პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყანა, სადაც არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია, კრიმინალის მაჩვენებელი კი ძალიან დაბალია
ქვეყანა, სადაც არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია, კრიმინალის მაჩვენებელი კი ძალიან დაბალია

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა აქ­ტი­უ­რად ეც­ნო­ბა მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გან­ცხა­დე­ბებს და და­პი­რე­ბებს. თე­მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მა­ღა­ლია, თუმ­ცა ბევ­რი ჩვენ­გა­ნის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ბრძო­ლა ამომ­რჩევ­ლე­ბის ხმე­ბის­თვის ძა­ლი­ან დამ­ღლე­ლია.

შე­საძ­ლოა, რთუ­ლად წარ­მო­სად­გე­ნი იყოს, მაგ­რამ არ­სე­ბობს ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, ასეთ ქვეყ­ნებს შო­რი­საა პა­ლაუ, კუნ­ძუ­ლო­ვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო წყნარ ოკე­ა­ნე­ში, რო­მე­ლიც აშშ-სთან არის ასო­ცი­რე­ბუ­ლი.

ნა­ხეთ ვი­დეო :ქვე­ყა­ნა, სა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ფორ­მი­რე­ბა კა­ნო­ნით არის აკ­რძა­ლუ­ლი

პა­ლაუ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კაა, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტი მარ­თავს - ის არის სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რიც და მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლიც. ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ფორ­მი­რე­ბა კა­ნო­ნით არის აკ­რძა­ლუ­ლი. აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა - მთავ­რო­ბაა, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ძა­ლა­უფ­ლე­ბა კი აქვს რო­გორც მთავ­რო­ბას, ასე­ვე - ეროვ­ნულ კონ­გრესს.

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი პა­ლა­უ­ში ყო­ველ 4 წე­ლი­წად­ში იმარ­თე­ბა. ამ­ჟა­მად ქვეყ­ნის მე­თა­უ­რია ტო­მას რე­მენგსაუ ჯუ­ნი­ო­რი.

2016 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში 21 503 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, მათი უმე­ტე­სო­ბა (45.3%) კა­თო­ლი­კეა.

კუნ­ძუ­ლო­ვან სა­ხელ­მწი­ფოს ულა­მა­ზე­სი პლა­ჟე­ბი აქვს, წყალ­ქვე­შა ცურ­ვის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის კი პა­ლაუ ნამ­დვი­ლი სა­მო­თხეა. მთა­ვა­რი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა კი მე­დუ­ზე­ბის ტბე­ბია, პა­ლა­უ­ში ასე­თი სულ 4 ტბაა, თუმ­ცა ცურ­ვა მხო­ლოდ ერთ მათ­გან­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ კრი­მი­ნა­ლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან და­ბა­ლია, კო­რო­რის შტატ­ში, სა­დაც ძი­რი­თა­დი ტუ­რის­ტუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი მდე­ბა­რე­ობს, კვი­რის დღე­ებ­ში ღა­მის 2.30-დან დი­ლის 5 სა­ა­თამ­დე კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი მოქ­მე­დებს.

პა­ლა­უს ეკო­ნო­მი­კის სა­ფუძ­ვე­ლი ტუ­რიზ­მია. ად­გი­ლობ­რი­ვებს თავი, ასე­ვე, თევ­ზჭე­რით გა­აქვთ. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ძი­რი­თა­დი პრო­დუქ­ტი კი ქო­ქო­სის პალ­მა და ტა­პი­ო­კაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

ქვეყანა, სადაც არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია, კრიმინალის მაჩვენებელი კი ძალიან დაბალია

ქვეყანა, სადაც არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია, კრიმინალის მაჩვენებელი კი ძალიან დაბალია

წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის უმეტესობა აქტიურად ეცნობა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, პოლიტიკოსების განცხადებებს და დაპირებებს. თემის მიმართ ინტერესი მაღალია, თუმცა ბევრი ჩვენგანისთვის პოლიტიკური პარტიების ბრძოლა ამომრჩევლების ხმებისთვის ძალიან დამღლელია.

შესაძლოა, რთულად წარმოსადგენი იყოს, მაგრამ არსებობს ქვეყნები, სადაც არ არის პოლიტიკური პარტიები, ასეთ ქვეყნებს შორისაა პალაუ, კუნძულოვანი სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, რომელიც აშშ-სთან არის ასოცირებული.

ნახეთ ვიდეო : ქვეყანა, სადაც პოლიტიკური პარტიების ფორმირება კანონით არის აკრძალული

პალაუ დემოკრატიული რესპუბლიკაა, რომელსაც პრეზიდენტი მართავს - ის არის სახელმწიფოს მეთაურიც და მთავრობის ხელმძღვანელიც. ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების ფორმირება კანონით არის აკრძალული. აღმასრულებელი ხელისუფლება - მთავრობაა, საკანონმდებლო ძალაუფლება კი აქვს როგორც მთავრობას, ასევე - ეროვნულ კონგრესს.

საპრეზიდენტო არჩევნები პალაუში ყოველ 4 წელიწადში იმართება. ამჟამად ქვეყნის მეთაურია ტომას რემენგსაუ ჯუნიორი.

2016 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 21 503 ადამიანი ცხოვრობს, მათი უმეტესობა (45.3%) კათოლიკეა.

კუნძულოვან სახელმწიფოს ულამაზესი პლაჟები აქვს, წყალქვეშა ცურვის მოყვარულებისთვის კი პალაუ ნამდვილი სამოთხეა. მთავარი ღირსშესანიშნაობა კი მედუზების ტბებია, პალაუში ასეთი სულ 4 ტბაა, თუმცა ცურვა მხოლოდ ერთ მათგანშია შესაძლებელი.

იმის მიუხედავად, რომ კრიმინალის მაჩვენებელი ქვეყანაში ძალიან დაბალია, კორორის შტატში, სადაც ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები მდებარეობს, კვირის დღეებში ღამის 2.30-დან დილის 5 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

პალაუს ეკონომიკის საფუძველი ტურიზმია. ადგილობრივებს თავი, ასევე, თევზჭერით გააქვთ. სოფლის მეურნეობის ძირითადი პროდუქტი კი ქოქოსის პალმა და ტაპიოკაა.

ქართველებს მღრღნელებს ეძახდა და რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების გაძევებას ითხოვდა  - ნავალნის პოლიტიკური პორტრეტი და საქართველოსადმი დამოკიდებულება

დონალდ ტრამპის ვაჟი, რომელიც ტრამპზე უფრო ტრამპია - "ის მამის ახალგაზრდობის უფრო მჟავე ვერსიაა"

კორონავირუსით ინფიცირებული იულია ტიმოშენკო მართვით სუნთქვაზეა