სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იქნება თუ მარსზე გაფრინდება, ბოლომდე გავყვები" - სალომე გოგიაშვილი
"ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იქნება თუ მარსზე გაფრინდება, ბოლომდე გავყვები" - სალომე გოგიაშვილი

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილს დიდი ხა­ნია არც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში წა­უყ­ვა­ნია გა­და­ცე­მა, არც რა­დი­ო­ში, არც ტე­ლე­შო­უ­ებ­ში ჩანს ხში­რად, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. მისი პი­რა­დი თუ საქ­მი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის იწ­ვევს ინ­ტე­რესს. ბოლო დროს ეს ინ­ტე­რე­სი კი­დევ უფრო გამ­ძაფ­რდა, რად­გან პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი.

პო­ლი­ტი­კურ კუთ­ვნი­ლე­ბა­ზე გო­გი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ისა­უბ­რა, გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ბოლო პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ტი­კუ­რად ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ხართ. ეს რამ გა­ნა­პი­რო­ბა?

- ამას პო­პუ­ლა­რო­ბის გამო არ ვა­კე­თებ. აქ­ტი­უ­რი ვარ იმის­თვის, რომ ძვე­ლი, სის­ხლი­ა­ნი რე­ჟი­მი არ დაბ­რუნ­დეს. არ მიყ­ვარს უტი­ფა­რი, დე­მა­გო­გი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იყ­ვნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში.

- რა მოგ­წონთ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბი­დან და რა არა?

- ჩემი შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბა მიყ­ვარს, შე­სა­ბა­მი­სად, ღიად ვამ­ბობ ამ მთავ­რო­ბა­ზეც, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვეს.ბევ­რმა არას­წო­რად გა­ა­კე­თა თა­ვი­სი საქ­მე, ვი­ღა­ცე­ბი გა­მო­უც­დე­ლო­ბის გამო ცუ­დად წა­რუ­ძღვნენ საქ­მეს, მაგ­რამ დღეს მე არ მე­ში­ნია ტე­ლე­ფონ­ზე ლა­პა­რა­კის, ჩემი აზ­რის გა­მოთ­ქმის. არ მე­ში­ნია, რომ ვი­ღაც ღა­მით და­მად­გე­ბა თავ­ზე და მთელ ჩემს ქო­ნე­ბას გა­და­ი­ფორ­მებს.

ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა­ზე დიდი მი­ნუ­სი უმა­დუ­რო­ბაა. ის დრო რომ და­აბ­რუ­ნო, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც დღეს პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვთ, გა­ბე­დავ­დნენ სტა­ტუ­სე­ბის ასე თა­მა­მად წე­რას ან ხმის ამო­ღე­ბას? ახ­ლან­დე­ლი აქ­ტი­ვო­ბის გამო არც თა­ნამ­დე­ბო­ბას ვე­ლო­დე­ბი, არც სამ­სა­ხურს, არც მა­ღალ ანა­ზღა­უ­რე­ბას. ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი არის ის, რომ მშვიდ, ბედ­ნი­ერ, ლაღ ქვე­ყა­ნა­ში ვი­ცხოვ­როთ, სა­დაც არ შე­მე­შინ­დე­ბა დიქ­ტა­ტო­რე­ბის.

- ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ადრე ძა­ლი­ან და­გეხ­მა­რათ, რომ ბინა არ და­გე­კარ­გათ. ეს ფაქ­ტო­რიც თა­მა­შობს გარ­კვე­ულ როლს თქვენს პო­ზი­ცი­ა­ში?

- არა­მარ­ტო მე, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ბევ­რმა უცებ ყვე­ლა­ფერს გა­და­უს­ვა ხაზი. ამ ადა­მი­ან­მა ხელი გა­მი­მარ­თა, და­მეხ­მა­რა... ბი­ძი­ნა პო­ლი­ტი­კა­ში იქ­ნე­ბა თუ მარსზე გაფ­რინ­დე­ბა, სა­დაც დავ­ჭირ­დე­ბი, იქ ვიქ­ნე­ბი და ბო­ლომ­დე გავ­ყვე­ბი, გვერ­დით და­ვუდ­გე­ბი, რო­გორც შე­მეძ­ლე­ბა.

ლანა კიკ­ნა­ძე, ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იქნება თუ მარსზე გაფრინდება, ბოლომდე გავყვები" - სალომე გოგიაშვილი

"ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იქნება თუ მარსზე გაფრინდება, ბოლომდე გავყვები" - სალომე გოგიაშვილი

სალომე გოგიაშვილს დიდი ხანია არც ტელევიზიაში წაუყვანია გადაცემა, არც რადიოში, არც ტელეშოუებში ჩანს ხშირად, მაგრამ ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მისი პირადი თუ საქმიანი ცხოვრება ყოველთვის იწვევს ინტერესს. ბოლო დროს ეს ინტერესი კიდევ უფრო გამძაფრდა, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში აქტიურადაა ჩართული.

პოლიტიკურ კუთვნილებაზე გოგიაშვილმა ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ბოლო პერიოდში პოლიტიკურად ძალიან აქტიური ხართ. ეს რამ განაპირობა?

- ამას პოპულარობის გამო არ ვაკეთებ. აქტიური ვარ იმისთვის, რომ ძველი, სისხლიანი რეჟიმი არ დაბრუნდეს. არ მიყვარს უტიფარი, დემაგოგი ადამიანები, რომლებიც იყვნენ "ნაციონალების" ხელისუფლებაში.

- რა მოგწონთ დღევანდელი ხელისუფლების მუშაობიდან და რა არა?

- ჩემი შეცდომის აღიარება მიყვარს, შესაბამისად, ღიად ვამბობ ამ მთავრობაზეც, რომ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს.ბევრმა არასწორად გააკეთა თავისი საქმე, ვიღაცები გამოუცდელობის გამო ცუდად წარუძღვნენ საქმეს, მაგრამ დღეს მე არ მეშინია ტელეფონზე ლაპარაკის, ჩემი აზრის გამოთქმის. არ მეშინია, რომ ვიღაც ღამით დამადგება თავზე და მთელ ჩემს ქონებას გადაიფორმებს.

ქართველი ადამიანის ყველაზე დიდი მინუსი უმადურობაა. ის დრო რომ დააბრუნო, ის ადამიანები, რომლებსაც დღეს პრეტენზიები აქვთ, გაბედავდნენ სტატუსების ასე თამამად წერას ან ხმის ამოღებას? ახლანდელი აქტივობის გამო არც თანამდებობას ველოდები, არც სამსახურს, არც მაღალ ანაზღაურებას. ერთადერთი მიზანი არის ის, რომ მშვიდ, ბედნიერ, ლაღ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც არ შემეშინდება დიქტატორების.

- ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ადრე ძალიან დაგეხმარათ, რომ ბინა არ დაგეკარგათ. ეს ფაქტორიც თამაშობს გარკვეულ როლს თქვენს პოზიციაში?

- არამარტო მე, მთელ საქართველოს ეხმარება, მაგრამ ბევრმა უცებ ყველაფერს გადაუსვა ხაზი. ამ ადამიანმა ხელი გამიმართა, დამეხმარა... ბიძინა პოლიტიკაში იქნება თუ მარსზე გაფრინდება, სადაც დავჭირდები, იქ ვიქნები და ბოლომდე გავყვები, გვერდით დავუდგები, როგორც შემეძლება.

ლანა კიკნაძე, ჟურნალი "სარკე"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ