პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტურიზმის დეპარტამენტი -  საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვა ყველასთვის ხელმისაწვდომია
ტურიზმის დეპარტამენტი -  საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვა ყველასთვის ხელმისაწვდომია

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის სკო­ლის ფარ­გლებ­ში დამ­წყე­ბი და მოქ­მე­დი გი­დე­ბის­თვის ტრე­ნინ­გე­ბი გა­ნა­ახ­ლა. ამ­ჯე­რად, პრო­ექ­ტი გა­მორ­ჩე­უ­ლია, რად­გან სწავ­ლის პრო­ცეს­ში სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი დამ­წყე­ბი გი­დე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ბა­თუ­მი­სა და ქე­დის ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბის თე­ო­რი­ულ-პრაქ­ტი­კულ ტრე­ნინგ-პროგ­რა­მას ისი­ნი სურ­დო თარ­გმა­ნის მეშ­ვე­ო­ბით შე­ის­წავ­ლი­ან. რაც სა­მო­მავ­ლოდ, ხელს შე­უ­წყობს რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი­სა და სერ­ვი­სე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თვი­საც. ტრე­ნინ­გის მო­ნა­წი­ლე­ებს აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან ღლონ­ტი შეხ­ვდა და მათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზე ესა­უბ­რა.

„ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ტუ­რიზ­მი რე­გი­ონ­ში გან­ვი­თარ­დეს და აქ მყო­ფი ტუ­რის­ტე­ბი იყ­ვნენ კმა­ყო­ფი­ლე­ბი. ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტია რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლას­თვის თა­ნაბ­რად იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ორ წელ­ში აჭა­რა­ში 160-ზე მეტი დამ­წყე­ბი და მოქ­მე­დი გიდი გა­და­ვამ­ზა­დეთ, თუმ­ცა სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი დამ­წყე­ბი გი­დე­ბი ამ პრო­ექ­ტში პირ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. რე­გი­ონ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­უ­რე­ბი­სა და ფრე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. 10 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, რე­გი­ონ­ში 1,700, 000-ზე მეტი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტი და 41 %-ით გაზ­რდი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნე­ბი გვაქვს. ბუ­ნებ­რი­ვია, რე­გი­ონ­ში ტუ­რის­ტე­ბის ზრდის პა­რა­ლე­ლუ­რად თქვენ­ზე, რო­გორც გი­დებ­ზე მო­თხოვ­ნაც მზარ­დი იქ­ნე­ბა. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თქვენ იყოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რე­ბი, რათა შეძ­ლოთ ტუ­რის­ტებს ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის შე­სა­ხებ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოთ,“ აღ­ნიშ­ნა გი­დებ­თან სა­უბ­რი­სას აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან ღლონტმა.

ტრე­ნინ­გის მო­ნა­წი­ლე­ებს სულ­ხან ღლონტმა დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი გი­დის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო „გი­დის პრო­ფე­სია“ და­უ­რი­გა. დამ­წყე­ბი და მოქ­მე­დი გი­დე­ბი ტრე­ნინ­გე­ბი­სას ეთ­ნოგ­რა­ფი­ას, ის­ტო­რი­ას, ექ­სკურ­სი­ათმცოდ­ნე­ო­ბას, ქარ­თულ ფოლკ­ლორს, გი­დის ფსი­ქო­ლო­გი­ას, პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბა­სა და არ­ქი­ტექ­ტუ­რას შე­ის­წავ­ლი­ან. მათ­თვის ჩა­ტარ­დე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი, სა­ვე­ლე გას­ვლე­ბიც, სა­დაც მარ­შრუტ­ზე არ­სე­ბულ ტუ­რის­ტულ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს, პრო­დუქ­ტებ­სა და სერ­ვი­სებს გა­ეც­ნო­ბი­ან. ბოლო წლებ­ში, აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გი­დე­ბის ჩათ­ვლით ტუ­რიზ­მის სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი 2700 მო­ქა­ლა­ქე გა­და­ამ­ზა­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ტურიზმის დეპარტამენტი -  საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვა ყველასთვის ხელმისაწვდომია

ტურიზმის დეპარტამენტი -  საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვა ყველასთვის ხელმისაწვდომია

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში დამწყები და მოქმედი გიდებისთვის ტრენინგები განაახლა. ამჯერად, პროექტი გამორჩეულია, რადგან სწავლის პროცესში სმენადაქვეითებული დამწყები გიდებიც მონაწილეობენ. ბათუმისა და ქედის ტურისტული მარშრუტების თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგ-პროგრამას ისინი სურდო თარგმანის მეშვეობით შეისწავლიან. რაც სამომავლოდ, ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სმენადაქვეითებული ტურისტებისთვისაც. ტრენინგის მონაწილეებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი შეხვდა და მათ ხელისუფლების მიერ ტურიზმის სფეროში განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ტურიზმი რეგიონში განვითარდეს და აქ მყოფი ტურისტები იყვნენ კმაყოფილები. ჩვენი პრიორიტეტია რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია ყველასთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი. ორ წელში აჭარაში 160-ზე მეტი დამწყები და მოქმედი გიდი გადავამზადეთ, თუმცა სმენადაქვეითებული დამწყები გიდები ამ პროექტში პირველად მონაწილეობენ. რეგიონში ყოველწლიურად იზრდება საერთაშორისო მოგზაურებისა და ფრენების რაოდენობა. 10 თვის მონაცემებით, რეგიონში 1,700, 000-ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი და 41 %-ით გაზრდილი საერთაშორისო ფრენები გვაქვს. ბუნებრივია, რეგიონში ტურისტების ზრდის პარალელურად თქვენზე, როგორც გიდებზე მოთხოვნაც მზარდი იქნება. ამიტომ მნიშვნელოვანია, თქვენ იყოთ მაქსიმალურად ინფორმირებული და კვალიფიციურები, რათა შეძლოთ ტურისტებს ჩვენი რეგიონის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოთ,“ აღნიშნა გიდებთან საუბრისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

ტრენინგის მონაწილეებს სულხან ღლონტმა დეპარტამენტის მიერ მომზადებული გიდის სახელმძღვანელო „გიდის პროფესია“ დაურიგა. დამწყები და მოქმედი გიდები ტრენინგებისას ეთნოგრაფიას, ისტორიას, ექსკურსიათმცოდნეობას, ქართულ ფოლკლორს, გიდის ფსიქოლოგიას, პირველად დახმარებასა და არქიტექტურას შეისწავლიან. მათთვის ჩატარდება პრაქტიკული, საველე გასვლებიც, სადაც მარშრუტზე არსებულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, პროდუქტებსა და სერვისებს გაეცნობიან. ბოლო წლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდების ჩათვლით ტურიზმის სექტორში დასაქმებული 2700 მოქალაქე გადაამზადა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი