10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვისმენენ და მღერიან ისინი, ვინც მაშინ პატარები იყვნენ, დღეს კი შვილებს ასმენინებენ..." - ჩვენი ბავშვობის საყვარელი მულტფილმი ბრუნდება
"გვისმენენ და მღერიან ისინი, ვინც მაშინ პატარები იყვნენ, დღეს კი შვილებს ასმენინებენ..." - ჩვენი ბავშვობის საყვარელი მულტფილმი ბრუნდება

"თოვ­ლის გუნ­და" ბევ­რი პა­ტა­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი მულ­ტიპ­ლი­კა­ცი­უ­რი ფილ­მია, რო­მე­ლიც კომ­პო­ზი­ტორ ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ი­ას უკ­ვდავ სიმ­ღე­რა­ზეა შექ­მნი­ლი. მას­ზე არა­ერ­თი თა­ო­ბა აღი­ზარ­და, თუმ­ცა ფილ­მი დღეს­დღე­ო­ბით ცო­ტა­თი მოძ­ველ­და და თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შვებს მისი აღ­ქმა უჭირთ, ამი­ტომ, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-მა მისი ახა­ლი ვერ­სი­ის შექ­მნა გა­და­წყვი­ტა. ფილ­მი მზად არის და მისი ხილ­ვა მსურ­ვე­ლებს უკვე შე­უძ­ლი­ათ.

"თოვ­ლის გუნ­დას" რე­ჟი­სო­რია ირაკ­ლი სა­ა­მაშ­ვი­ლი, სცე­ნა­რი ლე­ვან ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს, გელა ბე­რი­ა­ნი­ძეს და ვიქ­ტორ წიკ­ლა­ურს ეკუთ­ვნით, რომ­ლებ­მაც მულ­ტიპ­ლი­კა­ცი­უ­რი ფილ­მის გრა­ფი­კა­ზეც იმუ­შა­ვეს.

ირაკ­ლი სა­ა­მიშ­ვი­ლი, "პა­ლიტ­რა მე­დი­ას" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე:

"6 თვის წინ გა­დავ­წყვი­ტეთ, გაგ­ვე­ახ­ლე­ბი­ნა "გუ­დას" მულ­ტფილ­მი. ეს ჩვენ­თვის რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა იყო, რად­გა­ნაც მსგავ­სი სა­ხის პრაქ­ტი­კა არ გვქონ­და. ამის­თვის შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლი­ტე­ბი და­ვიხ­მა­რეთ, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ვი­ა­რეთ და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მი­ვი­ღეთ იმა­ზე, რთულ ამო­ცა­ნას რო­გორ გავმკლა­ვე­ბო­დით. ჩვე­ნი სცე­ნა­რი მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლია ძველ­თან, რო­მე­ლიც ვე­ცა­დეთ, ახა­ლი ელე­მენ­ტე­ბით გაგ­ვემ­დიდ­რე­ბი­ნა. გა­ვით­ვა­ლი­წი­ნეთ, ახალ თა­ო­ბას რა მო­ე­წო­ნე­ბო­და და ასე ვი­მოქ­მე­დეთ. ცხა­დია, გა­მო­ვი­ყე­ნეთ თა­ნა­მედ­რო­ვე გრა­ფი­კა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ასე­ვე ფილ­მის მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბა - ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ი­ას ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი სიმ­ღე­რაც ცო­ტა­თი გა­ვა­თა­ნა­მედ­რო­ვეთ. მად­ლო­ბა ნუგ­ზარ კვა­შალს (ამ სიმ­ღე­რის შემ­სრუ­ლე­ბელს) გვერ­დში დგო­მის­თვის, თუმ­ცა სი­უ­ჟე­ტის­თვის ფა­სე­უ­ლო­ბა არ დაგ­ვი­კარ­გავს, შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნეთ. ძვე­ლი ფილ­მი არა, მაგ­რამ ეს ახა­ლი უკვე სი­ა­მოვ­ნე­ბით ნა­ხეს ჩემ­მა შვი­ლებ­მა!"

ნუგ­ზარ კვა­შა­ლი, სიმ­ღე­რა "თოვ­ლის გუნ­დას" ერ­თა­დერ­თი უც­ვლე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლია. ახალ ვერ­სი­ა­შიც ის მღე­რის, ტე­ლე­წამ­ყვან თამ­თა ასა­თი­ან­თან ერ­თად:

"მულ­ტფილ­მებ­ზე მუ­შა­ო­ბა ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო რამ არის, რაც კი შე­იძ­ლე­ბა მსა­ხი­ო­ბის­თვის, მუ­სი­კო­სის­თვის ცხოვ­რე­ბა­ში იყოს. მისი გახ­მო­ვა­ნე­ბა და ჩა­წე­რა ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. მულ­ტფილ­მებ­ზე ბევ­რჯერ მი­მუ­შა­ვია და არა­ერთ პრო­ფე­სი­ო­ნალ­თან მო­მიხ­და პარტნი­ო­რო­ბა.

წლე­ბის წინ "გუდა-გუ­და­ზე" მუ­შა­ო­ბა იმით და­ი­წყო, რომ ბუ­თხუზ ბა­სი­ლა­ი­ამ მა­ი­ძუ­ლა, მე მემ­ღე­რა, წა­მიყ­ვა­ნა გახ­მო­ვა­ნე­ბა­ზე - შენ ხარ გუდა-გუდა და შენი ხმით იმ­ღე­რეო. ჰოდა, მა­შინ რომ და­ვი­წყე ეს სიმ­ღე­რა დღემ­დე არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ, ყველ­გან ვმღე­რი. მა­ყუ­რე­ბელს, მსმე­ნელს ძა­ლი­ან უყ­ვარს - ჩემ­თან ერ­თად მთე­ლი დარ­ბა­ზი მღე­რის ხოლ­მე. არა­და, პირ­ვე­ლი აჟ­ღე­ბი­დან 35 წელი გა­ვი­და. გვის­მე­ნენ და მღე­რი­ან ისი­ნი, ვინც მა­შინ პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ, დღეს უკვე თა­ვი­ანთ შვი­ლებს ას­მე­ნი­ნე­ბენ, ვინც დე­დე­ბი იყ­ვნენ - შვი­ლიშ­ვი­ლებს, რაც სა­სი­ა­მოვ­ნოა.

ეს ბა­სი­ლა­ი­ას უკ­ვდა­ვი და სა­ო­ცა­რი მე­ლო­დი­ის "ბრა­ლია". უნი­კა­ლუ­რი მუ­სი­კაა, ყო­ველ გაჟ­ღე­რე­ბა­ზე სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად მეს­მის. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის "პა­ლიტ­რა­მე­დი­ამ" აი­ტა­ცა, ჯერ იყო სა­თა­მა­შო თოვ­ლის გუნ­და გა­ა­ცო­ცხლა და ძვე­ლი მულ­ტფილ­მი მა­ყუ­რე­ბელს ასე გა­ახ­სე­ნა. "პა­ლიტ­რა­ში" ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხი მუ­შა­ობს და ახლა მულ­ტფილ­მიც გა­და­ი­ღეს და ისევ მე მო­მი­წია ამ სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა. შე­სა­ნიშ­ნავ გო­გო­ნას­თან თამ­თა ასა­თი­ან­თან ერ­თად ვიმ­ღე­რე. სულ პირ­ვე­ლად კი ის ლიკა ურუ­შა­ძემ შე­ას­რუ­ლა. ასე რომ, ამ სიმ­ღე­რის­თვის ასაკს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს - წლე­ბის წი­ნაც ასე­ვე ვმღე­რო­დი, რო­გორც ახლა. ამი­ტომ, ადა­მი­ა­ნე­ბი სულ იმ­ღე­ბენ "თოვ­ლის გუნ­დას", ამის­თვის მად­ლო­ბა "პა­ლიტ­რა­მე­დი­ას"!

თამ­თა ასა­თი­ა­ნი, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" წამ­ყვა­ნი:

"გუდა-გუდა" ჩემი ბავ­შვო­ბის საყ­ვა­რე­ლი მულ­ტფილ­მია და არ მე­გუ­ლე­ბა ბავ­შვი, რო­მელ­საც ეს მულ­ტფილ­მი არ მოს­წონს და ემო­ცი­უ­რად არ გა­ნა­წყობს. ამ მულ­ტფილ­მს რომ ვიხ­სე­ნებ, რო­დე­საც ვუ­ყუ­რებ­დი გუ­დას დნო­ბი­სა და გაქ­რო­ბის ეპი­ზოდს, სა­ოც­რად გან­ვიც­დი­დი, ცრემ­ლებ­საც ვერ ვი­კა­ვებ­დი. ახლა როცა ამ­დე­ნი წელი გა­ვი­და და მი­თხრეს, გა­ნახ­ლე­ბულ ვერ­სი­ა­ში ეს ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რა უნდა იმ­ღე­როო, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო, ამა­ვე დროს სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო. დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი, - თუკი შევ­ძლებ­დი და გა­მო­მი­ვი­დო­და, ეს ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბო­და.

ბა­ტონ­მა ნუგ­ზარ კვა­შალ­მა ამიხ­სნა შეს­რუ­ლე­ბი­სას რა ემო­ცია უნდა და­მე­ჭი­რა, რაზე უნდა გა­მე­მახ­ვი­ლე­ბი­ნა ყუ­რა­დღე­ბა, ბევ­რი რჩე­ვა მომ­ცა, რაც მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. მგო­ნი, ჩვე­ნი დუ­ე­ტი შედ­გა და კარ­გი გა­მო­ვი­და. ამ ყვე­ლა­ფერს კი წლე­ბის წინ ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი. თუმ­ცა ბა­ტონ ნუგ­ზარ­თან მა­ნამ­დეც მქო­ნია შე­ხე­ბა, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის­თვის" ერთხელ ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რე, გა­და­ცე­მა­შიც გვყავ­და სტუმ­რად, თუმ­ცა ხმის ჩამ­წერ სტუ­დი­ა­ში მუ­შა­ო­ბი­სას სხვა კუ­თხით და­ვი­ნა­ხე. მად­ლო­ბა ბა­ტონ მასს გვერ­დში დგო­მის­თვის, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის­თვის.

ასე რომ, ძა­ლი­ან დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა ელო­დე­ბათ პა­ტა­რებს და არა მარ­ტო მათ - ჩვენს თა­ო­ბას, ჩვენს წინა თა­ო­ბა­საც და უმ­ცრო­სებ­საც, ყვე­ლას უყ­ვარს ეს მულ­ტფილ­მი, რო­მე­ლიც დღეს ისე­თი ხა­რის­ხის აღარ იყო, რომ ინ­ტერ­ნეტ­ში ბავ­შვებს ენა­ხათ, თან, იმ ტექ­ნი­კით გა­და­ღე­ბუ­ლი მათ­თვის რთუ­ლი აღ­საქ­მე­ლია. ამი­ტომ სა­სი­ა­მოვ­ნოა, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი "გუდა-გუ­დას" მულ­ტფილ­მის შექ­მნა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ახა­ლი თა­ო­ბის­თვი­საც ისე­თი­ვე საყ­ვა­რე­ლი ზღაპ­რის გმი­რი გახ­დე­ბა, რო­გორც ჩვენ­თვის იყო..."

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"გვისმენენ და მღერიან ისინი, ვინც მაშინ პატარები იყვნენ, დღეს კი შვილებს ასმენინებენ..." - ჩვენი ბავშვობის საყვარელი მულტფილმი ბრუნდება

"გვისმენენ და მღერიან ისინი, ვინც მაშინ პატარები იყვნენ, დღეს კი შვილებს ასმენინებენ..." - ჩვენი ბავშვობის საყვარელი მულტფილმი ბრუნდება

"თოვლის გუნდა" ბევრი პატარისთვის საყვარელი მულტიპლიკაციური ფილმია, რომელიც კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას უკვდავ სიმღერაზეა შექმნილი. მასზე არაერთი თაობა აღიზარდა, თუმცა ფილმი დღესდღეობით ცოტათი მოძველდა და თანამედროვე ბავშვებს მისი აღქმა უჭირთ, ამიტომ, გამომცემლობა "პალიტრა L"-მა მისი ახალი ვერსიის შექმნა გადაწყვიტა. ფილმი მზად არის და მისი ხილვა მსურველებს უკვე შეუძლიათ.

"თოვლის გუნდას" რეჟისორია ირაკლი საამაშვილი, სცენარი ლევან ლორთქიფანიძეს, გელა ბერიანიძეს და ვიქტორ წიკლაურს ეკუთვნით, რომლებმაც მულტიპლიკაციური ფილმის გრაფიკაზეც იმუშავეს.

ირაკლი საამიშვილი, "პალიტრა მედიას" გენერალური დირექტორის მოადგილე:

"6 თვის წინ გადავწყვიტეთ, გაგვეახლებინა "გუდას" მულტფილმი. ეს ჩვენთვის რთული გამოწვევა იყო, რადგანაც მსგავსი სახის პრაქტიკა არ გვქონდა. ამისთვის შესაბამისი სპეციალიტები დავიხმარეთ, კონსულტაციები გავიარეთ და რეკომენდაციები მივიღეთ იმაზე, რთულ ამოცანას როგორ გავმკლავებოდით. ჩვენი სცენარი მაქსიმალურად მიახლოებულია ძველთან, რომელიც ვეცადეთ, ახალი ელემენტებით გაგვემდიდრებინა. გავითვალიწინეთ, ახალ თაობას რა მოეწონებოდა და ასე ვიმოქმედეთ. ცხადია, გამოვიყენეთ თანამედროვე გრაფიკა.

მნიშვნელოვანია, ასევე ფილმის მუსიკალური გაფორმება - ალექსანდრე ბასილაიას ეს შესანიშნავი სიმღერაც ცოტათი გავათანამედროვეთ. მადლობა ნუგზარ კვაშალს (ამ სიმღერის შემსრულებელს) გვერდში დგომისთვის, თუმცა სიუჟეტისთვის ფასეულობა არ დაგვიკარგავს, შევუნარჩუნეთ. ძველი ფილმი არა, მაგრამ ეს ახალი უკვე სიამოვნებით ნახეს ჩემმა შვილებმა!"

ნუგზარ კვაშალი, სიმღერა "თოვლის გუნდას" ერთადერთი უცვლელი შემსრულებელია. ახალ ვერსიაშიც ის მღერის, ტელეწამყვან თამთა ასათიანთან ერთად:

"მულტფილმებზე მუშაობა ყველაზე სასიამოვნო რამ არის, რაც კი შეიძლება მსახიობისთვის, მუსიკოსისთვის ცხოვრებაში იყოს. მისი გახმოვანება და ჩაწერა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. მულტფილმებზე ბევრჯერ მიმუშავია და არაერთ პროფესიონალთან მომიხდა პარტნიორობა.

წლების წინ "გუდა-გუდაზე" მუშაობა იმით დაიწყო, რომ ბუთხუზ ბასილაიამ მაიძულა, მე მემღერა, წამიყვანა გახმოვანებაზე - შენ ხარ გუდა-გუდა და შენი ხმით იმღერეო. ჰოდა, მაშინ რომ დავიწყე ეს სიმღერა დღემდე არ გავჩერებულვარ, ყველგან ვმღერი. მაყურებელს, მსმენელს ძალიან უყვარს - ჩემთან ერთად მთელი დარბაზი მღერის ხოლმე. არადა, პირველი აჟღებიდან 35 წელი გავიდა. გვისმენენ და მღერიან ისინი, ვინც მაშინ პატარები იყვნენ, დღეს უკვე თავიანთ შვილებს ასმენინებენ, ვინც დედები იყვნენ - შვილიშვილებს, რაც სასიამოვნოა.

ეს ბასილაიას უკვდავი და საოცარი მელოდიის "ბრალია". უნიკალური მუსიკაა, ყოველ გაჟღერებაზე სხვადასხვანაირად მესმის. მოგვიანებით ის "პალიტრამედიამ" აიტაცა, ჯერ იყო სათამაშო თოვლის გუნდა გააცოცხლა და ძველი მულტფილმი მაყურებელს ასე გაახსენა. "პალიტრაში" ნიჭიერი ხალხი მუშაობს და ახლა მულტფილმიც გადაიღეს და ისევ მე მომიწია ამ სიმღერის შესრულება. შესანიშნავ გოგონასთან თამთა ასათიანთან ერთად ვიმღერე. სულ პირველად კი ის ლიკა ურუშაძემ შეასრულა. ასე რომ, ამ სიმღერისთვის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს - წლების წინაც ასევე ვმღეროდი, როგორც ახლა. ამიტომ, ადამიანები სულ იმღებენ "თოვლის გუნდას", ამისთვის მადლობა "პალიტრამედიას"!

თამთა ასათიანი, "პალიტრანიუსის" წამყვანი:

"გუდა-გუდა" ჩემი ბავშვობის საყვარელი მულტფილმია და არ მეგულება ბავშვი, რომელსაც ეს მულტფილმი არ მოსწონს და ემოციურად არ განაწყობს. ამ მულტფილმს რომ ვიხსენებ, როდესაც ვუყურებდი გუდას დნობისა და გაქრობის ეპიზოდს, საოცრად განვიცდიდი, ცრემლებსაც ვერ ვიკავებდი. ახლა როცა ამდენი წელი გავიდა და მითხრეს, განახლებულ ვერსიაში ეს ცნობილი სიმღერა უნდა იმღეროო, მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი იყო, ამავე დროს საპასუხისმგებლო. დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, - თუკი შევძლებდი და გამომივიდოდა, ეს ჩემთვის სასიამოვნო იქნებოდა.

ბატონმა ნუგზარ კვაშალმა ამიხსნა შესრულებისას რა ემოცია უნდა დამეჭირა, რაზე უნდა გამემახვილებინა ყურადღება, ბევრი რჩევა მომცა, რაც მუშაობის პროცესში ძალიან დამეხმარა. მგონი, ჩვენი დუეტი შედგა და კარგი გამოვიდა. ამ ყველაფერს კი წლების წინ ვერასდროს წარმოვიდგენდი. თუმცა ბატონ ნუგზართან მანამდეც მქონია შეხება, "პალიტრანიუსისთვის" ერთხელ ინტერვიუ ჩავწერე, გადაცემაშიც გვყავდა სტუმრად, თუმცა ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობისას სხვა კუთხით დავინახე. მადლობა ბატონ მასს გვერდში დგომისთვის, რეკომენდაციებისთვის.

ასე რომ, ძალიან დიდი სიამოვნება ელოდებათ პატარებს და არა მარტო მათ - ჩვენს თაობას, ჩვენს წინა თაობასაც და უმცროსებსაც, ყველას უყვარს ეს მულტფილმი, რომელიც დღეს ისეთი ხარისხის აღარ იყო, რომ ინტერნეტში ბავშვებს ენახათ, თან, იმ ტექნიკით გადაღებული მათთვის რთული აღსაქმელია. ამიტომ სასიამოვნოა, განახლებული "გუდა-გუდას" მულტფილმის შექმნა. დარწმუნებული ვარ, ახალი თაობისთვისაც ისეთივე საყვარელი ზღაპრის გმირი გახდება, როგორც ჩვენთვის იყო..."

ნახევრად შიშველი მადონას ფოტოებმა სოციალური ქსელი "ააფეთქა" - ფანები ფიქრობენ, რომ 61 წლის პოპვარსკვლავმა უკანალი გაიდიდა

"ჩემი ნაწარმოებები ჩემი შვილებია და მიყვარს, მაგრამ ვერავის დავავალდებულებ,  ჩემნაირად შეიყვარონ" - რა ნამუშევარი მიუძღვნა ნიკოლოზ რაჭველმა იტალიას

ბრუის უილისი კარანტინში ყოფილ და ახლანდელ ცოლებთან, 5 შვილთან და შვილების ბოიფრენდებთან ერთადაა - "მათთან წარმოუდგენელი მხიარულებაა“