორი:

"საქართველოს საჰაერო სივრცეში ყველა თვითმფრინავს ვაკონტროლებ" - ცნობილი მოცეკვავის ადრენალინით სავსე პროფესია

"საქართველოს საჰაერო სივრცეში ყველა თვითმფრინავს ვაკონტროლებ" - ცნობილი მოცეკვავის ადრენალინით სავსე პროფესია

პროფესიით პილოტია, ცნობილი თვითმფრინავებით და ცნობილ კომპანიაში ფრენის გამოცდილებაც აქვს, მაგრამ ახლა თბილისის აეროპორტში ავიამეთვალყურედ მუშაობს, საჰაერო ზოლს აკონტროლებს. ალბათ ამის დაჯერება ცოტათი ჭირს, როცა საქმე სამეჯლისო მოცეკვავეს, "ცეკვავენ ვარკვლავების" კონკურსანტის მეწყვილეს, რამაზ ლაზარიშვილს ეხება, მაგრამ დღეს ის ალბათ ერთადერთი მოცეკვავე ავიატორია.

რამაზ ლაზარიშვილი:

- სამი წელი არ ვცეკვავდი, მანამდე საფრენოსნო სასწავლებელი დავამთავრე, ვიყავი პილოტი, "აირზენაში" ცოტა ხანს ვიმუშავე. ვაპირებდი კარიერა ამეწყო, მერე ავიამეთვალყურის ვაკანსია გაჩნდა და 1500 კაცში გავიმარჯვე. სასწავლებლად ჩეხეთში გამიშვეს, 7 თვე იქ ვსაწვლობდი და აქ რომ ჩამოვედი, წელიწად-ნახევარი აქაურ რეგულაციებს, სისტემას ვსწავლობდი.

უკვე ლიცენზირებული ავიამეთვალყურე ვარ, თბილისის მისადგომებს ვაკონტროლებ... პილოტობა საინტერესო იყო, მაგრამ ცხოვრებაში სიახლეები მიყვარს, ამიტომ ახალი პროფესია შევიძინე. ასე რომ, საქართველოს საჰაერო სივრცეზე რა თვითმფრინავიც დაფრინავს, გადამფრენი, დამჯდომი - ყველას ვაკონტროლებთ, მათი სიმაღლის შეცვლა, დაჯდომა აეროდრომზე ჩვენი საქმეა. პილოტს ჩვენი ნებართვის გარეშე უფლება არ აქვს, თუნდაც 2 გრადუსით გადაუხვიოს.

- ჰოდა, რა ხდება იქ, ზემოთ ჰაერში?

- ზემოთ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში გადატვირთულია. ახლა ზამთარი რომ მოდის, ნაკადი შედარებით მცირდება, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდი მოძრაობაა. საქართველოს საჰაერო სივრცე კავკასიის ქვეყნებს რომ შევადაროთ, ყველზე დატვირთულია. ბევრი ხაზია და ბევრი მკვეთიც - ზოგი სამხრეთიდან მოდის, ზოგი ჩრდილოეთიდან და ამიტომაც არსებობს ჩვენი პროფესია, რომ ეს ყველაფრი გაკონტროლდეს.

- გამიგია, რომ მცეხეთასთან საჰაერო ტრასა იყოფა, ანუ საქართველოს "ზეციური" გზები ძალიან საინტერესოა...

- კი, ტრასები დაყოფილია, თუმცა გზა არა მცხეთასთან, უფრო მუხრანთან იყოფა. მოკლედ, როგორც ხმელეთზე, ისევეა ჰაერშიც. რამდენიმე ათეული გზა არის, რითაც თვითმფრინავები სარგებლობენ, გააჩნია, რომელი წერტილიდან მოდიან, რომელი კუთხიდან გადიან და ა.შ.

- თბილისის აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავი მცხეთის თავზე რამდენ ხანში აღმოჩნდება?

- გააჩნია თვითმფრინავის ტიპს, ალბათ 2-3 წუთში. აფრინდა და თითქმის მცხეთის თავზეა. თუ დასავლეთის მიმართულებით მიდის, 20 წუთი უნდა, რომ საერთოდ საქართველოს საჰაერო სივრცე დატოვოს. ზოგს კიდევ ნაკლები სჭირდება, გააჩნია, რა მიმართულებით იღებს გეზს. აქედან ბათუმისკენ თუ წავიდა, 15 წუთში დატოვებს ქვეყნის საზღვარს, თუ ქვემოთ, სამხრეთისკენ - 5 წუთშიც.

- რატო აირჩიე ეს პროფესია, როცა პარალელურად მოცეკვავე ხარ.

- ცეკვა 17 წლისამ დავიწყე, თუმცა პროფესიული არჩევანი 14-15 წლის ვიყავი რომ გავაკეთე. ამიტომ უარი აღარ ვთქვი იმ პირველ გადაწყვეტილებაზე. ცეკვა როგორც მოყვარულმა ისე დავიწყე, უბრალოდ, მიყვარდა, მერე კონკურსებმა ისეთი ინტერესი და ჟინი მომიტანა, რომ შემიყოლია და დღეს ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. ზოგი ერთ საქმესაც ვერ აკეთებს ცხოვრებაში, რომელიც უყვარს და მე ორი საყვარელი საქმე მოვძებნე და ორივეს სიამოვნებით ვემსახურები. პრინციპში, უფრო მეტი საქმეც მაქვს (პილოტობა, პედაგოგობა, ქორეოგაფობა, ჩემი სტუდია მქონდა), მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ 2-ით ვარ დაკავებული - ავიამეთვალყურეობა და ცეკვა.

- მასწავლებლობას თავი დაანებე?

- სტუდია მქონდა, მაგრამ ქორეოგაფობას თავი დავანებე, რადგანაც დრო ფიზიკურად აღარ მრჩებოდა. ასევე რაღაც პერიოდი ბოდიბილდინგითაც ვიყავი დაკავებული, სამი წელი ვვარჯიშობდი, ახლა თავისუფლად შემიძლია როგორ მწვრთნელმა ისე ვიმუშავო.

- ცეკვა რა არის შენს ცხოვრებაში?

- რამდენიმე წელი თავი დანებებული მქონდა, რადგანაც ავიაციაში კარიერის აწყობა აუცილებლად მინდოდა, მაგრამ ახლა ისე გამოვიდა, რომ ერთგანაც ვარ და მეორეგანაც. ამიტომ, ვამბობ, რომ უბედნიერესი ადამიანი ვარ.

- ე.ი. მოგწონს ავიამეთვალყურეობა?

- ძალიან სტრესული საქმეა, ბევრი ადრენალინია, ყურადღება სჭირდება, დეტალებზე ორიენტირებაა სჭირდება, რაც ცხოვრებაში ჩემი პლუსია, შემიძლია. ამიტომ, მომწონს და უკვე მიყვარს კიდეც.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" სხვადასხვა პარტნიორები გყავდა - ია სუხიტაშვილი, სოფო ნიჟარაძე, ახლა - ნინო ჩხეიძე. რას გვეტყვი?

- კი, კარგი პარტნიორები მყავდა... ნინოც კარგი ადამიანია, კომფორტულია მასთან მუშაობა. ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს, არ მოგაწყენს.

- მოგყვება ცეკვის სწავლისას?

- ყველა მეწყვილესთან მომთხოვნი ვარ, მიმაჩნია, რომ ეს ჩემი ხასიათის ნაწილია და ამაზე უარს ვერ ვიტყვი. ეს მე ვარ და ასეთი, მუშაობის დროს. რაც შეეხება ნინოს ცეკვას, მთავრია, ადამიანი ცდილობდეს, ირჯებოდეს, დანარჩენი - ცეკვაა, ნინო აქ არ მოსულა, რომ გახდეს პროფესიონალი მოცეკვავე, მოვიდა იმისთვის, რომ განავითაროს საკუთარი თავი ამ სფეროში. ტურებს რომ გადავხედოთ, ნელ-ნელა იცლება, ყოველდღიური შეხება მაქვს და ვიცი, რომ ცდილობს, უნდა მაყურებელს მუდმივად კარგი ნომერი შევთავაზოთ...

- თქვენი წყვილის შესახებ რა პროგნოზს გააკეთებდი.

- ფინალში ცხადია, რომ ძალიან ძლიერი მოცეკვავეები უნდა მოხვდენ, თუმცა ვნახოთ, რა იქნება, მაყურებლის და ჟიურის გადასაწყვეტია. ჩვენი მხრიდან მაქსიმუმს ვაკეთებთ.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს