კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საცობი" უკვე მეტროშიცაა - რატომ ჭირს თბილისში პიკის საათებში გადაადგილება
"საცობი" უკვე მეტროშიცაა - რატომ ჭირს თბილისში პიკის საათებში გადაადგილება

პი­კის სა­ა­თებ­ში თბი­ლის­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა უკვე მეტ­რო­თიც შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა. რო­გორც ჩანს გა­უ­საძ­ლი­სი სა­ცო­ბე­ბის გამო მგზავ­რე­ბი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბით და ავ­ტო­ბუ­სე­ბით მგზავ­რო­ბა­ზე უარს ამ­ბო­ბენ და მი­წის­ქვეშ ჩას­ვლას ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ. ამი­ტომ, მა­ტა­რებ­ლებს შო­რის 3-წუ­თი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლიც კი აღარ არის საკ­მა­რი­სი, რომ მეტ­რომ მგზავ­რე­ბი და­ი­ტი­ოს.

"პი­კის სა­ა­თებ­ში "მარ­შუტ­კით" გა­დად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, 2 სა­ა­თი მი­წევს ხოლ­მე სა­ცობ­ში დგო­მა. ამი­ტომ სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მეტ­როს ხში­რი მგზავ­რი გავ­ხდი. თუმ­ცა, ამ ბოლო დროს მეტ­რო­შიც ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხია - სად­გუ­რის მო­ე­დან­ზე გა­დად­გი­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია ხალ­ხის ნა­კა­დის გამო" - გვი­თხრა ერთ-ერ­თმა მგზავ­რმა ორი დღის წინ მეტ­რო­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. თუმ­ცა, ვინც მეტ­რო­თი მგზავ­რობთ, შე­ამ­ჩნევ­დით რომ ეს პრობ­ლე­მა თით­ქმის, ყო­ველ­დღი­უ­რი გახ­და.

AMBEBI.GE აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით "თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას" და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც გვი­თხრეს, რომ შე­ფერ­ხე­ბა მეტ­როს გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში არ ყო­ფი­ლა და პრობ­ლე­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ ხალ­ხის დიდ­მა ნა­კად­მა გა­მო­იწ­ვია.

"გა­და­ვა­მოწ­მე სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­მოწ­მე­ბე­ბის გვერ­დზე, სა­დაც შე­მო­დის ინ­ფორ­მა­ცია შე­ფე­რე­ხე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და რა­ი­მე ხარ­ვე­ზი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ალ­ბათ, მოხ­და ის რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი ჩა­ვი­და. არის ხოლ­მე პე­რი­ო­დი, პი­კის სა­ა­თებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ბევ­რი ხალ­ხი მი­ა­წყდე­ბა მეტ­როს. თუმ­ცა, ვერ ვი­ტყვით, რომ მგზავ­რთა ნა­კა­დი მკვეთ­რად არის გაზ­რდი­ლი. იცით რომ პი­კის სა­ა­თებ­ში მა­ტა­რებ­ლე­ბის მოს­ვლის ინ­ტერ­ვა­ლი 3 წუ­თამ­დეა შემ­ცი­რე­ბუ­ლი - და­მა­ტე­ბი­თი შე­მად­გენ­ლო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მოხ­და და ისი­ნი უკვე მუ­შა­ო­ბენ ხაზ­ზე" - გა­ნუ­ცხა­დეს AMBEBI.GE-ს თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: გა­დატ­ვირ­თუ­ლი სად­გუ­რის მო­ე­და­ნი

ის, რომ ბოლო დროს მეტ­რო­ში მგზავ­რთა ნა­კა­დი იზ­რდე­ბა, არ უკ­ვირს სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენტ და­ვით მეს­ხიშ­ვილს. უფრო მე­ტიც - იან­ვრი­დან ნა­კა­დის მო­მა­ტე­ბას კი­დევ პროგ­ნო­ზი­რებს. შე­სა­ბა­მი­სად ფიქ­რობს, რომ მეტ­რო­ში "სა­ცო­ბე­ბი" ხში­რად იქ­ნე­ბა.

"მგზავ­რთა ნა­კა­დის გაზ­რდა შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორს: ის, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი არ არის შე­მოყ­ვა­ნი­ლი და ეს პრობ­ლე­მა დე­და­ქა­ლაქ­ში ძა­ლი­ან მწვა­ვედ დგას. კარ­გია, რომ მე­რი­ამ ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­ნახ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და თუ დრო­ზე შეს­რულ­დე­ბა ეს და­პი­რე­ბა, ძა­ლი­ან კარ­გია.

კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი - საწ­ვა­ვის ფასი, რო­მე­ლიც გაძ­ვი­რე­ბუ­ლია და კი­დევ გაძ­ვირ­დე­ბა; შე­სა­ბა­მი­სად, გაზ­რდი­ლია ტაქ­სე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის ფა­სიც და კი­დევ უფრო მო­ი­მა­ტებს. რო­დე­საც ტრასნ­პორ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბა და­ი­წყო, მე ვპ­როგ­ნო­ზი­რებ­დი, რომ რამ­დე­ნა­დაც გა­იზ­რდე­ბა ტაქ­სე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა, ხალ­ხი მეტ­რო­ში გა­და­ი­ნაც­ვლებ­და, რო­გორც გა­და­ად­გი­ლე­ბის ია­ფი­ან და სწრაფ სა­შუ­ა­ლე­ბა­ში. იმი­ტომ, რომ დღეს მი­წის ზე­და­პირ­ზე ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე ად­გილ­ზე გას­ვლა არის შუძ­ლე­ბე­ლი!" - გვი­თხრა მეს­ხიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­რი­ის არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გია:

"გვახ­სოვს, თბი­ლი­სის მე­რის და­პი­რე­ბა, რომ მეტ­როს კი­დევ 12 შე­მად­გენ­ლო­ბა და­ე­მა­ტე­ბა და თუ მარ­თლაც შე­ას­რუ­ლებს ამას კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ არა­და შე­ფერ­ხე­ბე­ბი გვე­ლის. თბი­ლი­სის მე­რი­ას მუდ­მი­ვად ვე­უბ­ნე­ბო­დით, რომ ტაქ­სე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი იქამ­დე არ და­ე­წყო, სა­ნამ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრას­პორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ მოხ­დე­ბო­და გან­ვი­თა­რე­ბა. არ დაგ­ვი­ჯე­რეს და შე­სა­ბა­მი­სად მი­ვი­ღეთ ის, რა­ზეც ვაფრ­თხი­ლებ­დით.

ეს არის არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გი. არ ვამ­ბობ, რომ ტაქ­სი არ უნდა იყოს ძვი­რი, უნდა იყოს, მაგ­რამ მა­შინ როცა საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ავ­ტო­ბუ­სი და მეტ­როს შე­მად­გენ­ლო­ბა გვექ­ნე­ბა ქა­ლაქ­ში. მეტ­რო­ში მგზავ­რთა ნა­კა­დი კი­დევ უფრო იან­ვი­დან გა­იზ­რდე­ბა, რად­გან 2019 წლის იან­ვრი­დან ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის გავ­ლა ყვე­ლა მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დე­ბა, ეჭვი მაქვს ბევ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლის მფლო­ბე­ლი, რო­მე­ლიც ინ­სპექ­ტი­რე­ბას ვერ გა­ივ­ლის, მეტ­როს მგზავ­რი გახ­დე­ბა" - აღ­ნიშ­ნა AMBEBI.GE-სთან და­ვით მეს­ხიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს
ავტორი:

"საცობი" უკვე მეტროშიცაა - რატომ ჭირს თბილისში პიკის საათებში გადაადგილება

"საცობი" უკვე მეტროშიცაა - რატომ ჭირს თბილისში პიკის საათებში გადაადგილება

პიკის საათებში თბილისში გადაადგილება უკვე მეტროთიც შეუძლებელი ხდება. როგორც ჩანს გაუსაძლისი საცობების გამო მგზავრები სამარშრუტო ტაქსებით და ავტობუსებით მგზავრობაზე უარს ამბობენ და მიწისქვეშ ჩასვლას ამჯობინებენ. ამიტომ, მატარებლებს შორის 3-წუთიანი ინტერვალიც კი აღარ არის საკმარისი, რომ მეტრომ მგზავრები დაიტიოს.

"პიკის საათებში "მარშუტკით" გადადგილება შეუძლებელია, 2 საათი მიწევს ხოლმე საცობში დგომა. ამიტომ საღამოს საათებში მეტროს ხშირი მგზავრი გავხდი. თუმცა, ამ ბოლო დროს მეტროშიც ძალიან ბევრი ხალხია - სადგურის მოედანზე გადადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია ხალხის ნაკადის გამო" - გვითხრა ერთ-ერთმა მგზავრმა ორი დღის წინ მეტროში არსებულ მდგომარეობაზე. თუმცა, ვინც მეტროთი მგზავრობთ, შეამჩნევდით რომ ეს პრობლემა თითქმის, ყოველდღიური გახდა.

AMBEBI.GE აღნიშნულთან დაკავშირებით "თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ შეფერხება მეტროს გადაადგილებაში არ ყოფილა და პრობლემა, სავარაუდოდ ხალხის დიდმა ნაკადმა გამოიწვია.

"გადავამოწმე სპეციალური შემოწმებების გვერდზე, სადაც შემოდის ინფორმაცია შეფერეხებასთან დაკავშირებით და რაიმე ხარვეზი არ დაფიქსირებულა. ალბათ, მოხდა ის რომ ძალიან ბევრი ხალხი ჩავიდა. არის ხოლმე პერიოდი, პიკის საათებში განსაკუთრებულად ბევრი ხალხი მიაწყდება მეტროს. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მგზავრთა ნაკადი მკვეთრად არის გაზრდილი. იცით რომ პიკის საათებში მატარებლების მოსვლის ინტერვალი 3 წუთამდეა შემცირებული - დამატებითი შემადგენლობის რეაბილიტაცია მოხდა და ისინი უკვე მუშაობენ ხაზზე" - განუცხადეს AMBEBI.GE-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

იხილეთ ვიდეო: გადატვირთული სადგურის მოედანი

ის, რომ ბოლო დროს მეტროში მგზავრთა ნაკადი იზრდება, არ უკვირს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტ დავით მესხიშვილს. უფრო მეტიც - იანვრიდან ნაკადის მომატებას კიდევ პროგნოზირებს. შესაბამისად ფიქრობს, რომ მეტროში "საცობები" ხშირად იქნება.

"მგზავრთა ნაკადის გაზრდა შეიძლება უკავშირდებოდეს რამდენიმე ფაქტორს: ის, რომ ჯერჯერობით ახალი ავტობუსები არ არის შემოყვანილი და ეს პრობლემა დედაქალაქში ძალიან მწვავედ დგას. კარგია, რომ მერიამ ავტობუსების განახლების გადაწყვეტილება მიიღო და თუ დროზე შესრულდება ეს დაპირება, ძალიან კარგია.

კიდევ ერთი ფაქტორი - საწვავის ფასი, რომელიც გაძვირებულია და კიდევ გაძვირდება; შესაბამისად, გაზრდილია ტაქსების მომსახურების ფასიც და კიდევ უფრო მოიმატებს. როდესაც ტრასნპორტის საშუალებების ინსპექტირება დაიწყო, მე ვპროგნოზირებდი, რომ რამდენადაც გაიზრდება ტაქსების მომსახურება, ხალხი მეტროში გადაინაცვლებდა, როგორც გადაადგილების იაფიან და სწრაფ საშუალებაში. იმიტომ, რომ დღეს მიწის ზედაპირზე ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გასვლა არის შუძლებელი!" - გვითხრა მესხიშვილმა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი მერიის არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია:

"გვახსოვს, თბილისის მერის დაპირება, რომ მეტროს კიდევ 12 შემადგენლობა დაემატება და თუ მართლაც შეასრულებს ამას კარგი იქნება, თუ არადა შეფერხებები გველის. თბილისის მერიას მუდმივად ვეუბნებოდით, რომ ტაქსების რეგულაციები იქამდე არ დაეწყო, სანამ საზოგადოებრივი ტრასპორტის მიმართულებით არ მოხდებოდა განვითარება. არ დაგვიჯერეს და შესაბამისად მივიღეთ ის, რაზეც ვაფრთხილებდით.

ეს არის არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი. არ ვამბობ, რომ ტაქსი არ უნდა იყოს ძვირი, უნდა იყოს, მაგრამ მაშინ როცა საკმარისი რაოდენობის ავტობუსი და მეტროს შემადგენლობა გვექნება ქალაქში. მეტროში მგზავრთა ნაკადი კიდევ უფრო იანვიდან გაიზრდება, რადგან 2019 წლის იანვრიდან ტექდათვალიერების გავლა ყველა მსუბუქი ავტომობილისთვის სავალდებულო გახდება, ეჭვი მაქვს ბევრი ავტომობილის მფლობელი, რომელიც ინსპექტირებას ვერ გაივლის, მეტროს მგზავრი გახდება" - აღნიშნა AMBEBI.GE-სთან დავით მესხიშვილმა.

ახალი წიგნი გიდებისთვის - ბათუმისა და ქობულეთის თემატური ტურების სახელმძღვანელოზე მუშაობა იწყება

"ამოგშანთავთ... თქვენ ტელეეთერში არ უნდა იყოთ" - შალვა რამიშვილის მიმართვა "ტვ პირველს" და ვახო სანაიას პასუხი

კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტის დაინფიცირების წყარო უცნობია