პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენ გგონიათ, იმ გოგომ დამინგრია ოჯახი?!" - ნანუკა ჟორჟოლიანი კოდუასთან დაშორების მიზეზებსა და დაშვებულ შეცდომებზე
"თქვენ გგონიათ, იმ გოგომ დამინგრია ოჯახი?!" - ნანუკა ჟორჟოლიანი კოდუასთან დაშორების მიზეზებსა და დაშვებულ შეცდომებზე

ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლინ­მა თა­თია შა­რან­გი­ას გა­და­ცე­მა "Story"-ში პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. ინ­ტერ­ვი­უს დროს ტე­ლე­წამ­ყვან­მა გა­იხ­სე­ნა მე­ო­რე მე­უღ­ლეს­თან, სოდ-ის ყო­ფილ უფ­როს ირაკ­ლი კო­დუ­ას­თან თა­ნა­ცხდოვ­რე­ბი­სა და და­შო­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი. ცნო­ბის­თვის, წყვილს ერთი სა­ერ­თო შვი­ლი, საბა ჰყავთ.

"ბრძო­ლის უნა­რი ჩა­მო­მი­ყა­ლი­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ნგრე­ვამ. ირაკ­ლის­თან ოჯა­ხის ნგრე­ვამ ისე შემ­ცვა­ლა, რომ ვი­საც 3 წე­ლია არ ვუ­ნა­ხი­ვარ, სა­ერ­თოდ არ მიც­ნობს. ჩემი ცხოვ­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი, დღის წეს­რი­გი, თე­მე­ბი, გაღ­ვი­ძე­ბა, და­ძი­ნე­ბა, რას ვჭამ, რას ვსვამ... სა­ერ­თოდ სხვა ადა­მი­ა­ნი ვარ... ითა­ვის დრო­ზე ჩვენ არ გვი­სა­უბ­რია იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი... ირაკ­ლიმ ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­და­წყვტია სა­კი­თხი, რომ აქ უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, იმი­ტომ, რომ ჩემს წაყ­ვა­ნას მოყ­ვე­ბო­და მა­რი­ა­მის (ნა­ნუ­კას შვი­ლი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან) წაყ­ვა­ნა, ბუ­ნებ­რი­ვია სა­ბა­სიც. ირაკ­ლი ფიქ­რობ­და, რომ თუ სა­ბას წა­იყ­ვან­და, მერე უნდა წა­ეყ­ვა­ნა თა­ვი­სი ოთხი შვი­ლიც. ასე ვერ იზამ, რომ ჩემ შვილ­თან და სა­ბას­თან ერ­თად ეცხოვ­რა და მის ოთხ შვილს - ცალ­კე. ირაკ­ლი იდე­ა­ლუ­რი მა­მაა, მემ­გო­ნი ეს მეგ­რუ­ლი ხა­სი­ა­თია. მან უბ­რა­ლოდ თქვა, რომ ამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვერ აი­ღებ­და.

რო­დე­საც ირაკ­ლი სხვა ქვე­ყა­ნა­ში წა­ვი­და, ორი წლის მერე და­ფუძნ­და ერთ ქა­ლაქ­ში. 2 წელი აქეთ-იქეთ და­დი­ო­და. მა­რი­ა­მზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მას უნდა აეღო, ფი­ნან­სუ­რიც, არა­ფი­ნან­სუ­რიც. თუმ­ცა, ირაკ­ლიმ მა­რი­ა­მზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, რო­დე­საც ჩვენ დავ­ქორ­წინ­დით. სხვა­ო­ბა არ იგ­რძნო­ბო­და, რომ მა­რი­ა­მი სხვი­სი შვი­ლი იყო. მაგ­რამ ცოტა სხვა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, როცა ბავ­შვი სხვა ქვეყ­ნი­დან მოგ­ყავს. მა­რი­ამ­მა ირაკ­ლის­თან ერთი წელი იცხოვ­რა, თუმ­ცა მე სა­ბა­თი რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვი და ირაკ­ლის თა­ვი­სი ოთხი შვი­ლიც წა­ეყ­ვა­ნა, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მას არ ჰქონ­და, რაც არ უნდა მი­თე­ბი იყოს კო­დუ­ებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ამ სა­კი­თხზე არც კი გვიმ­სჯე­ლია. ირაკ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რომ მე აქ უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი.

მერე ამას მოჰ­ყვა მსჯე­ლო­ბა, რომ აქ რომ დარ­ჩა, ნა­ნუ­კამ არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა კა­რი­ე­რის სა­სარ­გებ­ლო­დო, ნა­ნუ­კამ "ნა­ნუ­კას შოუ" არი­ჩი­აო. არა­და "ნა­ნუ­კას შოუ" მა­შინ არც კი არ­სე­ბობ­და. შოუ იყო და­ხუ­რუ­ლი "იმედ­ზე" და მას შემ­დეგ, რაც მე და ირაკ­ლიმ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მერე და­ი­წყო "რუს­თა­ვი 2"-ზე.

ირაკ­ლის წას­ვლა იყო სე­რი­ო­ზუ­ლი დაღი ჩემს ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე. ჩემს იმ­დრო­ინ­დელ ეთერს ეტყო­ბო­და კი­დეც, ერთი წელი რა­ღც­ნა­ი­რად ინერ­ცი­ით მივ­დი­ო­დი. ბრენ­დი "ნა­ნუ­კას შოუ" შე­იქ­მნა თა­ვის დრო­ზე და მერე ის ერთი წელი ინერ­ცი­ით მი­დო­და. 2012 წლი­დან 2013 წლამ­დე, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არ­ცერ­თი გა­და­ცე­მა არ და­გა­მახ­სოვ­რდე­ბო­დათ, არაფ­რის მომ­ცე­მი ინერ­ცი­ით მი­მა­ვა­ლი გა­და­ცე­მე­ბი იყო. მე თავ­მოყ­ვა­რე ტიპი ვარ და ასე დიდ­ხანს არ გა­ვაგ­რძე­ლებ­დი...", - იხ­სე­ნებს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი.

თა­ვის დრო­ზე დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა იყო იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ირაკ­ლი კო­დუ­ას ნა­ნუ­კას გაც­ნო­ბამ­დე ჰყავ­და ოჯა­ხი, იყო ოთხი შვი­ლის მამა. გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი და­ინ­ტე­რეს­და, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა მყა­რი ოჯა­ხი მე­სა­მე ადა­მი­ან­მა და­ან­გრი­ოს.

"ძა­ლი­ან გა­ვუფრ­თხილ­დი ბევრ ვინ­მეს, რო­დე­საც ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ზე არ ვი­სა­უბ­რე. ოჯა­ხის დან­გრე­ვის რე­ა­ლურ მი­ზე­ზებ­ზე მე არ მი­სა­უბ­რია, რად­გან ვფიქ­რობ­დი, რომ ასე უფრო სწო­რად მო­ვიქ­ცე­ო­დი და უფრო სწო­რი იქ­ნე­ბო­და თუ სხვებს რა­ღა­ცებს შე­ვუ­ნა­ხავ­დი. ვფიქ­რობ, რო­გორც ქალი, რო­გორც სა­ბას დედა, ძა­ლი­ან სწო­რად მო­ვი­ქე­ცი. ქა­ლე­ბი ასე უნდა იქ­ცე­ოდ­ნენ. მგო­ნია, რომ არა­ფე­რი იმა­ლე­ბა და თბი­ლი­ციც ძა­ლი­ან პა­ტა­რაა. კუ­ლუ­ა­რებ­ში ყვე­ლა ყვე­ლა­ფერს სა­უბ­რობს. ახლა ხომ ჩემ­გან წა­ვი­და ირაკ­ლი და თქვენ გგო­ნი­ათ, რომ მე იმ გო­გომ და­მინ­გრია ოჯა­ხი?! არ არ­სე­ბობს მე­სა­მე ვინ­მემ და­ან­გრი­ოს ოჯა­ხი, გა­მო­რი­ცხუ­ლია. ჯერ არის დან­გე­რუ­ლი ოჯა­ხი, იქ არის სე­რი­ო­ზუ­ლი ბიძ­გე­ბი, ბზა­რი გა­ჩე­ნი­ლი და მერე ჩნდე­ბა ახა­ლი. ჩემი და ირაკ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ორ­წლი­ა­ნი ფაზა უკვე იყო ხე­ი­ბა­რი... ძა­ლი­ან ხე­ი­ბა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვა­ქონ­და. ვი­ყა­ვით თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი მხო­ლოდ, ქალი და კაცი გამ­ქრა­ლი იყო. მე­გობ­რე­ბი თა­ვი­დან­ვე ვი­ყა­ვით, ეს ხაზი სულ გვქონ­და, მაგ­რამ ბო­ლოს მარ­ტო მებ­რძო­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მე ვი­ყა­ვი ხმლი­ა­ნი ქალი, ავ­ტო­მა­ე­ბიც მქონ­და, ტან­კე­ბიც და ვი­ცავ­დი ირაკ­ლის ოჯა­ხის ღირ­სე­ბას, ირაკ­ლის ღირ­სე­ბას და მეტი არა­ფე­რი. მაგ­რამ რო­გორც ქალი, აღარ ვარ­სე­ბობ­დი. ეს გა­მო­იწ­ვია პრობ­ლე­მე­ბაც ალ­ბათ, მაგ­რამ მე დავ­კარ­გე ჩემი თავი. ირაკ­ლის არ და­უ­კარ­გავს თა­ვი­სი თავი არ­ცერ­თხელ ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. მე დავ­კარ­გე ჩემი თავი, ფორ­მე­ბიც.... ესე არ არის რა... ზო­გა­დად, ქა­ლებს ჰგო­ნი­ათ, რომ გა­თხოვ­დე­ბა და ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და გრძნო­ბე­ბი მუდ­მი­ვი იქ­ნე­ბა. ეს ასე არ არის. არა­ფერს ისე არ უნდა მუდ­მი­ვად "გაზ­ზე ყოფ­ნა", რო­გორც ურ­თი­ერ­თო­ბებს და გრძნო­ბებს. ქა­ლებს ჰქო­ნი­ათ, რომ 15 წლი­ან ურ­თი­ერ­თო­ბებს ვე­რა­ფე­რი და­ან­გრევს, პი­რი­ქით... რაც უფრო 15 წლი­ა­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა, მით უფრო "მო­მა­ტე­ბა უნდა გაზს". მე ვფიქ­რობ, რომ მე "გავ­მა­ზე", მე და­ვუშ­ვი მთა­ვა­რი შეც­დო­მა. რო­გორც ქალი მო­ვეშ­ვი... კარ­გია, რომ ჯი­გა­რი ხარ და გვერ­დით უდ­გა­ხარ მა­მა­კაცს, მაგ­რამ კაცი არ უნდა გახ­დე ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. მე ვყა­ვი კაცი ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. ვერ­ბა­ლი­თაც, ზრუნ­ვი­თაც, მოვ­ლი­თაც, ოჯახ­ში შე­ტა­ნი­თაც, ყვე­ლაფ­რით....

მე არ ვფიქ­რობ, რომ ეს იყო ერ­თა­დერ­თი სიყ­ვა­რუ­ლი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში (მე ადრე მქონ­და კი­დევ ერთი სიყ­ვა­რუ­ლი), მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდი სიყ­ვა­რუ­ლი იყო ირაკ­ლი. ადა­მი­ა­ნე­ბი კვდე­ბი­ან და მსგა­ვი არა­ფე­რი არ გა­ნუც­დი­ათ, რაც მე და ირაკ­ლიმ გა­ვი­ა­რეთ... მარ­ტო ერთხელ ვართ ნა­ჩხუბ­რე­ბი... ნას­ვამ­მა ვერ მოვ­ზო­მე და რა­ღაც არას­წო­რად ვუ­თხა­რი... ირაკ­ლი­ზე მშვი­დი ადა­მი­ა­ნი არ არ­სე­ბო­ბობს ამ ქვე­ყა­ნა­ზე, ძა­ლი­ან დინ­ჯი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლია, მა­მას ჰგავს. სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს იმას­თან, რა­საც მას­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. ერ­თმა­ნეთს ვა­ბა­ლან­სებ­დით. ეს იყო ჩემი ცხოვ­რე­ბის ძა­ლი­ან დიდი და სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა. მა­რი­ა­მი მე­უბ­ნე­ბო­და, ხან­და­ხან მგო­ნია, რომ შეშ­ლი­ლი ხარო. ყვე­ლა­ზე კრი­ზი­სულ ეტაპ­ზეც კი, მა­ში­ნაც კი, როცა 15 ფსი­ქო­თე­რა­პევტთან დავ­დი­ო­დი და წამ­ლებს ვსვამ­დი, მა­ში­ნაც ვამ­ბობ­დი, რომ არა­ფე­რი ცუდი არ მახ­სენ­დე­ბო­და. მთა­ვა­რია, გა­ი­გო ადა­მი­ა­ნი რა­ტომ გექ­ცე­ვა ასე, ხოდა გა­ვი­გე რა­ტომ მო­იქ­ცა ასე", - ამ­ბობს ნა­ნუ­კა.

ტე­ლე­წამ­ყვან­მა ასე­ვე ისა­უბ­რა სხვა ქალ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ჭო­რებ­ზეც და აღ­ნიშ­ნა, რომ რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დღემ­დე ირაკ­ლი კო­დუ­ას მე­გობ­რად და მხარ­დამ­ჭე­რად რჩე­ბა:

"მე მგო­ნია, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა, ჩემი და ირაკ­ლის პი­რა­დი ხაზი დამ­თავ­რდა, მაგ­რამ მე და ირაკ­ლის არ გვი­ლა­პა­რა­კია არა­ფერ­ზე. მან მი­თხრა, რომ ჰქონ­და კრი­ზი­სი, რომ ცუ­დად იყო იმ ეტაპ­ზე, დეპ­რე­სია ჰქონ­და, ნევ­რო­ზი და უნ­დო­და, რომ ყო­ფი­ლი­ყო მარ­ტო. OK-თქო. მე ჩა­ვა­ლა­გე ჩე­მო­და­ნი, გა­მა­ცი­ლა აე­რო­პორ­ტში და ჩავ­ჯე­ქი თვითმფრი­ნავ­ში. და აღარ გვი­კონ­ტაქ­ტია... შე­ვეშ­ვით ერ­თმა­ნეთს და ხელს არ ვუშ­ლით... მერე ორ­ჯერ მაგ­რად ვი­ჩხუ­ბეთ, ისიც სხვა თე­მა­ზე, სა­ბას ეხე­ბო­და, მი­ზეზს რომ ეძებ, თუ რა იყო, არ ვიცი და დღემ­დე ერ­თმა­ნეთს არ ვე­კონ­ტაქ­ტე­ბით. ყველ­გან დამ­ბლო­კა. მი­თხრა, რომ არ მინ­და, რომ გხე­დავ­დე. მაგ­რამ ჩვენ ხომ ვი­ცით, ეს რა რე­აქ­ცი­ა­ცაა. ასე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ მთავ­რდე­ბა.

..."იჟო­გა" ტყუ­ი­ლებ­ზე და მა­რაზ­მებ­ზე, რომ თით­ქოს ჩა­ვუს­წა­რი ვი­ღა­ცა ქალ­თან, მსგავ­სი არ­ფე­რი არ ყო­ფი­ლა... მე ვხვდე­ბო­დი რა­შიც იყო საქ­მე.

არა­სო­დეს გა­მო­მი­ჩე­ნია ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ აღ­მედ­გი­ნა ურ­თი­ერ­თო­ბა. უბ­რა­ლოდ ხან­და­ხან მას­თან მი­სა­უბ­რია, რომ ირაკ­ლი არა­დეკ­ვა­ტუ­რი ხარ ცოტა ახლა, ბავ­შვი.... მერე დრო გა­დის... მაგ­რამ მას­თან გა­უ­ცხო­ე­ბა არ მაქვს, ჩემი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია ეს ბიჭი, იმი­ტომ კი არა, რომ ჩემი შვი­ლის მა­მას პა­ტივს ვცემ, არა. ადა­მი­ან კო­დუ­ას ვცემ პა­ტივს. ისე­ვე რო­გორც კო­კას (პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე) ვცემ პა­ტივს თა­ვი­სი თვი­სე­ბე­ბის გამო, რო­გო­რიც არის. ჩემი შვი­ლის მა­მა­საც ვცემ პა­ტივს, რო­გორც იდე­ა­ლურ მა­მას. მე მისი მხარ­დამ­ჭე­რი ვარ დღემ­დე ყვე­ლა­ფერ­ში... მე მე­გობ­რო­ბაც მა­სე­თი ვიცი".

00:00 / 00:00
ავტორი:

"თქვენ გგონიათ, იმ გოგომ დამინგრია ოჯახი?!" - ნანუკა ჟორჟოლიანი კოდუასთან დაშორების მიზეზებსა და დაშვებულ შეცდომებზე

"თქვენ გგონიათ, იმ გოგომ დამინგრია ოჯახი?!" - ნანუკა ჟორჟოლიანი კოდუასთან დაშორების მიზეზებსა და დაშვებულ შეცდომებზე

ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლინმა თათია შარანგიას გადაცემა "Story"-ში პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. ინტერვიუს დროს ტელეწამყვანმა გაიხსენა მეორე მეუღლესთან, სოდ-ის ყოფილ უფროს ირაკლი კოდუასთან თანაცხდოვრებისა და დაშორების დეტალები. ცნობისთვის, წყვილს ერთი საერთო შვილი, საბა ჰყავთ.

"ბრძოლის უნარი ჩამომიყალიბა პირადი ცხოვრების ნგრევამ. ირაკლისთან ოჯახის ნგრევამ ისე შემცვალა, რომ ვისაც 3 წელია არ ვუნახივარ, საერთოდ არ მიცნობს. ჩემი ცხოვრების ინტერესები, დღის წესრიგი, თემები, გაღვიძება, დაძინება, რას ვჭამ, რას ვსვამ... საერთოდ სხვა ადამიანი ვარ... ითავის დროზე ჩვენ არ გვისაუბრია იმაზე, რომ საქართველოში უნდა დავრჩენილიყავი... ირაკლიმ ავტომატურად გადაწყვტია საკითხი, რომ აქ უნდა დავრჩენილიყავი, იმიტომ, რომ ჩემს წაყვანას მოყვებოდა მარიამის (ნანუკას შვილი პირველი ქორწინებიდან) წაყვანა, ბუნებრივია საბასიც. ირაკლი ფიქრობდა, რომ თუ საბას წაიყვანდა, მერე უნდა წაეყვანა თავისი ოთხი შვილიც. ასე ვერ იზამ, რომ ჩემ შვილთან და საბასთან ერთად ეცხოვრა და მის ოთხ შვილს - ცალკე. ირაკლი იდეალური მამაა, მემგონი ეს მეგრული ხასიათია. მან უბრალოდ თქვა, რომ ამხელა პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა.

როდესაც ირაკლი სხვა ქვეყანაში წავიდა, ორი წლის მერე დაფუძნდა ერთ ქალაქში. 2 წელი აქეთ-იქეთ დადიოდა. მარიამზე პასუხისმგებლობა მას უნდა აეღო, ფინანსურიც, არაფინანსურიც. თუმცა, ირაკლიმ მარიამზე პასუხისმგებლობა აიღო პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ დავქორწინდით. სხვაობა არ იგრძნობოდა, რომ მარიამი სხვისი შვილი იყო. მაგრამ ცოტა სხვა პასუხისმგებლობაა, როცა ბავშვი სხვა ქვეყნიდან მოგყავს. მარიამმა ირაკლისთან ერთი წელი იცხოვრა, თუმცა მე საბათი რომ წავსულიყავი და ირაკლის თავისი ოთხი შვილიც წაეყვანა, ამის შესაძლებლობა მას არ ჰქონდა, რაც არ უნდა მითები იყოს კოდუებზე. შესაბამისად, ამ საკითხზე არც კი გვიმსჯელია. ირაკლის გადაწყვეტილება იყო, რომ მე აქ უნდა დავრჩენილიყავი.

მერე ამას მოჰყვა მსჯელობა, რომ აქ რომ დარჩა, ნანუკამ არჩევანი გააკეთა კარიერის სასარგებლოდო, ნანუკამ "ნანუკას შოუ" არიჩიაო. არადა "ნანუკას შოუ" მაშინ არც კი არსებობდა. შოუ იყო დახურული "იმედზე" და მას შემდეგ, რაც მე და ირაკლიმ მივიღეთ გადაწყვეტილება, მერე დაიწყო "რუსთავი 2"-ზე.

ირაკლის წასვლა იყო სერიოზული დაღი ჩემს ნერვულ სისტემაზე. ჩემს იმდროინდელ ეთერს ეტყობოდა კიდეც, ერთი წელი რაღცნაირად ინერციით მივდიოდი. ბრენდი "ნანუკას შოუ" შეიქმნა თავის დროზე და მერე ის ერთი წელი ინერციით მიდოდა. 2012 წლიდან 2013 წლამდე, დარწმუნებული ვარ, არცერთი გადაცემა არ დაგამახსოვრდებოდათ, არაფრის მომცემი ინერციით მიმავალი გადაცემები იყო. მე თავმოყვარე ტიპი ვარ და ასე დიდხანს არ გავაგრძელებდი...", - იხსენებს ტელეწამყვანი.

თავის დროზე დიდი მითქმა-მოთქმა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი კოდუას ნანუკას გაცნობამდე ჰყავდა ოჯახი, იყო ოთხი შვილის მამა. გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა მყარი ოჯახი მესამე ადამიანმა დაანგრიოს.

"ძალიან გავუფრთხილდი ბევრ ვინმეს, როდესაც ძალიან ბევრ რამეზე არ ვისაუბრე. ოჯახის დანგრევის რეალურ მიზეზებზე მე არ მისაუბრია, რადგან ვფიქრობდი, რომ ასე უფრო სწორად მოვიქცეოდი და უფრო სწორი იქნებოდა თუ სხვებს რაღაცებს შევუნახავდი. ვფიქრობ, როგორც ქალი, როგორც საბას დედა, ძალიან სწორად მოვიქეცი. ქალები ასე უნდა იქცეოდნენ. მგონია, რომ არაფერი იმალება და თბილიციც ძალიან პატარაა. კულუარებში ყველა ყველაფერს საუბრობს. ახლა ხომ ჩემგან წავიდა ირაკლი და თქვენ გგონიათ, რომ მე იმ გოგომ დამინგრია ოჯახი?! არ არსებობს მესამე ვინმემ დაანგრიოს ოჯახი, გამორიცხულია. ჯერ არის დანგერული ოჯახი, იქ არის სერიოზული ბიძგები, ბზარი გაჩენილი და მერე ჩნდება ახალი. ჩემი და ირაკლი ურთიერთობის ორწლიანი ფაზა უკვე იყო ხეიბარი... ძალიან ხეიბარი ურთიერთობა გვაქონდა. ვიყავით თანამებრძოლები მხოლოდ, ქალი და კაცი გამქრალი იყო. მეგობრები თავიდანვე ვიყავით, ეს ხაზი სულ გვქონდა, მაგრამ ბოლოს მარტო მებრძოლები ვიყავით, მე ვიყავი ხმლიანი ქალი, ავტომაებიც მქონდა, ტანკებიც და ვიცავდი ირაკლის ოჯახის ღირსებას, ირაკლის ღირსებას და მეტი არაფერი. მაგრამ როგორც ქალი, აღარ ვარსებობდი. ეს გამოიწვია პრობლემებაც ალბათ, მაგრამ მე დავკარგე ჩემი თავი. ირაკლის არ დაუკარგავს თავისი თავი არცერთხელ ამ ურთიერთობაში. მე დავკარგე ჩემი თავი, ფორმებიც.... ესე არ არის რა... ზოგადად, ქალებს ჰგონიათ, რომ გათხოვდება და ეს ურთიერთობები და გრძნობები მუდმივი იქნება. ეს ასე არ არის. არაფერს ისე არ უნდა მუდმივად "გაზზე ყოფნა", როგორც ურთიერთობებს და გრძნობებს. ქალებს ჰქონიათ, რომ 15 წლიან ურთიერთობებს ვერაფერი დაანგრევს, პირიქით... რაც უფრო 15 წლიანია ურთიერთობა, მით უფრო "მომატება უნდა გაზს". მე ვფიქრობ, რომ მე "გავმაზე", მე დავუშვი მთავარი შეცდომა. როგორც ქალი მოვეშვი... კარგია, რომ ჯიგარი ხარ და გვერდით უდგახარ მამაკაცს, მაგრამ კაცი არ უნდა გახდე ურთიერთობებში. მე ვყავი კაცი ურთიერთობებში. ვერბალითაც, ზრუნვითაც, მოვლითაც, ოჯახში შეტანითაც, ყველაფრით....

მე არ ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთადერთი სიყვარული ჩემს ცხოვრებაში (მე ადრე მქონდა კიდევ ერთი სიყვარული), მაგრამ ყველაზე დიდი სიყვარული იყო ირაკლი. ადამიანები კვდებიან და მსგავი არაფერი არ განუცდიათ, რაც მე და ირაკლიმ გავიარეთ... მარტო ერთხელ ვართ ნაჩხუბრები... ნასვამმა ვერ მოვზომე და რაღაც არასწორად ვუთხარი... ირაკლიზე მშვიდი ადამიანი არ არსებობობს ამ ქვეყანაზე, ძალიან დინჯი და გაწონასწორებულია, მამას ჰგავს. საერთო არაფერი აქვს იმასთან, რასაც მასზე ლაპარაკობენ. ერთმანეთს ვაბალანსებდით. ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი და საუკეთესო გამოცდილება. მარიამი მეუბნებოდა, ხანდახან მგონია, რომ შეშლილი ხარო. ყველაზე კრიზისულ ეტაპზეც კი, მაშინაც კი, როცა 15 ფსიქოთერაპევტთან დავდიოდი და წამლებს ვსვამდი, მაშინაც ვამბობდი, რომ არაფერი ცუდი არ მახსენდებოდა. მთავარია, გაიგო ადამიანი რატომ გექცევა ასე, ხოდა გავიგე რატომ მოიქცა ასე", - ამბობს ნანუკა.

ტელეწამყვანმა ასევე ისაუბრა სხვა ქალთან დაკავშირებულ ჭორებზეც და აღნიშნა, რომ რომანტიკული ურთიერთობის დასრულების მიუხედავად, დღემდე ირაკლი კოდუას მეგობრად და მხარდამჭერად რჩება:

"მე მგონია, რომ ეს ურთიერთობა არ დამთავრებულა, ჩემი და ირაკლის პირადი ხაზი დამთავრდა, მაგრამ მე და ირაკლის არ გვილაპარაკია არაფერზე. მან მითხრა, რომ ჰქონდა კრიზისი, რომ ცუდად იყო იმ ეტაპზე, დეპრესია ჰქონდა, ნევროზი და უნდოდა, რომ ყოფილიყო მარტო. OK-თქო. მე ჩავალაგე ჩემოდანი, გამაცილა აეროპორტში და ჩავჯექი თვითმფრინავში. და აღარ გვიკონტაქტია... შევეშვით ერთმანეთს და ხელს არ ვუშლით... მერე ორჯერ მაგრად ვიჩხუბეთ, ისიც სხვა თემაზე, საბას ეხებოდა, მიზეზს რომ ეძებ, თუ რა იყო, არ ვიცი და დღემდე ერთმანეთს არ ვეკონტაქტებით. ყველგან დამბლოკა. მითხრა, რომ არ მინდა, რომ გხედავდე. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ეს რა რეაქციაცაა. ასე ურთიერთობები არ მთავრდება.

..."იჟოგა" ტყუილებზე და მარაზმებზე, რომ თითქოს ჩავუსწარი ვიღაცა ქალთან, მსგავსი არფერი არ ყოფილა... მე ვხვდებოდი რაშიც იყო საქმე.

არასოდეს გამომიჩენია ინიციატივა, რომ აღმედგინა ურთიერთობა. უბრალოდ ხანდახან მასთან მისაუბრია, რომ ირაკლი არადეკვატური ხარ ცოტა ახლა, ბავშვი.... მერე დრო გადის... მაგრამ მასთან გაუცხოება არ მაქვს, ჩემი შემადგენელი ნაწილია ეს ბიჭი, იმიტომ კი არა, რომ ჩემი შვილის მამას პატივს ვცემ, არა. ადამიან კოდუას ვცემ პატივს. ისევე როგორც კოკას (პირველი მეუღლე) ვცემ პატივს თავისი თვისებების გამო, როგორიც არის. ჩემი შვილის მამასაც ვცემ პატივს, როგორც იდეალურ მამას. მე მისი მხარდამჭერი ვარ დღემდე ყველაფერში... მე მეგობრობაც მასეთი ვიცი".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს