მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
მეცნიერება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქის სახელით "ფეისბუქში" ცრუ ინფორმაცია გავრცელდა
პატრიარქის სახელით "ფეისბუქში" ცრუ ინფორმაცია გავრცელდა

სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" 19 ნო­ემ­ბერს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც პატ­რი­არ­ქმა ქა­და­გე­ბა­ში ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა - ეკ­ლე­სი­ე­ბის კარი ღა­მით გა­ი­ღოს უსახ­ლკა­რო­ე­ბის შე­სა­ფა­რებ­ლად.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რამ­დე­ნი­მე ფე­ის­ბუქ-გვერდმა გა­ავ­რცე­ლა, მათ შო­რის გვერდმა "მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა", რო­მელ­საც 11 000 "ლა­ი­ქე­რი" ჰყავს.

"მინ­და თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლო იმა­ზე, რომ მრა­ვა­ლი უსახ­ლკა­როა ქუ­ჩა­ში. გეძ­ლე­ვათ კურ­თხე­ვა (ეკ­ლე­სი­ე­ბის წი­ნამ­ძღო­ლებს), რომ ჩვენ­მა ეკ­ლე­სი­ებ­მა, ღვთის სახ­ლებ­მა, კარი გა­უ­ღოს უსახ­ლკა­რო ადა­მი­ნებს ღა­მით, რომ მათ ჰქონ­დეთ ღა­მის გა­თე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა, რათა ღია ცის ქვეშ არ იყ­ვნენ. მე მაქვს სურ­ვი­ლი, რომ ეკ­ლე­სი­ე­ბი ყო­ველ ღა­მით მო­ვა­წყოთ თავ­შე­საფ­რე­ბად" - ეწე­რა პატ­რი­არ­ქის სა­ხე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვა­ში.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ათა­სო­ბით გა­ზი­ა­რე­ბა და კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რამ­დე­ნი­მე გა­ურ­კვე­ველ­მა ინ­ტერ­ნეტ­პორ­ტალ­მა ის ახა­ლი ამ­ბის სა­ხით მი­ა­წო­და მკი­თხველს და აც­ნო­ბა, რომ ამის შე­სა­ხებ ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბის დროს ისა­უბ­რა.

ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა პატ­რი­არ­ქის სა­ხე­ლით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­ნამ­დვი­ლეს.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, კვი­რას 18 ნო­ემ­ბერს სა­მე­ბის ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას ილია მე­ო­რეს ამ სა­კი­თხზე არ უსა­უბ­რია. ამას მოწ­მობს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე (patriarchate.ge) გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ქა­და­გე­ბა (18.11.2018). აღ­ნიშ­ნულ ქა­და­გე­ბა­ში უწ­მინ­დეს­მა კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლი­სა და რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ტა­რე­ბა­სა და სხვა სა­კი­თხებ­ზე ისა­უბ­რა, ასე­ვე და­ლო­ცა რამ­დე­ნი­მე გვა­რი, თუმ­ცა ინი­ცი­ა­ტი­ვა ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღო­ლე­ბი­სად­მი, რომ ღა­მით კარი გა­უ­ღონ უსახ­ლკა­რო­ებს, ქა­და­გე­ბა­ში არ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა.

VIDEO: მო­ე­წყო­ბა თუ არა ეკ­ლე­სი­ებ­ში თავ­შე­საფ­რე­ბი უსახ­ლკა­რო­თათ­ვის? - სა­პატ­რი­არ­ქოს სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე კო­მენ­ტა­რი გა­კეთ­და სა­პატ­რი­არ­ქო­შიც:

"ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ეკ­ლე­სი­ის შე­სა­ხებ ხში­რად ვრცელ­დე­ბა არა­ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია და ამას არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი მოს­დევს ხოლ­მე. ასე მოხ­და გუ­ში­ნაც, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს პატ­რი­არ­ქი ამ­ბობს, რომ ეკ­ლე­სი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა უსახ­ლკა­რო­თა თავ­შე­საფ­რად მო­ე­წყოს. ეს სი­მარ­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მის უწ­მინ­დე­სო­ბას ასე­თი რამ არ უთ­ქვამს. ელე­მენ­ტა­რუ­ლია, რომ ეკ­ლე­სია არ შე­იძ­ლე­ბა თავ­შე­საფ­რად მო­ე­წყოს და გა­და­კეთ­დეს, ეკ­ლე­სი­ას თა­ვი­სი მი­სია აქვს. ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი, მი­თუ­მე­ტეს პატ­რი­არ­ქის სა­ხე­ლით, უნებ­ლი­ედ ან მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ემსხა­უ­რე­ბა ცრუ და არას­წო­რი მო­ლო­დი­ნე­ბის გა­ჩე­ნას და იმ ღვაწ­ლის ჩრდი­ლის მი­ყე­ნე­ბას, რა­საც ეკ­ლე­სია სო­ცი­ა­ლუ­რი მსა­ხუ­რე­ბის კუ­თხით მრა­ვა­ლი წე­ლია ეწე­ვა. მინ­და, ორი­ო­დე სი­ტყვით გი­თხრათ, რომ ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის სახ­ლი, პა­ლი­ა­ტი­უ­რი ცენ­ტრი, უპო­ვარ­თათ­ვის ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს სა­სა­დი­ლო­ე­ბი, მაგ­რამ ეკ­ლე­სია ამის აფი­ში­რე­ბას არ აკე­თებს, რად­გან ეს სა­ჭი­როდ არ მი­აჩ­ნია" - აღ­ნიშ­ნა სა­პატ­რი­არ­ქოს პრეს­ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, დე­კა­ნოზ­მა ან­დრეა ჯაღ­მა­ი­ძემ. დე­კა­ნო­ზის კო­მენ­ტა­რი სა­პატ­რი­არ­ქოს ტე­ლე­კომ­პა­ნია "ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბამ" გა­ავ­რცე­ლა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

პატრიარქის სახელით "ფეისბუქში" ცრუ ინფორმაცია გავრცელდა

პატრიარქის სახელით "ფეისბუქში" ცრუ ინფორმაცია გავრცელდა

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" 19 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პატრიარქმა ქადაგებაში ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა - ეკლესიების კარი ღამით გაიღოს უსახლკაროების შესაფარებლად.

აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში რამდენიმე ფეისბუქ-გვერდმა გაავრცელა, მათ შორის გვერდმა "მართლმადიდებლობა", რომელსაც 11 000 "ლაიქერი" ჰყავს.

"მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ მრავალი უსახლკაროა ქუჩაში. გეძლევათ კურთხევა (ეკლესიების წინამძღოლებს), რომ ჩვენმა ეკლესიებმა, ღვთის სახლებმა, კარი გაუღოს უსახლკარო ადამინებს ღამით, რომ მათ ჰქონდეთ ღამის გათევის საშუალება, რათა ღია ცის ქვეშ არ იყვნენ. მე მაქვს სურვილი, რომ ეკლესიები ყოველ ღამით მოვაწყოთ თავშესაფრებად" - ეწერა პატრიარქის სახელით გავრცელებულ მიმართვაში.

ინფორმაციას ათასობით გაზიარება და კომენტარი მოჰყვა სოციალურ ქსელში, რამდენიმე გაურკვეველმა ინტერნეტპორტალმა ის ახალი ამბის სახით მიაწოდა მკითხველს და აცნობა, რომ ამის შესახებ ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგების დროს ისაუბრა.

ჩვენ დავინტერესდით, რამდენად შეესაბამება პატრიარქის სახელით გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს.

როგორც აღმოჩნდა, კვირას 18 ნოემბერს სამების ტაძარში ქადაგებისას ილია მეორეს ამ საკითხზე არ უსაუბრია. ამას მოწმობს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე (patriarchate.ge) გამოქვეყნებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (18.11.2018). აღნიშნულ ქადაგებაში უწმინდესმა კონსტანტინოპოლისა და რუსეთის ეკლესიებს შორის ურთიერთობაზე, საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებასა და სხვა საკითხებზე ისაუბრა, ასევე დალოცა რამდენიმე გვარი, თუმცა ინიციატივა ეკლესიის წინამძღოლებისადმი, რომ ღამით კარი გაუღონ უსახლკაროებს, ქადაგებაში არ გაჟღერებულა.

VIDEO: მოეწყობა თუ არა ეკლესიებში თავშესაფრები უსახლკაროთათვის? - საპატრიარქოს საგანგებო განცხადება

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გაკეთდა საპატრიარქოშიც:

"ინტერნეტსივრცეში ეკლესიის შესახებ ხშირად ვრცელდება არაზუსტი ინფორმაცია და ამას არასწორი ინტერპრეტაციები მოსდევს ხოლმე. ასე მოხდა გუშინაც, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პატრიარქი ამბობს, რომ ეკლესიები შეიძლება უსახლკაროთა თავშესაფრად მოეწყოს. ეს სიმარლეს არ შეესაბამება. მის უწმინდესობას ასეთი რამ არ უთქვამს. ელემენტარულია, რომ ეკლესია არ შეიძლება თავშესაფრად მოეწყოს და გადაკეთდეს, ეკლესიას თავისი მისია აქვს. ასეთი განცხადებები, მითუმეტეს პატრიარქის სახელით, უნებლიედ ან მიზანმიმართულად ემსხაურება ცრუ და არასწორი მოლოდინების გაჩენას და იმ ღვაწლის ჩრდილის მიყენებას, რასაც ეკლესია სოციალური მსახურების კუთხით მრავალი წელია ეწევა. მინდა, ორიოდე სიტყვით გითხრათ, რომ ეკლესიის წიაღში ფუნქციონირებს მზრუნველობამოკლებული ბავშვების სახლი, პალიატიური ცენტრი, უპოვართათვის ფუნქციონირებს სასადილოები, მაგრამ ეკლესია ამის აფიშირებას არ აკეთებს, რადგან ეს საჭიროდ არ მიაჩნია" - აღნიშნა საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრეა ჯაღმაიძემ. დეკანოზის კომენტარი საპატრიარქოს ტელეკომპანია "ერთსულოვნებამ" გაავრცელა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ