პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბინა ვერ გამოვისყიდე, ისევ ბანკის ვალს ვიხდი..." - ზურა დოიჯაშვილი ემიგრაციაში ისრაელში წავიდა
"ბინა ვერ გამოვისყიდე, ისევ ბანკის ვალს ვიხდი..." - ზურა დოიჯაშვილი ემიგრაციაში ისრაელში წავიდა

მომ­ღე­რა­ლი ზურა დო­ი­ჯაშ­ვი­ლი, ბოლო პე­რი­ოდ­ში, საკ­მა­ოდ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა - ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა და მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი ჩა­ი­ტა­რა. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა ბან­კის­გან აქვს და­ყა­და­ღე­ბუ­ლი და საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ თან­ხას თუ არ გა­და­იხ­დის, გა­მო­დის, ქუ­ჩა­ში რჩე­ბა. სწო­რედ ამის გამო ზუ­რამ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და ემიგ­რა­ცი­ა­ში ის­რა­ელ­ში წა­ვი­და.

ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში მომ­ღე­რა­ლი ის­რა­ელ­ში გა­დას­ვლი­სა და იქა­უ­რი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს:

"თბი­ლი­სის ძველ უბან­ში, ვერ­ცხლის ქუ­ჩა­ზე და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. ამ უბანს ადრე ებ­რა­ე­ლე­ბის უბანს ეძახ­დნენ. ბევ­რი ებ­რა­ე­ლი წა­ვი­და ის­რა­ელ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად და მათ­თან კონ­ტაქ­ტი დღემ­დე არ გა­მი­წყვე­ტია. ახლა, როცა აქ ჩა­მო­ვე­დი, ბევ­რი მათ­გა­ნი და მათ შო­რის, ილო ბა­ა­ზო­ვი, სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ყო­ფი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე, დამ­ხვდა და გვერ­დით მიდ­გა­ნან.

მახ­სოვს, უბან­ში, თით­ქმის ყვე­ლა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და და ერ­თმა­ნეთ­თან ყვე­ლას სა­ოც­რად თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­და. ის თბი­ლი­სი მე­ნატ­რე­ბა. ადრე, შვი­ლებს სწი­რავ­დნენ ქე­ყა­ნას, ახლა კი უკა­ნა­ლებს აჩ­ვე­ნე­ბენ. ამის ყუ­რე­ბა მი­ჭირს. ჩემი თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ერთი დღეც რომ არ გა­ვი­ა­რო ფე­ხით, ცუ­დად ვხდე­ბი, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბამ ასე მო­ი­ტა­ნა და ახლა ის­რა­ელ­ში მი­წევს ემიგ­რან­ტად ცხოვ­რე­ბა. ოჯახს, საქ­მეს, ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბას სჭირ­დე­ბა ასე და სხვა გზა არ მაქვს. ადრე, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, და­ახ­ლო­ე­ბით სამი წელი, რუ­სეთ­შიც მი­წევ­და ცხოვ­რე­ბა და მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ახლა ის­რა­ელ­ში ჩა­მო­ვე­დი. აქ ვი­ცხოვ­რებ და ვიმ­ღე­რებ. იმე­დია, ცოტა ფეხ­ზე წა­მოვ­დგე­ბი.

ახლა თელ-ავივ­თან ახ­ლოს ვცხოვ­რობ. ვიმ­ღე­რებ რეს­ტო­რან­ში, წვე­უ­ლე­ბებ­ზე, მივ­ხე­დავ ჩემს ოჯახს და ჯან­მრთე­ლო­ბას, მი­ვი­ღებ ორ­მაგ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას და მერე, აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბი.

- ბან­კის­გან ბინა გქონ­და და­ყა­და­ღე­ბუ­ლი, ის გა­მო­ის­ყი­დე და ისე წახ­ვე­დი?

- არა, ჯერ ვერ გა­მო­ვის­ყი­დე და ისევ ბან­კის ვალს ვიხ­დი. აქ ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს, მეხ­მა­რე­ბი­ან. ჩავ­წერ სიმ­ღე­რებს, რეს­ტო­რან­ში და­ვი­წყებ მუ­შა­ო­ბას და იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვა. ისე ვი­ცხოვ­რე, ფუ­ლის მონა არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. უბ­რა­ლოდ, ფაქ­ტია, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო მო­მი­წია ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლა. არა­ვის არა­ფერს ვაბ­რა­ლებ, ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ბრა­ლია. თი­ლის­მად, მა­მა­ოს ნა­ჩუ­ქა­რი ხის ჯვა­რი მაქვს წა­მო­ღე­ბუ­ლი, მას სულ ვა­ტა­რებ, მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, დღეს ცო­ცხა­ლი რომ ვარ და ის და­მი­ცავს.

- ვის­თან ერ­თად წახ­ვე­დი და სად ცხოვ­რობ?

- მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად ვარ. სულ რამ­დე­ნი­მე დღეა, ჩა­მო­ვე­დი, ბინა ვი­ქი­რა­ვეთ და მალე გა­და­ვალ სა­ცხოვ­რებ­ლად. კი ვარ სა­ქარ­თვე­ლო­დან შორს, მაგ­რამ ცოტა დავ­მშვიდ­დი. ტე­ლე­ვი­ზორს რომ ჩავ­რთავ, მშვი­დად ვარ, სულ პო­ლი­ტი­კა, გი­ნე­ბა და აყალ­მა­ყა­ლი რომ არ მეს­მის. სა­ქარ­თვე­ლო­დან არ­სად გავ­ქცე­ულ­ვარ. მინ­და, ოჯა­ხი ვარ­ჩი­ნო და კარ­გად მყავ­დეს. ყვე­ლა ემიგ­რან­ტი თა­ვის ოჯა­ხის­თვის წვა­ლობს და მეც ასე მო­მი­წია.

სახ­ლში ხომ არ დავ­ჯდე­ბო­დი და და­ვე­ლო­დე­ბო­დი, ვინ რას მომ­ცემ­და? როცა ავად გავ­ხდი, ბევ­რმა უც­ნობ­მა ადა­მი­ან­მა გად­მო­მი­რი­ცხა თან­ხა და გპირ­დე­ბით, ყვე­ლას "ამოვ­ქე­ქავ" და ვალს ას­მა­გად გა­და­ვუხ­დი!

ანი რე­ვია, ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"ბინა ვერ გამოვისყიდე, ისევ ბანკის ვალს ვიხდი..." - ზურა დოიჯაშვილი ემიგრაციაში ისრაელში წავიდა

"ბინა ვერ გამოვისყიდე, ისევ ბანკის ვალს ვიხდი..." - ზურა დოიჯაშვილი ემიგრაციაში ისრაელში წავიდა

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი, ბოლო პერიოდში, საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა - ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა და მკურნალობის კურსი ჩაიტარა. საცხოვრებელი ბინა ბანკისგან აქვს დაყადაღებული და საკმაოდ სოლიდურ თანხას თუ არ გადაიხდის, გამოდის, ქუჩაში რჩება. სწორედ ამის გამო ზურამ საქართველო დატოვა და ემიგრაციაში ისრაელში წავიდა.

ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში მომღერალი ისრაელში გადასვლისა და იქაური გეგმების შესახებ საუბრობს:

"თბილისის ძველ უბანში, ვერცხლის ქუჩაზე დავიბადე და გავიზარდე. ამ უბანს ადრე ებრაელების უბანს ეძახდნენ. ბევრი ებრაელი წავიდა ისრაელში საცხოვრებლად და მათთან კონტაქტი დღემდე არ გამიწყვეტია. ახლა, როცა აქ ჩამოვედი, ბევრი მათგანი და მათ შორის, ილო ბააზოვი, სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე, დამხვდა და გვერდით მიდგანან.

მახსოვს, უბანში, თითქმის ყველა ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა და ერთმანეთთან ყველას საოცრად თბილი ურთიერთობა ჰქოდა. ის თბილისი მენატრება. ადრე, შვილებს სწირავდნენ ქეყანას, ახლა კი უკანალებს აჩვენებენ. ამის ყურება მიჭირს. ჩემი თბილისის ქუჩებში ერთი დღეც რომ არ გავიარო ფეხით, ცუდად ვხდები, მაგრამ ცხოვრებამ ასე მოიტანა და ახლა ისრაელში მიწევს ემიგრანტად ცხოვრება. ოჯახს, საქმეს, ჩემს ჯანმრთელობას სჭირდება ასე და სხვა გზა არ მაქვს. ადრე, გარკვეული პერიოდი, დაახლოებით სამი წელი, რუსეთშიც მიწევდა ცხოვრება და მუშაობა, მაგრამ ახლა ისრაელში ჩამოვედი. აქ ვიცხოვრებ და ვიმღერებ. იმედია, ცოტა ფეხზე წამოვდგები.

ახლა თელ-ავივთან ახლოს ვცხოვრობ. ვიმღერებ რესტორანში, წვეულებებზე, მივხედავ ჩემს ოჯახს და ჯანმრთელობას, მივიღებ ორმაგ მოქალაქეობას და მერე, აუცილებლად დავბრუნდები.

- ბანკისგან ბინა გქონდა დაყადაღებული, ის გამოისყიდე და ისე წახვედი?

- არა, ჯერ ვერ გამოვისყიდე და ისევ ბანკის ვალს ვიხდი. აქ ბევრი მეგობარი მყავს, მეხმარებიან. ჩავწერ სიმღერებს, რესტორანში დავიწყებ მუშაობას და იმედია, ყველაფერი გამოვა. ისე ვიცხოვრე, ფულის მონა არასდროს ვყოფილვარ. უბრალოდ, ფაქტია, ფინანსური პრობლემების გამო მომიწია ემიგრაციაში წასვლა. არავის არაფერს ვაბრალებ, ყველაფერი ჩემი ბრალია. თილისმად, მამაოს ნაჩუქარი ხის ჯვარი მაქვს წამოღებული, მას სულ ვატარებ, მისი დამსახურებაა, დღეს ცოცხალი რომ ვარ და ის დამიცავს.

- ვისთან ერთად წახვედი და სად ცხოვრობ?

- მეუღლესთან და შვილთან ერთად ვარ. სულ რამდენიმე დღეა, ჩამოვედი, ბინა ვიქირავეთ და მალე გადავალ საცხოვრებლად. კი ვარ საქართველოდან შორს, მაგრამ ცოტა დავმშვიდდი. ტელევიზორს რომ ჩავრთავ, მშვიდად ვარ, სულ პოლიტიკა, გინება და აყალმაყალი რომ არ მესმის. საქართველოდან არსად გავქცეულვარ. მინდა, ოჯახი ვარჩინო და კარგად მყავდეს. ყველა ემიგრანტი თავის ოჯახისთვის წვალობს და მეც ასე მომიწია.

სახლში ხომ არ დავჯდებოდი და დაველოდებოდი, ვინ რას მომცემდა? როცა ავად გავხდი, ბევრმა უცნობმა ადამიანმა გადმომირიცხა თანხა და გპირდებით, ყველას "ამოვქექავ" და ვალს ასმაგად გადავუხდი!

ანი რევია, ჟურნალი "თბილისელები"

"იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყო..." - როგორი დედა იყო ინოლა გურგულია და რატომ სურდა, ია შუღლიაშვილი მსახიობი გამხდარიყო

როგორ ულოცავენ რჩეულ მამაკაცებს ვალენტინობას ცნობილი ქართველი ქალები - ფოტოები

"ყველა დამნაშავედ უნდა ვგრძნობდეთ თავს, ნოსტალგიამ მოუღო ბოლო, უნდოდა სამშობლოში დაბრუნებულიყო" - როგორ იხსენებენ და რას ყვებიან ზურა დოიჯაშვილზე ცნობილი მეგობრები