ავტორი:

"ოპოზიცია ქუჩაში მესამე ტურისთვის ემზადება" - სალომე ზურაბიშვილი

"ოპოზიცია ქუჩაში მესამე ტურისთვის ემზადება" - სალომე ზურაბიშვილი

საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არავისთვისაა საიდუმლო, რომ ოპოზიცია ქუჩაში მესამე ტურისთვის ემზადება.

„მე დესტაბილიზაციას არ განვიხილავ, მაგრამ ოპოზიცია განიხილავს. არავისთვისაა საიდუმლო, რომ ემზადებიან მესამე ტურისთვის ქუჩაში. მგონი, ეს არ არის ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება. საქართველოს ესაჭიროება სტაბილურობა, გაძლიერება, განვითარება. მე ამისთვის მოვდივარ და არა დესტაბილიზაციისთვის. ვისაც ეს სურს, მას არ აქვს ამ ქვეყანაში მომავალი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას მისი მთავარი გზავნილის შესახებ, ზურაბიშვილის განცხადებით, მისი მთავარი გზავნილია ენერგია, მომავლის ხედვა და მომავლის იმედი.

„ამ მარათონის ბოლო დღეებში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაც ამ ახალგაზრდებისგან დღეს მივიღე, რისთვისაც დიდი მადლობა მათ“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დაბეჭდვის შესახებ და აღნიშნა, რომ გაყალბება მისგან ძალიან შორს არის.

„თქვენ მტკიცებულებების ტონით საუბრობთ. მგონი, რომ ეს ყველაფერი პროკურატურაში არის და მიმდინარეობს გამოძიება. ჩემგან ძალიან შორს არის გაყალბება, რადგან ამას არანაირი კავშირი არ აქვს იმ ევროპასთან, დასავლეთთან, რაც მინდა საქართველოში შემოვიტანო“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე განცხადებით, მას არ უზეიმია პირველი ტურის შედეგები.

„თუ გაიხსენებთ, მე ვთქვი, რომ მიხარია ეგზიტპოლის შედეგები, მაგრამ ვარ ფრთხილი და ველოდები ცესკოს პირველად შედეგებს. მეორე ტურის დროსაც დაველოდები ცესკოს პირველად შედეგებს. ყველამ ვიცით, რომ ეგზიტპოლების დროს ცდომილებები არსებობს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები