პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ქობულია - საკრედიტო დავალიანებების დიდ ნაწილზე შეიძლება ამნისტია გამოცხადდეს
გიორგი ქობულია - საკრედიტო დავალიანებების დიდ ნაწილზე შეიძლება ამნისტია გამოცხადდეს

ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბას­თან და სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გამო ე.წ. „შავ სი­ა­ში“ მყო­ფი ადა­მი­ნე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მუ­შა­ო­ბა უკვე დიდი ხა­ნია მი­დის. ეს არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც გა­აჩ­ნია ჩვენს ეკო­ნო­მი­კას, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი ქო­ბუ­ლი­ამ ზუგ­დიდ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ამ სა­კი­თხზე პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბას ორ­შა­ბათს გა­აც­ნობს.

„ჩვენ ვი­ცით, რომ რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნია მოხ­ვედ­რი­ლი ამ სი­ა­ში და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან გა­მო­თი­შუ­ლი ამ ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან. ბევრ მათ­განს მო­ტი­ვა­ცია აქვს და­კარ­გუ­ლი, რომ და­ი­წყოს მუ­შა­ო­ბა, რად­გან ხელ­ფა­სე­ბის ნა­წი­ლი შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ეჭ­რას. ისი­ნი ჩვენ პრაქ­ტი­კუ­ლად და­კარ­გუ­ლი გვყავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი მომ­ზა­დე­ბა მი­დის და ორ­შა­ბათს პრე­მი­ე­რი გა­მო­ა­ცხა­დებს ჩვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. დე­ტა­ლე­ბი იქ­ნე­ბა ხვალ ცნო­ბი­ლი და შე­იძ­ლე­ბა დიდ ნა­წილ­ზე გა­მო­ცხად­დეს ამ­ნის­ტია გან­სა­ზღვრულ და­ვა­ლი­ა­ნე­ბებ­ზე. რო­დე­საც ასეთ სა­კითხს ვე­ხე­ბით, სიფრ­თხი­ლე გვმარ­თებს, რად­გან ად­ვი­ლია პო­პუ­ლის­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა. ნუ აკე­თე­ბენ ისეთ გან­ცხა­დე­ბებს, რომ მო­დით ჩვენ ახლა სეს­ხის პრო­ცენ­ტე­ბი შე­ვამ­ცი­როთ და ჩა­ვა­ტა­როთ ისე­თი რე­ფორ­მე­ბი, რო­მე­ლიც შუძ­ლე­ბე­ლია და უდი­დეს დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებს ეკო­ნო­მი­კას“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ქო­ბუ­ლი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

გიორგი ქობულია - საკრედიტო დავალიანებების დიდ ნაწილზე შეიძლება ამნისტია გამოცხადდეს

გიორგი ქობულია - საკრედიტო დავალიანებების დიდ ნაწილზე შეიძლება ამნისტია გამოცხადდეს

ჭარბვალიანობასთან და საბანკო ვალდებულებების გამო ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი ადამინების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დიდი ხანია მიდის. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც გააჩნია ჩვენს ეკონომიკას, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ზუგდიდში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე პრემიერ მინისტრი მთავრობის გადაწყვეტილებას საზოგადოებას ორშაბათს გააცნობს.

„ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე ათასი ადამიანია მოხვედრილი ამ სიაში და ეს ადამიანები არიან გამოთიშული ამ ეკონომიკური საქმიანობიდან. ბევრ მათგანს მოტივაცია აქვს დაკარგული, რომ დაიწყოს მუშაობა, რადგან ხელფასების ნაწილი შეიძლება ჩამოეჭრას. ისინი ჩვენ პრაქტიკულად დაკარგული გვყავს. ამასთან დაკავშირებით სერიოზული მომზადება მიდის და ორშაბათს პრემიერი გამოაცხადებს ჩვენს გადაწყვეტილებას. დეტალები იქნება ხვალ ცნობილი და შეიძლება დიდ ნაწილზე გამოცხადდეს ამნისტია განსაზღვრულ დავალიანებებზე. როდესაც ასეთ საკითხს ვეხებით, სიფრთხილე გვმართებს, რადგან ადვილია პოპულისტური განცხადებების გაკეთება. ნუ აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომ მოდით ჩვენ ახლა სესხის პროცენტები შევამციროთ და ჩავატაროთ ისეთი რეფორმები, რომელიც შუძლებელია და უდიდეს დარტყმას მიაყენებს ეკონომიკას“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო