პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაბრუნდება თუ არა ირაკლი ალასანია პოლიტიკაში?
დაბრუნდება თუ არა ირაკლი ალასანია პოლიტიკაში?

დიდი ტაიმ-აუ­ტის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კა­ში შე­საძ­ლოა "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ყო­ფი­ლი ლი­დე­რი ირაკ­ლი ალა­სა­ნია დაბ­რუნ­დეს. სა­უ­ბა­რია ე.წ მე­სა­მე პო­ლი­ტი­კურ ცენ­ტრში მის გა­მო­ჩე­ნა­ზე. გია ხუ­ხაშ­ვი­ლი­სა და ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მათი "კარი" ალა­სა­ნი­ას­თვის ღიაა.

თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ტი­კის ძველ­მა სა­ხე­ებ­მა რიგ-რი­გო­ბით გა­მო­ა­ცხა­დებს პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ, არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კას "უძღე­ბი შვი­ლი" და­უბ­რუნ­დეს.

პო­ლი­ტი­კა­ში შე­საძ­ლო დაბ­რუ­ნე­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბე­ბი უკვე გა­ა­კე­თეს ალა­სა­ნი­ას ყო­ფილ­მა თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა - ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნის თქმით, ბრუნ­დე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად, ყო­ფილ პო­ლი­ტი­კურ თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­რე­შე მი­ი­ღო.

მას შემ­დეგ რაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა "ძველ გვარ­დი­ას" უხმო, პო­ლი­ტი­კი­დან წა­სულ­მა ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მზად არის ქვეყ­ნის და­სახ­მა­რებ­ლად.

რაც შე­ე­ხე­ბა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას, სა­უ­ბა­რია ე.წ მე­სა­მე ცენ­ტრში მის ხილ­ვა­ზე, რომ­ლის შექ­მნა­საც პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი აპი­რებს. თუმ­ცა, კუ­ლუ­ა­რებ­ში ასე­ვე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ალა­სა­ნია შე­საძ­ლოა არა ხუ­ხაშ­ვილ­თან, არა­მედ პუბ­ლი­ცისტ თაკო ჩარ­კვი­ა­ნის მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ ახალ პარ­ტი­ა­ში - "კა­ნო­ნი და სა­მარ­თა­ლი" ვი­ხი­ლოთ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად AMBEBI.GE ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც რო­გორც ცნო­ბი­ლია ვა­შინგტონ­ში, ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობს.

"დიდი მად­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბის­თვის. პო­ლი­ტი­კას­თან დღეს შე­ხე­ბა არ მაქვს, არც სურ­ვი­ლი, რად­გან სხვა საქ­მით დავ­კავ­დი. მო­მა­ვალ­ში თუ რა­ი­მე შე­იც­ვლე­ბა, მზად ვარ" - უთხრა AMBEBI.GE-ს თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა.

ალა­სა­ნი­ას­თან არ უსაბ­რია გია ხუ­ხაშ­ვილს, თუმ­ცა მი­იჩ­ნევს, რომ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ყო­ფილ ლი­დერს პო­ლი­ტი­კის­თვის სარ­გებ­ლის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია.

"მე არ ვქმნი გუნდს, უბ­რა­ლოდ პრო­ცესს შე­ვუ­წყობ ხელს. ირაკ­ლი ალა­სა­ნია დიდი ხა­ნია არ მი­ნა­ხავს, ამი­ტომ არ ვიცი სა­ი­დან მო­დის ეს სა­უ­ბა­რი. პო­ლი­ტი­კა­ში მისი დაბ­რუ­ნე­ბა-არ დაბ­რუ­ნე­ბა არის მისი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ეს მისი გა­და­სა­წყვე­ტია. მას აქვს ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და სარ­გებ­ლის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია, მაგ­რამ ეს ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი არ არის" - გვი­თხრა გია ხუ­ხაშ­ვილ­მაა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხუ­ხაშ­ვილ­თან ერ­თად ე.წ მე­სა­მე ცენ­ტრში ერთ-ერთ ლი­დე­რად მო­ი­აზ­რე­ბა თბი­ლი­სის მე­რო­ბის ყო­ფი­ლი კან­დი­და­ტი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი. ის ამ­ბობს, რომ ისურ­ვებ­და პო­ლი­ტი­კა­ში ალა­სა­ნი­ას ხილ­ვას.

"არ მი­სა­უბ­რია მას­თან, თქვენ­გან მეს­მის პირ­ვე­ლად. ირაკ­ლი ალა­სა­ნია წე­სი­ე­რი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნია, ვი­სურ­ვებ­დი, რომ პო­ლი­ტი­კა­ში იყოს. მაგ­რამ მას­თან ამ თე­მა­ზე შეხ­ვედ­რა არ მქო­ნია ამი­ტომ ვე­რა­ფერს გე­ტყვით. ბო­ლოს 3-4 თვის წინ ვნა­ხე, რა­ღაც წვე­უ­ლე­ბა­ზე. მას მერე აღარ მი­ნა­ხავს, თუ თბი­ლის­ში იქ­ნე­ბა შევხდე­ბი რა­ტო­მაც არა. კარ­გი კა­ცია ნამ­დვი­ლად!" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ელი­საშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

დაბრუნდება თუ არა ირაკლი ალასანია პოლიტიკაში?

დაბრუნდება თუ არა ირაკლი ალასანია პოლიტიკაში?

დიდი ტაიმ-აუტის შემდეგ პოლიტიკაში შესაძლოა "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია დაბრუნდეს. საუბარია ე.წ მესამე პოლიტიკურ ცენტრში მის გამოჩენაზე. გია ხუხაშვილისა და ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მათი "კარი" ალასანიასთვის ღიაა.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პოლიტიკის ძველმა სახეებმა რიგ-რიგობით გამოაცხადებს პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, არც ისაა გამორიცხული, რომ ქართულ პოლიტიკას "უძღები შვილი" დაუბრუნდეს.

პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე განცხადებები უკვე გააკეთეს ალასანიას ყოფილმა თანაგუნდელებმა - ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ბრუნდება "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგოდ და აღნიშნული გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, ყოფილ პოლიტიკურ თანაგუნდელებთან კონსულტაციის გარეშე მიიღო.

მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა "ძველ გვარდიას" უხმო, პოლიტიკიდან წასულმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის ქვეყნის დასახმარებლად.

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, საუბარია ე.წ მესამე ცენტრში მის ხილვაზე, რომლის შექმნასაც პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აპირებს. თუმცა, კულუარებში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ ალასანია შესაძლოა არა ხუხაშვილთან, არამედ პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის მიერ დაანონსებულ ახალ პარტიაში - "კანონი და სამართალი" ვიხილოთ.

ინფორმაციის გადასამოწმებლად AMBEBI.GE ირაკლი ალასანიას დაუკავშირდა, რომელიც როგორც ცნობილია ვაშინგტონში, ბიზნესის სფეროში მოღვაწეობს.

"დიდი მადლობა ყურადღებისთვის. პოლიტიკასთან დღეს შეხება არ მაქვს, არც სურვილი, რადგან სხვა საქმით დავკავდი. მომავალში თუ რაიმე შეიცვლება, მზად ვარ" - უთხრა AMBEBI.GE-ს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

ალასანიასთან არ უსაბრია გია ხუხაშვილს, თუმცა მიიჩნევს, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილ ლიდერს პოლიტიკისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია.

"მე არ ვქმნი გუნდს, უბრალოდ პროცესს შევუწყობ ხელს. ირაკლი ალასანია დიდი ხანია არ მინახავს, ამიტომ არ ვიცი საიდან მოდის ეს საუბარი. პოლიტიკაში მისი დაბრუნება-არ დაბრუნება არის მისი კონსტიტუციური უფლება, შესაბამისად ეს მისი გადასაწყვეტია. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და სარგებლის მოტანა შეუძლია, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის" - გვითხრა გია ხუხაშვილმაა.

აღსანიშნავია, რომ ხუხაშვილთან ერთად ე.წ მესამე ცენტრში ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრება თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი. ის ამბობს, რომ ისურვებდა პოლიტიკაში ალასანიას ხილვას.

"არ მისაუბრია მასთან, თქვენგან მესმის პირველად. ირაკლი ალასანია წესიერი და კვალიფიციური ადამიანია, ვისურვებდი, რომ პოლიტიკაში იყოს. მაგრამ მასთან ამ თემაზე შეხვედრა არ მქონია ამიტომ ვერაფერს გეტყვით. ბოლოს 3-4 თვის წინ ვნახე, რაღაც წვეულებაზე. მას მერე აღარ მინახავს, თუ თბილისში იქნება შევხდები რატომაც არა. კარგი კაცია ნამდვილად!" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ელისაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტნიუსი"

ეკატერინე ტიკარაძიც ინფორმაციით, რუხის საავადმყოფოში ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი დამონტაჟდა

"გვთხოვეს მოსვლა და ჩვენი მოსაზრებები" - რაზე ისაუბრეს კობა ნაყოფიამ და გრიგოლ ვაშაძემ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან?