პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვილიშვილის მიერ სცენაზე გაცოცხლებული ბელა მირიანაშვილი, ჩხეიძის ამბიციური "პასადობლე" და ქართველი "გლადიატორი"... - დღეს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" კინოტურია
შვილიშვილის მიერ სცენაზე გაცოცხლებული ბელა მირიანაშვილი, ჩხეიძის ამბიციური "პასადობლე" და ქართველი "გლადიატორი"... - დღეს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" კინოტურია

დღეს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" კი­ნო­ტუ­რია. კონ­კურ­სან­ტე­ბი ცნო­ბი­ლი ფილ­მე­ბის მუ­სი­კა­ზე იცეკ­ვე­ბენ, რის­თვი­საც მონ­დო­მე­ბით ემ­ზა­დე­ბი­ან, რომ ერთი კვი­რის ნაშ­რო­მი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე წა­რად­გი­ნონ. და­ვეს­წა­რით გე­ნე­რა­ლურ რე­პე­ტი­ცი­ას და რამ­დე­ნი­მე კონ­კურ­სანტს გა­ვე­ა­უბ­რეთ:

ირინ­კა კავ­სა­ძე:

- დღეს "ვე­ნუ­რი ვალ­სი" უნდა ვი­ცეკ­ვოთ ფილ­მი­დან - "დღე პირ­ვე­ლი დღე უკა­ნას­კნე­ლი". ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ამ ცეკ­ვას ფილმში ჩემი ბე­ბია ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი და ბა­ბუა (დე­დის მამა) მალ­ხაზ გორ­გი­ლა­ძე ცეკ­ვა­ვენ, ამი­ტომ, ორ­მა­გი დატ­ვირ­თვა მაქვს... გვინ­დო­და, კარ­გი ნო­მე­რი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად ყო­ფი­ლი­ყო, რად­გა­ნაც არა მარ­ტო ჩემ­თვის, ეს ფილ­მი ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის ძვირ­ფა­სი და საყ­ვა­რე­ლია, ყვე­ლამ იცის ის ცნო­ბი­ლი კად­რე­ბი ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი­დან. ამი­ტომ ამ ყვე­ლა­ფერ­ში დიდი შრო­მა და აზრი ჩავ­დეთ.

გი­ორ­გი ორ­ბე­ლა­ძე:

- მე და ჩემი მე­წყვი­ლე "პა­სა­დობ­ლეს" ვცეკ­ვავთ და გა­ვა­სა­ხე­ი­ე­რებთ სცე­ნას ფილ­მი­დან "გლა­დი­ა­ტო­რი". მე მაქ­სი­მუ­სი ვარ. მი­თხრეს, გა­რეგ­ნუ­ლად ძა­ლი­ან შე­ე­ფე­რე­ბიო და გლა­დი­ა­ტო­რის ტა­ნი­სა­მო­სი მო­ვირ­გე. ეს პრო­მო­შიც ჩანს და მგო­ნი, მო­მიხ­და. ახლა მთა­ვა­რია, ცეკ­ვის ხა­სი­ა­თი და ამ ყვე­ლა­ფერს რო­გორ წარ­მო­ვა­ჩენ, რად­გა­ნაც ცეკ­ვა მარ­ტო ვი­ზი­უ­ა­ლუ­რი მხა­რე არ არის. ვცდი­ლობ, კარ­გად გა­მო­მი­ვი­დეს, რის­თვის 4 დღეა ვვარ­ჯი­შობ. ძა­ლი­ან მა­მა­კა­ცუ­რი ხა­სი­ა­თის ცეკ­ვაა, მებ­რძო­ლი ხა­სი­ა­თი ჩანს და ჩემ­თვის ამი­თაც ახლო აღ­მოჩ­ნდა.

- მე და ია­კობ ყუ­ფუ­ნია მუ­სი­კა­ზე ფილ­მი­დან "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა" ვცეკ­ვავთ. მე ჯუ­ლი­ე­ტა ვარ, ოღონდ, თა­ან­მედ­რო­ვე. ცეკ­ვა არის "ვარლ­სი". იმე­დია, მა­ყუ­რე­ბელს მო­ე­წო­ნე­ბა. რო­გორც მსა­ხი­ობ­მა რო­ლიც მო­ვირ­გე, მგო­ნი - ცეკ­ვაც. სა­ინ­ტე­რე­სო შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია. მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი, კარ­გი მუ­სი­კა, დრა­მა, ტრა­გიზ­მი - ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად იქ­ნე­ბა. სა­ერ­თოდ კი, მა­ყუ­რე­ბელს დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შოუ ელო­დე­ბა. მე და ჩემ­მა მე­წყვი­ლემ მშვე­ნივ­რად გა­ვუ­გეთ ერ­თმა­ნეთს და მას­თან ერ­თად თავს კარ­გად ვგრძნობ. იმე­დია, თვი­თო­ნაც ასე ფიქ­რობს.

ნინო ჩხე­ი­ძე:

- ბავ­შვო­ბი­დან მომ­წონს ბო­შუ­რი ფილ­მი "ბო­შა­თა ბა­ნა­კი ცას მი­ემ­გზავ­რე­ბა". მე კი მომ­წონს ეს ძვე­ლი ფილ­მი, მაგ­რამ ჩემი შვი­ლის თა­ო­ბა ამას ვე­რაფ­რით იგებს, თუ რა­ტომ ავარ­ჩიე ეს ფილ­მი. მოკ­ლედ, სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც ჟღერს, კარ­გია, ცე­ცხლო­ვა­ნი. მე და რა­მაზ ლა­ზა­რიშ­ვი­ლი "პა­სა­დობ­ლეს" ვცეკ­ვავთ. ხა­სი­ა­თით უკვე ავით­ვი­სე და ამის იმე­დი მაქვს "ლა­ივ­ზეც". მოკ­ლედ, თა­მა­მი და ამ­ბი­ცი­უ­რი "პა­სა­დობ­ლე" უნდა წარ­მო­ვად­გი­ნო.

ირაკ­ლი ძა­ძა­მია, თამ­თა შე­და­ნი­ას მე­წყვი­ლე:

- კი­ნო­ტურ­ზე ძა­ლი­ან რთუ­ლი ცეკ­ვა შეგ­ვხვდა. ეს არის "რუმ­ბა", რო­მე­ლიც ძა­ლი­ან რთუ­ლია. ცუდ დღე­ში ვართ. ჩემი პროგ­ნო­ზე­ბით დღეს გავ­ვარ­დე­ბით, თუმ­ცა ვნა­ხოთ. "რუმ­ბა" ისე­თია, რაც უნდა გა­ა­კე­თო, თუ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი არ ხარ, სა­უ­კე­თე­სო მა­ინც ვერ გა­მო­დის. ასე რომ, ცუდ დღე­ში ვართ. აქამ­დე, ყვე­ლა ცეკ­ვა, რო­მელ­ზეც ეჭვი მქონ­და, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, მარ­თლა კარ­გი იყო. თუმ­ცა ამ­ჯე­რა­დაც ვეც­დე­ბით, მა­ყუ­რე­ბელს კარ­გი ცეკ­ვა ვაჩ­ვე­ნოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

შვილიშვილის მიერ სცენაზე გაცოცხლებული ბელა მირიანაშვილი, ჩხეიძის ამბიციური "პასადობლე" და ქართველი "გლადიატორი"... - დღეს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" კინოტურია

შვილიშვილის მიერ სცენაზე გაცოცხლებული ბელა მირიანაშვილი, ჩხეიძის ამბიციური "პასადობლე" და ქართველი "გლადიატორი"... - დღეს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" კინოტურია

დღეს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" კინოტურია. კონკურსანტები ცნობილი ფილმების მუსიკაზე იცეკვებენ, რისთვისაც მონდომებით ემზადებიან, რომ ერთი კვირის ნაშრომი მაყურებლის წინაშე წარადგინონ. დავესწარით გენერალურ რეპეტიციას და რამდენიმე კონკურსანტს გავეაუბრეთ:

ირინკა კავსაძე:

- დღეს "ვენური ვალსი" უნდა ვიცეკვოთ ფილმიდან - "დღე პირველი დღე უკანასკნელი". ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ამ ცეკვას ფილმში ჩემი ბებია ბელა მირიანაშვილი და ბაბუა (დედის მამა) მალხაზ გორგილაძე ცეკვავენ, ამიტომ, ორმაგი დატვირთვა მაქვს... გვინდოდა, კარგი ნომერი გაგვეკეთებინა, ყველაფერი სწორად ყოფილიყო, რადგანაც არა მარტო ჩემთვის, ეს ფილმი ყველა ქართველისთვის ძვირფასი და საყვარელია, ყველამ იცის ის ცნობილი კადრები ფუნიკულიორიდან. ამიტომ ამ ყველაფერში დიდი შრომა და აზრი ჩავდეთ.

გიორგი ორბელაძე:

- მე და ჩემი მეწყვილე "პასადობლეს" ვცეკვავთ და გავასახეიერებთ სცენას ფილმიდან "გლადიატორი". მე მაქსიმუსი ვარ. მითხრეს, გარეგნულად ძალიან შეეფერებიო და გლადიატორის ტანისამოსი მოვირგე. ეს პრომოშიც ჩანს და მგონი, მომიხდა. ახლა მთავარია, ცეკვის ხასიათი და ამ ყველაფერს როგორ წარმოვაჩენ, რადგანაც ცეკვა მარტო ვიზიუალური მხარე არ არის. ვცდილობ, კარგად გამომივიდეს, რისთვის 4 დღეა ვვარჯიშობ. ძალიან მამაკაცური ხასიათის ცეკვაა, მებრძოლი ხასიათი ჩანს და ჩემთვის ამითაც ახლო აღმოჩნდა.

- მე და იაკობ ყუფუნია მუსიკაზე ფილმიდან "რომეო და ჯულიეტა" ვცეკვავთ. მე ჯულიეტა ვარ, ოღონდ, თაანმედროვე. ცეკვა არის "ვარლსი". იმედია, მაყურებელს მოეწონება. როგორც მსახიობმა როლიც მოვირგე, მგონი - ცეკვაც. საინტერესო შესასრულებელია. მოცეკვავეები, კარგი მუსიკა, დრამა, ტრაგიზმი - ყველაფერი ერთად იქნება. საერთოდ კი, მაყურებელს დღეს განსაკუთრებული შოუ ელოდება. მე და ჩემმა მეწყვილემ მშვენივრად გავუგეთ ერთმანეთს და მასთან ერთად თავს კარგად ვგრძნობ. იმედია, თვითონაც ასე ფიქრობს.

ნინო ჩხეიძე:

- ბავშვობიდან მომწონს ბოშური ფილმი "ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება". მე კი მომწონს ეს ძველი ფილმი, მაგრამ ჩემი შვილის თაობა ამას ვერაფრით იგებს, თუ რატომ ავარჩიე ეს ფილმი. მოკლედ, სიმღერა, რომელიც ჟღერს, კარგია, ცეცხლოვანი. მე და რამაზ ლაზარიშვილი "პასადობლეს" ვცეკვავთ. ხასიათით უკვე ავითვისე და ამის იმედი მაქვს "ლაივზეც". მოკლედ, თამამი და ამბიციური "პასადობლე" უნდა წარმოვადგინო.

ირაკლი ძაძამია, თამთა შედანიას მეწყვილე:

- კინოტურზე ძალიან რთული ცეკვა შეგვხვდა. ეს არის "რუმბა", რომელიც ძალიან რთულია. ცუდ დღეში ვართ. ჩემი პროგნოზებით დღეს გავვარდებით, თუმცა ვნახოთ. "რუმბა" ისეთია, რაც უნდა გააკეთო, თუ პროფესიონალი არ ხარ, საუკეთესო მაინც ვერ გამოდის. ასე რომ, ცუდ დღეში ვართ. აქამდე, ყველა ცეკვა, რომელზეც ეჭვი მქონდა, რომ კარგი იქნებოდა, მართლა კარგი იყო. თუმცა ამჯერადაც ვეცდებით, მაყურებელს კარგი ცეკვა ვაჩვენოთ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი