მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აფასებენ ვალების განულების ინიციატივას ექსპერტები
როგორ აფასებენ ვალების განულების ინიციატივას ექსპერტები

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ე.წ. "შავ სი­ა­ში" მოხ­ვედ­რილ 600 000-ზე მეტ მო­ქა­ლა­ქეს სა­ბან­კო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა გა­უ­ნულ­დე­ბა. ინი­ცი­ა­ტი­ვა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა წა­რად­გი­ნა. რო­გორც მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­უ­ბა­რია ჯამ­ში მი­ლი­არ­დნა­ხე­ვა­რი ლა­რის გა­ნუ­ლე­ბა­ზე.

აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, პო­ლი­ტი­კურ სპექტრში და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სხვა­დას­ხვა რე­აქ­ცი­ე­ბი მოყ­ვა. ინი­ცი­ა­ტი­ვის მომ­ხრე­ე­ბის მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ახ­რჩობ­და ვა­ლე­ბი შვე­ბით ამო­ი­სუნ­თქე­ბენ, კრი­ტი­კო­სე­ბის თქმით კი, მთავ­რო­ბა არ უნდა იხ­დი­დეს კერძ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ვა­ლი­ა­ნე­ბას, რი­თაც არა­თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში აყე­ნებს პა­ტი­ო­სან გა­დამ­ხდელ ადა­მი­ა­ნებს.

"ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცია" აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უპ­რე­ცე­დენ­ტოს უწო­დებს.

ანა­ლი­ტი­კო­სი ან­დრია გვი­დი­ა­ნი:

"ზო­გა­დად, სა­ბან­კო სექ­ტორ­ში სა­მარ­თლი­ა­ნი წე­სე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი დიდი ხა­ნია მი­დის და ამ თე­მა­ზე ჯერ კი­დევ მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე ფი­ნანსთა მი­ნის­ტრო­ბის დრო­ი­დან სა­უბ­რობს. ეს იდეა ახა­ლი არ არის და კარ­გია, რომ მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღი და­სა­ხელ­და.

ეს არის სა­მარ­თლი­ა­ნი წე­სე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ინი­ცი­ა­ტი­ვა იმი­სათ­ვის, რომ მო­სახ­ლე­ბის დიდ ნა­წი­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით 600 ათა­სი ადა­მი­ა­ნი, ვინც პრაქ­ტი­კუ­ლად ვერ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ეკო­ნო­მი­კურ პრო­ცე­სებ­ში, გა­აქ­ტი­ურ­დნეს და სუფ­თა ფურ­ცლი­დან და­ი­წყოს ბან­კებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. მათი ჩარ­თუ­ლო­ბა ეკო­ნო­მი­კურ პრო­ცეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

პი­რა­დად ჩემ­თვის, ეს არის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის სწო­რი გზა და ვფიქ­რობ, რომ მთავ­რო­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კი­დევ უფრო მეტს ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს“, - გა­ნა­ცხა­და გვი­დი­ან­მა.

სა­ფი­ნან­სო ექ­სპერ­ტი გო­გი­ტა ცუც­ქი­რი­ძე იმ მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რობს, რის გა­მოც ქვე­ყა­ნა ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბა­ის წი­ნა­შე დად­გა:

"აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე, 2000-იან წლებ­ში წარ­მო­ე­ბულ­მა არას­წორ­მა პო­ლი­ტი­კამ და სა­ბან­კო-სა­ფი­ნან­სო სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­უქ­მე­ბამ მიგ­ვიყ­ვა­ნა. 2003-2012 წლებ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გი იყო რო­გორც სა­ბან­კო და სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რებ­ში რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­უქ­მე­ბა, ასე­ვე მა­ღა­ლი დო­ლა­რი­ზა­ცი­აც და სა­ვაჭ­რო ბა­ლან­სის სარ­ე­კორ­დო დე­ფი­ცი­ტი, რო­მე­ლიც 2012 წლი­სათ­ვის 5 მლრდ დო­ლარს ას­ცდა და ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა დღემ­დე ვერ ამო­სუ­ლა ამ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სა­გა­რეო მო­წყვლა­დო­ბი­დან.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა ექ­სპორ­ტის შემ­ცი­რე­ბით და იმ­პორ­ტის სარ­ე­კორ­დო ზრდით ხა­სი­ათ­დე­ბო­და, რა­საც მარ­თა­ლია თან სდევ­და მომ­სა­ხუ­რე­ბის სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ, ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბა სულს ღა­ფავ­და.

სა­ბან­კო სექ­ტო­რის, ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რის მო­ნო­პო­ლის­ტად ქცე­ვა, ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რის სხვა მო­თა­მა­შე­ე­ბის და სა­ფონ­დო ბაზ­რის ჩა­ძირ­ვა, დღეს ასე პრობ­ლე­მუ­რად ქცე­უ­ლი "ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბა" და კრე­დიტ ინ­ფოს „შავი“ სიაც, არის სწო­რედ იმ ე.წ. დე­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის ნე­გა­ტი­უ­რი რე­ცი­დი­ვი, რო­მე­ლიც ასე პრობ­ლე­მად არის ქცე­უ­ლი და დღემ­დე სე­რი­ო­ზულ ტვირ­თად აწევს ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კას.

2007-2009 წლებ­ში შე­იც­ვა­ლა სა­ფონ­დო ბაზ­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და გა­ა­უქ­მდა სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე არ­სე­ბუ­ლი ზედა პრო­ცენ­ტუ­ლი ზღვა­რი, რა­მაც სა­თა­ვე და­უ­დო სა­ფონ­დო ბაზ­რის დეგ­რა­და­ცი­ას და სა­ბან­კო მო­ნო­პო­ლი­ზა­ცი­ას, რა­მაც ერთი მხრივ, ეკო­ნო­მი­კა­ზე იმოქ­მე­და ნე­გა­ტი­უ­რად და მე­ო­რე მხრივ, წარ­მოქ­მნა და­ვა­ლი­ა­ნე­ბა ასი ათა­სო­ბით მსეს­ხებ­ლის (მო­ვა­ლე­თა რე­ესტრში 600 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი) სა­ბან­კო და არა­სა­ბან­კო საკ­რე­დი­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის (მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო და ონ­ლა­ინ გამ­სეს­ხე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის) და კერ­ძო იპო­თე­კა­რე­ბის წი­ნა­შე და დღე­საც მათი კუთ­ვნი­ლი უძ­რავ-მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბის და­კარ­გვის მა­ღალ რისკს ატა­რებს" - გა­ნა­ცხა­და ექ­სპერ­ტმა სა­ბან­კო და სა­ფი­ნან­სო სა­კი­თხებ­ში, გო­გი­ტა ცუც­ქი­რი­ძემ.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ე.წ. შავ სი­ა­ში მყოფ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც ვერ ახერ­ხე­ბენ და­კის­რე­ბუ­ლი ვა­ლე­ბის და მას­ზე და­რი­ცხულ ჯა­რი­მე­ბის გა­დახ­დას, გა­უ­ნულ­დეთ ეს და­ვა­ლი­ა­ნე­ბა.

კარ­გია, რომ ამ და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გა­დახ­და არ ხდე­ბა ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე და აქ სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბიც შე­იძ­ლე­ბა იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, თუ ეს სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ფონ­დის ან სპე­ცი­ა­ლუ­რი კერ­ძო ფონ­დის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამას ახორ­ცი­ე­ლებს "ქარ­თუ ბან­კი" და ეს იქ­ნე­ბო­და უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის­თვი­საც კი.

რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ მა­ღალ სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე, მე მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას ბანკსა და მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ ამ პრო­ცეს­ში. მო­გე­ბის ის მა­ღა­ლი მარ­ჟა, რომ­ლი­თაც ისი­ნი ოპე­რი­რე­ბენ, ამის სა­შუ­ა­ლე­ბას თა­ვი­სუფ­ლად იძ­ლე­ვა" - გა­ნა­ცხა­და გო­გი­ტა ცუც­ქი­რი­ძემ.

სა­ბან­კო ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის ალექ­სან­დრე ძნე­ლა­ძის თქმით, ინი­ცი­ა­ტი­ვა კო­მერ­ცი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.

"ეს არის კო­მერ­ცი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რი­დან ფონ­დი "ქარ­თუ" ახ­დენს პორ­ტფე­ლის შე­ძე­ნას. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ბან­კე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბა უკვე მიღ­წე­უ­ლია. ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა, რომ ამ ოპე­რა­ცი­ა­ში ყვე­ლა ბან­კის ჩარ­თვა სრუ­ლად მოხ­დეს. ეს იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყე­ტი­ლე­ბა, ვი­ნა­ი­დან იგი ეხე­ბა საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის საკ­რე­დი­ტო ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რაც გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლოა სის­ტე­მუ­რი რის­კი ყო­ფი­ლი­ყო.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო დიდი რა­ო­დე­ნო­ბის პრობ­ლე­მუ­რი ვა­ლე­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რომ საკ­მა­ოდ კარ­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ეს სუფ­თად კო­მერ­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯი იყო - ბან­კებ­მა, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა და ონ­ლა­ინ-სეს­ხე­ბის გამ­ცემ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა რე­ა­ლი­ზა­ცია გა­უ­კე­თეს საკ­რე­დი­ტო პორ­ტფელს, გა­ყი­დეს სეს­ხე­ბი ფონდ "ქარ­თუ­ზე".

ზო­გა­დად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი იდ­გმე­ბა, მაგ­რამ ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში სა­ბან­კო სექ­ტო­რი სესხს ყი­დის ფონდ "ქარ­თუ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე ძნე­ლა­ძემ.

სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით კეთ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბიც, პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა მას­ში წი­ნა­აღ­მდე­გობ­რივ გან­ცდებს იწ­ვევს.

"ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოთ­ქმულ ინი­ცი­ა­ტი­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი გან­ცდე­ბი მიჩ­ნდე­ბა. ჩვენ არ გვაქვს არა­ნა­ი­რი მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა, რომ ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის ავ­ტორს და დამ­ფი­ნან­სე­ბელს მად­ლო­ბა არ გა­და­ვუ­ხა­დოთ ამის გამო. რაც შე­ე­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კურ და პო­ლი­ტი­კურ ლო­გი­კას, აქ, რა თქმა უნდა, სევ­დი­ა­ნი გან­ცდე­ბი ჩნდე­ბა. ეკო­ნო­მი­კუ­რი ლო­გი­კით ამ ტი­პის ნა­ბი­ჯე­ბი მხო­ლოდ და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია, რო­გორც მოკ­ლე­ვა­დი­ან, ისე გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, ვი­ნა­ი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გარ­კვე­ულ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გან­ცდას აჩენს და სტი­მულს აძ­ლევს ახა­ლი "შავი სი­ე­ბის" ფორ­მი­რე­ბის პრო­ცესს", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექსტს, ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, ფონდ „ქარ­თუს“ ქვე­ყა­ნა­ში მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი საქ­მე.

"სამ­წუ­ხა­როდ, ამ­ჯე­რად ყვე­ლა­ფე­რი და­უ­კავ­შირ­და პო­ლი­ტი­კურ კო­ნი­უნ­ქტუ­რას და ამან, გარ­კვე­ულ­წი­ლად, გა­ა­უ­ფა­სუ­რა ფონ­დის ტრა­დი­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა. ეს გულ­და­სა­წყვე­ტია. რო­დე­საც ქველ­მოქ­მე­დე­ბა პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი ხდე­ბა, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჯან­საღ გან­ცდას არ ტო­ვებს და ამა­ხინ­ჯებს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცნო­ბი­ე­რე­ბას, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბას იწ­ვევს. ადა­მი­ა­ნებს უჩ­ნდე­ბათ გან­ცდა, რომ შე­უძ­ლი­ათ აკ­რი­ფონ ახა­ლი ვა­ლე­ბი.

არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ეს ვა­ლე­ბი იგი­ვე 600 000-მა ადა­მი­ან­მა აი­ღოს, ვი­ნა­ი­დან მათ სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ აქვთ. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ ძა­ლი­ან მალე ახალ, არა­ნაკ­ლებ მას­შტა­ბურ "შავ სიას" მი­ვი­ღებთ", - აღ­ნიშ­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

არ­ჩევ­ნე­ბის წინ ამ სა­კი­თხის წა­მო­წე­ვით, ამომ­რჩევ­ლის მოს­ყიდ­ვის ნიშ­ნებს ხე­დავს "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო". ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლის, ლე­ვან ნატ­როშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, სა­კი­თხით პრო­კუ­რა­ტუ­რა უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს:

"ცალ­სა­ხად, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ინი­ცი­ა­ტი­ვაა, ვი­ნა­ი­დან ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა არც ბი­უ­ჯეტ­ში ყო­ფი­ლა ჩა­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენტს ოქ­ტომ­ბერ­ში წა­რედ­გი­ნა და არც აქამ­დე ყო­ფი­ლა სა­უ­ბა­რი კონ­კრე­ტულ რი­ცხვებ­ზე, რომ ვი­ღა­ცას რა­ღაც ჩა­მო­ე­წე­რე­ბო­და.

შე­სა­ბა­მი­სად, სა­არ­ჩევ­ნო მო­ტი­ვე­ბი გა­სა­გე­ბია, თან ბევრ ადა­მი­ან­ზე, 600 000-ზე მეტ პირ­ზეა სა­უ­ბა­რი, რაც კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს სა­არ­ჩევ­ნო მო­ტი­ვებს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, თუ რო­გორ მოხ­დე­ბა ამ და­ვა­ლი­ა­ნე­ბის და­ფარ­ვა. ის, რომ ამის­თვის ბი­უ­ჯე­ტის თან­ხა იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ამის ალ­ბა­თო­ბა არ­სე­ბობს.

სო­ლი­დურ თან­ხებ­ზეა სა­უ­ბა­რი და ეს ფული სა­ი­დან უნდა მო­ი­ტა­ნონ, უბ­რა­ლოდ, გა­უ­გე­ბა­რია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ ბი­უ­ჯე­ტი­დან არ და­ფი­ნანსდე­ბა, სხვა წყა­რო­ე­ბი­დან უნდა მოხ­დეს ამის და­ფი­ნან­სე­ბა, ან გა­მო­დის, რომ უბ­რა­ლოდ, ბან­კებს უნდა წა­არ­თვან ეს ფული.

თუ სხვა წყა­რო­ე­ბი­დან მოხ­დე­ბა და­ფი­ნან­სე­ბა, სა­უ­ბა­რი იყო „ბანკ ქარ­თუ­ზე“ და ა.შ. ეს უკვე ამომ­რჩევ­ლის მოს­ყიდ­ვის აშ­კა­რა ნიშ­ნებს შე­ი­ცავს. რო­დე­საც კერ­ძო პირი სა­კუ­თა­რი თან­ხე­ბით ამ­ხე­ლა თან­ხებს ხარ­ჯავს 600 000 ადა­მი­ა­ნის გუ­ლის მო­სა­გე­ბად, აშ­კა­რად ამ ადა­მი­ანს სა­არ­ჩევ­ნო მო­ტი­ვა­ცია გაჩ­ნია, თან არის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი - მი­ზა­ნი არის ნა­თე­ლი, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში, არ­ჩევ­ნე­ბის მო­გე­ბის­თვი­საა ეს მი­მარ­თუ­ლი" - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ნატ­როშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

როგორ აფასებენ ვალების განულების ინიციატივას ექსპერტები

როგორ აფასებენ ვალების განულების ინიციატივას ექსპერტები

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. "შავ სიაში" მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. ინიციატივა პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საუბარია ჯამში მილიარდნახევარი ლარის განულებაზე.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში, პოლიტიკურ სპექტრში და სოციალურ ქსელში სხვადასხვა რეაქციები მოყვა. ინიციატივის მომხრეების მიიჩნევენ, რომ ის ადამიანები, ვისაც წლების განმავლობაში ახრჩობდა ვალები შვებით ამოისუნთქებენ, კრიტიკოსების თქმით კი, მთავრობა არ უნდა იხდიდეს კერძ მოქალაქეების დავალიანებას, რითაც არათანაბარ პირობებში აყენებს პატიოსან გადამხდელ ადამიანებს.

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" აღნიშნულ გადაწყვეტილებას უპრეცედენტოს უწოდებს.

ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი:

"ზოგადად, საბანკო სექტორში სამართლიანი წესების დამკვიდრებაზე საუბარი დიდი ხანია მიდის და ამ თემაზე ჯერ კიდევ მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრობის დროიდან საუბრობს. ეს იდეა ახალი არ არის და კარგია, რომ მისი განხორციელების კონკრეტული თარიღი დასახელდა.

ეს არის სამართლიანი წესების გაგრძელება და უმნიშვნელოვანესი ინიციატივა იმისათვის, რომ მოსახლების დიდ ნაწილი, დაახლოებით 600 ათასი ადამიანი, ვინც პრაქტიკულად ვერ მონაწილეობდა ეკონომიკურ პროცესებში, გააქტიურდნეს და სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ბანკებთან ურთიერთობა. მათი ჩართულობა ეკონომიკურ პროცესში მნიშვნელოვანია.

პირადად ჩემთვის, ეს არის პრობლემის მოგვარების სწორი გზა და ვფიქრობ, რომ მთავრობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტს ნაბიჯებს გადადგამს“, - განაცხადა გვიდიანმა.

საფინანსო ექსპერტი გოგიტა ცუცქირიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ქვეყანა ჭარბვალიანობაის წინაშე დადგა:

"აღნიშნული სამწუხარო რეალობის წინაშე, 2000-იან წლებში წარმოებულმა არასწორმა პოლიტიკამ და საბანკო-საფინანსო სფეროში არსებული რეგულაციების გაუქმებამ მიგვიყვანა. 2003-2012 წლებში წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი იყო როგორც საბანკო და საფინანსო სექტორებში რეგულაციების გაუქმება, ასევე მაღალი დოლარიზაციაც და სავაჭრო ბალანსის სარეკორდო დეფიციტი, რომელიც 2012 წლისათვის 5 მლრდ დოლარს ასცდა და ჩვენი ეკონომიკა დღემდე ვერ ამოსულა ამ კატასტროფული საგარეო მოწყვლადობიდან.

აღნიშნული ეკონომიკური პოლიტიკა ექსპორტის შემცირებით და იმპორტის სარეკორდო ზრდით ხასიათდებოდა, რასაც მართალია თან სდევდა მომსახურების სერვისების განვითარება, მაგრამ სამაგიეროდ, ადგილობრივი წარმოება სულს ღაფავდა.

საბანკო სექტორის, ფინანსური სექტორის მონოპოლისტად ქცევა, ფინანსური სექტორის სხვა მოთამაშეების და საფონდო ბაზრის ჩაძირვა, დღეს ასე პრობლემურად ქცეული "ჭარბვალიანობა" და კრედიტ ინფოს „შავი“ სიაც, არის სწორედ იმ ე.წ. დერეგულირებული ეკონომიკური პოლიტიკის ნეგატიური რეციდივი, რომელიც ასე პრობლემად არის ქცეული და დღემდე სერიოზულ ტვირთად აწევს ქართულ ეკონომიკას.

2007-2009 წლებში შეიცვალა საფონდო ბაზრის კანონმდებლობა და გააუქმდა საბანკო მომსახურებაზე არსებული ზედა პროცენტული ზღვარი, რამაც სათავე დაუდო საფონდო ბაზრის დეგრადაციას და საბანკო მონოპოლიზაციას, რამაც ერთი მხრივ, ეკონომიკაზე იმოქმედა ნეგატიურად და მეორე მხრივ, წარმოქმნა დავალიანება ასი ათასობით მსესხებლის (მოვალეთა რეესტრში 600 ათასამდე ადამიანია რეგისტრირებული) საბანკო და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების (მიკროსაფინანსო და ონლაინ გამსესხებელი ორგანიზაციების) და კერძო იპოთეკარების წინაშე და დღესაც მათი კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების დაკარგვის მაღალ რისკს ატარებს" - განაცხადა ექსპერტმა საბანკო და საფინანსო საკითხებში, გოგიტა ცუცქირიძემ.

მისივე შეფასებით, ძალიან კარგია, რომ ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დაკისრებული ვალების და მასზე დარიცხულ ჯარიმების გადახდას, გაუნულდეთ ეს დავალიანება.

კარგია, რომ ამ დავალიანების გადახდა არ ხდება ბიუჯეტის ხარჯზე და აქ სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც შეიძლება იქნას გამოყენებული. მაგალითად, თუ ეს სახელმწიფოს და საერთაშორისო დონორების მიერ შექმნილი ფონდის ან სპეციალური კერძო ფონდის მიერ განხორციელდება. ამას ახორციელებს "ქართუ ბანკი" და ეს იქნებოდა უპრეცედენტო შემთხვევა საერთაშორისო პრაქტიკისთვისაც კი.

როდესაც ვსაუბრობთ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე, მე მოვუწოდებ ყველას ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. მოგების ის მაღალი მარჟა, რომლითაც ისინი ოპერირებენ, ამის საშუალებას თავისუფლად იძლევა" - განაცხადა გოგიტა ცუცქირიძემ.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის თქმით, ინიციატივა კომერციული გადაწყვეტილებაა.

"ეს არის კომერციული გადაწყვეტილება - საფინანსო სექტორიდან ფონდი "ქართუ" ახდენს პორტფელის შეძენას. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობდა და ბანკების უმრავლესობასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რომ ამ ოპერაციაში ყველა ბანკის ჩართვა სრულად მოხდეს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყეტილება, ვინაიდან იგი ეხება საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანების საკრედიტო ვალდებულებიდან გათავისუფლებას, რაც გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა სისტემური რისკი ყოფილიყო.

აქედან გამომდინარე, ისეთი მნიშვნელოვანი იყო დიდი რაოდენობის პრობლემური ვალებიდან გათავისუფლება, რომ საკმაოდ კარგი გადაწყვეტილებაა. ეს სუფთად კომერციული ნაბიჯი იყო - ბანკებმა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა და ონლაინ-სესხების გამცემმა კომპანიებმა რეალიზაცია გაუკეთეს საკრედიტო პორტფელს, გაყიდეს სესხები ფონდ "ქართუზე".

ზოგადად, ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები იდგმება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საბანკო სექტორი სესხს ყიდის ფონდ "ქართუზე", - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

საკითხთან დაკავშირებით კეთდება პოლიტიკური შეფასებებიც, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინიციატივა მასში წინააღმდეგობრივ განცდებს იწვევს.

"ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით გამოთქმულ ინიციატივასთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი განცდები მიჩნდება. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მორალური უფლება, რომ ამ ინიციატივის ავტორს და დამფინანსებელს მადლობა არ გადავუხადოთ ამის გამო. რაც შეეხება ეკონომიკურ და პოლიტიკურ ლოგიკას, აქ, რა თქმა უნდა, სევდიანი განცდები ჩნდება. ეკონომიკური ლოგიკით ამ ტიპის ნაბიჯები მხოლოდ დამაზიანებელია, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, ვინაიდან საზოგადოებაში გარკვეულ უპასუხისმგებლობის განცდას აჩენს და სტიმულს აძლევს ახალი "შავი სიების" ფორმირების პროცესს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, ხუხაშვილის თქმით, ფონდ „ქართუს“ ქვეყანაში მრავალი წლის განმავლობაში გაკეთებული აქვს ძალიან ბევრი კარგი საქმე.

"სამწუხაროდ, ამჯერად ყველაფერი დაუკავშირდა პოლიტიკურ კონიუნქტურას და ამან, გარკვეულწილად, გააუფასურა ფონდის ტრადიციული საქმიანობა. ეს გულდასაწყვეტია. როდესაც ქველმოქმედება პოლიტიკის ნაწილი ხდება, ეს საზოგადოებაში ჯანსაღ განცდას არ ტოვებს და ამახინჯებს საზოგადოებრივ ცნობიერებას, უპასუხისმგებლობის შეგრძნებას იწვევს. ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ შეუძლიათ აკრიფონ ახალი ვალები.

არ გამოვრიცხავ, რომ ეს ვალები იგივე 600 000-მა ადამიანმა აიღოს, ვინაიდან მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ძალიან მალე ახალ, არანაკლებ მასშტაბურ "შავ სიას" მივიღებთ", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

არჩევნების წინ ამ საკითხის წამოწევით, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს ხედავს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო". ორგანიზაციის წარმომადგენელის, ლევან ნატროშვილის შეფასებით, საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს:

"ცალსახად, წინასაარჩევნო ინიციატივაა, ვინაიდან ეს ინიციატივა არც ბიუჯეტში ყოფილა ჩადებული, რომელიც პარლამენტს ოქტომბერში წარედგინა და არც აქამდე ყოფილა საუბარი კონკრეტულ რიცხვებზე, რომ ვიღაცას რაღაც ჩამოეწერებოდა.

შესაბამისად, საარჩევნო მოტივები გასაგებია, თან ბევრ ადამიანზე, 600 000-ზე მეტ პირზეა საუბარი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საარჩევნო მოტივებს. ამ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მოხდება ამ დავალიანების დაფარვა. ის, რომ ამისთვის ბიუჯეტის თანხა იქნას გამოყენებული, ამის ალბათობა არსებობს.

სოლიდურ თანხებზეა საუბარი და ეს ფული საიდან უნდა მოიტანონ, უბრალოდ, გაუგებარია. აქედან გამომდინარე, თუ ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება, სხვა წყაროებიდან უნდა მოხდეს ამის დაფინანსება, ან გამოდის, რომ უბრალოდ, ბანკებს უნდა წაართვან ეს ფული.

თუ სხვა წყაროებიდან მოხდება დაფინანსება, საუბარი იყო „ბანკ ქართუზე“ და ა.შ. ეს უკვე ამომრჩევლის მოსყიდვის აშკარა ნიშნებს შეიცავს. როდესაც კერძო პირი საკუთარი თანხებით ამხელა თანხებს ხარჯავს 600 000 ადამიანის გულის მოსაგებად, აშკარად ამ ადამიანს საარჩევნო მოტივაცია გაჩნია, თან არის პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი - მიზანი არის ნათელი, რომ ამ შემთხვევაში, არჩევნების მოგებისთვისაა ეს მიმართული" - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები