სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტაქსის მძღოლს რომ არ დაენახა, მეორე დღეს მკვდარს ვიპოვიდით" - მიხეილ გიორგაძის მეგობარი ავარიის დეტალებს ჰყვება
"ტაქსის მძღოლს რომ არ დაენახა, მეორე დღეს მკვდარს ვიპოვიდით" - მიხეილ გიორგაძის მეგობარი ავარიის დეტალებს ჰყვება

გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე ორი დღის წინ ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. ის მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბით ინ­გო­როყ­ვას სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში, რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი და ამ დრომ­დე მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა. რა გახ­და ავა­რი­ის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ამის გა­სარ­კვე­ვად Ambebi.ge მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის მე­გო­ბარს, კახა კან­დე­ლაკს და­უ­კავ­შირ­და:

- ცოლ-შვი­ლი ლო­პო­ტა­ზე ჰყავ­და და ერთი დღით თვი­თო­ნაც ჩა­ვი­და. მე­ო­რე დღეს სამ­სა­ხურ­ში უნდა წა­სუ­ლი­ყო, პი­ჯა­კი თან არ ჰქონ­და და ამი­ტომ ღა­მის 11 სა­ათ­ზე თბი­ლის­ში წა­მო­ვი­და. თურ­მე გზა შე­ე­შა­ლა, რად­გან ბნე­ლო­და... სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­უხ­ვია და ორ­მო­ებ­ში ჩა­ვარ­და... ეტყო­ბა, ჯერ თავი და­არ­ტყა და გა­ი­თი­შა, შემ­დეგ ბა­ლი­შე­ბი გა­იხ­სნა და ამან ნეკ­ნე­ბი ჩა­უმტვრია. რო­გორც ჩანს, რო­დე­საც გა­ი­თი­შა მან­ქა­ნა­ში აქეთ იქეთ ეხეთ­ქე­ბო­და და ამ დროს მი­ი­ღო ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. მთა­ვა­რია ხერ­ხე­მა­ლი და ტვი­ნი არ აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ფილ­ტვი აქვს შე­კუმ­შუ­ლი, ახლა მთა­ვა­რია სწო­რედ ფილ­ტვის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბა, ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნია, არ სვამს და იმე­დი გვაქვს, რომ ეს გა­და­არ­ჩენს. კრი­ტი­კუ­ლი 48 სა­ა­თი სა­ღა­მოს გა­დის.

- ნას­ვა­მი იყო თუ გა­დაღ­ლი­ლი?

- სა­ერ­თოდ არ სვამს, და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზეც კი. ბავ­შვო­ბი­დან ასეა, გა­დაღ­ლი­ლიც არ ყო­ფი­ლა, შუ­ა­დღით თურ­მე და­ი­ძი­ნა კი­დეც. უბ­რა­ლოდ იმ გზა­ზე რომ მოხ­ვდა, ამი­ტომ და­შავ­და. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ მან­ქა­ნის მი­ნაც კი არ არის ჩამ­ტვრე­უ­ლი, ხე­ე­ბის­თვი­საც აუ­ცი­ლე­ბია. უკან ტაქ­სის მძღო­ლი მო­დი­ო­და და იმას და­უ­ნა­ხია, რომ იმ გზა­ზე შე­ვარ­და და მა­გან გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა, თორე მე­ო­რე დღეს მკვდარს ვი­პო­ვი­დით.

- ექი­მე­ბი რას ამ­ბო­ბენ?

- მდგო­მა­რე­ო­ბა არის სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე. ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა არ სჭირ­დე­ბა, რად­გან ფილ­ტვი აქვს შე­კუმ­შუ­ლი, დიდი დატ­ვირ­თვა რომ არ ჰქონ­დეს, ამის გამო ჰყავთ გა­თი­შუ­ლი. გუ­ლის კუნ­თე­ბი ამუ­შავ­და, წნე­ვაც და­უ­რე­გუ­ლირ­და და ახლა მტა­ვა­რია ეს კრი­ტი­კუ­ლი სა­ა­თე­ბი უნდა გა­და­ლა­ხოს აუ­ცი­ლებ­ლად.

VIDEO: მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძის მე­გო­ბა­რი ავა­რი­ა­ზე, რომ­ლის შემ­დე­გაც მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

"ტაქსის მძღოლს რომ არ დაენახა, მეორე დღეს მკვდარს ვიპოვიდით" - მიხეილ გიორგაძის მეგობარი ავარიის დეტალებს ჰყვება

"ტაქსის მძღოლს რომ არ დაენახა, მეორე დღეს მკვდარს ვიპოვიდით" - მიხეილ გიორგაძის მეგობარი ავარიის დეტალებს ჰყვება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ორი დღის წინ ავარიაში მოყვა. ის მრავლობითი მოტეხილობით ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი ამის გასარკვევად Ambebi.ge მინისტრის მოადგილის მეგობარს, კახა კანდელაკს დაუკავშირდა:

- ცოლ-შვილი ლოპოტაზე ჰყავდა და ერთი დღით თვითონაც ჩავიდა. მეორე დღეს სამსახურში უნდა წასულიყო, პიჯაკი თან არ ჰქონდა და ამიტომ ღამის 11 საათზე თბილისში წამოვიდა. თურმე გზა შეეშალა, რადგან ბნელოდა... სხვა მიმართულებით შეუხვია და ორმოებში ჩავარდა... ეტყობა, ჯერ თავი დაარტყა და გაითიშა, შემდეგ ბალიშები გაიხსნა და ამან ნეკნები ჩაუმტვრია. როგორც ჩანს, როდესაც გაითიშა მანქანაში აქეთ იქეთ ეხეთქებოდა და ამ დროს მიიღო ეს დაზიანებები. მთავარია ხერხემალი და ტვინი არ აქვს დაზიანებული. ფილტვი აქვს შეკუმშული, ახლა მთავარია სწორედ ფილტვის გამართული მუშაობა, ჯანმრთელი ადამიანია, არ სვამს და იმედი გვაქვს, რომ ეს გადაარჩენს. კრიტიკული 48 საათი საღამოს გადის.

- ნასვამი იყო თუ გადაღლილი?

- საერთოდ არ სვამს, დაბადების დღეებზეც კი. ბავშვობიდან ასეა, გადაღლილიც არ ყოფილა, შუადღით თურმე დაიძინა კიდეც. უბრალოდ იმ გზაზე რომ მოხვდა, ამიტომ დაშავდა. თქვენ წარმოიდგინეთ მანქანის მინაც კი არ არის ჩამტვრეული, ხეებისთვისაც აუცილებია. უკან ტაქსის მძღოლი მოდიოდა და იმას დაუნახია, რომ იმ გზაზე შევარდა და მაგან გადაგვარჩინა, თორე მეორე დღეს მკვდარს ვიპოვიდით.

- ექიმები რას ამბობენ?

- მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება, რადგან ფილტვი აქვს შეკუმშული, დიდი დატვირთვა რომ არ ჰქონდეს, ამის გამო ჰყავთ გათიშული. გულის კუნთები ამუშავდა, წნევაც დაურეგულირდა და ახლა მტავარია ეს კრიტიკული საათები უნდა გადალახოს აუცილებლად.

VIDEO: მიხეილ გიორგაძის მეგობარი ავარიაზე, რომლის შემდეგაც მინისტრის მოადგილე მართვით სუნთქვაზე იმყოფება

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ