მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყანა, სადაც ყველა მდიდარია, ყოველი მესამე კი - მილიონერი
ქვეყანა, სადაც ყველა მდიდარია, ყოველი მესამე კი - მილიონერი

მო­ნა­კო­ზე ფიქ­რის დროს უმე­ტეს ჩვენ­განს იახ­ტე­ბი და მდიდ­რუ­ლი ვი­ლე­ბი ახ­სენ­დე­ბა. ეს სრუ­ლე­ბით ბუ­ნებ­რი­ვია, რად­გან, რო­გორც Business Insider წერს, ჯუჯა სა­ხელ­მწი­ფოს ყო­ვე­ლი მე­სა­მე მო­ქა­ლა­ქე მი­ლი­ო­ნე­რია, ყო­ველ 56-ე მო­ნა­კო­ე­ლის ქო­ნე­ბა კი სულ მცი­რე 30 მლნ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

ქა­ლაქ-სა­ხელ­მწი­ფო­ში გა­და­სა­ხა­დე­ბი ძა­ლი­ან და­ბა­ლია, ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დი კი - უწყვე­ტი. ყო­ველ წელს მო­ნა­კოს იახტ-შოუს სა­ნა­ხა­ვად ქვე­ყა­ნა­ში მი­ლი­ო­ნე­რე­ბი და ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუ­თხი­დან ჩა­მო­დი­ან. მონ­ტე კარ­ლოს და­სახ­ლე­ბა კი მდი­და­რი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის უალ­ტერ­ნა­ტი­ვო ად­გი­ლია.

ქა­ლაქ-სა­ხელ­მწი­ფო­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 38 300 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს

აქ მთე­ლი წელი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ამინ­დია, ივ­ლის­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა, სა­შუ­ა­ლოდ, 24 გრა­დუ­სია, იან­ვარ­ში კი - 10 გრა­დუ­სი

მო­ნა­კო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ენა ფრან­გუ­ლია, თუმ­ცა რეს­ტორ­ნებ­ში, ბა­რებ­სა და სას­ტუმ­რო­ებ­ში ინ­გლი­სუ­რად თით­ქმის ყვე­ლა სა­უბ­რობს

იახტ-შოუს სა­ნა­ხა­ვად ყო­ველ­წლი­უ­რად უამ­რა­ვი მი­ლი­ო­ნე­რი ჩა­დის. იახ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა ასო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ღირს და მათი მფლო­ბე­ლე­ბი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, მა­გა­ლი­თად - რინ­გო სტა­რი და ფორ­მუ­ლა ერ­თის მრბო­ლე­ლი ლუის ჰა­მილ­ტო­ნი.

მო­ნა­კო ცნო­ბი­ლია ძა­ლი­ან და­ბა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბით, სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დი კი ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფასს აქ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აქვს. სა­შუ­ა­ლოდ, სახ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2017 წელს 5.2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი იყო

ბაზ­რე­ბი სა­მუ­შაო დღე­ებ­ში მუდ­მი­ვად ღიაა, წლის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ში

მო­ნა­კო­ე­ლებს შე­უძ­ლი­ათ სა­ყიდ­ლე­ბის­თვის მეტ­რო­პო­ლის ძვი­რა­დღი­რე­ბულ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრს ეს­ტუმ­რონ

მო­ნა­კოს სა­მე­ფო ოჯა­ხი, რომ­ლის წევ­რე­ბიც პრინ­ცი ალ­ბერტ მე­ო­რე, პრინ­ცე­სა შარ­ლი­ნი და მათი ტყუ­პე­ბი - პრინ­ცი ჟაკი და პრინ­ცე­სა გაბ­რი­ე­ლა არი­ან, პრინ­ცის სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რო­ბენ

ად­გი­ლობ­რივ მცხოვ­რებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ გა­ერ­თონ სა­უ­კე­თე­სო ღა­მის კლუ­ბებ­ში, მათ შო­რის არის კლუ­ბი Jimmy'z, სა­დაც ხში­რად შეხ­ვდე­ბით ვარ­სკვლა­ვებ­საც. აქ არა­ერ­თხელ შე­უ­ნიშ­ნავთ ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო და ლა­ი­ო­ნელ რიჩი

მო­ნა­კო­ში ძვი­რა­დღი­რე­ბულ მან­ქა­ნებს ყველ­გან ნა­ხავთ

ქა­ლა­ქის ძველ ნა­წილ­ში ულა­მა­ზე­სი შე­ნო­ბე­ბი და ვიწ­რო ქუ­ჩე­ბია

ქა­ლა­ქის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი კი არც ისე შთამ­ბეჭ­და­ვია, იქ უმე­ტე­სად - სას­ტუმ­რო­ე­ბი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ქვეყანა, სადაც ყველა მდიდარია, ყოველი მესამე კი - მილიონერი

ქვეყანა, სადაც ყველა მდიდარია, ყოველი მესამე კი - მილიონერი

მონაკოზე ფიქრის დროს უმეტეს ჩვენგანს იახტები და მდიდრული ვილები ახსენდება. ეს სრულებით ბუნებრივია, რადგან, როგორც Business Insider წერს, ჯუჯა სახელმწიფოს ყოველი მესამე მოქალაქე მილიონერია, ყოველ 56-ე მონაკოელის ქონება კი სულ მცირე 30 მლნ დოლარად არის შეფასებული.

ქალაქ-სახელმწიფოში გადასახადები ძალიან დაბალია, ტურისტების ნაკადი კი - უწყვეტი. ყოველ წელს მონაკოს იახტ-შოუს სანახავად ქვეყანაში მილიონერები და ცნობილი ადამიანები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან. მონტე კარლოს დასახლება კი მდიდარი აზარტული თამაშების მოყვარულებისთვის უალტერნატივო ადგილია.

ქალაქ-სახელმწიფოში, დაახლოებით, 38 300 ადამიანი ცხოვრობს

აქ მთელი წელი შესანიშნავი ამინდია, ივლისში ტემპერატურა, საშუალოდ, 24 გრადუსია, იანვარში კი - 10 გრადუსი

მონაკოში ოფიციალური ენა ფრანგულია, თუმცა რესტორნებში, ბარებსა და სასტუმროებში ინგლისურად თითქმის ყველა საუბრობს

იახტ-შოუს სანახავად ყოველწლიურად უამრავი მილიონერი ჩადის. იახტების უმეტესობა ასობით მილიონი დოლარი ღირს და მათი მფლობელები ცნობილი ადამიანები არიან, მაგალითად - რინგო სტარი და ფორმულა ერთის მრბოლელი ლუის ჰამილტონი.

მონაკო ცნობილია ძალიან დაბალი გადასახადებით, საშემოსავლო გადასახადი კი ქვეყანაში არ არსებობს

უძრავი ქონების ფასს აქ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. საშუალოდ, სახლის ღირებულება 2017 წელს 5.2 მილიონი დოლარი იყო

ბაზრები სამუშაო დღეებში მუდმივად ღიაა, წლის ნებისმიერ მონაკვეთში

მონაკოელებს შეუძლიათ საყიდლებისთვის მეტროპოლის ძვირადღირებულ სავაჭრო ცენტრს ესტუმრონ

მონაკოს სამეფო ოჯახი, რომლის წევრებიც პრინცი ალბერტ მეორე, პრინცესა შარლინი და მათი ტყუპები - პრინცი ჟაკი და პრინცესა გაბრიელა არიან, პრინცის სასახლეში ცხოვრობენ

ადგილობრივ მცხოვრებლებს საშუალება აქვთ გაერთონ საუკეთესო ღამის კლუბებში, მათ შორის არის კლუბი Jimmy'z, სადაც ხშირად შეხვდებით ვარსკვლავებსაც. აქ არაერთხელ შეუნიშნავთ ლეონარდო დიკაპრიო და ლაიონელ რიჩი

მონაკოში ძვირადღირებულ მანქანებს ყველგან ნახავთ

ქალაქის ძველ ნაწილში ულამაზესი შენობები და ვიწრო ქუჩებია

ქალაქის დანარჩენი ნაწილი კი არც ისე შთამბეჭდავია, იქ უმეტესად - სასტუმროები და საცხოვრებელი კორპუსებია