პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მილიარდნახევარ ლარს, რომელიც "შავ სიაში" მყოფ 600 000 პირს ჩამოეწერება, სრულად ფარავს ფონდი „ქართუ“ - ფინანსთა მინისტრი
მილიარდნახევარ ლარს, რომელიც "შავ სიაში" მყოფ 600 000 პირს ჩამოეწერება, სრულად ფარავს ფონდი „ქართუ“ - ფინანსთა მინისტრი

მი­ლი­არ­დნა­ხე­ვარ ლარს, რო­მე­ლიც ე.წ. შავ სი­ა­ში მყო­ფი 600 000 მო­ქა­ლა­ქეს უნდა ჩა­მო­ე­წე­როს, სრუ­ლად ფა­რავს და ყი­დუ­ლობს ფონ­დი „ქარ­თუ“, - ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ეს 600 000 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ყო­ფი­ლია შემ­დე­გი კრი­ტე­რი­უ­მით: ვი­საც ერთ წელ­ზე მეტი ხან­დაზ­მუ­ლი გა­და­უხ­დე­ლი ვალი აქვს 2000 ლა­რამ­დე.

„ჯერ კი­დევ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრო­ბის დროს ბახ­ტა­ძემ წა­მოჭ­რა ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მა, რად­გან ის არის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი სი­ღა­რი­ბის კონ­ტრი­ბუ­ცი­ა­ში. და­ახ­ლო­ე­ბით 700 000-მდე იყო ე.წ. შავ სი­ა­ში. ეს არის შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მე­სა­მე­დი, რო­მე­ლიც გა­მო­თი­შუ­ლი იყო ეკო­ნო­მი­კურ ცხოვ­რე­ბას და არა­ნა­ი­რი მო­ტი­ვა­ცია არ ჰქონ­დათ ამ ადა­მი­ა­ნებს მო­ე­ძებ­ნათ სამ­სა­ხუ­რი. ვა­ლის ეს ბორ­კი­ლი ხელს უშ­ლი­დათ ჩარ­თუ­ლიყ­ვნენ ეკო­ნო­მი­კურ აქ­ტი­ვო­ბა­ში. ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო დაკ­რე­დი­ტე­ბამ ანუ ყვე­ლა ტი­პის სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტი ძა­ლი­ან იო­ლად და შე­უ­მოწ­მებ­ლად იძ­ლე­ო­და კრე­დი­ტებს, იყო დიდი ჯა­რი­მე­ბი, დიდი პრო­ცენ­ტი, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ვერ იხ­დი­და და იმ­დე­ნად დიდი იყო ჯა­რი­მე­ბი და პრო­ცენ­ტე­ბი, რომ მა­ინც მომ­გე­ბი­ა­ნი საქ­მე იყო. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბი­სას ბახ­ტა­ძემ არა­ერ­თხელ თქვა, რომ ამ პრობ­ლე­მას უნდა მი­ხედ­ვა. ამ ნა­ბიჯს ვერ გა­დავ­დგამ­დით, თუ არა ფონ­დი “ქარ­თუ”, რო­მელ­მაც სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ამ პრობ­ლე­მის სიმწვა­ვე და რო­გორც ყო­ველ­თვის და­უდ­გა გვერ­დში ჩვენს ქვე­ყა­ნას ამ პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად. ბან­კებ­თან და სხვა სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­თან (ე.წ. ონ­ლა­ინ­სეს­ხე­ბის კომ­პა­ნი­ებ­თან) ჩა­ტარ­და რამ­დე­ნი­მე რა­უნ­დი მო­ლა­პა­რა­კე­ბის“, - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს
ავტორი:

მილიარდნახევარ ლარს, რომელიც "შავ სიაში" მყოფ 600 000 პირს ჩამოეწერება, სრულად ფარავს ფონდი „ქართუ“ - ფინანსთა მინისტრი

მილიარდნახევარ ლარს, რომელიც "შავ სიაში" მყოფ 600 000 პირს ჩამოეწერება, სრულად ფარავს ფონდი „ქართუ“ - ფინანსთა მინისტრი

მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს 600 000 ადამიანი გამოყოფილია შემდეგი კრიტერიუმით: ვისაც ერთ წელზე მეტი ხანდაზმული გადაუხდელი ვალი აქვს 2000 ლარამდე.

„ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს ბახტაძემ წამოჭრა ჭარბვალიანობის პრობლემა, რადგან ის არის შემაფერხებელი ფაქტორი ეკონომიკის განვითარებისთვის და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სიღარიბის კონტრიბუციაში. დაახლოებით 700 000-მდე იყო ე.წ. შავ სიაში. ეს არის შრომისუნარიანი მოსახლეობის მესამედი, რომელიც გამოთიშული იყო ეკონომიკურ ცხოვრებას და არანაირი მოტივაცია არ ჰქონდათ ამ ადამიანებს მოეძებნათ სამსახური. ვალის ეს ბორკილი ხელს უშლიდათ ჩართულიყვნენ ეკონომიკურ აქტივობაში. ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა უპასუხისმგებლო დაკრედიტებამ ანუ ყველა ტიპის საფინანსო ინსტიტუტი ძალიან იოლად და შეუმოწმებლად იძლეოდა კრედიტებს, იყო დიდი ჯარიმები, დიდი პროცენტი, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ იხდიდა და იმდენად დიდი იყო ჯარიმები და პროცენტები, რომ მაინც მომგებიანი საქმე იყო. პრემიერ-მინისტრობისას ბახტაძემ არაერთხელ თქვა, რომ ამ პრობლემას უნდა მიხედვა. ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდით, თუ არა ფონდი “ქართუ”, რომელმაც სრულად გაიზიარა ამ პრობლემის სიმწვავე და როგორც ყოველთვის დაუდგა გვერდში ჩვენს ქვეყანას ამ პრობლემის გადასაჭრელად. ბანკებთან და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან (ე.წ. ონლაინსესხების კომპანიებთან) ჩატარდა რამდენიმე რაუნდი მოლაპარაკების“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

LIVE: "პალიტრანიუსის" სპეციალური გამოშვება - გიორგი შაქარაშვილის საქმე

ოქრიაშვილის მხარდაჭერის გამო დმანისის მერი "ქართული ოცნების" რიგებიდან გარიცხეს

"აშანტაჟებენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და მისთვის 5 მლნ დოლარის გამოძალვას ცდილობდნენ" - ენზელ მკოიანის ადვოკატი