საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გორში წლების წინ გაუჩინარებული ბავშვის დედა - 14 წელიწადია საშინელ მდგომარეობაში ვართ...
გორში წლების წინ გაუჩინარებული ბავშვის დედა - 14 წელიწადია საშინელ მდგომარეობაში ვართ...

გორ­ში კულ­ტუ­რი­სა და დას­ვე­ნე­ბის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცია, სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტებ­მა პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ის მო­ნი­შულ მო­ნაკ­ვეთ­ზე, ტე­რი­ტო­რი­ის სენ­სო­რუ­ლი ზე­და­პი­რუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სკა­ნე­რით უკვე ჩა­ა­ტა­რეს. 14 წლის წინ და­კარ­გუ­ლი ბავ­შვის, ზაქ­რო ბერ­ძნიშ­ვი­ლის დე­დის ხა­თუ­ნა რაზ­მა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სკა­ნე­რით მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­შიფვ­რა, სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს დას­რულ­დე­ბა.

„და­მა­ტე­ბით არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს, ვი­ცით ის, რომ სენ­სო­რუ­ლი სკა­ნე­რით მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­შიფვ­რა-და­მუ­შა­ვე­ბას და­ახ­ლო­ე­ბით ორი დღე დას­ჭირ­დე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ვა­რა­უ­დოდ დღეს უნდა იყოს გარ­კვე­უ­ლი შე­დე­გი. მო­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან უკვე აი­ღეს ის პა­ტა­რა სამ­ფე­რო­ვა­ნი დრო­შე­ბი, რომ­ლე­ბიც ოპე­რა­ტი­ულ სამ­ძებ­რო ღო­ნი­ძი­ე­ბე­ბის და­წყე­ბი­სას გა­ნა­თავ­სეს. თუმ­ცა, ისიც უნდა ით­ქვას, რომ პო­ლი­ცი­ის ერთ-ერთი ოპე­რა­ტი­უ­ლი ყვი­თე­ლი ლენ­ტი და­ე­მა­ტა ამ ად­გილ­ზე. იმე­დია, რა­ი­მე შე­დე­გი იქ­ნე­ბა. 14 წე­ლი­წა­დია ამ სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ და ახლა იმე­დი მოგ­ვე­ცა, რომ ცხე­დარს მა­ინც იპოვ­ნი­ან“, - ამ­ბობს „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ და­კარ­გუ­ლი ბავ­შვის დედა ხა­თუ­ნა რაზ­მა­ძე.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გორ­ში 9 წლის გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბულ­მა იაგო ნე­ბი­ე­რი­ძემ წლე­ბის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი კი­დევ ერთი ბავ­შვის ცხედ­რის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი აღი­ა­რა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ ად­გილს ეძე­ბენ. სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ბრალ­დე­ბუ­ლი იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე გორ­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტის­თვის ჩა­იყ­ვა­ნეს.

11 წლის ზაქ­რო ბერ­ძნიშ­ვი­ლი გორ­ში, 2004 წლის 1-ელ ნო­ემ­ბერს გა­უ­ჩი­ნარ­და. ოჯახს უც­ნობ­მა პი­რებ­მა გა­მო­სას­ყი­დი მოს­თხო­ვეს. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ზაქ­რო ბერ­ძნიშ­ვი­ლის საქ­მე­ში ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის ბრალ­დე­ბით იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე იხ­დი­და სას­ჯელს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

გორში წლების წინ გაუჩინარებული ბავშვის დედა - 14 წელიწადია საშინელ მდგომარეობაში ვართ...

გორში წლების წინ გაუჩინარებული ბავშვის დედა - 14 წელიწადია საშინელ მდგომარეობაში ვართ...

გორში კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე სამხარაულის ექსპერტ-კრიმინალისტების ინფორმაცია, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. ექსპერტ-კრიმინალისტებმა პარკის ტერიტორიის მონიშულ მონაკვეთზე, ტერიტორიის სენსორული ზედაპირული დათვალიერება სპეციალური სკანერით უკვე ჩაატარეს. 14 წლის წინ დაკარგული ბავშვის, ზაქრო ბერძნიშვილის დედის ხათუნა რაზმაძის განცხადებით, სკანერით მოპოვებული ინფორმაციის გაშიფვრა, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება.

„დამატებით არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, ვიცით ის, რომ სენსორული სკანერით მოპოვებული ინფორმაციის გაშიფვრა-დამუშავებას დაახლოებით ორი დღე დასჭირდებოდა. შესაბამისად, სავარაუდოდ დღეს უნდა იყოს გარკვეული შედეგი. მონიშნული ტერიტორიიდან უკვე აიღეს ის პატარა სამფეროვანი დროშები, რომლებიც ოპერატიულ სამძებრო ღონიძიებების დაწყებისას განათავსეს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიციის ერთ-ერთი ოპერატიული ყვითელი ლენტი დაემატა ამ ადგილზე. იმედია, რაიმე შედეგი იქნება. 14 წელიწადია ამ საშინელ მდგომარეობაში ვართ და ახლა იმედი მოგვეცა, რომ ცხედარს მაინც იპოვნიან“, - ამბობს „ინტერპრესნიუსთან“ დაკარგული ბავშვის დედა ხათუნა რაზმაძე.

არსებული ინფორმაციით, გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ წლების წინ გაუჩინარებული კიდევ ერთი ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელი აღიარა და სამართალდამცავები სწორედ აღნიშნულ ადგილს ეძებენ. სამძებრო ღონისძიების ფარგლებში, ბრალდებული იაგო ნებიერიძე გორში საგამოძიებო ექსპერიმენტისთვის ჩაიყვანეს.

11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი გორში, 2004 წლის 1-ელ ნოემბერს გაუჩინარდა. ოჯახს უცნობმა პირებმა გამოსასყიდი მოსთხოვეს. გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის საქმეში ფულის გამოძალვის ბრალდებით იაგო ნებიერიძე იხდიდა სასჯელს.

ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ირაკლი ღლონტს ბრალი წარედგინა

"თვალთვალი, არაადეკვატური სატელეფონო ზარები..." - რა ინფორმაცია მიაწოდეს ომბუდსმენს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა და "ემპათიის" დირექტორმა

გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა - მოსამართლემ ბრალდებული წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა