მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრამპი და ფოცხები - აშშ-ს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დასცინეს
ტრამპი და ფოცხები - აშშ-ს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დასცინეს

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში ტყის ხან­ძრე­ბის შე­სა­ხებ კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ მა­გა­ლი­თი ფი­ნე­თის­გან უნდა აი­ღონ, რო­მე­ლიც "ტყე­ე­ბის ქვე­ყა­ნაა" და ხან­ძა­რი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა.

ტრამ­პის თქმით, პა­რიზ­ში ფი­ნე­თის პრე­ზი­დენტს შეხ­ვდა და მის­გან გა­ი­გო ტყე­ე­ბის მოვ­ლის „სა­ი­დუმ­ლო“ - ფი­ნე­ლე­ბი ტყე­ებს ფო­ცხე­ბით ასუფ­თა­ვე­ბენ.

ფი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი კი მე­დი­ას­თან ამ­ბობს, რომ ტრამ­პთან ფო­ცხებ­ზე არ უსა­უბ­რია.

CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უ­ლი ნი­ი­ნის­ტემ ად­გი­ლობ­რივ გა­ზეთ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ-ს პრე­ზი­დენ­თან შეხ­ვედ­რი­სას კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარ­ზე ისა­უბ­რა და ტრამპს უთხრა, რომ მისი ქვეყ­ნის დიდი ნა­წი­ლი ტყით არის და­ფა­რუ­ლი, თუმ­ცა ფი­ნეთს კარ­გი მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მა აქვს, რაც ხან­ძრის პრე­ვენ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბა, რომ ფი­ნე­ლე­ბი ტყე­ებს ფო­ცხე­ბით ასუფ­თა­ვე­ბენ, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მთა­ვარ „გა­სარ­თო­ბად“ იქცა - „ტვი­ტე­რის“ ფი­ნე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ფო­ცხით ხელ­ში გა­და­ღე­ბულ სუ­რა­თებს აქ­ვეყ­ნე­ბენ და ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მათი ერ­თა­დერ­თი საქ­მი­ა­ნო­ბა ტყე­ე­ბის მო­ფო­ცხვაა. ზოგი მომ­ხმა­რე­ბე­ლი კი­დევ უფრო კრე­ა­ტი­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა და ტყის და­სა­სუფ­თა­ვებ­ლად მტვერ­სას­რუტს იყე­ნებს.

ტრამპზე, ფო­ცხსა და ხან­ძრებ­ზე არა­ერ­თი მემე თუ კა­რი­კა­ტუ­რაც შე­იქ­მნა. მომ­ხმა­რე­ბელ­მა @BaoThien გა­ა­ზი­ა­რა კა­რი­კა­ტუ­რა, სა­დაც აშშ-ს პრე­ზი­დენტს "ფო­რესტ ტრამპს" უწო­დებს, მის გან­ცხა­დე­ბას კი ფილ­მი­დან Forest Gump ცი­ტა­ტით­ვე (Stupis is as stupid does) სუ­ლე­ლუ­რად აფა­სებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ტრამპი და ფოცხები - აშშ-ს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დასცინეს

ტრამპი და ფოცხები - აშშ-ს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დასცინეს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კალიფორნიაში ტყის ხანძრების შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომ მაგალითი ფინეთისგან უნდა აიღონ, რომელიც "ტყეების ქვეყანაა" და ხანძარი ძალიან იშვიათად ჩნდება.

ტრამპის თქმით, პარიზში ფინეთის პრეზიდენტს შეხვდა და მისგან გაიგო ტყეების მოვლის „საიდუმლო“ - ფინელები ტყეებს ფოცხებით ასუფთავებენ.

ფინეთის პრეზიდენტი კი მედიასთან ამბობს, რომ ტრამპთან ფოცხებზე არ უსაუბრია.

CNN-ის ინფორმაციით, საული ნიინისტემ ადგილობრივ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენთან შეხვედრისას კალიფორნიაში გაჩენილ ხანძარზე ისაუბრა და ტრამპს უთხრა, რომ მისი ქვეყნის დიდი ნაწილი ტყით არის დაფარული, თუმცა ფინეთს კარგი მონიტორინგის სისტემა აქვს, რაც ხანძრის პრევენციის საშუალებას იძლევა.

ტრამპის განცხადება, რომ ფინელები ტყეებს ფოცხებით ასუფთავებენ, სოციალურ ქსელებში მთავარ „გასართობად“ იქცა - „ტვიტერის“ ფინელი მომხმარებლები ფოცხით ხელში გადაღებულ სურათებს აქვეყნებენ და ამტკიცებენ, რომ მათი ერთადერთი საქმიანობა ტყეების მოფოცხვაა. ზოგი მომხმარებელი კიდევ უფრო კრეატიული აღმოჩნდა და ტყის დასასუფთავებლად მტვერსასრუტს იყენებს.

ტრამპზე, ფოცხსა და ხანძრებზე არაერთი მემე თუ კარიკატურაც შეიქმნა. მომხმარებელმა @BaoThien გააზიარა კარიკატურა, სადაც აშშ-ს პრეზიდენტს "ფორესტ ტრამპს" უწოდებს, მის განცხადებას კი ფილმიდან Forest Gump ციტატითვე (Stupis is as stupid does) სულელურად აფასებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე