ავტორი:

ზურაბიშვილი ფოტორეპორტიორების საქმის განხილვაზე მივიდა : "აქ უნდა იდგეს ნებისმიერი მომავალი პრეზიდენტი"

ზურაბიშვილი ფოტორეპორტიორების საქმის განხილვაზე მივიდა : "აქ უნდა იდგეს ნებისმიერი მომავალი პრეზიდენტი"

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმის განხილვაზე, მის ვაჟთან ერთად საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

"სოლიდარობა არის ელემენტარული ადამიანური გრძნობა, რომელიც აუცილებელია საზოგადოებაში. სოლიდარობა თუ არ არის, საზოგადოება ვერ შედგება. დღეს მთავარი ის არის, რომ სამართლიანობა აღდგეს, რაც ყველაზე მეტად სჭირდება საზოგადოებას იმისთვის, რომ დაწყნარდეს, იმისთვის, რომ მშვიდობა განვითარდეს.

ეს არის სიმბოლური დღე. დღეს წყდება წარსულთან იმ ფურცლის გადაშლა და დამთავრება. აქ უნდა იდგეს საქართველოს ნებისმიერი მომავალი პრეზიდენტი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე დღეს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უნდა გამოაცხადოს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები