პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეგენდარულ ტოჩინოშინს საჩუქრად ანსამბლი „რუსთავის“ უნიკალური გამოცემა „რუსთავი 50“ გადაეცა
ლეგენდარულ ტოჩინოშინს საჩუქრად ანსამბლი „რუსთავის“ უნიკალური გამოცემა „რუსთავი 50“ გადაეცა

ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი ან­სამ­ბლი „რუს­თა­ვის“ 50 წლის სა­ი­უ­ბი­ლეო გას­ტრო­ლე­ბი ია­პო­ნი­ა­ში გრძელ­დე­ბა. ტურ­ნე, რო­მე­ლიც ქა­ლაქ იჩი­კა­ვა­დან (ჩიბა) და­ი­წყო ია­პო­ნი­ის 21 ქა­ლაქს მო­ი­ცავს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ან­სამ­ბლი სა­გას­ტრო­ლოდ სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით იმ­ყო­ფე­ბა. ქარ­თულ­მა ფოლკ­ლორ­მა ამო­მა­ვა­ლი მზის ქვეყ­ნის 100 ათას­ზე მეტი მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­ო­ცე­ბუ­ლი და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი და­ტო­ვა. დას­კვნი­თი კონ­ცერ­ტი 21 ნო­ემ­ბერს, ქა­ლაქ ოსა­კა­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში ან­სამ­ბლის წევ­რე­ბი ლე­გენ­და­რულ ტო­ჩი­ნო­შინს შეხ­ვდნენ და სა­ჩუქ­რად ან­სამ­ბლის და­მა­არ­სებ­ლი­სა და უც­ვლე­ლი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის, ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის წიგ­ნი - „რუს­თა­ვი 50“ გა­დას­ცეს. გა­მო­ცე­მას თან ახ­ლავს „რუს­თა­ვის“ მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, უნი­კა­ლუ­რი 400 ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის და სა­ეკ­ლე­სიო სა­გა­ლობ­ლის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი 16 კომ­პაქტ დის­კით.

https://www.facebook.com/EnsembleRustavi/videos/584947605243969/

ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლი 1968 წელს და­ა­არ­სა ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვილ­მა მე­გობ­რებ­თან ერ­თად. თა­ვი­დან ან­სამ­ბლი მხო­ლოდ მომ­ღერ­ლე­ბის­გან შედ­გე­ბო­და. იმა­ვე წელს მომ­ღერ­ლებს მო­ცეკ­ვა­ვე­თა გუნ­დი შე­უ­ერ­თდა და დღემ­დე ერ­თი­ა­ნი სა­ხე­ლით აგ­რძე­ლე­ბენ მოღ­ვა­წე­ო­ბას. და­არ­სე­ბის დღი­დან ან­სამ­ბლს გა­მარ­თუ­ლი აქვს 7000-ზე მეტი კონ­ცერ­ტი მსოფ­ლი­ოს 80-მდე ქვე­ყა­ნა­ში.ან­სამ­ბლის რე­პერ­ტუ­არ­ში შე­დის სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა კუ­თხის ცეკ­ვე­ბი და სიმ­ღე­რე­ბი. რო­გორც მომ­ღე­რალ­თა, ასე­ვე მო­ცეკ­ვა­ვე­თა წარ­მოდ­გე­ნე­ბის სტი­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლია და ინარ­ჩუ­ნებს ის­ტო­რი­ულ კო­ლო­რიტს.ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის საქ­მე­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის, ან­სამ­ბლი „რუს­თა­ვი“ და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლია ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის (1980), ალ­ბერტ შვა­ი­ცე­რის (1986) და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო (1999) პრე­მი­ე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ლეგენდარულ ტოჩინოშინს საჩუქრად ანსამბლი „რუსთავის“ უნიკალური გამოცემა „რუსთავი 50“ გადაეცა

ლეგენდარულ ტოჩინოშინს საჩუქრად ანსამბლი „რუსთავის“ უნიკალური გამოცემა „რუსთავი 50“ გადაეცა

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ 50 წლის საიუბილეო გასტროლები იაპონიაში გრძელდება. ტურნე, რომელიც ქალაქ იჩიკავადან (ჩიბა) დაიწყო იაპონიის 21 ქალაქს მოიცავს.

მნიშვნელოვანია, რომ ანსამბლი საგასტროლოდ სრული შემადგენლობით იმყოფება. ქართულმა ფოლკლორმა ამომავალი მზის ქვეყნის 100 ათასზე მეტი მაყურებელი გაოცებული და აღფრთოვანებული დატოვა. დასკვნითი კონცერტი 21 ნოემბერს, ქალაქ ოსაკაში ჩატარდება.

ტურნეს ფარგლებში ანსამბლის წევრები ლეგენდარულ ტოჩინოშინს შეხვდნენ და საჩუქრად ანსამბლის დამაარსებლისა და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელის, ანზორ ერქომაიშვილის წიგნი - „რუსთავი 50“ გადასცეს. გამოცემას თან ახლავს „რუსთავის“ მიერ შესრულებული, უნიკალური 400 ქართული ხალხური სიმღერის და საეკლესიო საგალობლის აუდიოჩანაწერი 16 კომპაქტ დისკით.

https://www.facebook.com/EnsembleRustavi/videos/584947605243969/

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი 1968 წელს დააარსა ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად. თავიდან ანსამბლი მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მომღერლებს მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა და დღემდე ერთიანი სახელით აგრძელებენ მოღვაწეობას. დაარსების დღიდან ანსამბლს გამართული აქვს 7000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში.ანსამბლის რეპერტუარში შედის საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ცეკვები და სიმღერები. როგორც მომღერალთა, ასევე მოცეკვავეთა წარმოდგენების სტილი ტრადიციულია და ინარჩუნებს ისტორიულ კოლორიტს.ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ანსამბლი „რუსთავი“ დაჯილდოვებულია ზაქარია ფალიაშვილის (1980), ალბერტ შვაიცერის (1986) და საქართველოს სახელმწიფო (1999) პრემიებით.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"