პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვივუსის" ე.წ. შავ სიაში მყოფ კლიენტებს დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ
"ვივუსის" ე.წ. შავ სიაში მყოფ კლიენტებს დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრ ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ე.წ. შავ სი­ა­ში მყოფ ონ­ლა­ინ­სეს­ხე­ბის კომ­პა­ნია „ვი­ვუ­სის“ კლი­ენ­ტებს და­ვა­ლი­ა­ნე­ბის ჩა­მო­წე­რა არ შე­ე­ხე­ბათ.

რო­გორც მა­ჭა­ვა­რი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, თა­ვად „ვი­ვუს­მა“ თქვა უარი ამ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე.

„ეს იყო “ვი­ვუ­სი”, რო­მელ­მაც ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რი მი­ზე­ზე­ბის გამო უარი გა­ნა­ცხა­და ამ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. მათ კლი­ენ­ტებს არ შე­ე­ხე­ბათ“, - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

ამას­თან, და­ვა­ლი­ა­ნე­ბა გა­უ­ნულ­დე­ბათ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი კრე­დი­ტე­ბის სი­ა­ში მყოფ იმ ადა­მი­ა­ნებ­საც, რო­მელ­თაც აღე­ბუ­ლი აქვთ ერ­თზე მეტი სეს­ხი და რო­მელ­თა ძირი თან­ხაც არ აღე­მა­ტე­ბა 2 000 ლარს. ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის თქმით, გა­ირ­კვა, რომ იმ 600 000 ადა­მი­ანს, რომ­ლებ­საც და­ვა­ლი­ა­ნე­ბა 31 დე­კემ­ბრამ­დე გა­უ­ნულ­დე­ბათ, სა­შუ­ა­ლოდ ორი სეს­ხი ჰქონ­და აღე­ბუ­ლი.

„გა­ირ­კვა, რომ ერთ ადა­მი­ანს სა­შუ­ა­ლოდ ორი სეს­ხი ჰქონ­და აღე­ბუ­ლი. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ვი­საც და­ვა­ლი­ა­ნე­ბა გა­უ­ნულ­დე­ბა არის 600 000, ხოლო აღე­ბუ­ლი სეს­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მი­ლი­ონ­ზე მე­ტია. შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­დის, რომ ერთ ადა­მი­ანს ჰქონ­და ორი სეს­ხი სხვა­დას­ხვა სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტში,“ - აღ­ნიშ­ნა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, სეს­ხის აღე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი შე­იც­ვა­ლა, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ არ­სე­ბუ­ლი დო­ზით ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მა ქვე­ყა­ნა­ში აღარ დად­გე­ბა. მი­სი­ვე თქმით, სა­ბან­კო და­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ბის ჩა­მო­წე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა არ ნიშ­ნავს, რომ მო­მა­ვალ­ში სეს­ხის გა­დახ­და არ მოხ­დეს და ამას არა­ვინ წა­ა­ხა­ლი­სე­ბას.

„უპა­სუ­ხის­მგებ­ლო დაკ­რე­დი­ტე­ბა იყო. არ ხდე­ბო­და ადა­მი­ა­ნე­ბის შე­მო­სავ­ლის შე­მოწ­მე­ბა. ხდე­ბო­და დრა­კო­ნუ­ლად დიდი ჯა­რი­მე­ბის და პრო­ცენ­ტე­ბის და­რი­ცხვა. შე­მო­ვი­და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და ამის შე­ზღუდ­ვა, რა­საც ჰქვია პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი დაკ­რე­დი­ტე­ბა. ეს არის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი. დღე­ი­დან ვერც სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი შეძ­ლე­ბენ ასე იო­ლად დაკ­რე­დი­ტე­ბას და ვერც ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი შეძ­ლე­ბენ ასე­თი სეს­ხე­ბის აღე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, სუფ­თა ფურ­ცლით იწყე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი და შემ­დგომ­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ორი­ვე მხა­რემ უნდა გა­ი­ზი­ა­როს - რო­გორც სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­მა, ისე მსეს­ხებ­ლებ­მა. ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა არ ნიშ­ნავს, რომ მო­მა­ვალ­ში სეს­ხის გა­დახ­და არ მოხ­დეს. ამას არა­ვინ წა­ა­ხა­ლი­სე­ბას.

ეს არის ერთჯე­რა­დი ფაქ­ტი, რო­მე­ლიც მიბ­მუ­ლია იმას­თან, რომ შე­იც­ვა­ლა თა­მა­შის წე­სე­ბი. მო­მა­ვა­ლი თა­მა­შის წე­სე­ბი გა­მო­რი­ცხავს ასე­თი დო­ზით ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბას. თუ ვინ­მე სა­მო­მავ­ლოდ მოხ­ვდე­ბა ე.წ. შავ სი­ა­ში, არ ნიშ­ნავს, რომ ვინ­მე მის მა­გივ­რად გა­და­იხ­დის. ეს უნდა იცო­დეს რო­გორც ჩვენ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ, ისე სა­ბან­კო სფე­რომ და ფი­ნან­სურ­მა ინ­სტი­ტუ­ტებ­მა“, - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

წა­ი­კი­თხეთ რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს "ვი­ვუ­სი"

00:00 / 00:00
ავტორი:

"ვივუსის" ე.წ. შავ სიაში მყოფ კლიენტებს დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ

"ვივუსის" ე.წ. შავ სიაში მყოფ კლიენტებს დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ე.წ. შავ სიაში მყოფ ონლაინსესხების კომპანია „ვივუსის“ კლიენტებს დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ.

როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, თავად „ვივუსმა“ თქვა უარი ამ პროგრამაში მონაწილეობაზე.

„ეს იყო “ვივუსი”, რომელმაც ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადა ამ პროგრამაში მონაწილეობაზე. მათ კლიენტებს არ შეეხებათ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, დავალიანება გაუნულდებათ გაფუჭებული კრედიტების სიაში მყოფ იმ ადამიანებსაც, რომელთაც აღებული აქვთ ერთზე მეტი სესხი და რომელთა ძირი თანხაც არ აღემატება 2 000 ლარს. ივანე მაჭავარიანის თქმით, გაირკვა, რომ იმ 600 000 ადამიანს, რომლებსაც დავალიანება 31 დეკემბრამდე გაუნულდებათ, საშუალოდ ორი სესხი ჰქონდა აღებული.

„გაირკვა, რომ ერთ ადამიანს საშუალოდ ორი სესხი ჰქონდა აღებული. იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც დავალიანება გაუნულდება არის 600 000, ხოლო აღებული სესხების რაოდენობა მილიონზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ ერთ ადამიანს ჰქონდა ორი სესხი სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტში,“ - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, სესხის აღების პროცედურები შეიცვალა, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებული დოზით ჭარბვალიანობის პრობლემა ქვეყანაში აღარ დადგება. მისივე თქმით, საბანკო დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშირებული ინიციატივა არ ნიშნავს, რომ მომავალში სესხის გადახდა არ მოხდეს და ამას არავინ წაახალისებას.

„უპასუხისმგებლო დაკრედიტება იყო. არ ხდებოდა ადამიანების შემოსავლის შემოწმება. ხდებოდა დრაკონულად დიდი ჯარიმების და პროცენტების დარიცხვა. შემოვიდა რეგულაციები და ამის შეზღუდვა, რასაც ჰქვია პასუხისმგებლიანი დაკრედიტება. ეს არის ამოსავალი წერტილი. დღეიდან ვერც საფინანსო ინსტიტუტები შეძლებენ ასე იოლად დაკრედიტებას და ვერც ფიზიკური პირები შეძლებენ ასეთი სესხების აღებას. შესაბამისად, სუფთა ფურცლით იწყება ეს ყველაფერი და შემდგომში პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა გაიზიაროს - როგორც საფინანსო ინსტიტუტებმა, ისე მსესხებლებმა. ეს ინიციატივა არ ნიშნავს, რომ მომავალში სესხის გადახდა არ მოხდეს. ამას არავინ წაახალისებას.

ეს არის ერთჯერადი ფაქტი, რომელიც მიბმულია იმასთან, რომ შეიცვალა თამაშის წესები. მომავალი თამაშის წესები გამორიცხავს ასეთი დოზით ჭარბვალიანობას. თუ ვინმე სამომავლოდ მოხვდება ე.წ. შავ სიაში, არ ნიშნავს, რომ ვინმე მის მაგივრად გადაიხდის. ეს უნდა იცოდეს როგორც ჩვენმა მოსახლეობამ, ისე საბანკო სფერომ და ფინანსურმა ინსტიტუტებმა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

წაიკითხეთ რა განცხადებას ავრცელებს "ვივუსი"

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები