ავტორი:

"მიმოწერაში ჩანს, როგორ უთანაგრძნობს მაჩალიკაშვილი თვითმკვლელ ტერორისტებს..." - კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი პანკისის სპეცოპერაციაზე

"მიმოწერაში ჩანს, როგორ უთანაგრძნობს მაჩალიკაშვილი თვითმკვლელ ტერორისტებს..." - კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი პანკისის სპეცოპერაციაზე

გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიმაკაძე აცხადებს, რომ "ხელყუმბარაზე დაფიქსირებულია მაჩალიკაშვილის დნმ-ის კვალი".

ჩიმაკაძე პანკისის ხეობაში, გასული წლის დეკემბერში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრობს და ამ კონტექსტში ექსპერტიზის დასკვნაზე ამახვილებს ყურადღებას.

"ხელყუმბარაზე ნანახი თითის ანაბეჭდი მართლაც არ იყო საკმარისი პირის იდენტიფიცირებისთვის, თუმცა იმავე ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ხელყუმბარაზე აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა, რომელიც მაჩალიკაშვილის იდენტურია...

ხელყუმბარაზე დაფიქსირებულია მაჩალიკაშვილის დნმ-ის კვალი. როგორც უკვე გითხარით, გამოძიება დასრულებული არ არის და ამიტომ საქმესთან დაკავშირებით, კითხვას ვერ ვუპასუხებ“, - აცხადებს ჩიმაკაძე.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, სატელეფონო მიმოწერების აღდგენით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტებს უთანაგრძნობდა და თავადაც გამოხატავდა მზადყოფნას მათ დასახმარებლად.

"საფუძვლიანი მტკიცებულებები რომ არ გვქონოდა, სასამართლო არ მიიღებდა ბინების ჩხრეკის განჩინებას. მტკიცებულებების განსაზღვრულ ნაწილზე უკვე ვისაუბრე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იყო მაჩალიკაშვილის სახელზე გამოგზავნილი ფულადი გზავნილები, მობილური ტელეფონის საგარანტიო ფურცლები, ასევე ჩატაევის მიერ მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ ნომერზე განხორციელებული ზარი.

ასევე კოლეგების დახმარებით მოვახერხეთ სატელეფონო მიმოწერის აღდგენა, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ თანაუგრძნობს მაჩალიკაშვილი თვითმკვლელ ტერორისტებს და თითქოს ისიც მზად არის გარკვეულ ეტაპზე მსგავსი ქმედება თავადაც ჩაიდინოს... წაიკითხეთ ვრცლად

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს