პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საჭესთან ზომაზე მეტად ნასვამი ვიჯექი, კანონი დავარღვიე" - ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებულ ფაქტზე შსს-მ მოკვლევა დაიწყო
"საჭესთან ზომაზე მეტად ნასვამი ვიჯექი, კანონი დავარღვიე" - ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებულ ფაქტზე შსს-მ მოკვლევა დაიწყო

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ „რუს­თა­ვი 2-ის“ ეთერ­ში ლაშა ნაც­ვლიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­სულ სი­უ­ჟეტ­ზე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მოკ­ვლე­ვა და­ი­წყო. რო­გორც შსს-ში აცხა­დე­ბენ, შე­მოწ­მე­ბის ფარ­გლებ­ში, და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დად­გე­ბა შე­საძ­ლო სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ჩამ­დე­ნი ყვე­ლა პი­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ, ერთ-ერთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში გუ­შინ გა­სულ სი­უ­ჟეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქის მიერ 2017 წლის ივ­ლის­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვას ეხე­ბა, სი­უ­ჟე­ტის გას­ვლის­თა­ნა­ვე, გუ­შინ და­ი­წყო სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მოკ­ვლე­ვა.

შე­მოწ­მე­ბის ფარ­გლებ­ში, და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დად­გე­ბა შე­საძ­ლო სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ჩამ­დე­ნი ყვე­ლა პი­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი. შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უმოკ­ლეს ვა­დებ­ში ეც­ნო­ბე­ბა“, - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

„რუს­თა­ვი 2-მა“ გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა კად­რე­ბი, სა­დაც მათი მტკი­ცე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ PR ტექ­ნო­ლო­გი და ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლი ჩანს. სი­უ­ჟე­ტის თა­ნახ­მად, კად­რებ­ში კარ­გად ჩანს, რომ ის არა­ფხილ­ზე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თავს მან­ქა­ნას და ან ნარ­კო­ტი­კუ­ლი ან ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ სი­უ­ჟეტს თა­ვად ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა გუ­შინ. მან და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­ჭეს­თან ნას­ვა­მი იჯდა, თუმ­ცა მისი თქმით, პო­ლი­ცი­ის მი­მართ მისი მხრი­დან ზე­წო­ლას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

დღეს გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში კი ნაც­ვლიშ­ვი­ლი შსს-ს მო­უ­წო­დებს, ჩა­ტარ­დეს მოკ­ვლე­ვა და ობი­ექ­ტუ­რად გა­ირ­კვეს ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბა.

00:00 / 00:00
ავტორი:

"საჭესთან ზომაზე მეტად ნასვამი ვიჯექი, კანონი დავარღვიე" - ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებულ ფაქტზე შსს-მ მოკვლევა დაიწყო

"საჭესთან ზომაზე მეტად ნასვამი ვიჯექი, კანონი დავარღვიე" - ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებულ ფაქტზე შსს-მ მოკვლევა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტზე სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ, შემოწმების ფარგლებში, დადასტურების შემთხვევაში, დადგება შესაძლო სამართალდარღვევის ჩამდენი ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გუშინ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც მოქალაქის მიერ 2017 წლის ივლისში, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას ეხება, სიუჟეტის გასვლისთანავე, გუშინ დაიწყო სამსახურებრივი მოკვლევა.

შემოწმების ფარგლებში, დადასტურების შემთხვევაში, დადგება შესაძლო სამართალდარღვევის ჩამდენი ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი. შედეგების შესახებ საზოგადოებას უმოკლეს ვადებში ეცნობება“, - აცხადებენ შსს-ში.

„რუსთავი 2-მა“ გუშინ გაავრცელა კადრები, სადაც მათი მტკიცებით, „ქართული ოცნების“ PR ტექნოლოგი და ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ჩანს. სიუჟეტის თანახმად, კადრებში კარგად ჩანს, რომ ის არაფხილზე მდგომარეობაში მართავს მანქანას და ან ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფება.

აღნიშნულ სიუჟეტს თავად ლაშა ნაცვლიშვილიც გამოეხმაურა გუშინ. მან დაადასტურა, რომ საჭესთან ნასვამი იჯდა, თუმცა მისი თქმით, პოლიციის მიმართ მისი მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში კი ნაცვლიშვილი შსს-ს მოუწოდებს, ჩატარდეს მოკვლევა და ობიექტურად გაირკვეს ამ ფაქტთან დაკავშირებული ყველა გარემოება.

სიცრუეა, თითქოს პოლიციელები "კომენდატის საათის" დროს ავტომანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან - შსს გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირებას მოახდენს

"საქონლის სადგომში მონასავით ექცეოდა... ცემის შემდეგ გარდაიცვალა" - კახეთში მოტყუებით ჩაყვანილი რუსეთის მოქალაქის საქმე და პროკურატურის განცხადება

"ვინც ცდილობენ ბასილაშვილს იმიჯი შეულახონ, გაწბილებულები დარჩებიან" - რატომ მიმართავს ჩოგბურთელის ადვოკატი ომბუდსმენს?