პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აიღებენ ახალ სესხს ის პირები, ვინც "შავი სიიდან" ამოვლენ
როგორ აიღებენ ახალ სესხს ის პირები, ვინც "შავი სიიდან" ამოვლენ

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ლაშა ხუ­ციშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სეს­ხის გა­ნუ­ლე­ბის შემ­დეგ პირი კრე­დიტ ინ­ფოს "შავ სი­ა­ში" ნე­გა­ტი­უ­რი სტა­ტუ­სით არ დარ­ჩე­ბა, თუმ­ცა შეძ­ლებს თუ არა ის ახა­ლი სეს­ხის აღე­ბას, გარ­კვე­ულ გა­რე­მო­ე­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

"ახა­ლი სეს­ხის აღე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ამ პი­რის და კრე­დი­ტის გამ­ცე­მის ახალ შე­თან­ხმე­ბა­ზე იმ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც შე­მო­ღე­ბუ­ლია პა­სუ­ხიმ­გებ­ლი­ა­ნი დაკ­რე­დი­ტე­ბის სის­ტე­ბის შე­მო­ღე­ბით", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ლაშა ხუ­ციშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ე.წ. შავ სი­ა­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­მე­ო­რე­ბით მოხ­ვედ­რის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს.

"ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი დაკ­რე­ტი­ტე­ბის შე­მო­ღე­ბას უკვე ძა­ლა­შია და რე­გუ­ლირ­დე­ბა კა­ნო­ნით და ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

ხუ­ციშ­ვილ­მა და­ა­კონ­კრე­ტა ისიც, რომ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის­თვის ხდე­ბა ყვე­ლა სეს­ხის ჩა­მო­წე­რა, რომ­ლის ძი­რიც 2000 ლარს არ აღე­მა­ტე­ბა, გა­ნურ­ჩევ­ლად სეს­ხის რა­ო­დე­ნო­ბი­სა სხვა­დას­ხვა სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­ში.

"სეს­ხის ჩა­მო­წე­რა ეხე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სესხს მი­უ­ხე­და­ვად მათი რა­ო­დე­ნო­ბი­სა, რომ­ლის ნარ­ჩე­ნი ძი­რი­თა­დი თან­ხა არის 2000 ლა­რამ­დე, მი­უ­ხე­და­ვად მას­ზე და­რი­ცხრუ­ლი პრო­ცენ­ტე­ბის და ჯა­რი­მე­ბის ოდე­ნო­ბი­სა", - გან­მარ­ტა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ე.წ. "შავ სი­ა­ში" მოხ­ვედ­რილ 600 000-ზე მეტ მო­ქა­ლა­ქეს სა­ბან­კო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა გა­უ­ნულ­დე­ბა. რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გან­მარ­ტა, სა­უ­ბა­რია ჯამ­ში მი­ლი­არ­დნა­ხე­ვა­რი ლა­რის გა­ნუ­ლე­ბა­ზე.

111
0

ყველაფერი სიცრუეა, ატყავებენ ხალხს თქვენი ბანკები თქვე თაღლითებო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

როგორ აიღებენ ახალ სესხს ის პირები, ვინც "შავი სიიდან" ამოვლენ

როგორ აიღებენ ახალ სესხს ის პირები, ვინც "შავი სიიდან" ამოვლენ

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სესხის განულების შემდეგ პირი კრედიტ ინფოს "შავ სიაში" ნეგატიური სტატუსით არ დარჩება, თუმცა შეძლებს თუ არა ის ახალი სესხის აღებას, გარკვეულ გარემოებაზე იქნება დამოკიდებული.

"ახალი სესხის აღება დამოკიდებული იქნება ამ პირის და კრედიტის გამცემის ახალ შეთანხმებაზე იმ რეგულაციების ფარგლებში, რომელიც შემოღებულია პასუხიმგებლიანი დაკრედიტების სისტების შემოღებით", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლაშა ხუციშვილმა.

მისივე განმარტებით, ე.წ. შავ სიაში მოქალაქეების განმეორებით მოხვედრის თავიდან აცილებას ახალი რეგულაციები უზრუნველყოფს.

"ახალი რეგულაციები, რომელიც გულისხმობს პასუხისმგებლიანი დაკრეტიტების შემოღებას უკვე ძალაშია და რეგულირდება კანონით და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული რეგულაციებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ხუციშვილმა დააკონკრეტა ისიც, რომ კონკრეტული პირისთვის ხდება ყველა სესხის ჩამოწერა, რომლის ძირიც 2000 ლარს არ აღემატება, განურჩევლად სესხის რაოდენობისა სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებში.

"სესხის ჩამოწერა ეხება ინდივიდუალურ სესხს მიუხედავად მათი რაოდენობისა, რომლის ნარჩენი ძირითადი თანხა არის 2000 ლარამდე, მიუხედავად მასზე დარიცხრული პროცენტების და ჯარიმების ოდენობისა", - განმარტა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. "შავ სიაში" მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, საუბარია ჯამში მილიარდნახევარი ლარის განულებაზე.