ავტორი:

წელს მთავარი ნაძვის ხე, შესაძლოა, პარლამენტის წინ არ დაიდგას - რას ამბობენ მერიაში

წელს მთავარი ნაძვის ხე, შესაძლოა, პარლამენტის წინ არ დაიდგას - რას ამბობენ მერიაში

თბილისის მერიამ ნაძვის ხის განთავსების ადგილი შესაძლოა, შეცვალოს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, საახალწლოდ ნაძვის ხე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, შესაძლოა, ევროპის ან რესპუბლიკის მოედანზე დაიდგას.

თბილისის მერიაში ნაძვის ხის განთავსების ადგილის შესაძლო შეცვლას არ გამორიცხავენ, თუმცა განმარტავენ, რომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ამ საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება დეკემბრის დასაწყისში იგეგმება“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ ორი კვირის წინ, ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა პარლამენტის წინ აქციას მართავენ, სხვა ტერიტორიაზე გადანაცვლება სთხოვა, რასაც მათი და საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ნაძვის ხის სხვა ადგილზე შესაძლო განთავსების გადაწყვეტილება სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულს უნდა უკავშირდებოდეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ