ავტორი:

კრაფტერების კლუბი – ახალი შესაძლებლობა შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული ახალგაზრდებისთვის

კრაფტერების კლუბი – ახალი შესაძლებლობა შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული ახალგაზრდებისთვის

ფსიქოლოგების დასკვნით,ხელნაკეთი ნივთების შექმნა ნებისმიერ მოზარდზე დადებით გავლენას ახდენს. მოზარდები,რომლებიც დაკავებულნი არიან ხელსაქმით, უფრო მარტივად აღწევენ წარმატებას, მათ შეუძლიათ კრიზისული სიტუაციებიდან მარტივი გამოსავლის მოძიება.კრაფტი კომუნიკაციური უნარის გასაუმჯობესებლად საუკეთესო თერაპიაა.

კრაფტი ძალიან პოპულარულია მსოფლიო მასშტაბით და მათ შორის, საქართველოშიც. მისი აქტუალურობიდან გამომდინარე „ბიბლუსმა“ "კრაფტერების კლუბიც’’ ჩამოაყალიბა. მისი ერთ-ერთი წევრია მარიამ მაზანაშვილი,რომელიც „ბიბლუსის“ კრაფტერების კლუბს მეორე ოჯახად მოიხსენიებს.

„ხელსაქმით გრძნობების და ემოციების გადმოცემა მარტივია. ის ერთგვარი გამოხატვის საშუალებაა. პირველ რიგში, გონებას ავარჯიშებ. კრაფტი დამღლელი დღის მერე განტვირთვისა და დამშვიდების საუკეთესო საშუალებაა. სხვებსაც ვურჩევ, რომ ხელსაქმით დაკავდნენ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად გამოსდით. მთავარია შენი სული და გული ჩადო იმაში, რასაც აკეთებ. კლუბის ფარგლებში კვირაში ერთხელ ვიკრიბებით და ხელსაქმის კეთების პარალელურად, სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებასაც ვგეგმავთ,“ - განმარტავს მარიამი.

კრაფტერების კლუბი 5 თვეა, რაც ფუნქციონირებს და ამ ეტაპზე 20-მდეწევრია გაერთიანებული. კლუბის წევრები შეხვედრებზე საკუთარ შესაძლებლობებს ავითარებენ და მას სხვასაც უზიარებენ ფოტოებისა თუ ვიდეოების საშუალებით. ისინი თანატოლებს და არა მხოლოდ მათ, უზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას, თუ როგორ უნდა დაამზადონ სხვადახვა ნივთი.

11 წლის ბარბარე პაიჭაძე კლუბის ყველაზე პატარა წევრია.მას ძალიან უყვარს ხატვა და მისი ორი ნახატი უკვე გაიყიდა კიდეც. ხელსაქმის პროცესში დიდი ინტერესით ერთვება და სურს, რომ ყველა მოიზარდი ისე იყოს ამ საქმით დაკავებული, როგორც მისი მეგობრები არიან.

კლუბის წევრები არიან ნინო ჯინჭარაძე და მარიამ ღურწკაიაც. ნინო კლუბის ფარგლებში გამართული ღონისძებების მოწყობაში აქტიურად არის ჩართული. მათი ორგანიზებით გამართული ერთ-ერთი ბოლო შეხვედრის სტუმრები ხელნაკეთი ნივთების სტარტაპის „ჰიპის“ წარმომადგენლები იყვნენ.

„სტუმრებისგან ძალიან საინტერესო რჩევები მივიღეთ, თუ როგორ უნდა ვაკეთოთ ხელსაქმე და როგორ უნდა ვაქციოთ ის სერიოზულ საქმიანობად. შესაძლოა პირველივე მცდელობაზე ვერ შეძლოთ სასურველი შედეგის მიღება, თუმცა მთავარია სურვილი და მონდომება არ დაკარგოთ. მე, პირადად, შემიძლია მთელი დღე ხელსაქმე ვაკეთო და არ მომბეზრდება. როცა არ გამომდის ვცდილობ, რომ თავიდან გავაკეთო და საბოლოოდ სასურველ შედეგამდე მივდივარ ხოლმე,’’ - აღნიშნავს ნინო ჯინჭარაძე.

„კლუბი ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გვთავაზობს. ამ კლუბში მეგობრის დახმარებით გავწევრიანდი და ძალიან მიხარია. მიუხედავად იმისა,რომ ახალი წევრი ვარ,უკვე ბევრ საინტერესო თვისებებს ვპოულობ საკუთარ თავში. ხელსაქმის დროსპირველ რიგში ემოციებისგან ვიცლები, ბევრ ახალს ვსწავლობ. ჩემთვის კრაფტი გართობაცაა და სწავლაც,“ - განმარტავს ნია რევაზიშვილი.

კრაფტერების კლუბი „ბიბლუსის“ ფარგლებში 5 თვის წინ ჩამოყალიბდა. კლუბი მსურველებისთვის ღიაა და წევრებს უამრავ ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. კლუბის იდეის ავტორი თაკო ღაჭავა აღნიშნავს, რომ კლუბი ბავშვების ინიციატივით ჩამოყალიბდა.

„საკმაოდ წარმატებული ბავშვები შემოვიკრიბეთ. გარდა იმისა, რომ კლუბის წევრები თავად სწავლობენ, ისინი სხვებსაც ასწავლიან, როგორ დაამზადონ ნივთები. „ბიბლუსი“–ს მთავარი მიზანი ახლგაზრდების განათლების დონის გაზრდაა. ამას ვაკეთებეთ არა მხოლოდ წიგნების ხელმისაწვდომობის ზრდით, არამედ კრაფტის საშუალებითაც. რადგან ხელსამე ბავშვის გონებრივ ზრდასა და განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. სამომავლო განვითარებაზეც აქტიურად ვფიქრობთ,“ - განმარტავს თაკო ღაჭავა.

კლუბის პარალელურად, „ბიბლუსის“ მაღაზიებში მოწყობილია კრაფტის კუთხე, სადაც ხელსაქმისთვის საჭირო ნივთების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს