პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
28 ნოემბერს შობის მარხვა იწყება - ის, რაც ყველა მორწმუნემ უნდა იცოდეს
28 ნოემბერს შობის მარხვა იწყება - ის, რაც ყველა მორწმუნემ უნდა იცოდეს

მოგ­ვი­ახ­ლოვ­და წლის უკა­ნას­კნე­ლი დიდი მარ­ხვა. ეს არის კი­დევ ერთი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მო­წო­დე­ბა თუ ძა­ხი­ლი მათ­თვის, ვი­საც ჯერ არ და­უ­წყია ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბა, რომ ეს წელი მა­ინც არ და­კარ­გონ, ის მა­ინც არ გა­ლი­ონ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას­თან უზი­ა­რებ­ლად, ხოლო ეკ­ლე­სი­უ­რად მცხოვ­რებ­თათ­ვის მარ­ხვა არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რწმე­ნა­ში გან­მტკი­ცე­ბი­სა და ახალ სუ­ლი­ერ სი­მაღ­ლე­ზე ას­ვლი­სა. მარ­ხვა დიდი სი­ხა­რუ­ლია მორ­წმუ­ნი­სა, რად­გან ამ დროს ცხო­ვე­ლი რწმე­ნით ან­თე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მზად არის სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვი გმი­რო­ბის­თვის: ღვთის სიყ­ვა­რუ­ლი ხომ მა­შინ ხდე­ბა რე­ა­ლუ­რი, რო­დე­საც მას საქ­მით გა­მო­ვავ­ლენთ. რო­გორც წმინ­და ია­კობ მო­ცი­ქუ­ლი ამ­ბობს, საქ­მის გა­რე­შე რწმე­ნა მკვდა­რია. ერთ-ერთი ამ­გვარ საქ­მე­თა­გა­ნია ჩვენ­და­მი უფ­ლის უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლის პა­სუ­ხად ამ­ქვეყ­ნი­ურ სი­ა­მე­თა მცი­რე ხნით მოკ­ლე­ბა. სწო­რედ ამას ეწო­დე­ბა მარ­ხვა. ზო­გი­ერ­თი სა­ხის საჭ­მლის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა ად­ვი­ლია (თუმ­ცა ზო­გი­ერ­თის­თვის ეს გა­და­უ­ლა­ხა­ვი დაბ­რკო­ლე­ბაა); გა­ცი­ლე­ბით ძნე­ლია ვნე­ბებ­სა თუ მავ­ნე მიდ­რე­კი­ლე­ბებ­ზე უა­რის თქმა. და თუ ზო­გი­ერ­თი კერ­ძის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა ვერ შევ­ძე­ლით, ვერც ვნე­ბებ­ზე ავ­მაღ­ლდე­ბით. ამ აზ­რით, გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი გა­მუდ­მე­ბით უნდა მარ­ხუ­ლობ­დეს. წმინ­და მა­მე­ბი ამ­გვა­რად ცხოვ­რობ­დნენ, მაგ­რამ ადა­მი­ანს თა­ვი­სი და­ცე­მუ­ლი, უძ­ლუ­რი ბუ­ნე­ბის გამო გა­მუდ­მე­ბით თავ­შე­კა­ვე­ბა არ ძა­ლუძს. ამი­ტო­მაც ეკ­ლე­სი­ამ და­ად­გი­ნა დრო და ფორ­მა მარ­ხვი­სა, რომ­ლის დაც­ვაც, - თავ­და­პირ­ვე­ლად თუნ­დაც სა­კუ­თარ თავ­ზე ძალ­და­ტა­ნე­ბით, იძუ­ლე­ბით, - სა­წინ­და­რია იმი­სა, რომ ოდეს­მე ჭეშ­მა­რიტ მარ­ხვას და თავ­შე­კა­ვე­ბით ცხოვ­რე­ბას შევ­ძლებთ.

შო­ბის მარ­ხვა იწყე­ბა 15 (ახა­ლი სტი­ლით - 28) ნო­ემ­ბერს და 25 დე­კემ­ბრამ­დე (7 იან­ვრამ­დე) გრძელ­დე­ბა. სა­ეკ­ლე­სიო ტრა­დი­ცია ამ მარ­ხვას ფი­ლი­პე მო­ცი­ქუ­ლის სხე­ნე­ბის დღე­საც (14 (27) ნო­ემ­ბე­რი) უკავ­ში­რებს.

ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ას შო­ბის მარ­ხვის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი IV სა­უ­კუ­ნი­დან მო­ე­პო­ვე­ბა. XIV სა­უ­კუ­ნემ­დე, უფრო ზუს­ტად, სვი­მონ თე­სა­ლო­ნი­კე­ლამ­დე, სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა ცნო­ბას ვხვდე­ბით. ფრი­ად სა­ინ­ტე­რე­სოდ მოგ­ვი­თხრო­ბენ შო­ბის მარ­ხვა­ზე XII ს-ში კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის პატ­რი­არ­ქი ბალ­სა­მო­ნი და ერთ-ერთი იმ­დრო­ინ­დე­ლი სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, XI სა­უ­კუ­ნე­ში - ანას­ტა­სი სი­ნე­ლი და ისა­აკ კა­თო­ლი­კო­სი. ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ცნო­ბე­ბია და­ცუ­ლი X სა­უ­კუ­ნის სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბის ოქ­მებ­ში, რომ­ლე­ბიც იმ­პე­რა­ტორ კონ­სტან­ტი­ნე­სა და რო­მა­ნოზ უფ­რო­სად წო­დე­ბუ­ლის დროს იქნა მოწ­ვე­უ­ლი, ასე­ვე - ნი­კი­ფო­რე პატ­რი­არ­ქის კა­ნო­ნებ­ში (Xს.), საბა გან­წმენ­დი­ლი­სა (Vს.) და ლეონ რო­მის პა­პის (Vს.) ნა­წე­რებ­ში, 570 წლის ტუ­რის II კრე­ბის ოქ­მებ­ში, ნე­ტარ ავ­გუს­ტი­ნეს­თან.

ყვე­ლა ეს ცნო­ბა გვა­უ­წყებს, რომ შო­ბის მარ­ხვა, ისე­ვე, რო­გორც სხვე­ბი, უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს (ჯერ კი­დევ IV სა­უ­კუ­ნის მოღ­ვა­წე ფი­ლას­ტრი წერს, რომ მა­ცხოვ­რის შო­ბის წინ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვი­მარ­ხუ­ლოთ) და გვიჩ­ვე­ნებს, რა­ო­დენ ღრმა ფეს­ვე­ბი აქვს მარ­ხვის სა­ეკ­ლე­სიო ტრა­დი­ცი­ას.

ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ის მკვლე­ვა­რე­ბი შე­ნიშ­ნა­ვენ, რომ შო­ბის მარ­ხვის ხან­გრძლი­ვო­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი არ ყო­ფი­ლა. მა­გა­ლი­თად, ტუ­რის II სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბის კა­ნო­ნი გვა­უ­წყებს, რომ ბე­რებ­მა "დე­კემ­ბრი­დან ქრის­ტე­შო­ბამ­დე უნდა იმარ­ხუ­ლონ". მა­ტი­სო­ნის 582 წლის კრე­ბის მი­ხედ­ვით, ეს მარ­ხვა იწყე­ბო­და წმინ­და მარ­ტი­ნის ხსე­ნე­ბის დღეს (ახ. სტ. - 25 ნო­ემ­ბერს) და ქრის­ტე­შო­ბამ­დე გრძელ­დე­ბო­და. აქვე მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ სა­მარ­ხვო დღე­ე­ბი ორ­შა­ბა­თი, ოთხშა­ბა­თი და პა­რას­კე­ვი იყო. გა­ლი­ის ერთ-ერთი ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, ქრის­ტე­შო­ბამ­დე მორ­წმუ­ნე­ნი ერთი კვი­რა მარ­ხუ­ლობ­დნენ. ამას­ვე მოწ­მობს ანას­ტა­სი სი­ნე­ლიც: "აღ­მო­სავ­ლეთ­ში ზო­გი­ერ­თი ამ მარ­ხვის ხან­გრძლი­ვო­ბას ორ კვი­რამ­დე ან თორ­მეტ დღემ­დეც კი ამ­ცი­რებ­და". თვით ანას­ტა­სის ამ მარ­ხვის კა­ნო­ნი­ერ და­სა­წყი­სად ფი­ლი­პე მო­ცი­ქუ­ლის ხსე­ნე­ბის დღე მი­აჩ­ნია.

პატ­რი­არქ ბალ­სა­მო­ნი­სა და მის თა­ნა­მედ­რო­ვე­თა გან­მარ­ტე­ბით, "ის, ვინც შვიდ დღეს მა­ინც არ მარ­ხუ­ლობს, სა­ე­რო­ნი და სა­სუ­ლი­ე­რო პირ­ნი, მარ­თალ­თა­გან უნდა გა­ნე­ყენ­ნენ, ხოლო ბე­რებ­მა, რო­მელ­თაც კა­ნო­ნი ავალ­დე­ბუ­ლებს, უნდა იმარ­ხუ­ლონ 27 ნო­ემ­ბრი­დან (ახ. სტ.) და შე­ას­რუ­ლონ ტი­პი­კო­ნის მო­თხოვ­ნა".

პატ­რი­არქ ლუ­კას მო­საყ­დრე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, იმ­პე­რა­ტორ მა­ნუ­ე­ლის დროს, 1166 წელს მოწ­ვე­ულ კრე­ბა­ზე დად­გინ­და, რომ შო­ბის მარ­ხვა 40 დღე უნდა გრძელ­დე­ბო­დეს.

შო­ბის მარ­ხვა, დიდ­მარ­ხვას­თან შე­და­რე­ბით, მსუ­ბუ­ქია. მას ვი­ცავთ ისე, რო­გორც მო­ცი­ქულ­თა მარ­ხვას. ამ მარ­ხვა­თა დროს, გარ­და ოთხშა­ბა­თი­სა და პა­რას­კე­ვი­სა, თვით ბერ-მო­ნაზვნე­ბის­თვი­საც კი ნე­ბა­დარ­თუ­ლი იყო თევ­ზის, ზე­თი­სა და ღვი­ნის ზო­მი­ე­რი მი­ღე­ბა (ეს შე­ღა­ვა­თი ზო­გი­ერ­თმა თა­ვის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა­თა და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, უმარ­თე­ბუ­ლოდ გა­ი­გო. პა­რა­დოქ­სია, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი "მორ­წმუ­ნე" იქამ­დეც მი­დის, რომ მო­ძღვრი­სა­გან სა­ზღვარ­და­დე­ბულ სამ­ჯერ და­ლე­ვის კურ­თხე­ვას თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ი­დან "მარ­თლად" ეგე­ბე­ბა: სამ­ჯერ სვამს არა ჭი­ქას, არა­მედ ხან­და­ხან ლიტ­რი­ან სას­მის­საც კი. რაც მთა­ვა­რია, კურ­თხე­ვა "არ ირ­ღვე­ვა" - ის ხომ მხო­ლოდ სამ­ჯერ სვამს!). სა­ზო­გა­დოდ კი უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ მარ­ხვის სიმ­კაც­რე და სიმ­სუ­ბუ­ქე ყო­ველ­თვის და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო (და ასე­ვეა დღე­საც) მწყემსმთავ­რის ლოც­ვა-კურ­თხე­ვა­ზე.

მღვდე­ლი ლე­ვან მა­თეშ­ვი­ლი

ვახ­ტან­გი­სის წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი, იღუ­მე­ნი ნე­ო­ფი­ტე (ურო­ტა­ძე):

- ჭეშ­მა­რი­ტად მმარ­ხვე­ლი ადა­მი­ა­ნია გა­მორ­ჩე­უ­ლი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი­სა­გან თა­ვი­სი ქცე­ვით, მისი გო­ნე­ბა უფრო დაწ­მენ­დი­ლია და დამ­შვი­დე­ბუ­ლი. ადა­მი­ან­მა კარ­გად უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს მარ­ხვის არსი და მნიშ­ვნე­ლო­ბა და მე­ქა­ნი­კუ­რად არ უნდა იმარ­ხუ­ლოს. მარ­ხვა პირ­ველ რიგ­ში არის თავ­შე­კა­ვე­ბა ცოდ­ვე­ბის­გან, რა­შიც გვეხ­მა­რე­ბა ლოც­ვა. მმარ­ხვი­თა და ლოც­ვით ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა მან­კი­ერ თვი­სე­ბებს დათ­რგუ­ნავს. მარ­ხვი­თა და ლოც­ვით ძრწი­ან და ივლტი­ან ბო­რო­ტი სუ­ლე­ბი.

ეკ­ლე­სია ით­ვა­ლის­წი­ნებს მარ­ხვის დროს ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას. არ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა ადა­მი­ან­მა ერ­თნა­ი­რად იმარ­ხუ­ლოს. მარ­ხვა უმ­სუ­ბუქ­დე­ბათ: მო­ხუ­ცებს, ავამდყო­ფებს, ორ­სულ და მე­ძუ­ძურ ქა­ლებს. მაგ­რამ ეს არ ნიშ­ვას იმას რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მთლი­ა­ნად გა­მო­ე­თი­შონ მარ­ხვას. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ მთა­ვა­რი არის სუ­ლი­ე­რი მარ­ხვა და აღ­კვე­თა სა­კუ­თა­რი მან­კი­ე­რი ჩვე­ვე­ბი­სა რა­საც საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს. ვე­ცა­დოთ ვი­ცხოვ­როთ უფ­ლის მცნე­ბე­ბი­თა და მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში მა­ინც შევ­ძლოთ ჩვე­ნი სული გავ­ხა­დოთ ბა­ტო­ნი ჩვე­ნი­ვე ხორ­ცი­სა, რათა არ გა­მოგ­ვი­ვი­დეს მარ­ტო ხორ­ცით მარ­ხვა. შე­იძ­ლე­ბა ხორ­ცი არ ჭამო, მაგ­რამ ძმა შე­ჭა­მო. ღვი­ნო­ზე უარი თქვა, მაგ­რამ გო­ნე­ბა ვერ დათ­მო, სა­ღა­მომ­დე თავი შე­ი­კა­ვო ჭა­მის­გან, მაგ­რამ მთე­ლი დღე მოყ­ვა­სის გან­სჯა­ში გა­ა­ტა­რო. ვაი მათ­და, რო­მელ­ნი უღ­ვი­ნოდ არი­ან მთვრალ­ნი (ესა­ია 51, 2) ძა­ლი­ან ცუ­დია ვნე­ბე­ბით თრო­ბა, მაგ­რამ არც ღვი­ნით თრო­ბა გვარ­გებს.

ავტორი:

28 ნოემბერს შობის მარხვა იწყება - ის, რაც ყველა მორწმუნემ უნდა იცოდეს

28 ნოემბერს შობის მარხვა იწყება - ის, რაც ყველა მორწმუნემ უნდა იცოდეს

მოგვიახლოვდა წლის უკანასკნელი დიდი მარხვა. ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, მოწოდება თუ ძახილი მათთვის, ვისაც ჯერ არ დაუწყია ეკლესიური ცხოვრება, რომ ეს წელი მაინც არ დაკარგონ, ის მაინც არ გალიონ ჭეშმარიტებასთან უზიარებლად, ხოლო ეკლესიურად მცხოვრებთათვის მარხვა არის შესაძლებლობა რწმენაში განმტკიცებისა და ახალ სულიერ სიმაღლეზე ასვლისა. მარხვა დიდი სიხარულია მორწმუნისა, რადგან ამ დროს ცხოველი რწმენით ანთებული ადამიანი მზად არის სარწმუნოებრივი გმირობისთვის: ღვთის სიყვარული ხომ მაშინ ხდება რეალური, როდესაც მას საქმით გამოვავლენთ. როგორც წმინდა იაკობ მოციქული ამბობს, საქმის გარეშე რწმენა მკვდარია. ერთ-ერთი ამგვარ საქმეთაგანია ჩვენდამი უფლის უსაზღვრო სიყვარულის პასუხად ამქვეყნიურ სიამეთა მცირე ხნით მოკლება. სწორედ ამას ეწოდება მარხვა. ზოგიერთი სახის საჭმლისგან თავის შეკავება ადვილია (თუმცა ზოგიერთისთვის ეს გადაულახავი დაბრკოლებაა); გაცილებით ძნელია ვნებებსა თუ მავნე მიდრეკილებებზე უარის თქმა. და თუ ზოგიერთი კერძისგან თავის შეკავება ვერ შევძელით, ვერც ვნებებზე ავმაღლდებით. ამ აზრით, გონიერი ადამიანი გამუდმებით უნდა მარხულობდეს. წმინდა მამები ამგვარად ცხოვრობდნენ, მაგრამ ადამიანს თავისი დაცემული, უძლური ბუნების გამო გამუდმებით თავშეკავება არ ძალუძს. ამიტომაც ეკლესიამ დაადგინა დრო და ფორმა მარხვისა, რომლის დაცვაც, - თავდაპირველად თუნდაც საკუთარ თავზე ძალდატანებით, იძულებით, - საწინდარია იმისა, რომ ოდესმე ჭეშმარიტ მარხვას და თავშეკავებით ცხოვრებას შევძლებთ.

შობის მარხვა იწყება 15 (ახალი სტილით - 28) ნოემბერს და 25 დეკემბრამდე (7 იანვრამდე) გრძელდება. საეკლესიო ტრადიცია ამ მარხვას ფილიპე მოციქულის სხენების დღესაც (14 (27) ნოემბერი) უკავშირებს.

ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები IV საუკუნიდან მოეპოვება. XIV საუკუნემდე, უფრო ზუსტად, სვიმონ თესალონიკელამდე, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ცნობას ვხვდებით. ფრიად საინტერესოდ მოგვითხრობენ შობის მარხვაზე XII ს-ში კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბალსამონი და ერთ-ერთი იმდროინდელი საეკლესიო კრების ჩანაწერები, XI საუკუნეში - ანასტასი სინელი და ისააკ კათოლიკოსი. ანგარიშგასაწევი ცნობებია დაცული X საუკუნის საეკლესიო კრების ოქმებში, რომლებიც იმპერატორ კონსტანტინესა და რომანოზ უფროსად წოდებულის დროს იქნა მოწვეული, ასევე - ნიკიფორე პატრიარქის კანონებში (Xს.), საბა განწმენდილისა (Vს.) და ლეონ რომის პაპის (Vს.) ნაწერებში, 570 წლის ტურის II კრების ოქმებში, ნეტარ ავგუსტინესთან.

ყველა ეს ცნობა გვაუწყებს, რომ შობის მარხვა, ისევე, როგორც სხვები, უძველესი დროიდან მომდინარეობს (ჯერ კიდევ IV საუკუნის მოღვაწე ფილასტრი წერს, რომ მაცხოვრის შობის წინ აუცილებლად უნდა ვიმარხულოთ) და გვიჩვენებს, რაოდენ ღრმა ფესვები აქვს მარხვის საეკლესიო ტრადიციას.

ეკლესიის ისტორიის მკვლევარები შენიშნავენ, რომ შობის მარხვის ხანგრძლივობა თავდაპირველად მკაცრად განსაზღვრული არ ყოფილა. მაგალითად, ტურის II საეკლესიო კრების კანონი გვაუწყებს, რომ ბერებმა "დეკემბრიდან ქრისტეშობამდე უნდა იმარხულონ". მატისონის 582 წლის კრების მიხედვით, ეს მარხვა იწყებოდა წმინდა მარტინის ხსენების დღეს (ახ. სტ. - 25 ნოემბერს) და ქრისტეშობამდე გრძელდებოდა. აქვე მითითებულია, რომ სამარხვო დღეები ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი იყო. გალიის ერთ-ერთი ჩანაწერის თანახმად, ქრისტეშობამდე მორწმუნენი ერთი კვირა მარხულობდნენ. ამასვე მოწმობს ანასტასი სინელიც: "აღმოსავლეთში ზოგიერთი ამ მარხვის ხანგრძლივობას ორ კვირამდე ან თორმეტ დღემდეც კი ამცირებდა". თვით ანასტასის ამ მარხვის კანონიერ დასაწყისად ფილიპე მოციქულის ხსენების დღე მიაჩნია.

პატრიარქ ბალსამონისა და მის თანამედროვეთა განმარტებით, "ის, ვინც შვიდ დღეს მაინც არ მარხულობს, საერონი და სასულიერო პირნი, მართალთაგან უნდა განეყენნენ, ხოლო ბერებმა, რომელთაც კანონი ავალდებულებს, უნდა იმარხულონ 27 ნოემბრიდან (ახ. სტ.) და შეასრულონ ტიპიკონის მოთხოვნა".

პატრიარქ ლუკას მოსაყდრეობის პერიოდში, იმპერატორ მანუელის დროს, 1166 წელს მოწვეულ კრებაზე დადგინდა, რომ შობის მარხვა 40 დღე უნდა გრძელდებოდეს.

შობის მარხვა, დიდმარხვასთან შედარებით, მსუბუქია. მას ვიცავთ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. ამ მარხვათა დროს, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, თვით ბერ-მონაზვნებისთვისაც კი ნებადართული იყო თევზის, ზეთისა და ღვინის ზომიერი მიღება (ეს შეღავათი ზოგიერთმა თავის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, უმართებულოდ გაიგო. პარადოქსია, მაგრამ ზოგიერთი "მორწმუნე" იქამდეც მიდის, რომ მოძღვრისაგან საზღვარდადებულ სამჯერ დალევის კურთხევას თავისი პოზიციიდან "მართლად" ეგებება: სამჯერ სვამს არა ჭიქას, არამედ ხანდახან ლიტრიან სასმისსაც კი. რაც მთავარია, კურთხევა "არ ირღვევა" - ის ხომ მხოლოდ სამჯერ სვამს!). საზოგადოდ კი უნდა აღვნიშნოთ, რომ მარხვის სიმკაცრე და სიმსუბუქე ყოველთვის დამოკიდებული იყო (და ასევეა დღესაც) მწყემსმთავრის ლოცვა-კურთხევაზე.

მღვდელი ლევან მათეშვილი

ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ჭეშმარიტად მმარხველი ადამიანია გამორჩეული სხვა ადამიანებისაგან თავისი ქცევით, მისი გონება უფრო დაწმენდილია და დამშვიდებული. ადამიანმა კარგად უნდა გააცნობიეროს მარხვის არსი და მნიშვნელობა და მექანიკურად არ უნდა იმარხულოს. მარხვა პირველ რიგში არის თავშეკავება ცოდვებისგან, რაშიც გვეხმარება ლოცვა. მმარხვითა და ლოცვით ადამიანი ყველა მანკიერ თვისებებს დათრგუნავს. მარხვითა და ლოცვით ძრწიან და ივლტიან ბოროტი სულები.

ეკლესია ითვალისწინებს მარხვის დროს ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას. არ შეიძლება ყველა ადამიანმა ერთნაირად იმარხულოს. მარხვა უმსუბუქდებათ: მოხუცებს, ავამდყოფებს, ორსულ და მეძუძურ ქალებს. მაგრამ ეს არ ნიშვას იმას რომ ეს ადამიანები მთლიანად გამოეთიშონ მარხვას. როგორც უკვე აღვნიშნეთ მთავარი არის სულიერი მარხვა და აღკვეთა საკუთარი მანკიერი ჩვევებისა რასაც საკვების მიღებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ვეცადოთ ვიცხოვროთ უფლის მცნებებითა და მარხვის პერიოდში მაინც შევძლოთ ჩვენი სული გავხადოთ ბატონი ჩვენივე ხორცისა, რათა არ გამოგვივიდეს მარტო ხორცით მარხვა. შეიძლება ხორცი არ ჭამო, მაგრამ ძმა შეჭამო. ღვინოზე უარი თქვა, მაგრამ გონება ვერ დათმო, საღამომდე თავი შეიკავო ჭამისგან, მაგრამ მთელი დღე მოყვასის განსჯაში გაატარო. ვაი მათდა, რომელნი უღვინოდ არიან მთვრალნი (ესაია 51, 2) ძალიან ცუდია ვნებებით თრობა, მაგრამ არც ღვინით თრობა გვარგებს.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ