დარწმუნებული ვარ ეს არის ბოლო დაცინვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რადგან ივანიშვილი ახლოს ვეღარ გაეკარება ხელისუფლებას, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისი თქმთ, ბახტაძის მიერ გაჟღერებული ინიციატივა ფარსია, ვინაიდან ბანკები უიმედო კრედიტორებს ვალებს ისედაც აწერენ.
"რა მილიარდნახევარს დახარჯავს კაცი, რომელმაც ქართველი ხალხის ჯიბეებიდან ბოლო ორ წელიწადში ამოიღო სამი მილიარდი ლარი, რომელმაც ერთ ლარად უამრავი ქონება აიღო. ტარიფების განახევრებას დაგვპირდა - მოგვატყუა, 100 ქარხანა დაგვპირდა და მარტო თავისი ბიტკოინები ააშენა. ეს არის კაცი, რომელმაც ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დახურა და ქუთაისში ახლა ჭაობი შემოღობა და მილიარდ ნახევარს დაჰპირდა ქუთაისელებს. ეს არის კაცი, რომელმაც მიითვისა ლაგუნა-ვერე და გააჩერა, იპოდრომი, აბრეშუმის კომბინატი მიითვისა და გააჩერა.
ყველა ბანკი ყოველ წელიწადს ჩამოწერს ხოლმე უიმედო კრედიტებს. იყიდის ადამიანი მობილურ ტელეფონს თუ ტოტალიზატორში ითამაშა - სად არის აქ იპოთეკის ჩამოწერა, სად არის უსამართლო პროცენტების ჩამოწერა?! ზოგმა ბინა იყიდა 25 000 დოლარად, გაუძვირდათ პროცენტი და ახლა ამ ხალხს ბინებს ართმევენ. ტოტალიზატორის მოთამაშე რამდენიმე ადამიანია ქართული საზოგადოება?! დარწმუნებული ვარ ეს არის ბოლო დაცინვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რადგან ის ახლოს ვეღარ გაეკარება ხელისუფლებას...", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.