საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი "დროებითი პრეზიდენტის" არჩევას ითხოვს
დავით უსუფაშვილი "დროებითი პრეზიდენტის" არჩევას ითხოვს

მე­უბ­ნე­ბი­ან, „ამას“ მი­ე­ცი ხმა, იმი­ტომ, რომ „იმას“ მე­ტის და­შა­ვე­ბა შე­უძ­ლი­აო... ანუ, ერთი და იმა­ვე უფსკრუ­ლამ­დე გრძე­ლი ბი­ლი­კით სი­ა­რუ­ლი არ­ჩიე მოკ­ლე ბი­ლი­კით სი­ა­რულს და თავი ანე­ბე ისე­თი ბი­ლი­კის ძებ­ნას, რო­მე­ლიც ყვე­ლას ერ­თად გაგ­ვიყ­ვანს სამ­შვი­დო­ბო­სო, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პრე­ზი­დენ­ტო­ბის ყო­ფილ­მა კან­დი­დატ­მა და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ის ამ გზას არ ირ­ჩევს და რო­გორც „თუნ­დაც სას­ტი­კად და­მარ­ცხე­ბუ­ლი, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფოს გა­სა­ძღო­ლად ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის სა­კუ­თა­რი თა­ვის შემ­თა­ვა­ზე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, ვალ­დე­ბუ­ლია, ბოლო წა­მამ­დე ეძე­ბოს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მო­სავ­ლის ფორ­მუ­ლა და არ ჩა­ბარ­დეს რო­მე­ლი­მე არას­წორ მხა­რეს“.

უსუ­ფაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, რო­გორც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის, ისე გრი­გოლ ვა­შა­ძის არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ქვე­ყა­ნა უფსკრულს ვერ ას­ცდე­ბა, რის გა­მოც მი­იჩ­ნევს, რომ 2019 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს, ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი კი გა­დად­გეს.

„სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ ქვეყ­ნის­თვის სა­ზი­ა­ნო ლი­დე­რია, მე ეს 2004 წლის ივ­ნის­ში და­ვას­კვე­ნი და მას შემ­დეგ ეს აზრი მხო­ლოდ მიმ­ყარ­დე­ბო­და. ცხა­დია, დღეს მისი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო რე­ვან­ში და­უშ­ვე­ბე­ლია, მაგ­რამ რის ფა­სად? მტრულ ბან­კე­ბად გახ­ლე­ჩი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ფა­სად? ზნე­ო­ბის ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბის ფა­სად? სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის, სა­სა­მარ­თლოს, პრო­კუ­რა­ტუ­რის და უშიშ­რო­ე­ბის პარ­ტი­ის სამ­სა­ხურ­ში ჩა­ყე­ნე­ბის ფა­სად? კერ­ძო ბიზ­ნე­სის პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­თვის ფა­სად? დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის კო­მერ­ცი­ულ აუქ­ცი­ო­ნად ქცე­ვის ფა­სად?

და თუ ამ ფასს გა­და­ვიხ­დით, მა­შინ რა­ღას გა­და­ვარ­ჩენთ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან? ერ­თა­დერ­თს - ოც­ნე­ბის სა­ოც­ნე­ბო ყოფ­ნას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში!

აი, ამ ვი­თა­რე­ბა­ში, მე­უბ­ნე­ბი­ან აქეთ-იქი­დან, მა­ინც „ამას“ მი­ე­ცი ხმა, იმი­ტომ, რომ „იმას“ მე­ტის და­შა­ვე­ბა შე­უძ­ლი­აო... ანუ, ერთი და იმა­ვე უფსკრუ­ლამ­დე გრძე­ლი ბი­ლი­კით სი­ა­რუ­ლი არ­ჩიე მოკ­ლე ბი­ლი­კით სი­ა­რულს და თავი ანე­ბე ისე­თი ბი­ლი­კის ძებ­ნას, რო­მე­ლიც ყვე­ლას ერ­თად გაგ­ვიყ­ვანს სამ­შვი­დო­ბო­სო.

მეს­მის, ასე­თი ბი­ლი­კის ძებ­ნას ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე ვერ შე­ერ­კი­ნე­ბა მრა­ვა­ლი მი­ზე­ზის გამო. ამი­ტომ, ტრა­გიზ­მით სავ­სე, მაგ­რამ გა­სა­გე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცი­აა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და უფსკრუ­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი უფრო გრძლად მიჩ­ნე­უ­ლი ბი­ლი­კის­თვის მხარ­და­ჭე­რა იმ იმე­დით, რომ იქ­ნებ დრო მო­ვი­გოთ რამე საშ­ვე­ლის გა­მო­ჩე­ნამ­დე.

მაგ­რამ მე, თუნ­დაც სას­ტი­კად და­მარ­ცხე­ბუ­ლი, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფოს გა­სა­ძღო­ლად ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის სა­კუ­თა­რი თა­ვის შემ­თა­ვა­ზე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, ბოლო წა­მამ­დე ვე­ძე­ბო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მო­სავ­ლის ფორ­მუ­ლა და არ ჩავ­ბარ­დე რო­მე­ლი­მე არას­წორ მხა­რეს.

ასე­თი ფორ­მუ­ლა ჯერ კი­დევ მო­ი­ძებ­ნე­ბა, თუკი მხა­რე­ე­ბი უმ­ძი­მე­სი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის ფი­ნი­შის სწორ­ზე მა­ინც წა­მით შე­ჩერ­დე­ბი­ან და გა­იხ­სე­ნე­ბენ, რომ მომ­ხდურ გა­რე­შე მტერ­თან კი არა, ქვეყ­ნის ბედ-იღ­ბალ­ზე ზი­ა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე ოპო­ნენ­ტთან აქვთ საქ­მე.

ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რი, ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბი შეძ­ლებ­დნენ ისე­თი შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვას, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას გა­ა­მაგ­რებ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ამ­შვი­დებ­და და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს აღმშე­ნებ­ლო­ბით კა­ლა­პოტ­ში გა­და­იყ­ვან­და - პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, დრო­ე­ბი­თი პრე­ზი­დენ­ტი, მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბი:

1. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გის მი­უ­ხე­და­ვად, 2019 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ჩა­ტარ­დე­ბა ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით;

2. ვინც არ უნდა იქ­ნეს პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­უ­ლი, მისი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა იქ­ნე­ბა 2019 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ვა­დამ­დე­ლი პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნად და თა­ვი­სუფ­ლად ჩა­ტა­რე­ბა, რის შემ­დე­გაც იგი გა­დად­გე­ბა;

3. კონფრონ­ტა­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დავ­ლენ არ­ჩევ­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის რე­ჟიმ­ზე, რა­ზეც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი აი­ღებს პერ­სო­ნა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას“, - აცხა­დებს და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი.

ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტო­ბის ყო­ფი­ლი კან­დი­და­ტი გან­მარ­ტავს, რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვა­დამ­დე­ლი პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა, ხოლო ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის მა­ლე­ვე გა­დად­გო­მა.

რა­ტომ ვა­დამ­დე­ლი პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი?

ქვეყ­ნის მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მა „ოც­ნე­ბის“ ერ­თპარ­ტი­უ­ლი, არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, ქა­ო­ტუ­რი და არა­ე­ფექ­ტუ­რი მმარ­თვე­ლო­ბაა. ყვე­ლა სხვა პრობ­ლე­მა, მათ შო­რის, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის აღ­ზე­ვე­ბა, „ოც­ნე­ბის“ არას­წო­რი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გია. ამ­გვა­რი პო­ლი­ტი­კით „ოც­ნე­ბა“ რაც მე­ტად ებ­რძვის ნა­ცებს, მით მე­ტად სუს­ტდე­ბა თვი­თონ.

„ოც­ნე­ბამ“ უნდა გა­ი­აზ­როს, რომ ნა­ცე­ბის რე­ვან­შის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლა­დაც, სა­კუ­თა­რი შიდა რე­ფორ­მე­ბის­თვი­საც და ქვეყ­ნის სხვა პრობ­ლე­მებ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლა­დაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ა­ცხა­დოს ერ­თპარ­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის და­სას­რუ­ლის და­სა­წყი­სი - პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 2019 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში.

„ოც­ნე­ბის“ ამ ნა­ბი­ჯ­მა „ნაც­მოძ­რა­ო­ბას“ უნდა და­ა­ნა­ხოს, რომ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მი­წოლ-მო­წო­ლით ძა­ლა­უფ­ლე­ბის ერ­თპი­როვ­ნუ­ლად და­პატ­რო­ნე­ბა არ გა­მო­უ­ვა და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი შე­დე­გის შემ­თხვე­ვა­ში მო­უ­წევს სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ცვლი­ლე­ბის უკვე და­სა­ხულ, კონ­სტი­ტუ­ცი­ურ და სა­მარ­თლი­ან გზა­ზე დად­გო­მა.

ამის შემ­ხედ­ვა­რე და­ნარ­ჩენ­მა სა­ქარ­თვე­ლომ კი (ასე­თე­ბიც ვარ­სე­ბობთ...) შვე­ბით უნდა ამო­ი­სუნ­თქოს, რად­გან აღარ მო­უ­წევს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­ბა­რე­ბა „ძა­ლი­ან ცუ­დის­თვის“, რათა მას „ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ცუდი“ არ და­ე­პატ­რო­ნოს და შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი, კო­ა­ლი­ცი­უ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის ფორ­მი­რე­ბა ერთი წლის შემ­დეგ.

რა­ტომ დრო­ე­ბი­თი პრე­ზი­დენ­ტი?

უკა­ნას­კნე­ლი პირ­და­პი­რი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბით ვერ ვირ­ჩევთ ყვე­ლას პრე­ზი­დენ­ტო­ბის შემ­ძლე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბელ სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურს. არა იმი­ტომ, რომ რო­მე­ლი­მე კან­დი­და­ტი მო­ღა­ლა­ტეა. იმი­ტომ, რომ ორი­ვე უკი­დუ­რე­სად ვიწ­რო პარ­ტი­ულ, მე­ტიც, პრაქ­ტი­კუ­ლად პერ­სო­ნა­ლურ ჩარ­ჩო­ში ჩა­ი­კე­ტა: ერთი ივა­ნიშ­ვი­ლის კან­დი­და­ტია, მე­ო­რე - სა­ა­კაშ­ვი­ლის. გარ­და ამი­სა, მათ მო­ა­ხერ­ხეს „მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი“ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბელ ფი­გუ­რე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. მრა­ვალ სხვა ლე­გიტ­მურ პრე­ტენ­ზი­ებ­თან ერ­თად, არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ეს რე­ა­ლო­ბა მო­უ­ცი­ლე­ბელ და­ღად გაჰ­ყვე­ბა ერ­თსაც და მე­ო­რე­საც.

ეს მა­შინ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა ისე­დაც წელ­ში წყდე­ბა სხვა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის სი­სუს­ტის გამო და ჰა­ე­რი­ვით გვჭირ­დე­ბა გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი, დამ­ბა­ლა­სე­ბე­ლი, ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი, მარ­თლაც მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი ნდო­ბის მქო­ნე პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა-პრე­ზი­დენ­ტი.

გარ­და ამი­სა, შექ­მნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა მტრულ პო­ლი­ტი­კურ-მე­დია ბა­ნა­კებს შო­რის სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო შე­ტა­კე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა, სწო­რედ ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტის უმ­თავ­რე­სი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი სატ­კი­ვა­რი და მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მა უნდა იყოს. ამი­ტომ იგი უნდა გა­მო­ვი­დეს არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კურ ინი­ცი­ა­ტი­ვით, რო­მე­ლიც გან­მუხ­ტავს სა­ხი­ფა­თო და­ძა­ბუ­ლო­ბას, გა­ა­ჩენს სწორ გზა­ზე ქვეყ­ნის მყა­რად და­ყე­ნე­ბის კა­ლა­პოტს და პი­რა­დად მა­საც ჩა­მო­ბანს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში მო­ცხო­ბილ ლა­ქებს.

გა­სა­გე­ბია, რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ახალ პრზი­დენტს ხალ­ხი ვე­ღარ აირ­ჩევს. მაგ­რამ რა გვირ­ჩევ­ნია, გვყავ­დეს ხალ­ხის ერთი ნა­ხევ­რის მიერ არ­ჩე­უ­ლი, ხალ­ხის მე­ო­რე ნა­ხევ­რის მიერ სა­ძულ­ველ მო­ღა­ლა­ტედ შე­რა­ცხუ­ლი, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ერთი კა­ცის და­ნიშ­ნუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი თუ ნამ­დვი­ლად ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის მიერ არ­ჩე­უ­ლი და მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რის მქო­ნე პრე­ზი­დენ­ტი?

და თუ ერთ წე­ლი­წად­ში და­ვი­ნა­ხეთ, რომ „დი­მიტ­რი გე­ლო­ვა­ნი“ აგ­ვირ­ჩე­ვია პრე­ზი­დენ­ტად და არ გვცოდ­ნია, კვლავ იგი აირ­ჩი­ონ ხმოს­ნებ­მა...

რა­ტომ მთა­ვა­რი ყუ­რა­დღე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი­სად­მი ნდო­ბა­ზე?

სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სის­ტე­მა არ­ჩევ­ნე­ბის მხა­რეა და არა არ­ბიტ­რი, ჩვენ ჩვე­ნი­ვე ხე­ლით ჩვე­ნი­ვე სა­ხელ­მწი­ფოს საყ­რდენ ბურჯს ვან­გრევთ, რაც არ შე­იძ­ლე­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყოს არა­ნა­ი­რი მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ნი­უნ­ქტუ­რით და უფრო დიდი საფრ­თხე­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის ბუ­ტა­ფო­რი­უ­ლი მო­ტი­ვე­ბით.

გარ­და ამი­სა, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის კონ­ტექ­სტში, ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს ყვე­ლა­ზე დიდი საფრ­თხე შე­ექ­მნე­ბა სის­ტე­მუ­რი სა­არ­ჩევ­ნო დარ­ღვე­ვე­ბის ფონ­ზე სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კან­დი­და­ტის გა­მარ­ჯვე­ბით. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­კარ­გავს ყო­ველ­გვარ მო­რა­ლურ უპი­რა­ტე­სო­ბას და საპ­რო­ტეს­ტო-რე­ვო­ლუ­ცი­ურ ტალ­ღას შე­ექ­მნე­ბა სა­თა­ნა­დო მუხ­ტიც, ლე­გი­ტი­მა­ცი­აც და ას­პა­რე­ზიც. ყვე­ლა სხვა შე­საძ­ლო სცე­ნა­რი ამა­ზე ნაკ­ლებ სა­ხი­ფა­თოა, რად­გან ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­და­ტის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ინარ­ჩუ­ნებს კონ­სტი­ტუ­ცი­ურ და მო­რა­ლურ ლე­გი­ტი­მა­ცი­ას, ანუ შე­უძ­ლია პრო­ცე­სე­ბის მარ­თვა.

ამ­რი­გად, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ანა-ბა­ნაც და კო­ნი­უნ­კტუ­რულ-პო­ლი­ტი­კუ­რი პრაგ­მა­ტიზ­მიც იმა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სის­ტე­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და სრუ­ლად უნდა გა­და­ერ­თოს არ­ჩევ­ნე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ტალ­ღა­ზე და არა­ვის გა­უ­ჩი­ნოს არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა“, - გან­მარ­ტავს უსუ­ფაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

დავით უსუფაშვილი "დროებითი პრეზიდენტის" არჩევას ითხოვს

დავით უსუფაშვილი "დროებითი პრეზიდენტის" არჩევას ითხოვს

მეუბნებიან, „ამას“ მიეცი ხმა, იმიტომ, რომ „იმას“ მეტის დაშავება შეუძლიაო... ანუ, ერთი და იმავე უფსკრულამდე გრძელი ბილიკით სიარული არჩიე მოკლე ბილიკით სიარულს და თავი ანებე ისეთი ბილიკის ძებნას, რომელიც ყველას ერთად გაგვიყვანს სამშვიდობოსო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, ის ამ გზას არ ირჩევს და როგორც „თუნდაც სასტიკად დამარცხებული, მაგრამ სახელმწიფოს გასაძღოლად ქართველი ხალხისთვის საკუთარი თავის შემთავაზებელი პოლიტიკოსი, ვალდებულია, ბოლო წამამდე ეძებოს პოლიტიკური გამოსავლის ფორმულა და არ ჩაბარდეს რომელიმე არასწორ მხარეს“.

უსუფაშვილის შეფასებით, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე გრიგოლ ვაშაძის არჩევის შემთხვევაში ქვეყანა უფსკრულს ვერ ასცდება, რის გამოც მიიჩნევს, რომ 2019 წლის ოქტომბერში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, ახალი პრეზიდენტი კი გადადგეს.

„სააკაშვილი რომ ქვეყნისთვის საზიანო ლიდერია, მე ეს 2004 წლის ივნისში დავასკვენი და მას შემდეგ ეს აზრი მხოლოდ მიმყარდებოდა. ცხადია, დღეს მისი სახელისუფლებო რევანში დაუშვებელია, მაგრამ რის ფასად? მტრულ ბანკებად გახლეჩილი საქართველოს ფასად? ზნეობის ელემენტარული ნორმების ფასად? საჯარო სამსახურის, სასამართლოს, პროკურატურის და უშიშროების პარტიის სამსახურში ჩაყენების ფასად? კერძო ბიზნესის პოლიტიკური მართვის ფასად? დემოკრატიული არჩევნების კომერციულ აუქციონად ქცევის ფასად?

და თუ ამ ფასს გადავიხდით, მაშინ რაღას გადავარჩენთ სააკაშვილისგან? ერთადერთს - ოცნების საოცნებო ყოფნას ხელისუფლებაში!

აი, ამ ვითარებაში, მეუბნებიან აქეთ-იქიდან, მაინც „ამას“ მიეცი ხმა, იმიტომ, რომ „იმას“ მეტის დაშავება შეუძლიაო... ანუ, ერთი და იმავე უფსკრულამდე გრძელი ბილიკით სიარული არჩიე მოკლე ბილიკით სიარულს და თავი ანებე ისეთი ბილიკის ძებნას, რომელიც ყველას ერთად გაგვიყვანს სამშვიდობოსო.

მესმის, ასეთი ბილიკის ძებნას ყველა მოქალაქე ვერ შეერკინება მრავალი მიზეზის გამო. ამიტომ, ტრაგიზმით სავსე, მაგრამ გასაგები მოქალაქეობრივი პოზიციაა არჩევნებში მონაწილეობა და უფსკრულისკენ მიმავალი უფრო გრძლად მიჩნეული ბილიკისთვის მხარდაჭერა იმ იმედით, რომ იქნებ დრო მოვიგოთ რამე საშველის გამოჩენამდე.

მაგრამ მე, თუნდაც სასტიკად დამარცხებული, მაგრამ სახელმწიფოს გასაძღოლად ქართველი ხალხისთვის საკუთარი თავის შემთავაზებელი პოლიტიკოსი, ვალდებული ვარ, ბოლო წამამდე ვეძებო პოლიტიკური გამოსავლის ფორმულა და არ ჩავბარდე რომელიმე არასწორ მხარეს.

ასეთი ფორმულა ჯერ კიდევ მოიძებნება, თუკი მხარეები უმძიმესი საარჩევნო პროცესის ფინიშის სწორზე მაინც წამით შეჩერდებიან და გაიხსენებენ, რომ მომხდურ გარეშე მტერთან კი არა, ქვეყნის ბედ-იღბალზე ზიარი პასუხისმგებლობის მქონე ოპონენტთან აქვთ საქმე.

ასეთ შემთხვევაში, მმართველი პარტიის ლიდერი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და საპრეზიდენტო კანდიდატები შეძლებდნენ ისეთი შეთანხმების მიღწევას, რომელიც ქვეყანას გაამაგრებდა, საზოგადოებას დაამშვიდებდა და პოლიტიკურ პროცესს აღმშენებლობით კალაპოტში გადაიყვანდა - პროპორციული არჩევნები, დროებითი პრეზიდენტი, მიუკერძოებელი სახელმწიფო ორგანოები:

1. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის მიუხედავად, 2019 წლის ოქტომბერში ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით;

2. ვინც არ უნდა იქნეს პრეზიდენტად არჩეული, მისი მთავარი ამოცანა იქნება 2019 წლის ოქტომბერში ვადამდელი პროპორციული საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად ჩატარება, რის შემდეგაც იგი გადადგება;

3. კონფრონტაციული არჩევნების საბოლოო შედეგისადმი საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად სახელისუფლებო ქვედანაყოფები დაუყოვნებლივ გადავლენ არჩევნების თავისუფლების უზრუნველყოფის რეჟიმზე, რაზეც პრემიერ-მინისტრი აიღებს პერსონალურ პასუხისმგებლობას“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

ამასთან, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი ვადამდელი პროპორციული არჩევნების დანიშვნა, ხოლო ახალარჩეული პრეზიდენტის მალევე გადადგომა.

რატომ ვადამდელი პროპორციული არჩევნები?

ქვეყნის მთავარი პოლიტიკური პრობლემა „ოცნების“ ერთპარტიული, არაკვალიფიციური, ქაოტური და არაეფექტური მმართველობაა. ყველა სხვა პრობლემა, მათ შორის, ნაციონალების აღზევება, „ოცნების“ არასწორი პოლიტიკის შედეგია. ამგვარი პოლიტიკით „ოცნება“ რაც მეტად ებრძვის ნაცებს, მით მეტად სუსტდება თვითონ.

„ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ ნაცების რევანშის თავიდან ასაცილებლადაც, საკუთარი შიდა რეფორმებისთვისაც და ქვეყნის სხვა პრობლემებთან გასამკლავებლადაც აუცილებელია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს ერთპარტიული მმართველობის დასასრულის დასაწყისი - პროპორციული საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის ოქტომბერში.

„ოცნების“ ამ ნაბიჯმა „ნაცმოძრაობას“ უნდა დაანახოს, რომ რევოლუციური მიწოლ-მოწოლით ძალაუფლების ერთპიროვნულად დაპატრონება არ გამოუვა და საპრეზიდენტო არჩევნების ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში მოუწევს სახელისუფლებო ცვლილების უკვე დასახულ, კონსტიტუციურ და სამართლიან გზაზე დადგომა.

ამის შემხედვარე დანარჩენმა საქართველომ კი (ასეთებიც ვარსებობთ...) შვებით უნდა ამოისუნთქოს, რადგან აღარ მოუწევს ხელისუფლების ჩაბარება „ძალიან ცუდისთვის“, რათა მას „ძალიან, ძალიან ცუდი“ არ დაეპატრონოს და შესაძლებელი გახდება დაბალანსებული, კოალიციური უმრავლესობის ფორმირება ერთი წლის შემდეგ.

რატომ დროებითი პრეზიდენტი?

უკანასკნელი პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებით ვერ ვირჩევთ ყველას პრეზიდენტობის შემძლე, საზოგადოების გამაერთიანებელ სახელმწიფოს მეთაურს. არა იმიტომ, რომ რომელიმე კანდიდატი მოღალატეა. იმიტომ, რომ ორივე უკიდურესად ვიწრო პარტიულ, მეტიც, პრაქტიკულად პერსონალურ ჩარჩოში ჩაიკეტა: ერთი ივანიშვილის კანდიდატია, მეორე - სააკაშვილის. გარდა ამისა, მათ მოახერხეს „მეორე ნახევარი“ საქართველოსთვის სრულიად მიუღებელ ფიგურებად ჩამოყალიბება. მრავალ სხვა ლეგიტმურ პრეტენზიებთან ერთად, არჩევის შემთხვევაში, ეს რეალობა მოუცილებელ დაღად გაჰყვება ერთსაც და მეორესაც.

ეს მაშინ, როდესაც ქვეყანა ისედაც წელში წყდება სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტის გამო და ჰაერივით გვჭირდება გამაერთიანებელი, დამბალასებელი, ავტორიტეტული, მართლაც მრავალპარტიული ნდობის მქონე პოლიტიკური ფიგურა-პრეზიდენტი.

გარდა ამისა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც საზოგადოება მტრულ პოლიტიკურ-მედია ბანაკებს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკებამდე მიიყვანა, სწორედ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის უმთავრესი სახელმწიფოებრივი სატკივარი და მოსაგვარებელი პოლიტიკური პრობლემა უნდა იყოს. ამიტომ იგი უნდა გამოვიდეს არაორდინარული პოლიტიკურ ინიციატივით, რომელიც განმუხტავს სახიფათო დაძაბულობას, გააჩენს სწორ გზაზე ქვეყნის მყარად დაყენების კალაპოტს და პირადად მასაც ჩამობანს საარჩევნო პროცესში მოცხობილ ლაქებს.

გასაგებია, რომ ასეთ შემთხვევაში ახალ პრზიდენტს ხალხი ვეღარ აირჩევს. მაგრამ რა გვირჩევნია, გვყავდეს ხალხის ერთი ნახევრის მიერ არჩეული, ხალხის მეორე ნახევრის მიერ საძულველ მოღალატედ შერაცხული, სინამდვილეში კი ერთი კაცის დანიშნული პრეზიდენტი თუ ნამდვილად ხალხის მიერ არჩეული მრავალპარტიული პარლამენტის მიერ არჩეული და მრავალპარტიული მხარდაჭერის მქონე პრეზიდენტი?

და თუ ერთ წელიწადში დავინახეთ, რომ „დიმიტრი გელოვანი“ აგვირჩევია პრეზიდენტად და არ გვცოდნია, კვლავ იგი აირჩიონ ხმოსნებმა...

რატომ მთავარი ყურადღება არჩევნების შედეგებისადმი ნდობაზე?

სანამ საქართველოში სახელისუფლებო სისტემა არჩევნების მხარეა და არა არბიტრი, ჩვენ ჩვენივე ხელით ჩვენივე სახელმწიფოს საყრდენ ბურჯს ვანგრევთ, რაც არ შეიძლება გამართლებული იყოს არანაირი მიმდინარე პოლიტიკური კონიუნქტურით და უფრო დიდი საფრთხეების თავიდან აცილების ბუტაფორიული მოტივებით.

გარდა ამისა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კონტექსტში, ქვეყნის ინტერესებს ყველაზე დიდი საფრთხე შეექმნება სისტემური საარჩევნო დარღვევების ფონზე სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვებით. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება დაკარგავს ყოველგვარ მორალურ უპირატესობას და საპროტესტო-რევოლუციურ ტალღას შეექმნება სათანადო მუხტიც, ლეგიტიმაციაც და ასპარეზიც. ყველა სხვა შესაძლო სცენარი ამაზე ნაკლებ სახიფათოა, რადგან ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაშიც კი ხელისუფლება ინარჩუნებს კონსტიტუციურ და მორალურ ლეგიტიმაციას, ანუ შეუძლია პროცესების მართვა.

ამრიგად, სახელმწიფოებრივი ცხოვრების ანა-ბანაც და კონიუნკტურულ-პოლიტიკური პრაგმატიზმიც იმაზე მიგვანიშნებს, რომ სახელისუფლებო სისტემა დაუყოვნებლივ და სრულად უნდა გადაერთოს არჩევნების სამართლიანობის უზრუნველყოფის ტალღაზე და არავის გაუჩინოს არჩევნების გაყალბების მტკიცებულება“, - განმარტავს უსუფაშვილი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები