პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის რამდენიმე წელი შესაძლოა ჩუმად მიმდინარეობდეს..." - ამ დაავადების გართულებებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 51 000 ადამიანი იღუპება
"ის რამდენიმე წელი შესაძლოა ჩუმად მიმდინარეობდეს..." - ამ დაავადების გართულებებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 51 000 ადამიანი იღუპება

ყუ­რის ან­თე­ბა მტკივ­ნე­უ­ლი და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვებ­სა და მოზ­რდი­ლებ­ში. ყუ­რის ან­თე­ბას ხში­რად გა­ცი­ე­ბა და ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი იწ­ვევს, ან­თე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი, კი შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი­თაც დას­რულ­დეს.

არ­სე­ბობს ან­თე­ბის სხვა­დას­ხვა ფორ­მა და გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზე­ზი. მას­ტო­ი­დი­ტი - ყუ­რის უკან მდე­ბა­რე მას­ტო­ი­დუ­რი ძვლის (დვ­რი­ლი­სებ­რი მორ­ჩი) იშ­ვი­ა­თი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­აა. ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლოგ­მა, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტორ­მა ხა­თუ­ნა ჩი­ტა­ძემ არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლა­დაც, ლა­ტენ­ტუ­რი მას­ტო­ი­დი­ტის ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის დი­ო­დის ლა­ზე­რის მე­თო­დი პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ყე­ნა ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ და­ა­ვა­დე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად, დაძ­ლე­უ­ლია და პა­ცი­ენ­ტი სრუ­ლად იკურ­ნე­ბა.

და­ა­ვა­დე­ბი­სა და მისი მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხებ, ხა­თუ­ნა ჩი­ტა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რობს:

"მას­ტო­ი­დი­ტი ერთ-ერთი ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბაა. თუ არ მოხ­და მისი დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, ერთი ნა­ბი­ჯია ქა­ლა­ში­და გარ­თუ­ლე­ბამ­დე, რაც სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბელ შე­დე­გებს იწ­ვევს. XX სა­უ­კუ­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ბევ­რმა და­ა­ვა­დე­ბამ გა­ნი­ცა­და ცვლი­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის არის მას­ტო­ი­დი­ტიც და დღეს ლა­ტენ­ტუ­რი მას­ტო­ი­დი­ტის სა­ხით გვევ­ლი­ნე­ბა. მისი სი­ვე­რა­გე იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ რამ­დე­ნი­მე წელი შე­იძ­ლე­ბა ჩუ­მად მი­დი­ო­დეს, არა­ნა­ი­რი სიმპტო­მა­ტი­კა არ გა­მო­იკ­ვე­თოს და ბო­ლოს გა­მოვ­ლინ­დეს ნევ­რო­ლო­გი­უ­რი სიმპტომ­კომ­პლექ­სი - პირ­ღე­ბი­ნე­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა, თავ­ბრუს­ხვე­ვა, ამას­თან, მცი­რე სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბაც.

ასე­თი ჩი­ვი­ლე­ბით პირ­ვე­ლად პა­ცი­ენ­ტი ნევ­რო­ლოგ­თან ხვდე­ბა, კეთ­დე­ბა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია, რის შემ­დე­გაც დგინ­დე­ბა, რომ ფა­რუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ფონ­ზე დიდი უბა­ნია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. რო­გორც შუა ყური სრუ­ლად, ასე­ვე სა­ფეთ­ქლის ძვლის დვ­რი­ლი­სებ­რი მორ­ჩი. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ახ­ლო­საა ტვი­ნის ქსო­ვილ­თან. ამი­ტომ ყვე­ლა­ზე ხში­რი გარ­თუ­ლე­ბა ოტო­გე­ნუ­რი მე­ნინ­გი­ტია. ეს რომ არ მოხ­დეს, დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა ლა­ტენ­ტუ­რი მას­ტო­ი­დი­ტის თა­ნა­მედ­რო­ვე ოტო­ლო­გი­ის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ამო­ცა­ნაა.

- რა იწ­ვევს და­ა­ვა­დე­ბას?

- ყურ­ში ნე­ბის­მი­ე­რი ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი. შე­იძ­ლე­ბა მწვა­ვე ოტი­ტი გა­რეგ­ნუ­ლად ჩა­ი­ფარ­ცხოს, მდგო­მა­რე­ო­ბა მო­წეს­რიგ­დეს, მაგ­რამ გა­ვი­დეს წლე­ბი და პრო­ცე­სი სიღ­რმე­ში გაგ­რძელ­დეს და პა­ცი­ენ­ტი ყელ-ყუ­რის ექი­მის ნაც­ვლად, ნევ­რო­ლოგ­თან მი­ვი­დეს, რად­გა­ნაც ნევ­რო­ლო­გი­უ­რი ჩი­ვი­ლე­ბი გა­მოვ­ლინ­დეს. შე­იძ­ლე­ბა ტკი­ვი­ლი ცალ, ან ორი­ვე ნა­ხე­ვარ სფე­როს მო­ი­ცავ­დეს, იყოს გა­უ­საძ­ლი­სი თა­ვის ტკი­ვი­ლი. პა­ცი­ენტს აქვს თავ­ბრუს­ხვე­ვა, პირ­ღე­ბი­ნე­ბის შეგ­რძნე­ბა. ასეთ დროს ყელ-ყუ­რის ექი­მის მიერ გა­რეგ­ნუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით არა­ფე­რი ჩანს, ეჭვსაც ვე­რა­ვინ მი­ი­ტანს, რომ ლა­ტენ­ტუ­რი მას­ტო­ი­დი­ტია. ამი­ტომ სა­ჭი­როა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია. ამ კვლე­ვის შემ­დეგ კი ვლინ­დე­ბა, რომ სიღ­რმე­ში გარ­კვე­უ­ლი უბა­ნია და­ჩირ­ქე­ბუ­ლი.

- რა უნდა გა­ა­კე­თოს ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბა­ში ყური თუნ­დაც ერთხელ სტკე­ნია?

- ყური იმ­დე­ნად ნაზი და სა­თუ­თი ორ­გა­ნოა, რომ მისი ტკი­ვი­ლი­სას, გა­ყუ­ჩე­ბის მიზ­ნით არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა ყუ­რის წვე­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ასე­თი თვით­მკურ­ნა­ლო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. ძირ­ფეს­ვი­ა­ნად უნდა გა­მო­ვიკ­ვლი­ოთ და სა­ნამ ექი­მი ბო­ლომ­დე არ დარ­წმუნ­დე­ბა, რომ პრობ­ლე­მა მოგ­ვა­რე­ბუ­ლია, პა­ცი­ენ­ტის გაშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ბო­ლომ­დე უნდა დაშ­რეს, ან­თე­ბა ჩაქ­რეს.

- და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცია რა იქ­ნე­ბა?

- მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლი, ოდ­ნავ პა­ტა­რა რა­მეს შე­ნიშ­ნა­ვენ თუ არა, ექიმ­თან უნდა მი­ვიდ­ნენ და კვლე­ვა უნდა ჩა­ტარ­დეს, ასე­ვე სმე­ნის გა­მოკ­ვლე­ვა მოხ­დეს. ოტი­ტის გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ცხვირ­ში სის­ვე­ლეა, მუდ­მი­ვი გა­მო­ნა­დე­ნი, ნე­ბის­მი­ე­რი გა­ცი­ე­ბა, ვირუ­სი, რაც პირ­ველ რიგ­ში, ლორ­წო­ვანს აზი­ა­ნებს და ცხვი­რი­დან გა­მო­ნა­დე­ნი იწყე­ბა.

რაც უფრო უხ­ვია გა­მო­ნა­დე­ნი, არის ალ­ბა­თო­ბა, რომ ყური და­ზი­ან­დეს, ამი­ტომ ცხვი­რი უნდა იყოს მშრა­ლი, თუ ცხვი­რის წვე­თებ­მა 2-3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ უშ­ვე­ლა, სა­ჭი­როა ექიმ­თან ვი­ზი­ტი. მაგ­რამ თუ არ ჩა­ტარ­და დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა და მკურ­ნა­ლო­ბა, შე­იძ­ლე­ბა ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი გვქონ­დეს.

ძვე­ლი მე­თო­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სრუ­ლად ვერ ხერ­ხდე­ბო­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნა­წი­ლე­ბის გაწ­მენ­და, რაც რე­ცი­დი­ვებს იწ­ვევ­და, ხოლო მუდ­მივ რე­ცი­დი­ვებს, შე­საძ­ლოა ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი გა­მო­ეწ­ვია.

ამ­ჟა­მად, ქი­რურ­გი­უ­ლი ჭრი­ლო­ბა დი­ო­დის ლა­ზე­რით მუ­შავ­დე­ბა, რაც რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცესს აჩ­ქა­რებს. პა­ცი­ენ­ტი ძა­ლი­ან მალე უბ­რუნ­დე­ბა ჩვე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის რიტმს. დი­ო­დის ლა­ზე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით, გა­რე­თა სას­მე­ნე­ლი მი­ლის ძვლო­ვა­ნი კე­დე­ლის პერ­ფო­რი­რე­ბა ხელს უწყობს დარ­ჩე­ნი­ლი ჩირ­ქო­ვა­ნი გა­რა­ნუ­ლა­ცი­ე­ბის, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ძლო­ვა­ნი მა­სე­ბის გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რის შემ­დე­გაც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ქსო­ვი­ლი აღარ არ­სე­ბობს. მა­ნამ­დე ქი­რურ­გი­უ­ლად ჭრი­ლო­ბის და­სუფ­თა­ვე­ბა ისე ვერ ხერ­ხდე­ბო­და, რომ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ქსო­ვი­ლე­ბის თუნ­დაც პა­ტა­რა მო­ნაკ­ვე­თი არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, რაც შემ­დგომ რე­ცი­დივს იძ­ლე­ო­და. ამი­ტომ დი­ო­დის ლა­ზე­რის და­ნერგვით ლა­ტენ­ტუ­რი მას­ტო­ი­დი­ტის მკურ­ნა­ლო­ბის სფე­რო­ში რე­ცი­დივს ავ­ცდე­ბით და ეტა­პობ­რი­ვი გან­კურ­ნე­ბა მოხ­დე­ბა.

- ეს და­ა­ვა­დე­ბა ძი­რი­თა­დად რა ასა­კის ადა­მი­ა­ნებს უვი­თარ­დე­ბათ?

- სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა ასაკ­ში გვხვდე­ბა, თუმ­ცა ჩემ მიერ ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვა­ში ძა­ლი­ან ცოტა ბავ­შვი იყო. ლა­პა­რა­კია 15 წლამ­დე ადა­მი­ა­ნებ­ზე. ჩვენ­თან პრაქ­ტი­კუ­ლად, 4-5 ბავ­შვია, ვინც ლა­ზე­რის მე­თო­დით მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­ი­ტა­რა, და­ნარ­ჩე­ნე­ბი, მოზ­რდი­ლე­ბი არი­ან.

დღეს­დღე­ო­ბით ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, შუა ყუ­რის ჩირ­ქო­ვა­ნი ან­თე­ბის სხვა­დას­ხვა გარ­თუ­ლე­ბით 51.000 ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. ამ გარ­თუ­ლე­ბე­ბი­დან კი დიდი წილი მო­დის ლა­ტენ­ტურ მას­ტო­ი­დიტ­ზე. ამი­ტომ, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. ლა­ზე­რუ­ლი მე­თო­დი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად გა­მო­ვი­ყე­ნეთ, შუა ყუ­რის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის უნი­კა­ლუ­რი მე­თო­დია. პა­ცი­ენ­ტის სრუ­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ხდე­ბა.

ეს მა­სა­ლა გა­ტა­ნი­ლი იყო ბარ­სე­ლო­ნა­ში სა­ერ­თა­შორ­სო კონ­გრეს­ზე. მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­დე­ბი­თად შეხ­ვდა ამ მე­თოდს. დიდი იმე­დი მაქვს, რომ ჩემს კო­ლე­გებ­თან ერ­თად ამ მე­თო­დის სა­შუ­ა­ლე­ბით ბევ­რს და­ვეხ­მა­რე­ბით!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ის რამდენიმე წელი შესაძლოა ჩუმად მიმდინარეობდეს..." - ამ დაავადების გართულებებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 51 000 ადამიანი იღუპება

"ის რამდენიმე წელი შესაძლოა ჩუმად მიმდინარეობდეს..." - ამ დაავადების გართულებებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 51 000 ადამიანი იღუპება

ყურის ანთება მტკივნეული და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზრდილებში. ყურის ანთებას ხშირად გაციება და ვირუსული ინფექციები იწვევს, ანთებით გამოწვეული გართულებები, კი შესაძლოა, ადამიანის სიკვდილითაც დასრულდეს.

არსებობს ანთების სხვადასხვა ფორმა და განვითარების მიზეზი. მასტოიდიტი - ყურის უკან მდებარე მასტოიდური ძვლის (დვრილისებრი მორჩი) იშვიათი ბაქტერიული ინფექციაა. ოტორინოლარინგოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ხათუნა ჩიტაძემ არა მარტო საქართველოში, შეიძლება ითქვას მსოფლიოში პირველადაც, ლატენტური მასტოიდიტის ქირურგიული მკურნალობისთვის დიოდის ლაზერის მეთოდი პირველად გამოიყენა ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაავადება პრაქტიკულად, დაძლეულია და პაციენტი სრულად იკურნება.

დაავადებისა და მისი მკურნალობის შესახებ, ხათუნა ჩიტაძე AMBEBI.GE-სთან საუბრობს:

"მასტოიდიტი ერთ-ერთი ვერაგი დაავადებაა. თუ არ მოხდა მისი დროული დიაგნოსტირება და მიზანმიმართული მკურნალობა, ერთი ნაბიჯია ქალაშიდა გართულებამდე, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელ შედეგებს იწვევს. XX საუკუნიდან მოყოლებული, ბევრმა დაავადებამ განიცადა ცვლილებები, მათ შორის არის მასტოიდიტიც და დღეს ლატენტური მასტოიდიტის სახით გვევლინება. მისი სივერაგე იმაში მდგომარეობს, რომ რამდენიმე წელი შეიძლება ჩუმად მიდიოდეს, არანაირი სიმპტომატიკა არ გამოიკვეთოს და ბოლოს გამოვლინდეს ნევროლოგიური სიმპტომკომპლექსი - პირღებინება, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ამასთან, მცირე სმენის დაქვეითებაც.

ასეთი ჩივილებით პირველად პაციენტი ნევროლოგთან ხვდება, კეთდება კომპიუტერული ტომოგრაფია, რის შემდეგაც დგინდება, რომ ფარული მიმდინარეობის ფონზე დიდი უბანია დაზიანებული. როგორც შუა ყური სრულად, ასევე საფეთქლის ძვლის დვრილისებრი მორჩი. ეს ყველაფერი კი ახლოსაა ტვინის ქსოვილთან. ამიტომ ყველაზე ხშირი გართულება ოტოგენური მენინგიტია. ეს რომ არ მოხდეს, დროული დიაგნოსტიკა და მიზანმიმართული მკურნალობა ლატენტური მასტოიდიტის თანამედროვე ოტოლოგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა.

- რა იწვევს დაავადებას?

- ყურში ნებისმიერი ანთებითი პროცესი. შეიძლება მწვავე ოტიტი გარეგნულად ჩაიფარცხოს, მდგომარეობა მოწესრიგდეს, მაგრამ გავიდეს წლები და პროცესი სიღრმეში გაგრძელდეს და პაციენტი ყელ-ყურის ექიმის ნაცვლად, ნევროლოგთან მივიდეს, რადგანაც ნევროლოგიური ჩივილები გამოვლინდეს. შეიძლება ტკივილი ცალ, ან ორივე ნახევარ სფეროს მოიცავდეს, იყოს გაუსაძლისი თავის ტკივილი. პაციენტს აქვს თავბრუსხვევა, პირღებინების შეგრძნება. ასეთ დროს ყელ-ყურის ექიმის მიერ გარეგნული დათვალიერებით არაფერი ჩანს, ეჭვსაც ვერავინ მიიტანს, რომ ლატენტური მასტოიდიტია. ამიტომ საჭიროა კომპიუტერული ტომოგრაფია. ამ კვლევის შემდეგ კი ვლინდება, რომ სიღრმეში გარკვეული უბანია დაჩირქებული.

- რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელსაც ცხოვრებაში ყური თუნდაც ერთხელ სტკენია?

- ყური იმდენად ნაზი და სათუთი ორგანოა, რომ მისი ტკივილისას, გაყუჩების მიზნით არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყურის წვეთების გამოყენება. ასეთი თვითმკურნალობა დაუშვებელია. ძირფესვიანად უნდა გამოვიკვლიოთ და სანამ ექიმი ბოლომდე არ დარწმუნდება, რომ პრობლემა მოგვარებულია, პაციენტის გაშვება არ შეიძლება. ყველაფერი ბოლომდე უნდა დაშრეს, ანთება ჩაქრეს.

- დაავადების პრევენცია რა იქნება?

- მუდმივი კონტროლი, ოდნავ პატარა რამეს შენიშნავენ თუ არა, ექიმთან უნდა მივიდნენ და კვლევა უნდა ჩატარდეს, ასევე სმენის გამოკვლევა მოხდეს. ოტიტის განვითარების მთავარი მიზეზი ცხვირში სისველეა, მუდმივი გამონადენი, ნებისმიერი გაციება, ვირუსი, რაც პირველ რიგში, ლორწოვანს აზიანებს და ცხვირიდან გამონადენი იწყება.

რაც უფრო უხვია გამონადენი, არის ალბათობა, რომ ყური დაზიანდეს, ამიტომ ცხვირი უნდა იყოს მშრალი, თუ ცხვირის წვეთებმა 2-3 დღის განმავლობაში არ უშველა, საჭიროა ექიმთან ვიზიტი. მაგრამ თუ არ ჩატარდა დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, შეიძლება ლეტალური შედეგი გვქონდეს.

ძველი მეთოდების შემთხვევაში სრულად ვერ ხერხდებოდა დაზიანებული ნაწილების გაწმენდა, რაც რეციდივებს იწვევდა, ხოლო მუდმივ რეციდივებს, შესაძლოა ლეტალური შედეგები გამოეწვია.

ამჟამად, ქირურგიული ჭრილობა დიოდის ლაზერით მუშავდება, რაც რეაბილიტაციის პროცესს აჩქარებს. პაციენტი ძალიან მალე უბრუნდება ჩვეული ცხოვრების რიტმს. დიოდის ლაზერის საშუალებით, გარეთა სასმენელი მილის ძვლოვანი კედელის პერფორირება ხელს უწყობს დარჩენილი ჩირქოვანი გარანულაციების, დაზიანებული ძლოვანი მასების გამოთავისუფლებას, რის შემდეგაც დაზიანებული ქსოვილი აღარ არსებობს. მანამდე ქირურგიულად ჭრილობის დასუფთავება ისე ვერ ხერხდებოდა, რომ დაზიანებული ქსოვილების თუნდაც პატარა მონაკვეთი არ დარჩენილიყო, რაც შემდგომ რეციდივს იძლეოდა. ამიტომ დიოდის ლაზერის დანერგვით ლატენტური მასტოიდიტის მკურნალობის სფეროში რეციდივს ავცდებით და ეტაპობრივი განკურნება მოხდება.

- ეს დაავადება ძირითადად რა ასაკის ადამიანებს უვითარდებათ?

- სტატისტიკის მიხედვით, ყველა ასაკში გვხვდება, თუმცა ჩემ მიერ ჩატარებულ კვლევაში ძალიან ცოტა ბავშვი იყო. ლაპარაკია 15 წლამდე ადამიანებზე. ჩვენთან პრაქტიკულად, 4-5 ბავშვია, ვინც ლაზერის მეთოდით მკურნალობა ჩაიტარა, დანარჩენები, მოზრდილები არიან.

დღესდღეობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში, შუა ყურის ჩირქოვანი ანთების სხვადასხვა გართულებით 51.000 ადამიანი იღუპება. ამ გართულებებიდან კი დიდი წილი მოდის ლატენტურ მასტოიდიტზე. ამიტომ, სერიოზული პრობლემაა. ლაზერული მეთოდი, რომელიც საქართველოში პირველად გამოვიყენეთ, შუა ყურის მკურნალობისთვის უნიკალური მეთოდია. პაციენტის სრული გამოჯანმრთელება ხდება.

ეს მასალა გატანილი იყო ბარსელონაში საერთაშორსო კონგრესზე. მიღებული შედეგების საფუძველზე, სამედიცინო საზოგადოება დადებითად შეხვდა ამ მეთოდს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს კოლეგებთან ერთად ამ მეთოდის საშუალებით ბევრს დავეხმარებით!

მთავრობამ ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლოს

ნელი აგირბას "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობისგან მესამე შვილი შეეძინა (ფოტო)

უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობაზე მუშას ტრაქტორმა გადაუარა - მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა