უკრაინულ საიტზე zdes.com.ua ვრცელდება აუდიო ჩანაწერი, სახელწოდებით "სააკაშვილის ახალი რევოლუცია". ჩანაწერში სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის საუბარია.
აუდიო ჩანაწერის თანახმად, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკური პარტნიორებით უკმაყოფილიოა, რადგან მათ რევოლუციური განწყობა არ აქვთ, რის გამოც პროცესები ისე არ მიმდინარეობს, როგორც მას სურს.
"საბოლოო ჯამში შეგვიძლია გადავავადოთ ამათი დამხობა, ან დროზე დავამხოთ. თუ იტყვის რიგგარეშე არჩევნებს, უნდა გადაიყვანოთ რევოლუციურზე. ძალიან მნიშვნელოვანია რომ თავისუფლების მოედანზე გადავიტანოთ," - ამბობს სავარაუდოდ სააკაშვილი.