პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის მოშე კლუგჰაფტი, რომელსაც სააკაშვილმა "ებრაელი აფერისტი" უწოდა
ვინ არის მოშე კლუგჰაფტი, რომელსაც სააკაშვილმა "ებრაელი აფერისტი" უწოდა

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "რუს­თა­ვი 2"-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში პი­ა­რის ის­რა­ე­ლე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი, მოშე კლუ­გ­ჰაფ­ტი „ებ­რა­ელ აფე­რის­ტად“ მო­იხ­სე­ნია.

"აგერ ვი­ღაც ებ­რა­ელ აფე­რისტს, მო­შეს, მის­ცეს მი­ლი­ონ ორა­სი ათას­ზე მეტი, რომ ეს ბილ­ბორ­დე­ბი და­ამ­ზა­დოს და­ჯღა­ნუ­ლი სა­ხე­ე­ბით, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში გა­მო­ფი­ნეს. ერთი სი­ტყვით, ისი­ნი არი­ან სულ პა­ნი­კა­ში, ხან რას იგო­ნე­ბენ, ხან რას,“ - გა­ნა­ცხა­და „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მის­მა გან­ცხა­დე­ბამ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ებ­რა­ე­ლე­ბი აღაშ­ფო­თა. ქარ­თველ ებ­რა­ელ­თა სათ­ვის­ტო­მომ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა­ს გა­ავ­რცე­ლა:

"ჩვენ, ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი, აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ და ვგმობთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ან­ტი­სე­მი­ტურ და დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ გან­ცხა­დე­ბას მოშე გლუკ­ჰაფ­ტის მი­მართ. სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბი შე­უ­რა­ცხყოფს არა მხო­ლოდ კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბას, მოშე გლუკ­ჰაფტს, არა­მედ მთელ ებ­რა­ელ ხალ­ხს და გან­სა­კუთ­რე­ბით შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ებ­რა­ე­ლე­ბის­თვის.

სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ­ებ­რა­ე­ლე­ბის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლის ენას იყე­ნებს. კარ­გად გვახ­სოვს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლის მი­მართ იმა­ვე ში­ნა­არ­სის ან­ტი­სე­მი­ტუ­რი, დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბი იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

სა­ა­კაშ­ვი­ლის მხრი­დან გაჟ­ღე­რე­ბულ, სი­ძულ­ვი­ლით გამ­სჭვა­ლულ ან­ტი­სე­მი­ტურ გან­ცხა­დე­ბა­ზე შე­სა­ბა­მის რე­აქ­ცი­ას ვე­ლით პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის, მე­დი­ის და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა დაგ­მობს და გა­ე­მიჯ­ნე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებს და ყვე­ლას კი­დევ ერთხელ და­ა­ნა­ხებს ორ ერს შო­რის მე­გობ­რო­ბის ღირ­სე­ულ მა­გა­ლითს" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა მოშე კლუ­გ­ჰაფტს, მას სტრა­ტე­გი­უ­ლი მრჩევ­ლის რან­გში მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში აქვს ნა­მუ­შე­ვა­რი, მის ვებ-გვერ­დზე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ კლუ­გ­ჰაფ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას არა­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სის­თვის მო­უ­ტა­ნია წარ­მა­ტე­ბა არ­ჩევ­ნებ­სა თუ სხვა კამ­პა­ნი­ებ­ში.

ის­რა­ე­ლე­ლი მრჩე­ვე­ლი მუ­შა­ობ­და რუ­მი­ნეთ­ში, სა­დაც მის­მა წარ­მო­ე­ბულ­მა კამ­პა­ნი­ამ სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ულ პარ­ტი­ას არ­ჩევ­ნებ­ში წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა. ვებ-გვერ­დზე klughaft.com ვკი­თხუ­ლობთ, რომ მას ნა­მუ­შე­ვა­რი აქვს, ასე­ვე, გერ­მა­ნი­ა­შიც, სა­დაც მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობ­და გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თან, მარ­ტინ შულ­ცის პარ­ტი­ი­დან.

ავ­სტრა­ლი­ა­ში კან­ცლერ­თან მუ­შა­ო­ბის დროს ის უძღვე­ბო­და „მოს­მე­ნის კამ­პა­ნი­ას“, რომ­ლის ფარ­გლებ­ში კან­ცლე­რი პი­ცის მიმ­წო­დე­ბელ კუ­რი­ე­რად ინიღ­ბე­ბო­და და ფა­რუ­ლი კა­მე­რით სტუმ­რობ­და ოჯა­ხებს, რომ­ლე­ბიც პი­ცას უკ­ვე­თავ­დნენ. ეს ავ­სტრი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კამ­პა­ნია იყო. კო­სო­ვო­ში ‏მოშე კლუ­გ­ჰაფ­ტი ლი­ბე­რა­ლურ პარ­ტი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და და ბევ­რად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა მათი შე­დე­გე­ბი. პო­ლი­ტი­კუ­რი მრჩე­ვე­ლი მუ­შა­ობ­და მი­ლან­შიც, იტა­ლი­ა­ში, და­მო­უ­კი­დე­ბელ ად­გი­ლობ­რივ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან. ის­რა­ელ­ში კლუ­გ­ჰაფ­ტი არის ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის, ნაფ­ტა­ლი ბე­ნე­ტის მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი. 2012 წლის არ­ჩევ­ნებ­ში. 2 თვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, მისი დახ­მა­რე­ბით, ბე­ნეტ­მა დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვა. ის­რა­ე­ლის წამ­ყვან­მა ფი­ნან­სურ­მა გა­მო­ცე­მამ Globes კლუ­გ­ჰაფ­ტი ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ექ­სპერ­ტად შე­ა­ფა­სა, Forbes კი მი­იჩ­ნევს, რომ კლუ­გ­ჰაფ­ტი 40 წლამ­დე ასა­კის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებს შო­რის არის.

ის უძღვე­ბო­და ის­რა­ე­ლის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ში­მონ პე­რე­სის ბოლო კამ­პა­ნი­ას. ​ მოშე კლუ­გ­ჰაფ­ტი მთა­ვა­რი მომ­ლა­პა­რა­კე­ბე­ლი იყო ნა­თა­ნი­აჰუს კო­ა­ლი­ცი­ას­თან და ის ეროვ­ნულ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას "ებ­რა­ე­ლი ხალ­ხის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის" წარ­მო­ად­გენ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად ნაფ­ტალ ბე­ნეტ­მა ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის პორ­ტფე­ლი ჩა­ი­ბა­რა.

კლუ­გ­ჰაფ­ტი არის მუ­სი­კო­სი, მწე­რა­ლი, წერს სცე­ნა­რებს ის­რა­ე­ლუ­რი სე­რი­ა­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც თე­მა­ტი­კით ცნო­ბილ ამე­რი­კულ შოუს The House of Cards ჰგავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

ვინ არის მოშე კლუგჰაფტი, რომელსაც სააკაშვილმა "ებრაელი აფერისტი" უწოდა

ვინ არის მოშე კლუგჰაფტი, რომელსაც სააკაშვილმა "ებრაელი აფერისტი" უწოდა

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში პიარის ისრაელელი სპეციალისტი, მოშე კლუგჰაფტი „ებრაელ აფერისტად“ მოიხსენია.

"აგერ ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს, მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს. ერთი სიტყვით, ისინი არიან სულ პანიკაში, ხან რას იგონებენ, ხან რას,“ - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში სააკაშვილმა.

მისმა განცხადებამ საქართველოში მცხოვრები ებრაელები აღაშფოთა. ქართველ ებრაელთა სათვისტომომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელა:

"ჩვენ, ქართველი ებრაელები, აღშფოთებულები ვართ და ვგმობთ მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტურ და დისკრიმინაციულ განცხადებას მოშე გლუკჰაფტის მიმართ. სააკაშვილის სიტყვები შეურაცხყოფს არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას, მოშე გლუკჰაფტს, არამედ მთელ ებრაელ ხალხს და განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია საქართველოში მცხოვრები ებრაელებისთვის.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ებრაელების მიმართ სიძულვილის ენას იყენებს. კარგად გვახსოვს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის შოთა შალელაშვილის მიმართ იმავე შინაარსის ანტისემიტური, დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი სიტყვები იქნა გამოყენებული.

სააკაშვილის მხრიდან გაჟღერებულ, სიძულვილით გამსჭვალულ ანტისემიტურ განცხადებაზე შესაბამის რეაქციას ველით პოლიტიკური ძალების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.

დარწმუნებულები ვართ, საზოგადოება დაგმობს და გაემიჯნება სააკაშვილის განცხადებებს და ყველას კიდევ ერთხელ დაანახებს ორ ერს შორის მეგობრობის ღირსეულ მაგალითს" - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება მოშე კლუგჰაფტს, მას სტრატეგიული მრჩევლის რანგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს ნამუშევარი, მის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ კლუგჰაფტის საქმიანობას არაერთი პოლიტიკოსისთვის მოუტანია წარმატება არჩევნებსა თუ სხვა კამპანიებში.

ისრაელელი მრჩეველი მუშაობდა რუმინეთში, სადაც მისმა წარმოებულმა კამპანიამ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას არჩევნებში წარმატება მოუტანა. ვებ-გვერდზე klughaft.com ვკითხულობთ, რომ მას ნამუშევარი აქვს, ასევე, გერმანიაშიც, სადაც მჭიდროდ თანამშრომლობდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან, მარტინ შულცის პარტიიდან.

ავსტრალიაში კანცლერთან მუშაობის დროს ის უძღვებოდა „მოსმენის კამპანიას“, რომლის ფარგლებში კანცლერი პიცის მიმწოდებელ კურიერად ინიღბებოდა და ფარული კამერით სტუმრობდა ოჯახებს, რომლებიც პიცას უკვეთავდნენ. ეს ავსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კამპანია იყო. კოსოვოში ‏მოშე კლუგჰაფტი ლიბერალურ პარტიასთან თანამშრომლობდა და ბევრად გააუმჯობესა მათი შედეგები. პოლიტიკური მრჩეველი მუშაობდა მილანშიც, იტალიაში, დამოუკიდებელ ადგილობრივ პოლიტიკოსებთან. ისრაელში კლუგჰაფტი არის ქვეყნის განათლების მინისტრის, ნაფტალი ბენეტის მთავარი მრჩეველი. 2012 წლის არჩევნებში. 2 თვიანი მუშაობის შედეგად, მისი დახმარებით, ბენეტმა დიდი წარმატება მოიპოვა. ისრაელის წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ Globes კლუგჰაფტი ქვეყნის ყველაზე გავლენიან ექსპერტად შეაფასა, Forbes კი მიიჩნევს, რომ კლუგჰაფტი 40 წლამდე ასაკის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის არის.

ის უძღვებოდა ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის შიმონ პერესის ბოლო კამპანიას. ​ მოშე კლუგჰაფტი მთავარი მომლაპარაკებელი იყო ნათანიაჰუს კოალიციასთან და ის ეროვნულ გაერთიანებას "ებრაელი ხალხის კეთილდღეობისთვის" წარმოადგენდა. აღნიშნული მოლაპარაკებების შედეგად ნაფტალ ბენეტმა ეკონომიკის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა.

კლუგჰაფტი არის მუსიკოსი, მწერალი, წერს სცენარებს ისრაელური სერიალებისთვის, რომლებიც თემატიკით ცნობილ ამერიკულ შოუს The House of Cards ჰგავს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები