ავტორი:

ზურაბ ჯაფარიძემ ვაშაძისთვის ხმის მიცემა გადაიფიქრა : "იმდენი გიქნიათ, ჩამხრჩვალხართ ამ ნეხვში"

ზურაბ ჯაფარიძემ ვაშაძისთვის ხმის მიცემა გადაიფიქრა : "იმდენი გიქნიათ, ჩამხრჩვალხართ ამ ნეხვში"

ზურაბ ჯაფარიძემ გრიგოლ ვაშაძისთვის ხმის მიცემა გადაიფიქრა, „გირჩის“ ლიდერი ამის შესახებ „ფეისბუქზე“ წერს.

"არცერთის შემომხაზველი არ ვარ.

თავს ვიტყუებ, ვუყურებ და ვყლაპავ ამდენ სიბინძურეს.

არ მინდა.

იმდენი გიქნიათ, ჩამხრჩვალხართ ამ ნეხვში,“ - წერს ჯაფარიძე.

პირველი ტურის შედეგების გაცნობის შემდეგ „გირჩის“ ლიდერმა განაცხადა, რომ ხმას მისცემდა ადამიანს, რომელმაც ის „პედოფილთან გააიგივა“.

"ხმას მივცემ ადამიანს, რომლის კარიერული პიკი, რომ არა პრეზიდენტი სააკაშვილი, იქნებოდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალო დონის ჩინოვნიკობა, რომელმაც პედოფილთან გამაიგივა პირადად მე და ასობით ათასი ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც მთელი წინასაარჩევნო კამპანია ააგო იმ მიზანთან ბრძოლაზე, რისთვისაც ჩემი ცხოვრების უკანასკნელი 12 წლის მნიშვნელოვანი ნაწილი მაქვს დათმობილი, და რომლის არჩევის შემთხვევაში, შეიძლება აღმოჩნდეს რომ სულ ცოტა ხნის წინ ქვეყნის პირველ ლედის მოსკოვში აქვს ნაცეკვი 25 თებერვალს", - განაცხადა მაშინ ჯაფარიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები