პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ყველაზე მდიდარი ებრაელი ქალი - მილიარდერი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის ისრაელში დაბრუნდა
ვინ არის ყველაზე მდიდარი ებრაელი ქალი - მილიარდერი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის ისრაელში დაბრუნდა

მი­ლი­არ­დე­რი, ფი­ლანტრო­პი, ეკო­ლო­გი­ის დამ­ცვე­ლი, ოთხი შვი­ლის დედა შარი არი­სო­ნი ის­რა­ელ­ში და შუა აღ­მო­სავ­ლეთ­ში ყვე­ლა­ზე მდი­და­რი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ქა­ლია. მან მო­ა­ხერ­ხა, მა­მის­გან და­ტო­ვე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა კი­დევ უფრო გა­ე­ზარ­და.

ტედ არი­სო­ნი 1999 წელს გარ­და­იც­ვა­ლა და ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სე­ბის აქ­ტი­ვე­ბის 35% შა­რის ერგო. გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­გე­ბი­ა­ნია საკ­რუ­ი­ზო ლა­ი­ნე­რე­ბის კორ­პო­რა­ცია Carnival Cruise Lines, რო­მე­ლიც არი­სონს ეკუთ­ვნის.

შარი ახლა 61 წლი­საა და 5.2 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ქო­ნე­ბას ფლობს. სხვა წარ­მა­ტე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბებ­თან ერ­თად არი­სო­ნი ჩარ­თუ­ლია სა­ბან­კო და სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნეს­ში.

ტედ არი­სონს ორი მემ­კვიდ­რე ჰყავ­და, შარი და მიკი. შარი არი­სო­ნი, მშობ­ლე­ბის და­შო­რე­ბის შემ­დეგ, 1966 წელს დე­დას­თან ერ­თად ის­რა­ელ­ში გა­ემ­გზავ­რა, ხოლო რო­დე­საც 12 წლის გახ­და, აშშ-ში, მა­მას­თან გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. ამე­რი­კა­ში მან 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იცხოვ­რა, შემ­დეგ კი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და, რათა არ­მი­ა­ში ემ­სა­ხუ­რა. და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ შარი, ქმარ­თან ერ­თად თელ-ავივ­ში დარ­ჩა სა­ცხოვ­რებ­ლად.

მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ არი­სონს უამ­რა­ვი სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა ხვდა წი­ლად, მათ შო­რის ის­რა­ე­ლუ­რი ბან­კი Hapoalim. თავ­და­პირ­ვე­ლად კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის დაძ­ლე­ვა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და, პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც - ის სამ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, შა­რიმ შეძ­ლო მა­მის­გან და­ტო­ვე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი კი­დევ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლად ექ­ცია.

არი­სონ­მა და­ა­არ­სა რამ­დე­ნი­მე საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია, მა­ი­ა­მი­ში მდე­ბა­რე Arison Foundation-მა კი ის­რა­ელ­ში მდე­ბა­რე სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი შეს­წი­რა.

ავტორი:

ვინ არის ყველაზე მდიდარი ებრაელი ქალი - მილიარდერი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის ისრაელში დაბრუნდა

ვინ არის ყველაზე მდიდარი ებრაელი ქალი - მილიარდერი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის ისრაელში დაბრუნდა

მილიარდერი, ფილანტროპი, ეკოლოგიის დამცველი, ოთხი შვილის დედა შარი არისონი ისრაელში და შუა აღმოსავლეთში ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ქალია. მან მოახერხა, მამისგან დატოვებული ქონება კიდევ უფრო გაეზარდა.

ტედ არისონი 1999 წელს გარდაიცვალა და ოჯახური ბიზნესების აქტივების 35% შარის ერგო. განსაკუთრებით მომგებიანია საკრუიზო ლაინერების კორპორაცია Carnival Cruise Lines, რომელიც არისონს ეკუთვნის.

შარი ახლა 61 წლისაა და 5.2 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს. სხვა წარმატებულ საქმიანობებთან ერთად არისონი ჩართულია საბანკო და სამშენებლო ბიზნესში.

ტედ არისონს ორი მემკვიდრე ჰყავდა, შარი და მიკი. შარი არისონი, მშობლების დაშორების შემდეგ, 1966 წელს დედასთან ერთად ისრაელში გაემგზავრა, ხოლო როდესაც 12 წლის გახდა, აშშ-ში, მამასთან გადავიდა საცხოვრებლად. ამერიკაში მან 6 წლის განმავლობაში იცხოვრა, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა, რათა არმიაში ემსახურა. დაქორწინების შემდეგ შარი, ქმართან ერთად თელ-ავივში დარჩა საცხოვრებლად.

მამის გარდაცვალების შემდეგ არისონს უამრავი საპასუხისმგებლო საქმიანობა ხვდა წილად, მათ შორის ისრაელური ბანკი Hapoalim. თავდაპირველად კრიზისული სიტუაციების დაძლევა ძალიან გაუჭირდა, პრობლემები ჰქონდა პირად ცხოვრებაშიც - ის სამჯერ იყო დაქორწინებული, თუმცა საბოლოოდ, შარიმ შეძლო მამისგან დატოვებული ბიზნესი კიდევ უფრო წარმატებულად ექცია.

არისონმა დააარსა რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაცია, მაიამიში მდებარე Arison Foundation-მა კი ისრაელში მდებარე საავადმყოფოებს მილიონობით დოლარი შესწირა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე