საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რასმუსენი - დღეს აღარ ვარ ისეთი ოპტიმისტი, ვიცნობ პუტინის ფსიქიკას... საქართველოსა და უკრაინისათვის MAP-ი უნდა მიგვეცა
რასმუსენი - დღეს აღარ ვარ ისეთი ოპტიმისტი, ვიცნობ პუტინის ფსიქიკას... საქართველოსა და უკრაინისათვის MAP-ი უნდა მიგვეცა

მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნი­სათ­ვის 2008 წელს, ბუ­ქა­რეს­ტის სა­მიტ­ზე უნდა მიგ­ვე­ცა MAP-ი, მაგ­რამ ეს არ გა­ვა­კე­თეთ და ამ თავ­შე­კა­ვე­ბით არას­წო­რი სიგ­ნა­ლი გა­ვუგ­ზავ­ნეთ პუ­ტინს, - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნი "ომი­სა და მშვი­დო­ბის ინ­სტი­ტუ­ტის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, რო­მე­ლიც გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა.

მი­სი­ვე თქმით, პუ­ტინ­მა ჩათ­ვა­ლა, რომ შე­ეძ­ლო, აგ­რე­სი­უ­ლად ემოქ­მე­და და იმა­ვე წელს სა­ქარ­თვე­ლოს და­ეს­ხა თავს.

„2008 წელს, ბუ­ქა­რეს­ტის სა­მიტ­ზე გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო და უკ­რა­ი­ნაც გახ­დე­ბოდ­ნენ ნატო-ს წევ­რე­ბი. ვფიქ­რობ, ეს სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნი­სათ­ვის იქვე უნდა მიგ­ვე­ცა MAP-ი, მაგ­რამ ეს არ გა­ვა­კე­თეთ და ამ თავ­შე­კა­ვე­ბით არას­წო­რი სიგ­ნა­ლი გა­ვუგ­ზავ­ნეთ პუ­ტინს. მან ჩათ­ვა­ლა, რომ ახლა მისი დრო იყო, შე­ეძ­ლო, აგ­რე­სი­უ­ლად ემოქ­მე­და და შე­დე­გიც ვნა­ხეთ - იმა­ვე წელს სა­ქარ­თვე­ლოს და­ეს­ხა თავს. დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან ვფიქ­რობ, რომ ბო­ლომ­დე უნდა მივ­ყო­ლო­დით იმ გზას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მიტ­ზე მაპ-ის მი­ღე­ბას­თან მი­იყ­ვან­და. ეს არ იქ­ნე­ბო­და წევ­რო­ბის გა­რან­ტია, მაგ­რამ ეს იქ­ნე­ბო­და მძლავ­რი სიგ­ნა­ლი“, - გა­ნა­ცხა­და რას­მუ­სენ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დღეს ალი­ან­სმა გა­ი­აზ­რა, რომ რუ­სე­თი არა სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი, არა­მედ სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გეა.

„2009 წელს ვფიქ­რობ­დით, რომ შევ­ძლებ­დით, რუ­სე­თი სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რად გვექ­ცია. 2010 წელს ნატო-რუ­სე­თის სა­მი­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ, სა­დაც გა­დავ­წყვი­ტეთ, სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბის ფორ­მატ­ზე გვე­მუ­შა­ვა, მაგ­რამ დღეს უკვე გა­ვი­აზ­რეთ, რომ რუ­სე­თი არა სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი, არა­მედ სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გეა. სწო­რედ ასეა საქ­მე და ამას­თან შე­გუ­ე­ბა მოგ­ვი­წევს. აღარ ვარ ისე­თი ოპ­ტი­მის­ტი, რო­გო­რიც მა­შინ. დღეს უკეთ ვიც­ნობ პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის ფსი­ქი­კას. ერ­თა­დერ­თი ტაქ­ტი­კა, რომ­ლი­თაც პუ­ტინს კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­კენ ვუ­ბიძ­გებთ, არის ის, რომ მას არა­ფე­რი და­ვუთ­მოთ და ალი­ან­სი ერ­თად და მტკი­ცედ იდ­გეს. პუ­ტინს ძა­ლი­ან უყ­ვარს სა­კუ­თა­რი თა­ვის ძლი­ერ კა­ცად წარ­მო­ჩე­ნა და ეს ნიშ­ნავს, რომ მხო­ლოდ ძა­ლას სცემს პა­ტივს. ამი­ტო­მაც უნდა ვი­ყოთ ძლი­ე­რე­ბი. ნე­ბის­მი­ერ დათ­მო­ბას პუ­ტი­ნი სი­სუს­ტედ მი­იჩ­ნევს“, - გა­ნა­ცხა­და რას­მუ­სენ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aleko
0

ასპროცენტიანია ეს კაცი.

გიორგი
0

იმიტომაა, გეომეტრიული პროგრესიით რომ მატულობს თქვენი მაგინებელი ხალხი და ისეთი ადამიანები გახდნენ რუსეთუმეები, რომ ვერ წარმოვიდგენდი. ასე გააგრძელეთ და შედეგს მოიმკით, წაიღებს მთლიან საქართველოს რუსეთი და რასაც თქვენ გეხვეწებოდა ქართველი ერი – ბაზების განლაგებას, ამის ნაცვლად საქართველოს გარშემო რუსულ რაკეტებს განალაგებენ. საშინელი სიზმარია, მაგრამ ახდენისკენ მიდის.

ავტორი:

რასმუსენი - დღეს აღარ ვარ ისეთი ოპტიმისტი, ვიცნობ პუტინის ფსიქიკას... საქართველოსა და უკრაინისათვის MAP-ი უნდა მიგვეცა

რასმუსენი - დღეს აღარ ვარ ისეთი ოპტიმისტი, ვიცნობ პუტინის ფსიქიკას... საქართველოსა და უკრაინისათვის MAP-ი უნდა მიგვეცა

მიმაჩნია, რომ საქართველოსა და უკრაინისათვის 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე უნდა მიგვეცა MAP-ი, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ და ამ თავშეკავებით არასწორი სიგნალი გავუგზავნეთ პუტინს, - ამის შესახებ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი "ომისა და მშვიდობის ინსტიტუტისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა.

მისივე თქმით, პუტინმა ჩათვალა, რომ შეეძლო, აგრესიულად ემოქმედა და იმავე წელს საქართველოს დაესხა თავს.

„2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და უკრაინაც გახდებოდნენ ნატო-ს წევრები. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მიმაჩნია, რომ საქართველოსა და უკრაინისათვის იქვე უნდა მიგვეცა MAP-ი, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ და ამ თავშეკავებით არასწორი სიგნალი გავუგზავნეთ პუტინს. მან ჩათვალა, რომ ახლა მისი დრო იყო, შეეძლო, აგრესიულად ემოქმედა და შედეგიც ვნახეთ - იმავე წელს საქართველოს დაესხა თავს. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ბოლომდე უნდა მივყოლოდით იმ გზას, რომელიც უკრაინასა და საქართველოს სამიტზე მაპ-ის მიღებასთან მიიყვანდა. ეს არ იქნებოდა წევრობის გარანტია, მაგრამ ეს იქნებოდა მძლავრი სიგნალი“, - განაცხადა რასმუსენმა.

მისივე თქმით, დღეს ალიანსმა გაიაზრა, რომ რუსეთი არა სტრატეგიული პარტნიორი, არამედ სტრატეგიული მოწინააღმდეგეა.

„2009 წელს ვფიქრობდით, რომ შევძლებდით, რუსეთი სტრატეგიულ პარტნიორად გვექცია. 2010 წელს ნატო-რუსეთის სამიტი ჩავატარეთ, სადაც გადავწყვიტეთ, სტრატეგიულ პარტნიორობის ფორმატზე გვემუშავა, მაგრამ დღეს უკვე გავიაზრეთ, რომ რუსეთი არა სტრატეგიული პარტნიორი, არამედ სტრატეგიული მოწინააღმდეგეა. სწორედ ასეა საქმე და ამასთან შეგუება მოგვიწევს. აღარ ვარ ისეთი ოპტიმისტი, როგორიც მაშინ. დღეს უკეთ ვიცნობ პრეზიდენტ პუტინის ფსიქიკას. ერთადერთი ტაქტიკა, რომლითაც პუტინს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ ვუბიძგებთ, არის ის, რომ მას არაფერი დავუთმოთ და ალიანსი ერთად და მტკიცედ იდგეს. პუტინს ძალიან უყვარს საკუთარი თავის ძლიერ კაცად წარმოჩენა და ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ძალას სცემს პატივს. ამიტომაც უნდა ვიყოთ ძლიერები. ნებისმიერ დათმობას პუტინი სისუსტედ მიიჩნევს“, - განაცხადა რასმუსენმა.