ავტორი:

მელანია ტრამპი "დიორის" 9 ათას დოლარიანი პალტოთი - პირველი ლედი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა

მელანია ტრამპი "დიორის" 9 ათას დოლარიანი პალტოთი  - პირველი ლედი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა

მელანია ტრამპისთვის ძვირადღირებული სამოსი უჩვეულო, ცხადია, არ არის, თუმცა პალტომ, რომელიც პირველ ლედის მადლიერების დღის ღონისძიებაზე ეცვა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. Evening Standard წერს, რომ მელანიას ჩაცმულობამ თეთრ სახლში გამართულ ტრადიციულ ღონისძიებაზე ყველას ყურადღება მიიქცია, პირველი ლედი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.

მოსაცმელი გეომეტრიული პრინტით მოდის სახლ „დიორის“ შექმნილია. მათ სამოსს მელანია თეთრ სახლში გადასვლის შემდეგ ძალიან ხშირად იცვამს.

პალტო, რომელიც დიზაინერმა მარია გრაცია კიურიმ „დიორის“ 2018 წლის შემოდგომის კოლექციისთვის შექმნა, 9 ათასი დოლარი ღირს.

მელანიას კრისტიან ლაბუტინის ჩექმა ეცვა.

ოფიციალური ღონისძიების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტი ცოლთან და 12 წლის შვილთან, ბერონთან ერთად მარ-ა-ლარგოში მდებარე ვილაზე გაემგზავრა, სადაც მადლიერების დღეს ოჯახურ გარემოში გაატარებენ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე