პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალების" 159 მაღალჩინოსანი, რომელთაც "ოცნებამ" ბრალი წაუყენა - პროკურატურის მონაცემები
"ნაციონალების" 159 მაღალჩინოსანი, რომელთაც "ოცნებამ" ბრალი წაუყენა - პროკურატურის მონაცემები

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის ბრა­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის 159 მა­ღალ­ჩი­ნო­სანს აქვს წარ­დგე­ნი­ლი. ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მსჯავ­რდე­ბუ­ლი ან ბრალ­დე­ბუ­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის სტა­ტის­ტი­კა პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" გა­მო­ი­თხო­ვა.

ვრცელ სი­ა­ში არი­ან: სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერი გიგი უგუ­ლა­ვა, თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ბაჩო ახა­ლა­ია და ა.შ.

თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნულ სი­ა­ში სხვა­დას­ხვა უწყე­ბის ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მოხ­ვდნენ, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის იხ­დი­ან სას­ჯელს ან ბრა­ლი წა­რედ­გი­ნათ.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან:

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მელ­საც ბრა­ლი 4 საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით წა­რედ­გი­ნა. სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვი­სა და ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“, 7 ნო­ემ­ბრის დარ­ბე­ვი­სა და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის საქ­მე­ებ­ზე პირ­ველ ინ­სტან­ცი­ა­ში სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა გრძელ­დე­ბა, ხოლო ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მი­სა და გირ­გვლი­ა­ნის ცე­მის საქ­მე­ებ­ში ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო. ამ საქ­მე­ებ­ზე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გან­ხილ­ვა გრძელ­დე­ბა;

თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მე­რის გიგი უგუ­ლა­ვას მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ასე­ვე 4 საქ­მე­ზე დად­გა - ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“, 7 ნო­ემ­ბრის დარ­ბე­ვი­სა და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის საქ­მე, თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის, პარ­ტია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­სარ­გებ­ლოდ გაფ­ლან­გვის საქ­მე, ე.წ. სითი პარ­კის და ე.წ. თბილ­სერ­ვი­სის საქ­მე. „იმე­დი­სა“ და ე.წ. სითი-პარ­კის საქ­მე­ე­ბის გან­ხილ­ვა პირ­ველ ინ­სტან­ცი­ა­ში გრძელ­დე­ბა, თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის საქ­მე­ზე უგუ­ლა­ვა პირ­ველ­მა ინ­სტან­ცი­ამ გა­ამ­ტყუ­ნა, ამ­ჟა­მად კი სა­ა­პე­ლა­ციო გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დე­და­ქა­ლა­ქის ყო­ფი­ლი მერი ასე­ვე გამ­ტყუნ­და ე.წ. თბილ­სერ­ვი­სის საქ­მე­ზე და 4.6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა, თუმ­ცა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ უგუ­ლა­ვას დაც­ვის მხა­რის სარ­ჩე­ლი ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და მისი სას­ჯე­ლი 1.9 წლამ­დე შე­ამ­ცი­რა.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­გე­ბა 4 საქ­მე­ზე დად­გა. ოთხი­ვე საქ­მე­ზე - ე.წ. ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე, სერ­გო თეთ­რა­ძის წა­მე­ბის საქ­მე, ცი­ხის ბუნ­ტის საქ­მე და სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე, ბაჩო ახა­ლა­ია სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და ყო­ფი­ლი შს მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 5 საქ­მე­ზეა (ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის საქ­მე, აკუ­რას ღვი­ნის ქარ­ხნის საქ­მე, 26 მა­ი­სის საქ­მე, ამომ­რჩე­ველ­თა მოს­ყიდ­ვი­სა და კვა­რი­ა­თის აგა­რა­კის საქ­მე და სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე) მსჯავ­რდე­ბუ­ლი, ხოლო „იმე­დის“, 7 ნო­ემ­ბრის დარ­ბე­ვი­სა და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის საქ­მე­ზე მე­რა­ბიშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლია და ამ საქ­მის გან­ხილ­ვა გრძელ­დე­ბა.

იუს­ტი­ცი­ის ყო­ფილ მი­ნის­ტრ ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის მი­მართ, ამ ეტაპ­ზე 1 საქ­მე­ზე (აკუ­რას ღვი­ნის ქარ­ხნის ჩა­მორ­თმე­ვის საქ­მე) დად­გა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი, ხოლო სას­ჯე­ლის ზო­მად 1.6 წელი გა­ნე­სა­ზღვრა. ადე­იშ­ვი­ლი კი­დევ 5 საქ­მე­ზე („იმე­დის“ დარ­ბე­ვის, „იბე­რია ტვ“-ს საქ­მე, კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის ცე­მის საქ­მე, ცი­ხე­ში პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის საქ­მე და ბან­კი „ქარ­თუს“ გა­კოტ­რე­ბის საქ­მე) ბრალ­დე­ბუ­ლია და ამ საქ­მე­ე­ბის გან­ხილ­ვა გრძელ­დე­ბა.

გარ­და ამ პი­რე­ბი­სა, მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2012 წლის 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან დღემ­დე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი (2012 წლამ­დე პე­რი­ო­დის და­ნა­შა­უ­ლებ­ზე) არი­ან:

შს სა­მი­ნის­ტრო - და­ვით ახა­ლა­ია, ერეკ­ლე კო­დუა, თენ­გიზ გუ­ნა­ვა, გი­ორ­გი ონი­ა­ნი, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა, გი­ორ­გი ცა­ა­ძე, ვა­სილ ლე­ლუ­აშ­ვი­ლი, შოთა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი, რე­ვაზ ში­უ­კაშ­ვი­ლი, დი­მიტ­რი ოთა­რაშ­ვი­ლი, ლე­ვან ქარ­და­ვა, გი­ორ­გი მაზ­მიშ­ვი­ლი, ლე­ვან ტა­ბი­ძე, კა­ხა­ბერ ნა­კა­ნი, ლე­ვან ბე­რო­ძე, რო­მან შა­მა­თა­ვა, რო­მან ზა­ა­ლიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ყიფ­ში­ძე, ზუ­რაბ პავ­ლი­აშ­ვი­ლი, გიგ­ლა ში­ოშ­ვი­ლი, და­ვით დევ­ნო­ზაშ­ვი­ლი, კონ­სტან­ტი­ნე არ­ჩა­ია, გია სი­რა­ძე, გრი­გოლ კვი­ნი­კა­ძე, და­ვით ქო­ქი­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, გივი კა­ცი­ტა­ძე, ნი­კო­ლოზ ძიმ­ცე­იშ­ვი­ლი, ოლეგ მელ­ნი­კო­ვი, ზვი­ად გრი­გა­ლაშ­ვი­ლი, ვა­ლე­რი­ან მეტ­რე­ვე­ლი, გე­რონ­ტი ალა­ნია, იო­სებ თო­ფუ­რი­ძე, ზუ­რაბ მი­ქა­ძე, გუ­რამ დო­ნა­ძე, ზაზა ბაქ­რა­ძე, ალექ­სან­დრე გვა­ზა­ვა, და­ვით იაშ­ვი­ლი, ზუ­რაბ ლა­ლი­აშ­ვი­ლი, და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, კოხ­ტა კო­დუა, გი­ორ­გი სა­მუ­შია, ალექ­სან­დრე ნა­ჭყე­ბია, გელა მირ­გა­ტია, გი­ორ­გი ჩხე­ტია, ლე­ვან გერ­სა­მია, მა­მუ­კა ცი­ნა­რი­ძე, მა­ნუ­ჩარ გე­თია, მა­ნუ­ჩარ წო­წო­ნა­ვა, ლაშა შა­ვიშ­ვი­ლი, და­ვით ჩა­გი­ნა­ვა, პა­ა­ტა ქი­რია, ზუ­რაბ ქა­და­გიშ­ვი­ლი, მარ­ლენ ხვი­ტია, გი­ორ­გი ბუ­ლია, გოჩა შო­ნია, გუ­რამ ჭი­თა­ნა­ვა, ირაკ­ლი ახა­ლა­ია, რუს­ლან შა­მა­ხია, მა­მუ­კა მა­მი­საშ­ვი­ლი, და­ვით ადე­იშ­ვი­ლი, ალექ­სან­დრე ბუ­ღა­ლაშ­ვი­ლი, ზვი­ად ობო­ლა­ძე, ჯე­მალ ჯი­ქია, რო­მან გო­გო­ხია, გო­გი­ტა ფარ­ცვა­ნია, გელა ნა­რუშ­ვი­ლი, ემ­ზარ მა­ი­სუ­რა­ძე, ლე­ონ­ტი აკო­ბია, თე­მურ ვე­ლი­ჯაშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ სე­ფი­აშ­ვი­ლი.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო - და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი, მე­გის ქარ­და­ვა, გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე, გი­ორ­გი კა­ლან­და­ძე, მე­რაბ კი­კა­ბი­ძე, ალექ­სან­დრე ნი­ნუა, რე­ვაზ ჭარ­ბა­ძე, კობა თო­დუა, თორ­ნი­კე გუ­ნა­ვა, მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი, გაგა ბე­ღე­ლა­ძე, ლაშა მინ­და­ძე,

პრო­კუ­რა­ტუ­რა - რო­ლანდ ახა­ლა­ია, გი­ორ­გი ლა­ცა­ბი­ძე

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო - ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი.

სდსს - თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­შია.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო - და­ვით ქარ­სე­ლა­ძე, ედი­შერ კო­ბა­ხი­ძე, თბი­ლი­სის მე­რია და გამ­გე­ო­ბე­ბი - და­ვით ალა­ვი­ძე, დი­მიტ­რი ჩხე­ი­ძე, და­ვით ავა­ლი­ა­ნი, გი­ორ­გი სა­ბა­ნა­ძე, ალექ­სი თა­ბუ­აშ­ვი­ლი.

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო - და­ვით ჩხი­ტუ­ნი­ძე.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო - გაგა მკურ­ნა­ლი­ძე, ვიქ­ტორ ყა­ჭე­იშ­ვი­ლი, ჯონი ივა­ნიშ­ვი­ლი, ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძე, თე­მურ ტა­ბა­ღუა, მუ­რად გა­ბუ­ნია, და­ვით ჭა­კუა, ოლეგ ფა­ცა­ცია, ნუგ­ზარ მარ­ღია, ლე­ვან ბეშ­კე­ნა­ძე, დათო ხუ­რო­ძე, მალ­ხაზ ღვი­ნი­აშ­ვი­ლი, ზაზა ხა­რა­იშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ გე­გუ­ცი­ძე, და­ვით ჩიხ­ლა­ძე, და­ვით ნო­ზა­ძე, ვაჟა ცხვე­დი­ა­ნი, და­ვით მუმ­ლა­ძე, დი­მიტ­რი ჯი­ჭო­ნა­ია, გი­ორ­გი ვე­კუა, იონა ლუ­ტი­ძე, ვლა­დი­მერ კა­პა­ნა­ძე, ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძე, და­ვით ხუ­ჭუა, ალექ­სან­რე ჯან­ჯღა­ვა, ლე­ვან ფხა­ლა­ძე, კობა ჩიკ­ვა­ტია, მა­მუ­კა ჩხი­ტუ­ნი­ძე, გუ­რამ ცო­მა­ია, ბო­რის ფა­რუ­ლა­ვა, მა­ნუ­ჩარ ლომ­თა­ძე, გი­ორ­გი კვა­რა­ცხე­ლია, თე­მურ ჭა­ჭია, მათე ელ­ბა­ქი­ძე, და­ვით მე­ცხოვ­რიშ­ვი­ლი, რო­მეო რო­გა­ვა, ონი­სე ლაგ­ვი­ლა­ვა, კობა ან­თია, თე­მურ ყორ­შია, გი­ორ­გი ჯღარ­კა­ვა, და­ვით ნარ­სია, ნიკა ვახ­ტან­გიშ­ვი­ლი, გაგა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი, ზუ­რაბ რუ­ხა­ია, ირაკ­ლი ამი­რა­ნაშ­ვი­ლი, ზაზა ჯი­ქია, ამი­რან ჯა­ნა­შია, თე­ი­მუ­რაზ გო­გო­ლი, ირაკ­ლი ჭი­თა­ნა­ვა, გო­გი­ტა გა­ბი­სო­ნია, ლე­ვან კო­დუა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

"ნაციონალების" 159 მაღალჩინოსანი, რომელთაც "ოცნებამ" ბრალი წაუყენა - პროკურატურის მონაცემები

"ნაციონალების" 159 მაღალჩინოსანი, რომელთაც "ოცნებამ" ბრალი წაუყენა - პროკურატურის მონაცემები

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სხვადასხვა დანაშაულში მონაწილეობისთვის ბრალი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების 159 მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი. ყოფილი ხელისუფლების მსჯავრდებული ან ბრალდებული მაღალჩინოსნების სტატისტიკა პროკურატურისგან საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" გამოითხოვა.

ვრცელ სიაში არიან: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და ა.შ.

თანამდებობის პირებთან ერთად აღნიშნულ სიაში სხვადასხვა უწყების ის ყოფილი თანამშრომლები მოხვდნენ, რომლებიც სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობისთვის იხდიან სასჯელს ან ბრალი წარედგინათ.

უფრო კონკრეტულად, ახალი ხელისუფლების მიერ გასამართლებული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან:

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც ბრალი 4 საქმესთან დაკავშირებით წარედგინა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანხების გაფლანგვისა და ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის საქმეებზე პირველ ინსტანციაში სასამართლო განხილვა გრძელდება, ხოლო ვალერი გელაშვილის ცემისა და გირგვლიანის ცემის საქმეებში ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამ საქმეებზე სააპელაციო სასამართლოში განხილვა გრძელდება;

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ასევე 4 საქმეზე დადგა - ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის საქმე, თბილისის განვითარების ფონდის საბიუჯეტო სახსრების, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გაფლანგვის საქმე, ე.წ. სითი პარკის და ე.წ. თბილსერვისის საქმე. „იმედისა“ და ე.წ. სითი-პარკის საქმეების განხილვა პირველ ინსტანციაში გრძელდება, თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე უგულავა პირველმა ინსტანციამ გაამტყუნა, ამჟამად კი სააპელაციო განხილვა მიმდინარეობს. თბილისის საქალაქო სასამართლოში დედაქალაქის ყოფილი მერი ასევე გამტყუნდა ე.წ. თბილსერვისის საქმეზე და 4.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ უგულავას დაცვის მხარის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მისი სასჯელი 1.9 წლამდე შეამცირა.

თავდაცვის მინისტრ ბაჩანა ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისგება 4 საქმეზე დადგა. ოთხივე საქმეზე - ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე, სერგო თეთრაძის წამების საქმე, ციხის ბუნტის საქმე და სანდრო გირგვლიანის საქმე, ბაჩო ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 5 საქმეზეა (ვალერი გელაშვილის ცემის საქმე, აკურას ღვინის ქარხნის საქმე, 26 მაისის საქმე, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და კვარიათის აგარაკის საქმე და სანდრო გირგვლიანის საქმე) მსჯავრდებული, ხოლო „იმედის“, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის საქმეზე მერაბიშვილი ბრალდებულია და ამ საქმის განხილვა გრძელდება.

იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილის მიმართ, ამ ეტაპზე 1 საქმეზე (აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმე) დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო სასჯელის ზომად 1.6 წელი განესაზღვრა. ადეიშვილი კიდევ 5 საქმეზე („იმედის“ დარბევის, „იბერია ტვ“-ს საქმე, კობა დავითაშვილის ცემის საქმე, ციხეში პატიმართა წამების საქმე და ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმე) ბრალდებულია და ამ საქმეების განხილვა გრძელდება.

გარდა ამ პირებისა, მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე პასუხისგებაში მიცემული ყოფილი მაღალჩინოსნები (2012 წლამდე პერიოდის დანაშაულებზე) არიან:

შს სამინისტრო - დავით ახალაია, ერეკლე კოდუა, თენგიზ გუნავა, გიორგი ონიანი, ირაკლი ფირცხალავა, გიორგი ცააძე, ვასილ ლელუაშვილი, შოთა ხიზანიშვილი, რევაზ შიუკაშვილი, დიმიტრი ოთარაშვილი, ლევან ქარდავა, გიორგი მაზმიშვილი, ლევან ტაბიძე, კახაბერ ნაკანი, ლევან ბეროძე, რომან შამათავა, რომან ზაალიშვილი, ირაკლი ყიფშიძე, ზურაბ პავლიაშვილი, გიგლა შიოშვილი, დავით დევნოზაშვილი, კონსტანტინე არჩაია, გია სირაძე, გრიგოლ კვინიკაძე, დავით ქოქიაშვილი, გიორგი ლორთქიფანიძე, გივი კაციტაძე, ნიკოლოზ ძიმცეიშვილი, ოლეგ მელნიკოვი, ზვიად გრიგალაშვილი, ვალერიან მეტრეველი, გერონტი ალანია, იოსებ თოფურიძე, ზურაბ მიქაძე, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ალექსანდრე გვაზავა, დავით იაშვილი, ზურაბ ლალიაშვილი, დავით ლორთქიფანიძე, კოხტა კოდუა, გიორგი სამუშია, ალექსანდრე ნაჭყებია, გელა მირგატია, გიორგი ჩხეტია, ლევან გერსამია, მამუკა ცინარიძე, მანუჩარ გეთია, მანუჩარ წოწონავა, ლაშა შავიშვილი, დავით ჩაგინავა, პაატა ქირია, ზურაბ ქადაგიშვილი, მარლენ ხვიტია, გიორგი ბულია, გოჩა შონია, გურამ ჭითანავა, ირაკლი ახალაია, რუსლან შამახია, მამუკა მამისაშვილი, დავით ადეიშვილი, ალექსანდრე ბუღალაშვილი, ზვიად ობოლაძე, ჯემალ ჯიქია, რომან გოგოხია, გოგიტა ფარცვანია, გელა ნარუშვილი, ემზარ მაისურაძე, ლეონტი აკობია, თემურ ველიჯაშვილი, ვახტანგ სეფიაშვილი.

თავდაცვის სამინისტრო - დავით კეზერაშვილი, მეგის ქარდავა, გიორგი დგებუაძე, გიორგი კალანდაძე, მერაბ კიკაბიძე, ალექსანდრე ნინუა, რევაზ ჭარბაძე, კობა თოდუა, თორნიკე გუნავა, მერაბ მეტრეველი, გაგა ბეღელაძე, ლაშა მინდაძე,

პროკურატურა - როლანდ ახალაია, გიორგი ლაცაბიძე

ჯანდაცვის სამინისტრო - ზურაბ ჭიაბერაშვილი.

სდსს - თეიმურაზ ჯანაშია.

ფინანსთა სამინისტრო - დავით ქარსელაძე, ედიშერ კობახიძე, თბილისის მერია და გამგეობები - დავით ალავიძე, დიმიტრი ჩხეიძე, დავით ავალიანი, გიორგი საბანაძე, ალექსი თაბუაშვილი.

იუსტიციის სამინისტრო - დავით ჩხიტუნიძე.

სასჯელაღსრულების სამინისტრო - გაგა მკურნალიძე, ვიქტორ ყაჭეიშვილი, ჯონი ივანიშვილი, ალექსანდრე მუხაძე, თემურ ტაბაღუა, მურად გაბუნია, დავით ჭაკუა, ოლეგ ფაცაცია, ნუგზარ მარღია, ლევან ბეშკენაძე, დათო ხუროძე, მალხაზ ღვინიაშვილი, ზაზა ხარაიშვილი, ვახტანგ გეგუციძე, დავით ჩიხლაძე, დავით ნოზაძე, ვაჟა ცხვედიანი, დავით მუმლაძე, დიმიტრი ჯიჭონაია, გიორგი ვეკუა, იონა ლუტიძე, ვლადიმერ კაპანაძე, ლევან ფურცხვანიძე, დავით ხუჭუა, ალექსანრე ჯანჯღავა, ლევან ფხალაძე, კობა ჩიკვატია, მამუკა ჩხიტუნიძე, გურამ ცომაია, ბორის ფარულავა, მანუჩარ ლომთაძე, გიორგი კვარაცხელია, თემურ ჭაჭია, მათე ელბაქიძე, დავით მეცხოვრიშვილი, რომეო როგავა, ონისე ლაგვილავა, კობა ანთია, თემურ ყორშია, გიორგი ჯღარკავა, დავით ნარსია, ნიკა ვახტანგიშვილი, გაგა ლიპარტელიანი, ზურაბ რუხაია, ირაკლი ამირანაშვილი, ზაზა ჯიქია, ამირან ჯანაშია, თეიმურაზ გოგოლი, ირაკლი ჭითანავა, გოგიტა გაბისონია, ლევან კოდუა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს