საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კლიენტების გაკოტრების ახალი ქართულ-ამერიკული პირამიდა: ,,ფორვარდერი“ და ,,ატლანტიკ ექსპრესი“ დაზარალებულ ავტომფლობელებს უსახლკაროდ ტოვებენ (R)
კლიენტების გაკოტრების ახალი ქართულ-ამერიკული პირამიდა: ,,ფორვარდერი“ და ,,ატლანტიკ ექსპრესი“ დაზარალებულ ავტომფლობელებს უსახლკაროდ ტოვებენ (R)

უკა­ნას­კნე­ლი 20 წლის ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სის­თვის ფი­ნან­სუ­რი პი­რა­მი­დე­ბი არ­ცთუ უცხო ხილი იყო, რომ­ლის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი დღემ­დე სა­სა­მარ­თლო-სა­სა­მარ­თლო და­დის და სა­მარ­თა­ლი ვერ უპო­ვი­ათ. ასეთ ფი­ნან­სურ პი­რა­მი­დას აგებ­და ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია "ფორ­ვარ­დე­რი“ ამე­რი­კულ-რუ­სულ კომ­პა­ნია "ატ­ლან­ტიკ ექ­სპრეს­თან“ ერ­თად კავ­კა­სი­ურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბა­ზარ­ზე, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ მალე, რამ­დე­ნი­მე თვე­ში ჩა­მო­ი­შა­ლა, თუმ­ცა მო­ას­წრო და სო­ლი­დუ­რად და­ა­ზა­რა­ლა არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი, სო­მე­ხი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი დი­ლე­რე­ბიც.

"ფორ­ვარ­დე­რის“ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის“ სა­ავდრო ღრუბ­ლე­ბი მა­შინ შე­ი­ყა­რა, რაც კომ­პა­ნი­ა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­სა­ძე­ნი თან­ხე­ბის გა­და­რი­ცხვის შემ­დეგ, დათ­ქმულ­ზე კარ­გა მეტი დრო გა­ვი­და და ნა­ყი­დი მან­ქა­ნე­ბი მე­პატ­რო­ნე­ებს არა და არ ჩა­ბარ­დათ. "ფორ­ვარ­დე­რის“ კლი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ პორ­ტებ­ში შე­მო­სუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის მო­ლო­დინ­ში დღე-დღე­ზე იყ­ვნენ, მათ­თვის სრუ­ლი­ად უცხო კომ­პა­ნია "ატ­ლან­ტიკ ექ­სპრე­სი“ უკავ­შირ­დე­ბო­და და ავ­ტო­მო­ბი­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 10%-ს და­მა­ტე­ბით გა­დახ­დას სთხოვ­და. გაკ­ვირ­ვე­ბულ კლი­ენ­ტებს ტე­ლე­ფო­ნით იმა­საც ატყო­ბი­ნე­ბენ, რომ თუ ამ თან­ხის გა­დახ­დას მფლო­ბე­ლე­ბი ან არ ვერ შეძ­ლე­ბენ, მათი მან­ქა­ნა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ი­ყი­დე­ბო­და და უკვე გა­დახ­დი­ლი თან­ხაც უკ­ვა­ლოდ და­ე­კარ­გე­ბო­დათ.

ის ვინც იკი­თხავ­და, რაში და ვის უხ­დიდ­ნენ და­მა­ტე­ბით თან­ხებს, რო­მელ­ზეც სა­უ­ბა­რი არც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ყო­ფი­ლა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და არც კერ­ძო სა­უ­ბარ­ში",ატ­ლან­ტიკ ექ­სპრე­სი“ მოკ­ლედ პა­სუ­ხობ­და, რომ ქარ­თულ "ფორ­ვარ­დერს“ ამე­რი­კუ­ლი "ატ­ლან­ტიკ ექ­სპრე­სის“ და­ვა­ლი­ა­ნე­ბა ჰქონ­და, ამავდრო­უ­ლად, „ფორ­ვარ­დე­რი“ სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს ამ­ტკი­ცებ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბულ სქე­მას წა­ა­გავ­და.

დღემ­დე რამ­დე­ნი კლი­ენ­ტი და­ა­ზა­რა­ლეს ამ კომ­პა­ნი­ებ­მა, ზუს­ტად არა­ვინ იცის. "ფორ­ვარ­დე­რის“ ის­ტო­რია ქარ­თულ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბა­ზარ­ზე ჯერ კი­დევ 6 წლის წინ და­ი­წყო. მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებ-გვერ­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ, პო­ტენ­ცი­ურ კლი­ენ­ტებს დღემ­დე ატყო­ბი­ნებს, რომ: „კომ­პა­ნია "ფორ­ვარ­დერ­მა, 2012 წლი­დან დღემ­დე, არა­ერ­თხელ ასა­ხე­ლა სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს მას­შტა­ბით. მისი შე­დე­გე­ბია: კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა, კო­რექ­ტუ­ლო­ბა და კე­თი­ლი ნება, „რთულ“ კლი­ენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბის, კონ­ფლიქ­ტე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბი­სა და მათი მაქ­სი­მა­ლუ­რად წარ­მა­ტე­ბით მოგ­ვა­რე­ბის უნა­რი“ - ამ ჯილ­დო­ე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბაც ნა­თე­ლია, მათი „მი­ღე­ბა“ რა­მო­დე­ნი­მე ათა­სი დო­ლა­რის სა­ნაც­ვლო­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

კონ­ფლიქ­ტე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის რა მო­გახ­სე­ნოთ, კონ­ფლიქ­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბა კი 6 წლის კომ­პა­ნი­ა­ში ჯერ კი­დევ მა­შინ და­ი­წყო, რაც ია­პო­ნუ­რი მან­ქა­ნე­ბის იმ­პორ­ტი, რო­გორც მარ­ჯვე­ნა სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­სა, ქარ­თულ­მა კა­ნონ­მდებ­ლო­ბამ შე­ზღუ­და და "ფორ­ვარ­დერ­მა“, გა­დარ­ჩე­ნის მიზ­ნით, ბიზ­ნე­სი ამე­რი­კა­ში გა­და­ი­ტა­ნა. "შე­საძ­ლებ­ლო­ბა­თა ქვე­ყა­ნა­ში“, ღია ბა­ზარ­ზე სა­კუ­თა­რი ფა­სი­თა და რიგი პრო­დუქ­ტე­ბით შე­სულ კომ­პა­ნი­ას გა­უ­ჭირ­და. "ფორ­ვარ­დერს“ არც ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გა­აჩ­ნდა, რო­მე­ლიც ამე­რი­კი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მან­ქა­ნე­ბის ჩა­მო­საყ­ვა­ნად იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ამი­ტომ, ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია - „ატ­ლან­ტიკ ექ­სპრესს“ გა­უ­რიგ­და.

ამე­რი­კი­დან იმ­პორ­ტის ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ცია გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი აღ­მოჩ­ნდა. ია­პო­ნუ­რი ბაზ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, აქ "ფორ­ვარ­დე­რი“ ექ­სკლუ­ზი­უ­რი ბე­ნე­ფი­ტე­ბით ვერ სარ­გებ­ლობ­და. ამი­ტო­მაც, მო­უ­წია კავ­კა­სი­ურ ბა­ზარ­ზე კლი­ენ­ტე­ბის­თვის არა­რი­ზო­ნუ­ლად და­ბა­ლი ტა­რი­ფის შე­თა­ვა­ზე­ბა, რაც მას მო­მა­ვალ­ში სე­რი­ო­ზულ ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნი­და. გათ­ვლა მარ­ტი­ვი იყო: "ფორ­ვარ­დე­რის“ შე­თა­ვა­ზე­ბა კლი­ენ­ტის­თვის იმ­დე­ნად მომ­გე­ბი­ა­ნი იყო და ფასი იმ­დე­ნად დემ­პინ­გუ­რი, რომ დამ­კვე­თე­ბი სხვა კომ­პა­ნი­ე­ბი­და­ნაც მო­ე­ზი­დათ და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფი­ნან­სუ­რი პი­რა­მი­და აე­გოთ: მე­ტია კლი­ენ­ტი, მე­ტია შე­მო­სა­ვა­ლი, მარ­თა­ლია ტა­რი­ფი არა­გო­ნივ­რუ­ლად და­ბა­ლი იყო და ის ვერ ფა­რავ­და მომ­სა­ხუ­რე­ბის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბას. მარ­თა­ლია "ფორ­ვარ­დე­რის“ ასე­თი არას­წო­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი გათ­ვლე­ბით ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ბევრ პა­ტი­ო­სან სატ­რან­სპორ­ტო ფირ­მას შე­ექ­მნა პრობ­ლე­მა, მაგ­რამ ფორ­ვარ­დე­რის მი­ზა­ნი ძალ­ზე მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი იყო: "გავ­ქა­ჩავთ“ მა­ნამ, სა­ნამ "გავ­ქა­ჩავთ“!

და დად­გა დღე, რო­დე­საც "ვე­ღარ გა­ქა­ჩეს.“

პირ­ველ ეტაპ­ზე, თით­ქოს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დი­ო­და „ატ­ლან­ტიკ ექ­სპრე­სი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­მო­ბი­ლებს გზავ­ნი­და, ტრას­პორ­ტი­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას კი სა­ზღვაო ხა­ზებს მხო­ლოდ მა­შინ უხ­დი­და, როცა მან­ქა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პორ­ტებ­ში შე­მო­ვი­დოდ­ნენ.

რო­გორც ჩანს, გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბი იმა­ზე მეტი დაგ­როვ­და, რომ­ლის გა­და­ხის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც ამ კო­ა­ლი­ცი­ას გა­აჩ­ნდა. არას­წორ­მა ფი­ნან­სურ­მა მე­ნე­ჯმენ­ტმა კომ­პა­ნი­ე­ბი აი­ძუ­ლა ერთი მან­ქა­ნის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის თან­ხა (რო­მე­ლიც წი­ნას­წარ­ვე ჰქონ­და და­ხარ­ჯუ­ლი) სხვა ავ­ტო­მო­ბი­ლის თან­ხით გა­და­ე­ფა­რა. ვა­ლე­ბი დღი­თი დღე გროვ­დე­ბო­და... მალე კომ­პა­ნია ფი­ნან­სუ­რი კრა­ხის პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნდა.

„ატ­ლან­ტიკ ექ­სპრე­სი“ მიხ­ვდა, რომ სა­ზღვაო ხა­ზებს ვალს ვერ უხ­დი­და, ამი­ტომ ამე­რი­კი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოგ­ზავ­ნი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 500 ავ­ტო­მო­ბი­ლი ქარ­თულ პორ­ტებ­ში გა­ა­ჩე­რა და კლი­ენ­ტებს აღარ გა­ა­ტა­ნა. ავ­ტო­მო­ბილ­თა კლი­ენ­ტე­ბი კი ქარ­თვე­ლი, სო­მე­ხი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი და დი­ლე­რე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლებ­საც თან­ხა კომ­პა­ნი­ის­თვის ბოლო კა­პი­კამ­დე ჰქონ­დათ გა­დახ­დი­ლი. "ატ­ლან­ტიკ ექ­სპრე­სი“ მალე იმა­საც მიხ­ვდა, რომ მისი ყო­ფი­ლი ბიზ­ნეს-პარტნი­ო­რის მეშ­ვე­ო­ბით, აღ­ნიშ­ნულ თან­ხებს ვერ შე­აგ­რო­ვებ­და ამი­ტო­მაც, გაჩ­ნდა სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭვი იმი­სა, რომ "ატ­ლან­ტიკ ექ­სპრეს­მა“, კა­ნო­ნის გვერ­დის ავ­ლით და კლი­ენ­ტთა და­ზა­რა­ლე­ბით",ფორ­ვარ­დერ­თან" სა­ი­დუმ­ლო გა­რი­გე­ბა დადო, რომ­ლის მი­ზა­ნი შეჭ­მუ­ლი თან­ხე­ბის კლი­ენ­ტე­ბის­გან ამო­ღე­ბა და ამ გზით და­ნაკ­ლი­სის და­ფარ­ვა იყო. ამა­სო­ბა­ში "ფორ­ვარ­დერ­მა“ გა­მო­ა­ცხა­და გა­კოტ­რე­ბის შე­სა­ხებ და ოფი­სი და­კე­ტა, მალე, ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მა­ქი­ნა­ცი­უ­რი გეგ­მა ამოქ­მედ­და, რომ­ლის შე­დე­გე­ბიც, სა­კუ­თარ ტყავ­ზე, მწა­რედ იგე­მეს "ფორ­ვარ­დე­რის“ და „ატ­ლან­ტი­კის“ კლი­ენ­ტებ­მა.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, პორ­ტში მი­სულ კე­თილ­სინ­დი­სი­ერ მყიდ­ვე­ლებს "ატ­ლან­ტიკ ექ­სპრე­სი“ და­მა­ტე­ბით დიდ თან­ხებს სთხოვ­და (500 – 3000 დო­ლა­რი­დან ზე­მოთ, მან­ქა­ნის მათ მი­ერ­ვე გან­სა­ზღვრუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე). იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მან­ქა­ნის მფლო­ბე­ლი "შე­წე­რილ“ თან­ხას არ ან ვერ იხ­დი­და, რუ­სულ-ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია Atlantic Express-ი ასეთ ავ­ტო­მო­ბი­ლებს ხელ­მე­ო­რედ ყიდ­და, თაღ­ლი­თუ­რად ამო­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბით კი კომ­პა­ნი­ის დაგ­რო­ვილ ვა­ლებს იხ­დი­და.

იმ კლი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­მაც მთლი­ა­ნი თან­ხის და­კარ­გვის ში­შით, სო­ლი­დუ­რი თან­ხე­ბი გა­და­ი­ხა­დეს, სა­კა­მოდ დი­დია. თუ მან­ქა­ნის შე­სა­ძე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 8 000 -10 000 დო­ლარს აჭარ­ბებ­და, შემ­ძე­ნი, იძუ­ლე­ბის წე­სით, კი­დევ და­ახ­ლო­ე­ბით 2 000 დო­ლარს იხ­დი­და, რომ ამე­რი­კი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი, ქარ­თულ პორ­ტში "და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი“ მან­ქა­ნა, ბო­ლოს და ბო­ლოს, სახ­ლში წა­ეყ­ვა­ნა. "ფორ­ვარ­დე­რის“ კლი­ენ­ტთა დიდ უმ­რავ­ლე­სო­ბას ეჭვი აქვს, რომ ქარ­თუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი შე­თან­ხმე­ბუ­ლად მოქ­მე­დე­ბენ კე­თილ­სინ­დი­სი­ერ შემ­ძენ­თა ხარ­ჯზე, რომ­ლებ­საც ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი იპო­თე­კუ­რი თუ სა­ლომ­ბარ­დე კრე­დი­ტე­ბით აქვთ შე­ძე­ნი­ლი. ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა კომ­პა­ნი­ე­ბის კრი­მი­ნა­ლუ­რი გა­რი­გე­ბის შე­დე­გად უკვე 30-50 000 დო­ლარ­ზე მეტი და­კარ­გა.

“ჯორ­ჯი­ან თა­იმ­სი“ ზო­გი­ერთ და­ზა­რა­ლე­ბულ კლი­ენტს და­უ­კავ­შირ­და. ერთ-ერთი მათ­გა­ნი, ლადო გურ­გე­ნი­ძე აცხა­დებს, რომ "ფორ­ვარ­დერს“ ავ­ტო­მო­ბი­ლი ჯერ კი­დევ 2 თვის წინ შე­უკ­ვე­თა და კარ­გა ხნის წინ უნდა ჩა­ბა­რე­ბო­და.

- ავ­ტო­მო­ბილ­თა ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სათ­ვის და­მა­ტე­ბით თან­ხას ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია გვთხოვს. მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ქარ­თულ კომ­პა­ნი­ას ტრან­სპორ­ტი­რე­ბის თან­ხე­ბი "შე­უ­ჭა­მია.“ მე­გო­ნა, ფული ჩავ­რი­ცხე, ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე მქონ­და, მაგ­რამ ჩემი ავ­ტო­მო­ბი­ლი ჯერ კი­დევ „ატ­ლან­ტი­კის“ ამე­რი­კის სა­წყობ­ში დგას. ვუ­რე­კავ კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ „ფორ­ვარ­დერს“ 250 000 დო­ლა­რი აქვს მათი ვალი და სა­ნამ არ გა­და­იხ­დის, მან­ქა­ნას ვერ გა­მო­გიგ­ზავ­ნი­თო. არი­ან კლი­ენ­ტე­ბი, რო­მელ­თა მან­ქა­ნე­ბი სა­ერ­თოდ და­კარ­გუ­ლია. გა­ვი­გეთ, რომ "ფორ­ვარ­დე­რის“ კრი­მი­ნა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბას ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია იძი­ებს, თუმ­ცა სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან გა­უ­გე­ბა­რია. "ფორ­ვარ­დე­რი“ ამ­ბობს, ამე­რი­კე­ლე­ბის ვალი არ გვაქ­ვსო",ატ­ლან­ტიკ ექ­სპრე­სი“ კი - პი­რი­ქით. მე 3 000 დო­ლა­რი მაქვს გა­დახ­დი­ლი, მაგ­რამ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც 15-20-50 000 დო­ლა­რი აქვს გა­და­რი­ცხუ­ლი. ზოგს ამ ბიზ­ნეს­ში სახ­ლი აქვს ჩა­დე­ბუ­ლი. გა­მო­დის, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, მათი ფი­ნან­სუ­რი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბის გამო, ხვალ ქუ­ჩა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან! - აცხა­დებს ლადო გურ­გე­ნი­ძე.

„ჯორ­ჯი­ან თა­იმ­სი“ სხვა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­საც და­უ­კავ­შირ­და, რომ­ლებ­მაც, სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვეს:

-კომ­პა­ნი­ა­ში მივ­დი­ვარ და და­კე­ტი­ლია, ტე­ლე­ფონ­ზე არ გვპა­სუ­ხო­ბენ, ყვე­ლა თა­ვი­დან ირი­დებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. შუ­ამ­დგომ­ლე­ბი, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც შე­ვის­ყი­დეთ მან­ქა­ნე­ბი, ფი­ნან­სურ კრა­ხამ­დე ორი თვით ადრე წა­ვიდ­ნენ კომ­პა­ნი­ი­დან. პა­სუ­ხის გამ­ცე­მი არა­ვი­ნაა, დი­რექ­ტო­რი კი გვე­მა­ლე­ბა!..

- ორი მან­ქა­ნა შე­ვი­ძი­ნე, ერთი და­ახ­ლო­ე­ბით სამი თვის და მე­ო­რე - სამ­თვე­ნა­ხევ­რის წინ. ორი­ვე და­ახ­ლო­ე­ბით 5 000 დო­ლა­რამ­დე დაჯ­და. როცა ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დი მპა­სუ­ხობ­დნენ, რომ რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ და მალე ჩა­იტ­ვირ­თე­ბო­და მან­ქა­ნე­ბი. ბო­ლოს გა­ვი­გე, რომ კომ­პა­ნი­ას მარ­თლაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. თუ არ ვცდე­ბი, მათ და­ვა­ლი­ა­ნე­ბა ჰქონ­დათ ამე­რი­კა­ში და მან­ქა­ნე­ბი იმი­ტომ და­ი­ტო­ვეს, რომ ამით თან­ხა გა­და­ახ­დე­ვი­ნონ. ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შია შე­მო­სუ­ლი და ვერ გა­მომ­ყავს მა­გის გამო, რომ თან­ხაა ზედ­მე­ტად გა­და­სახ­დე­ლი, სა­დღაც 400-500 დო­ლა­რამ­დე,

კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორს ვე­ლო­დე­ბი, ვე­სა­უბ­რე და მი­თხრა, რომ სარ­ჩე­ლი "ატ­ლან­ტიკ ექ­სპრეს­ზე“ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­ი­ტა­ნა. არ შე­უძ­ლი­ათ მან­ქა­ნე­ბი გა­ა­ჩე­რონ ამე­რი­კა­შიო, მე სხვა ვალი მაქვს მა­გა­თიო... ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე, თუმ­ცა მეც ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ, რად­გან ეს მან­ქა­ნე­ბი კლი­ენ­ტე­ბის­თვის შე­ვი­ძი­ნე. ისი­ნი კი ან თან­ხას მთხო­ვენ, ან - მან­ქა­ნებს“,- აცხა­დებს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი.

- კარ­გა ხა­ნია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი დამ­ნა­შა­ვეს ვე­ძებთ. ოფი­ცი­ა­ლურ პა­სუხს არც პრო­კუ­რა­ტუ­რა გვაძ­ლევს და არც კომ­პა­ნი­ე­ბი. ყვე­ლა ისე ვაგ­რო­ვებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­გორც შეგ­ვიძ­ლია. ამ ძი­ე­ბა-ძი­ე­ბა­ში ერთ დას­კვნამ­დე მი­ვე­დით: "ფორ­ვარ­დე­რი“ და "ატ­ლან­ტიკ ექ­სპრე­სი“ გა­რი­გე­ბუ­ლე­ბი არი­ან კლი­ენ­ტე­ბის ხარ­ჯზე და ჩვენ­გან წა­გ­ლე­ჯილ ფულს შუ­ა­ზე იყო­ფენ. სხვა დას­კვნის გა­მო­ტა­ნა ძნე­ლია. თუ ეს ორი კომ­პა­ნია ერ­თმა­ნეთ­ში ვერ შე­თან­ხმდა და ბიზ­ნეს­ში პრობ­ლე­მე­ბი გა­უჩ­ნდათ, რა შუ­ა­შია კლი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ავ­ტო­მან­ქა­ნის შე­სა­ძე­ნი ფული კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ჰქონ­დათ გა­დახ­დი­ლი? - კი­თხუ­ლობს "ჯორ­ჯი­ან თა­იმსთნ“ სა­უბ­რი­სას კი­დევ ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი.

- ამ­დე­ნი კლი­ენ­ტის და­ზა­რა­ლე­ბა მხო­ლოდ ერთი გზით შე­იძ­ლე­ბა: ეს არის "ფორ­ვარ­დე­რის“ და "ატ­ლან­ტიკ ექ­სპრე­სის“ ძალ­ზე კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი და დახ­ვე­წი­ლი სქე­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ზა­რალ­დე­ბა მხო­ლოდ უდა­ნა­შა­უ­ლო კლი­ენ­ტი, მო­გე­ბას კი, სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნო გზით იღე­ბენ კომ­პა­ნი­ე­ბი. ნაც­ვლად იმი­სა, რომ ამ მე­ქა­ნიზ­მის მომ­ფიქ­რე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ის­ხდნენ ცი­ხე­ში უკა­ნო­ნოდ გამ­დიდ­რე­ბის მუხ­ლით, ისი­ნი დღემ­დე გა­და­სა­რე­ვად გრძნო­ბენ თავს და აგ­რძე­ლე­ბენ კლი­ენ­ტთა გა­კოტ­რე­ბას. რო­გორც ქარ­თუ­ლი "ფორ­ვარ­დე­რის“, ისე ამე­რი­კუ­ლი "ამე­რი­კან ექ­სპრე­სის“ (იგი­ვე „ატ­ლან­ტიკ ექ­სპრე­სი“) საქ­მი­ა­ნო­ბით უნდა და­ინ­ტე­რეს­დნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­შიც და ამე­რი­კა­შიც. ამას მო­ვი­თხოვთ ორი­ვე კომ­პა­ნი­ის­გან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი უამ­რა­ვი კლი­ენ­ტი.

„ჯორ­ჯი­ან თა­ი­მის“ შე­ე­ცა­და კომ­პა­ნია "ფორ­ვარ­დერს“ ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე მი­თი­თე­ბულ ნო­მერ­ზე და­კავ­ში­რე­ბო­და, თუმ­ცა ჩვენს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არა­ვინ უპა­სუ­ხა. ასე­ვე, შე­ვე­ცა­დეთ დავ­კავ­ში­რე­ბო­დით კომ­პა­ნია “ატ­ლან­ტიკ ექ­სპრესს“. დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შემ­დეგ მო­ვი­ძი­ეთ კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის სა­კონ­ტაქ­ტო ნო­მე­რი, თუმ­ცა, არ გვი­პა­სუ­ხა. ბო­ლოს, მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბით ვთხო­ვეთ "ჯორ­ჯი­ან თა­იმ­სის­თვის“ გა­ნე­მარ­ტა, რო­გორ აპი­რებ­დნენ კომ­პა­ნი­ე­ბი შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რას:

- ამა­ზე კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ, ვერც ჭო­რებს ავ­ყვე­ბი. ნე­ბის­მი­ე­რი კი­თხვით მი­მარ­თეთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებს, კონ­კრე­ტუ­ლად კი - ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ას.

დღე­ი­სათ­ვის კომ­პა­ნია "ფორ­ვარ­დე­რის“ ოფი­სი და­კე­ტი­ლია. სა­სო­წარ­კვე­თილ ბიზ­ნეს­მე­ნებ­სა და კლი­ენ­ტებს ვერც კომ­პა­ნი­ა­ში და ვერც ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ა­ში კონ­კრე­ტულ პა­სუხს ვე­რა­ვინ სცემთ, რო­დის და­უბ­რუნ­დე­ბათ, ან და­უბ­რუნ­დე­ბათ თუ არა ოდეს­მე ნა­ყი­დი მან­ქა­ნე­ბი ან გა­დახ­დი­ლი ფული.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

კლიენტების გაკოტრების ახალი ქართულ-ამერიკული პირამიდა: ,,ფორვარდერი“ და ,,ატლანტიკ ექსპრესი“ დაზარალებულ ავტომფლობელებს უსახლკაროდ ტოვებენ (R)

კლიენტების გაკოტრების ახალი ქართულ-ამერიკული პირამიდა: ,,ფორვარდერი“ და ,,ატლანტიკ ექსპრესი“ დაზარალებულ ავტომფლობელებს უსახლკაროდ ტოვებენ (R)

უკანასკნელი 20 წლის ქართული ბიზნესისთვის ფინანსური პირამიდები არცთუ უცხო ხილი იყო, რომლის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დიდი ნაწილი დღემდე სასამართლო-სასამართლო დადის და სამართალი ვერ უპოვიათ. ასეთ ფინანსურ პირამიდას აგებდა ქართული კომპანია "ფორვარდერი“ ამერიკულ-რუსულ კომპანია "ატლანტიკ ექსპრესთან“ ერთად კავკასიურ საავტომობილო ბაზარზე, რომელიც საკმაოდ მალე, რამდენიმე თვეში ჩამოიშალა, თუმცა მოასწრო და სოლიდურად დააზარალა არა მხოლოდ ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი დილერებიც.

"ფორვარდერის“ მომხმარებლებისთვის“ საავდრო ღრუბლები მაშინ შეიყარა, რაც კომპანიაში ავტომობილის შესაძენი თანხების გადარიცხვის შემდეგ, დათქმულზე კარგა მეტი დრო გავიდა და ნაყიდი მანქანები მეპატრონეებს არა და არ ჩაბარდათ. "ფორვარდერის“ კლიენტებს, რომლებიც ქართულ პორტებში შემოსული ავტომანქანების მოლოდინში დღე-დღეზე იყვნენ, მათთვის სრულიად უცხო კომპანია "ატლანტიკ ექსპრესი“ უკავშირდებოდა და ავტომობილის ღირებულების 10%-ს დამატებით გადახდას სთხოვდა. გაკვირვებულ კლიენტებს ტელეფონით იმასაც ატყობინებენ, რომ თუ ამ თანხის გადახდას მფლობელები ან არ ვერ შეძლებენ, მათი მანქანა დაუყოვნებლივ გაიყიდებოდა და უკვე გადახდილი თანხაც უკვალოდ დაეკარგებოდათ.

ის ვინც იკითხავდა, რაში და ვის უხდიდნენ დამატებით თანხებს, რომელზეც საუბარი არც ხელშეკრულებაში ყოფილა გათვალისწინებული და არც კერძო საუბარში",ატლანტიკ ექსპრესი“ მოკლედ პასუხობდა, რომ ქართულ "ფორვარდერს“ ამერიკული "ატლანტიკ ექსპრესის“ დავალიანება ჰქონდა, ამავდროულად, „ფორვარდერი“ საწინააღმდეგოს ამტკიცებდა, ეს ყველაფერი უკვე წინასწარ შეთანხმებულ სქემას წააგავდა.

დღემდე რამდენი კლიენტი დააზარალეს ამ კომპანიებმა, ზუსტად არავინ იცის. "ფორვარდერის“ ისტორია ქართულ საავტომობილო ბაზარზე ჯერ კიდევ 6 წლის წინ დაიწყო. მისი ოფიციალური ვებ-გვერდი დაინტერესებულ, პოტენციურ კლიენტებს დღემდე ატყობინებს, რომ: „კომპანია "ფორვარდერმა, 2012 წლიდან დღემდე, არაერთხელ ასახელა საკუთარი ქვეყანა საერთაშორისო ბიზნეს მასშტაბით. მისი შედეგებია: კომპეტენტურობა, კორექტულობა და კეთილი ნება, „რთულ“ კლიენტებთან მუშაობის, კონფლიქტების თავიდან აცილებისა და მათი მაქსიმალურად წარმატებით მოგვარების უნარი“ - ამ ჯილდოების წარმომავლობაც ნათელია, მათი „მიღება“ რამოდენიმე ათასი დოლარის სანაცვლოდაა შესაძლებელი.

კონფლიქტების თავიდან აცილების რა მოგახსენოთ, კონფლიქტების დაგროვება კი 6 წლის კომპანიაში ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, რაც იაპონური მანქანების იმპორტი, როგორც მარჯვენა საჭიანი ავტომობილებისა, ქართულმა კანონმდებლობამ შეზღუდა და "ფორვარდერმა“, გადარჩენის მიზნით, ბიზნესი ამერიკაში გადაიტანა. "შესაძლებლობათა ქვეყანაში“, ღია ბაზარზე საკუთარი ფასითა და რიგი პროდუქტებით შესულ კომპანიას გაუჭირდა. "ფორვარდერს“ არც ის ინფრასტრუქტურა გააჩნდა, რომელიც ამერიკიდან საქართველოში მანქანების ჩამოსაყვანად იყო აუცილებელი. ამიტომ, ქართული კომპანია - „ატლანტიკ ექსპრესს“ გაურიგდა.

ამერიკიდან იმპორტის ბაზარზე კონკურენცია გაცილებით მაღალი აღმოჩნდა. იაპონური ბაზრისგან განსხვავებით, აქ "ფორვარდერი“ ექსკლუზიური ბენეფიტებით ვერ სარგებლობდა. ამიტომაც, მოუწია კავკასიურ ბაზარზე კლიენტებისთვის არარიზონულად დაბალი ტარიფის შეთავაზება, რაც მას მომავალში სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეუქმნიდა. გათვლა მარტივი იყო: "ფორვარდერის“ შეთავაზება კლიენტისთვის იმდენად მომგებიანი იყო და ფასი იმდენად დემპინგური, რომ დამკვეთები სხვა კომპანიებიდანაც მოეზიდათ და ჩვეულებრივი ფინანსური პირამიდა აეგოთ: მეტია კლიენტი, მეტია შემოსავალი, მართალია ტარიფი არაგონივრულად დაბალი იყო და ის ვერ ფარავდა მომსახურების თვითღირებულებას. მართალია "ფორვარდერის“ ასეთი არასწორი ეკონომიკური გათვლებით ქართულ ბაზარზე ბევრ პატიოსან სატრანსპორტო ფირმას შეექმნა პრობლემა, მაგრამ ფორვარდერის მიზანი ძალზე მოკლევადიანი იყო: "გავქაჩავთ“ მანამ, სანამ "გავქაჩავთ“!

და დადგა დღე, როდესაც "ვეღარ გაქაჩეს.“

პირველ ეტაპზე, თითქოს, ყველაფერი კარგად მიდიოდა „ატლანტიკ ექსპრესი“ საქართველოში ავტომობილებს გზავნიდა, ტრასპორტირების ღირებულებას კი საზღვაო ხაზებს მხოლოდ მაშინ უხდიდა, როცა მანქანები საქართველოს პორტებში შემოვიდოდნენ.

როგორც ჩანს, გაუთვალისწინებელი ხარჯები იმაზე მეტი დაგროვდა, რომლის გადახის საშუალებასაც ამ კოალიციას გააჩნდა. არასწორმა ფინანსურმა მენეჯმენტმა კომპანიები აიძულა ერთი მანქანის ტრანსპორტირების თანხა (რომელიც წინასწარვე ჰქონდა დახარჯული) სხვა ავტომობილის თანხით გადაეფარა. ვალები დღითი დღე გროვდებოდა... მალე კომპანია ფინანსური კრახის პირისპირ აღმოჩნდა.

„ატლანტიკ ექსპრესი“ მიხვდა, რომ საზღვაო ხაზებს ვალს ვერ უხდიდა, ამიტომ ამერიკიდან საქართველოში გამოგზავნილი დაახლოებით 500 ავტომობილი ქართულ პორტებში გააჩერა და კლიენტებს აღარ გაატანა. ავტომობილთა კლიენტები კი ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ფიზიკური პირები და დილერები იყვნენ, რომლებსაც თანხა კომპანიისთვის ბოლო კაპიკამდე ჰქონდათ გადახდილი. "ატლანტიკ ექსპრესი“ მალე იმასაც მიხვდა, რომ მისი ყოფილი ბიზნეს-პარტნიორის მეშვეობით, აღნიშნულ თანხებს ვერ შეაგროვებდა ამიტომაც, გაჩნდა სერიოზული ეჭვი იმისა, რომ "ატლანტიკ ექსპრესმა“, კანონის გვერდის ავლით და კლიენტთა დაზარალებით",ფორვარდერთან" საიდუმლო გარიგება დადო, რომლის მიზანი შეჭმული თანხების კლიენტებისგან ამოღება და ამ გზით დანაკლისის დაფარვა იყო. ამასობაში "ფორვარდერმა“ გამოაცხადა გაკოტრების შესახებ და ოფისი დაკეტა, მალე, ქართულ-ამერიკული კომპანიების მაქინაციური გეგმა ამოქმედდა, რომლის შედეგებიც, საკუთარ ტყავზე, მწარედ იგემეს "ფორვარდერის“ და „ატლანტიკის“ კლიენტებმა.

როგორც აღმოჩნდა, პორტში მისულ კეთილსინდისიერ მყიდველებს "ატლანტიკ ექსპრესი“ დამატებით დიდ თანხებს სთხოვდა (500 – 3000 დოლარიდან ზემოთ, მანქანის მათ მიერვე განსაზღვრული ღირებულებიდან გამომდინარე). იმ შემთხვევაში, თუ მანქანის მფლობელი "შეწერილ“ თანხას არ ან ვერ იხდიდა, რუსულ-ამერიკული კომპანია Atlantic Express-ი ასეთ ავტომობილებს ხელმეორედ ყიდდა, თაღლითურად ამოღებული თანხებით კი კომპანიის დაგროვილ ვალებს იხდიდა.

იმ კლიენტების რაოდენობა, რომლებმაც მთლიანი თანხის დაკარგვის შიშით, სოლიდური თანხები გადაიხადეს, საკამოდ დიდია. თუ მანქანის შესაძენი ღირებულება 8 000 -10 000 დოლარს აჭარბებდა, შემძენი, იძულების წესით, კიდევ დაახლოებით 2 000 დოლარს იხდიდა, რომ ამერიკიდან გამოგზავნილი, ქართულ პორტში "დაპატიმრებული“ მანქანა, ბოლოს და ბოლოს, სახლში წაეყვანა. "ფორვარდერის“ კლიენტთა დიდ უმრავლესობას ეჭვი აქვს, რომ ქართული და ამერიკული რუსული კომპანიები შეთანხმებულად მოქმედებენ კეთილსინდისიერ შემძენთა ხარჯზე, რომლებსაც ავტომობილები იპოთეკური თუ სალომბარდე კრედიტებით აქვთ შეძენილი. ზოგიერთმა მათგანმა კომპანიების კრიმინალური გარიგების შედეგად უკვე 30-50 000 დოლარზე მეტი დაკარგა.

“ჯორჯიან თაიმსი“ ზოგიერთ დაზარალებულ კლიენტს დაუკავშირდა. ერთ-ერთი მათგანი, ლადო გურგენიძე აცხადებს, რომ "ფორვარდერს“ ავტომობილი ჯერ კიდევ 2 თვის წინ შეუკვეთა და კარგა ხნის წინ უნდა ჩაბარებოდა.

- ავტომობილთა ტრანსპორტირებისათვის დამატებით თანხას ამერიკული კომპანია გვთხოვს. მეუბნებიან, რომ ქართულ კომპანიას ტრანსპორტირების თანხები "შეუჭამია.“ მეგონა, ფული ჩავრიცხე, ყველაფერი რიგზე მქონდა, მაგრამ ჩემი ავტომობილი ჯერ კიდევ „ატლანტიკის“ ამერიკის საწყობში დგას. ვურეკავ კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც მეუბნებიან, რომ „ფორვარდერს“ 250 000 დოლარი აქვს მათი ვალი და სანამ არ გადაიხდის, მანქანას ვერ გამოგიგზავნითო. არიან კლიენტები, რომელთა მანქანები საერთოდ დაკარგულია. გავიგეთ, რომ "ფორვარდერის“ კრიმინალურ საქმიანობას ფინანსური პოლიცია იძიებს, თუმცა სიტუაცია ძალიან გაუგებარია. "ფორვარდერი“ ამბობს, ამერიკელების ვალი არ გვაქვსო",ატლანტიკ ექსპრესი“ კი - პირიქით. მე 3 000 დოლარი მაქვს გადახდილი, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც 15-20-50 000 დოლარი აქვს გადარიცხული. ზოგს ამ ბიზნესში სახლი აქვს ჩადებული. გამოდის, რომ ეს ადამიანები, მათი ფინანსური მაქინაციების გამო, ხვალ ქუჩაში აღმოჩნდებიან! - აცხადებს ლადო გურგენიძე.

„ჯორჯიან თაიმსი“ სხვა დაზარალებულებსაც დაუკავშირდა, რომლებმაც, საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვეს:

-კომპანიაში მივდივარ და დაკეტილია, ტელეფონზე არ გვპასუხობენ, ყველა თავიდან ირიდებს პასუხისმგებლობას. შუამდგომლები, რომელთა მეშვეობითაც შევისყიდეთ მანქანები, ფინანსურ კრახამდე ორი თვით ადრე წავიდნენ კომპანიიდან. პასუხის გამცემი არავინაა, დირექტორი კი გვემალება!..

- ორი მანქანა შევიძინე, ერთი დაახლოებით სამი თვის და მეორე - სამთვენახევრის წინ. ორივე დაახლოებით 5 000 დოლარამდე დაჯდა. როცა ვუკავშირდებოდი მპასუხობდნენ, რომ რაღაც პრობლემები ჰქონდათ და მალე ჩაიტვირთებოდა მანქანები. ბოლოს გავიგე, რომ კომპანიას მართლაც სერიოზული პრობლემები ჰქონდა. თუ არ ვცდები, მათ დავალიანება ჰქონდათ ამერიკაში და მანქანები იმიტომ დაიტოვეს, რომ ამით თანხა გადაახდევინონ. ერთი ავტომობილი საქართველოშია შემოსული და ვერ გამომყავს მაგის გამო, რომ თანხაა ზედმეტად გადასახდელი, სადღაც 400-500 დოლარამდე,

კომპანიის დირექტორს ველოდები, ვესაუბრე და მითხრა, რომ სარჩელი "ატლანტიკ ექსპრესზე“ პროკურატურაში შეიტანა. არ შეუძლიათ მანქანები გააჩერონ ამერიკაშიო, მე სხვა ვალი მაქვს მაგათიო... ვერაფერი გავიგე, თუმცა მეც ცუდ მდგომარეობაში ვარ, რადგან ეს მანქანები კლიენტებისთვის შევიძინე. ისინი კი ან თანხას მთხოვენ, ან - მანქანებს“,- აცხადებს ჩვენთან საუბარში დაზარალებული.

- კარგა ხანია დაზარალებულები დამნაშავეს ვეძებთ. ოფიციალურ პასუხს არც პროკურატურა გვაძლევს და არც კომპანიები. ყველა ისე ვაგროვებთ ინფორმაციას, როგორც შეგვიძლია. ამ ძიება-ძიებაში ერთ დასკვნამდე მივედით: "ფორვარდერი“ და "ატლანტიკ ექსპრესი“ გარიგებულები არიან კლიენტების ხარჯზე და ჩვენგან წაგლეჯილ ფულს შუაზე იყოფენ. სხვა დასკვნის გამოტანა ძნელია. თუ ეს ორი კომპანია ერთმანეთში ვერ შეთანხმდა და ბიზნესში პრობლემები გაუჩნდათ, რა შუაშია კლიენტები, რომლებსაც ავტომანქანის შესაძენი ფული კეთილსინდისიერად ჰქონდათ გადახდილი? - კითხულობს "ჯორჯიან თაიმსთნ“ საუბრისას კიდევ ერთი დაზარალებული.

- ამდენი კლიენტის დაზარალება მხოლოდ ერთი გზით შეიძლება: ეს არის "ფორვარდერის“ და "ატლანტიკ ექსპრესის“ ძალზე კარგად გააზრებული და დახვეწილი სქემა, რომლის მიხედვითაც ზარალდება მხოლოდ უდანაშაულო კლიენტი, მოგებას კი, სრულიად უკანონო გზით იღებენ კომპანიები. ნაცვლად იმისა, რომ ამ მექანიზმის მომფიქრებელი კომპანიის ხელმძღვანელები ისხდნენ ციხეში უკანონოდ გამდიდრების მუხლით, ისინი დღემდე გადასარევად გრძნობენ თავს და აგრძელებენ კლიენტთა გაკოტრებას. როგორც ქართული "ფორვარდერის“, ისე ამერიკული "ამერიკან ექსპრესის“ (იგივე „ატლანტიკ ექსპრესი“) საქმიანობით უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები საქართველოშიც და ამერიკაშიც. ამას მოვითხოვთ ორივე კომპანიისგან დაზარალებული უამრავი კლიენტი.

„ჯორჯიან თაიმის“ შეეცადა კომპანია "ფორვარდერს“ ოფიციალურ საიტზე მითითებულ ნომერზე დაკავშირებოდა, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს არავინ უპასუხა. ასევე, შევეცადეთ დავკავშირებოდით კომპანია “ატლანტიკ ექსპრესს“. დიდი ძალისხმევის შემდეგ მოვიძიეთ კომპანიის წარმომადგენლის საკონტაქტო ნომერი, თუმცა, არ გვიპასუხა. ბოლოს, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ვთხოვეთ "ჯორჯიან თაიმსისთვის“ განემარტა, როგორ აპირებდნენ კომპანიები შექმნილი პრობლემების გადაჭრას:

- ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვერც ჭორებს ავყვები. ნებისმიერი კითხვით მიმართეთ საგამოძიებო ორგანოებს, კონკრეტულად კი - ფინანსურ პოლიციას.

დღეისათვის კომპანია "ფორვარდერის“ ოფისი დაკეტილია. სასოწარკვეთილ ბიზნესმენებსა და კლიენტებს ვერც კომპანიაში და ვერც ფინანსურ პოლიციაში კონკრეტულ პასუხს ვერავინ სცემთ, როდის დაუბრუნდებათ, ან დაუბრუნდებათ თუ არა ოდესმე ნაყიდი მანქანები ან გადახდილი ფული.

(R)

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის