პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი ციხეს უახლოეს მომავალში დატოვებენ" - ადვოკატი
"მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი ციხეს უახლოეს მომავალში დატოვებენ" - ადვოკატი

„ცენ­ტრ პო­ინ­ტის“ საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­თან - მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­სა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილ­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ფორმ­დე­ბა და დები სა­პყრო­ბი­ლეს და­ტო­ვე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი­სა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, მა­რი­ნა ცუც­ქი­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბი სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბას ელო­დე­ბი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა „M2“-ს, ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ას­თან ყვე­ლა­ნა­ი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

„მი­წის გა­და­ბა­რე­ბის სა­კი­თხი, ტექ­ნი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს „M2“-თან. მას შემ­დეგ, რაც ის მი­წებს წა­ი­ღებს, მშე­ნებ­ლო­ბებს და­ი­წყებს, რაც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბაც მალე გა­ფორმ­დე­ბა და დები სა­პყრო­ბი­ლეს და­ტო­ვე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ცუც­ქი­რი­ძემ.

მას ზუს­ტი თა­რი­ღის გან­სა­ზღვრა, თუ რო­დის და­ტო­ვე­ბენ დები სა­პყრო­ბი­ლეს, უჭირს, თუმ­ცა, დას­ძენს, რომ ეს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მოხ­დე­ბა.

„ყვე­ლა­ნა­ი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლია, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზეც ხელი ხელ­მო­წე­რი­ლია. ჩვენ­ზე რაც იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაქ­სი­მა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ. უახ­ლო­ეს მომ­ვალ­ში, ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დე­ბა,“- აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: ად­ვო­კა­ტი - მო­ლა­პა­რა­კე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლია, რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი სა­პყრო­ბი­ლეს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­ტო­ვე­ბენ

ავტორი:

"მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი ციხეს უახლოეს მომავალში დატოვებენ" - ადვოკატი

"მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი ციხეს უახლოეს მომავალში დატოვებენ" - ადვოკატი

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე მსჯავრდებულებთან - მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება და დები საპყრობილეს დატოვებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატმა, მარინა ცუცქირიძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოოდ ჩამოყალიბებულია და ხელშეკრულების გაფორმებას ელოდებიან.

რაც შეეხება „M2“-ს, ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულ კომპანიასთან ყველანაირი მოლაპარაკება უკვე დასრულებულია.

„მიწის გადაბარების საკითხი, ტექნიკური პროცედურები მიმდინარეობს „M2“-თან. მას შემდეგ, რაც ის მიწებს წაიღებს, მშენებლობებს დაიწყებს, რაც უახლოეს მომავალში იქნება. პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაც მალე გაფორმდება და დები საპყრობილეს დატოვებენ“, - განაცხადა მარინა ცუცქირიძემ.

მას ზუსტი თარიღის განსაზღვრა, თუ როდის დატოვებენ დები საპყრობილეს, უჭირს, თუმცა, დასძენს, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

„ყველანაირი მოლაპარაკება დასრულებულია, ხელშეკრულებაზეც ხელი ხელმოწერილია. ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთეთ. უახლოეს მომვალში, ყველაფერი დასრულდება,“- აღნიშნა ადვოკატმა.

იხილეთ ვიდეო: ადვოკატი - მოლაპარაკება დასრულებულია, რჩეულიშვილი და კერვალიშვილი საპყრობილეს უახლოეს მომავალში დატოვებენ

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს