საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
#მოდითეატრის ფარგლებში რუსთაველის თეატრში სპექტაკლი „ასულნი“ გაიმართება
#მოდითეატრის ფარგლებში რუსთაველის თეატრში სპექტაკლი „ასულნი“ გაიმართება

და­მო­ნე­ბუ­ლი ასუ­ლე­ბი მხსნელს ელი­ან. ერ­თფე­რო­ვან შრო­მა­ში უღიმ­ღა­მოდ გა­დის დღე­ე­ბი, წლე­ბი. . . თუმ­ცა იმე­დი ჯერ სა­ბო­ლო­ოდ არ გამ­ქრა­ლა. დრო­დად­რო გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ხოლ­მე “მხსნე­ლე­ბი”, რომ­ლე­ბიც მათ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და ბედ­ნი­ერ ცხოვ­რე­ბას, “ოქ­როს­ყა­ნებს” ჰპირ­დე­ბი­ან, მაგ­რამ მათი და­პი­რე­ბე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, სიც­რუ­ეა. ასულ­თა ბედი არა­ვის ადარ­დებს. - რო­ბერტთ სტუ­რუ­ას ამ სპე­ქაკ­ლის ნახ­ვას მა­ყუ­რე­ბე­ლი 24 ნო­ემ­ბერს, რუს­თა­ვე­ლის თე­ა­ტერ­ში შეძ­ლე­ბა და იქ მი­სუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩა­ერ­თვე­ბა ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში.

ფონ­დი „ცხოვ­რე­ბა მშვე­ნი­ე­რია“ 2018 წლის 24 ნო­ემ­ბრი­დან ახორ­ცი­ე­ლებს პრო­ექტს #მო­დი­თე­ატ­რში, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლია ქა­ლაქ თბი­ლის­ში, არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო თუ კერ­ძო თე­ატ­რი, ასე­ვე კი­ნო­თე­ატ­რე­ბი,პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში თი­თო­ე­უ­ლი სპექ­ტაკ­ლი­დან თუ კი­ნოჩ­ვე­ნე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა მოხ­მარ­დე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს, რო­მელ­თა სიაც სამ­წუ­ხა­როდ ძა­ლი­ან დი­დია.

ზემო აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი „ცხოვ­რე­ბა მშვე­ნი­ე­რია“ 6 დე­კემ­ბერს 20 სა­ათ­ზე გეგ­მავს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს თბი­ლი­სის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი 14 წლის მა­რი­ამ ქურ­ხუ­ლი­სათ­ვის, რო­მელ­საც აქვს ხერ­ხემ­ლის იდი­ო­ფა­ტი­უ­რი სქო­ლი­ო­ზი და გა­ნუ­ვი­თარ­და კი­ფო­ზი. მა­რი­ამს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს შვი­დი ოპე­რა­ცია და ახლა მას ესა­ჭი­რო­ე­ბა სას­წრა­ფოდ თურ­ქეთ­ში გა­დაყ­ვა­ნა,14 წლის ქეთი ქა­რუ­მი­ძეს, რო­მელ­საც და­უდ­გინ­და რესტრიქ­ცი­უ­ლი კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია რის გა­მოც მას სას­წრა­ფოდ ესა­ჭი­რო­ე­ბა გუ­ლის ტრან­სპლა­ტა­ცი­ის შემ­დგო­მი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­და ასევ 32 წლის ანა მა­მუ­ლაშ­ვილს, რო­მელ­საც და­უდ­გინ­და აგ­რე­სი­უ­ლი მე­ლა­ნო­მა და მას ერთი წლის მან­ძილ­ზე ესა­ჭი­რო­ე­ბა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი რომ­ლის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბაც შე­ად­გენს 90 000 ლარს.

ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა მოხ­მარ­დე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის მკრუ­ნა­ლო­ბას. ჯამ­ში სამი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის სრუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო თან­ხა შე­ად­გენს 5 000 აშშ დო­ლარს, 18 000 აშშ დო­ლარს და 90 000 ლარს

ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ კონ­ცერ­ტში სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ: სა­მე­ფო ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტი „ფო­ცხიშ­ვი­ლი“ , ან­სამ­ბლი „ალი­ლო“, ქარ­თუ­ლი ხმე­ბი, თე­ატ­რა­ლუ­რი კვარ­ტე­ტი და ქარ­თუ­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

#მოდითეატრის ფარგლებში რუსთაველის თეატრში სპექტაკლი „ასულნი“ გაიმართება

#მოდითეატრის ფარგლებში რუსთაველის თეატრში სპექტაკლი „ასულნი“ გაიმართება

დამონებული ასულები მხსნელს ელიან. ერთფეროვან შრომაში უღიმღამოდ გადის დღეები, წლები. . . თუმცა იმედი ჯერ საბოლოოდ არ გამქრალა. დროდადრო გამოჩნდებიან ხოლმე “მხსნელები”, რომლებიც მათ თავისუფლებასა და ბედნიერ ცხოვრებას, “ოქროსყანებს” ჰპირდებიან, მაგრამ მათი დაპირებები, სამწუხაროდ, სიცრუეა. ასულთა ბედი არავის ადარდებს. - რობერტთ სტურუას ამ სპექაკლის ნახვას მაყურებელი 24 ნოემბერს, რუსთაველის თეატერში შეძლება და იქ მისული საზოგადოება ავტომატურად ჩაერთვება ქველმოქმედებაში.

ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2018 წლის 24 ნოემბრიდან ახორციელებს პროექტს #მოდითეატრში, რომელშიც ჩართულია ქალაქ თბილისში, არსებული ყველა სახელმწიფო თუ კერძო თეატრი, ასევე კინოთეატრები,პროექტის ფარგლებში თითოეული სპექტაკლიდან თუ კინოჩვენებიდან შემოსული თანხა მოხმარდება სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარებს, რომელთა სიაც სამწუხაროდ ძალიან დიდია.

ზემო აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 6 დეკემბერს 20 საათზე გეგმავს განახორციელოს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი 14 წლის მარიამ ქურხულისათვის, რომელსაც აქვს ხერხემლის იდიოფატიური სქოლიოზი და განუვითარდა კიფოზი. მარიამს ჩატარებული აქვს შვიდი ოპერაცია და ახლა მას ესაჭიროება სასწრაფოდ თურქეთში გადაყვანა,14 წლის ქეთი ქარუმიძეს, რომელსაც დაუდგინდა რესტრიქციული კარდიომიოპათია რის გამოც მას სასწრაფოდ ესაჭიროება გულის ტრანსპლატაციის შემდგომი რეაბილიტაციადა ასევ 32 წლის ანა მამულაშვილს, რომელსაც დაუდგინდა აგრესიული მელანომა და მას ერთი წლის მანძილზე ესაჭიროება ძვირადღირებული მედიკამენტები რომლის საერთო ღირებულებაც შეადგენს 90 000 ლარს.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა მოხმარდება აღნიშნული ბენეფიციარების მკრუნალობას. ჯამში სამი ბენეფიციარის სრული მკურნალობისთვის საჭირო თანხა შეადგენს 5 000 აშშ დოლარს, 18 000 აშშ დოლარს და 90 000 ლარს

ზემოაღნიშნულ კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: სამეფო ნაციონალური ბალეტი „ფოცხიშვილი“ , ანსამბლი „ალილო“, ქართული ხმები, თეატრალური კვარტეტი და ქართული ესტრადის ვარსკვლავები.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"