პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როცა ამბობს, რომ 1.65 კურსით იქნება ვალები გადაანგარიშებული, საიდან მოაქვს რესურსი, ამაზეც უნდა ილაპარაკოს - გია ხუხაშვილი სააკაშვილის წინაასარჩევნო რიტორიკაზე
როცა ამბობს, რომ 1.65 კურსით იქნება ვალები გადაანგარიშებული, საიდან მოაქვს რესურსი, ამაზეც უნდა ილაპარაკოს - გია ხუხაშვილი სააკაშვილის წინაასარჩევნო რიტორიკაზე

რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს იმა­ზე, რომ 1.65 კურ­სით იქ­ნე­ბა ვა­ლე­ბი გა­და­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი, ამის რე­სურ­სი რა არის?! სა­ი­დან მო­აქვს რე­სურ­სი, ამა­ზეც უნდა ილა­პა­რა­კოს. ეს ყვე­ლა­ფე­რი არის წი­ნა­ა­სარ­ჩევ­ნო რი­ტო­რი­კა და არა უმე­ტეს ამი­სა, - ასე აფა­სებს სა­ბან­კო და­ვა­ლი­ა­ნე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან­ცხა­დე­ბებს ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი. მისი თქმით, ამ არ­ჩევ­ნებ­ზე ამ ტი­პის რი­ტო­რი­კა ამ სა­კი­თხებ­ზე აც­დე­ნი­ლია ყო­ველ­გვარ ლო­გი­კას, რად­გან საპ­რე­ზი­დენ­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არა­ნა­ი­რად არ გუ­ლის­ხმობს ამ სა­კი­თხებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ამა თუ იმ ფორ­მით.

„შე­სა­ბა­მი­სად, გა­სა­გე­ბია, რომ ეს არის წმინ­და პო­ლი­ტი­კუ­რი რი­ტო­რი­კა. არ­სე­ბობს საკ­მა­ოდ დიდი სო­ცი­ა­ლუ­რი სეგ­მენ­ტი, რომ­ლის მიმხრო­ბა­საც ცდი­ლობს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“. პრე­ზი­დენტს იმის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაც არ აქვს, რომ ამ მხრივ რამე აკე­თოს, არა­მედ იმის უფ­ლე­ბაც არ აქვს, რომ ამა­ზე ბევ­რი ილა­პა­რა­კოს, რად­გან მის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ კომ­პე­ტენ­ცი­ას ეს სა­კი­თხე­ბი სცილ­დე­ბა. პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს, ეს საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი რის­კის ზო­ნაა და ეს ვი­თა­რე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად არას­წო­რი პო­ლი­ტი­კის გამო ჩა­მო­ყა­ლიბ­და. რა არის გა­მო­სავ­ლის გზე­ბი, ეს ცალ­კე სა­კი­თხია. ის, რომ ბან­კე­ბი არ უნდა დო­მი­ნი­რებ­დნენ ეკო­ნო­მი­კა­ზე, სწო­რია. ის, რომ ივა­ნიშ­ვი­ლია ამის კუ­რა­ტო­რი, ეს სი­სუ­ლე­ლეა, რად­გან პი­რი­ქით, ბახ­ტა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო, რომ ბან­კე­ბის დო­მი­ნი­რე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო ამ ქვე­ყა­ნა­ში და თა­ვის ტყავ­ში ჩა­ტე­უ­ლიყ­ვნენ სა­ბან­კო სის­ტე­მე­ბი. არის რა­ღაც, რისი გა­კე­თე­ბაც შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა რა რე­სურ­სე­ბით და რო­გორ, ეს ცალ­კე მსჯე­ლო­ბის სა­კი­თხია. ამ გან­ცხა­დე­ბის ამო­ცა­ნა იმ­დე­ნად არ არის პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტა, რამ­დე­ნა­დაც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, ერთჯე­რა­დად ამ სო­ცი­ა­ლუ­რი სეგ­მენ­ტის გუ­ლის მო­გე­ბა. ისი­ნი იყ­ვნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში 9 წელი და მე მა­ინ­ცდა­მა­ინც არ მახ­სოვს ამ სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე ასე აქ­ტი­უ­რად ეფიქ­რათ. რო­დე­საც სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ 1.65 კურ­სით იქ­ნე­ბა ვა­ლე­ბი გა­და­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი, რე­სურ­სი რა არის ამის?! სა­ი­დან მო­აქვთ რე­სურ­სი, ამა­ზეც უნდა ილა­პა­რა­კოს. ეს ყვე­ლა­ფე­რი არის წი­ნა­ა­სარ­ჩევ­ნო რი­ტო­რი­კა და არა უმე­ტეს ამი­სა“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა გრი­გოლ ვა­შა­ძის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბებს, ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, მისი მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია პრობ­ლე­მა კი­დევ უფრო მას­შტა­ბუ­რი გახ­დეს. „სხვა რის­კე­ბიც არ­სე­ბობს. არი­ან წე­სი­ე­რი გა­დამ­ხდე­ლე­ბი. ჩვენ უნდა გვეს­მო­დეს, რომ ამის რე­სურ­სე­ბი რომც არ­სე­ბობ­დეს, რამ­დე­ნად სწო­რია ასე­თი რა­მის გა­კე­თე­ბა ეს მე­ო­რე სა­კი­თხია. არ­სე­ბო­ბენ წე­სი­ე­რი გა­დამ­ხდე­ლე­ბი და თუ ჩვენ რა­ღაც სეგ­მენ­ტის პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტას და­ვი­წყებთ, ამ შემ­თხვე­ვა­ში წე­სი­ერ­მა გა­დამ­ხდე­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა ხელი აი­ღონ გა­დახ­და­ზე და პრობ­ლე­მა კი არ გა­დავ­წყვი­ტოთ, კი­დევ უფრო მას­შტა­ბუ­რი გავ­ხა­დოთ. ეს არ არის ასე მარ­ტი­ვი სა­კი­თხე­ბი, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი დეკ­ლა­რა­ცი­ის სა­გა­ნი გავ­ხა­დოთ“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ, დო­ლა­რებ­ში აღე­ბუ­ლი კრე­დი­ტის გას­ტუმ­რე­ბა მოხ­დე­ბა 1.65 კურ­სით და არა დღე­ვან­დე­ლი კურ­სით. მისი თქმით, სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლო ვა­ლე­ბი 2-წლი­ა­ნი ვა­დით გა­ი­ყი­ნე­ბა.

„ბევრ ხალ­ხს აქვს აღე­ბუ­ლი სეს­ხი დო­ლარ­ში. დო­ლა­რის კურ­სი იყო სულ სხვა და ახლა არის სხვა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­მოც­ვლის შემ­დეგ, დო­ლა­რებ­ში აღე­ბუ­ლი კრე­დი­ტის გას­ტუმ­რე­ბა მოხ­დე­ბა 1.65 კურ­სით და არა დღე­ვან­დე­ლი კურ­სით. ეს გა­ა­კე­თა ჩვენ­მა მე­გო­ბარ­მა ორ­ბან­მა უნ­გრეთ­ში. ასე­ვე, სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლო ვა­ლებ­ზე მოხ­დე­ბა მათი 2-წლი­ა­ნი გა­ყინ­ვა. ეს არის ჩვე­ნი პროგ­რა­მა სა­ბან­კო და­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ბის კრი­ზი­სის გა­და­სა­ლა­ხად, ხალ­ხის გა­ჭირ­ვე­ბის შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად. ჩვენ ასე­ვე მო­ვახ­დენთ სა­ბან­კო ბაზ­რის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას. შე­მო­ვიყ­ვანთ ბევრ სხვა­დას­ხვა ბანკს უფრო და­ბა­ლი პრო­ცენ­ტე­ბით. მე­ვახ­შე ივა­ნიშ­ვი­ლი ვე­ღარ შეძ­ლებს ამ ძარ­ცვის გაგ­რძე­ლე­ბას. ეს პროგ­რა­მა ამოქ­მედ­დე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მო­გე­ბის და ყვე­ლა ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად მა­შინ­ვე“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ამ სა­კი­თხზე დღეს გან­ცხა­დე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის „ძალა ერ­თო­ბა­ში­ას“ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა გრი­გოლ ვა­შა­ძე­მაც გა­ა­კე­თა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ბან­კო და­ვა­ლი­ა­ნე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას რამ­დე­ნი­მე მო­თხოვ­ნას უყე­ნებს. კერ­ძოდ, მისი გან­ცხა­დე­ბით, ე.წ. შავი სი­ი­დან უნდა ამო­ი­ღონ ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ იხ­დი­ან კრე­დი­ტებს და მათ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი უნდა ჩა­მო­ე­წე­როთ. ასე­ვე, მთავ­რო­ბამ უნდა შე­ის­ყი­დოს მათი და­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ბი. ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა ამ­ნის­ტია უნდა გა­მო­ა­ცხა­დოს ბან­კე­ბის მიერ და­რი­ცხუ­ლი სან­ქცია-სა­უ­რა­ვე­ბის, ხოლო ეროვ­ნულ­მა ბან­კმა ეტა­პობ­რი­ვად უნდა გა­ა­ნა­ხევ­როს იპო­თე­კუ­რი სეს­ხე­ბის პრო­ცენ­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

როცა ამბობს, რომ 1.65 კურსით იქნება ვალები გადაანგარიშებული, საიდან მოაქვს რესურსი, ამაზეც უნდა ილაპარაკოს - გია ხუხაშვილი სააკაშვილის წინაასარჩევნო რიტორიკაზე

როცა ამბობს, რომ 1.65 კურსით იქნება ვალები გადაანგარიშებული, საიდან მოაქვს რესურსი, ამაზეც უნდა ილაპარაკოს - გია ხუხაშვილი სააკაშვილის წინაასარჩევნო რიტორიკაზე

როდესაც სააკაშვილი საუბრობს იმაზე, რომ 1.65 კურსით იქნება ვალები გადაანგარიშებული, ამის რესურსი რა არის?! საიდან მოაქვს რესურსი, ამაზეც უნდა ილაპარაკოს. ეს ყველაფერი არის წინაასარჩევნო რიტორიკა და არა უმეტეს ამისა, - ასე აფასებს საბანკო დავალიანებებთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილისგანცხადებებს ექსპერტი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, ამ არჩევნებზე ამ ტიპის რიტორიკა ამ საკითხებზე აცდენილია ყოველგვარ ლოგიკას, რადგან საპრეზიდენტო უფლებამოსილება არანაირად არ გულისხმობს ამ საკითხებში მონაწილეობას ამა თუ იმ ფორმით.

„შესაბამისად, გასაგებია, რომ ეს არის წმინდა პოლიტიკური რიტორიკა. არსებობს საკმაოდ დიდი სოციალური სეგმენტი, რომლის მიმხრობასაც ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“. პრეზიდენტს იმის უფლებამოსილებაც არ აქვს, რომ ამ მხრივ რამე აკეთოს, არამედ იმის უფლებაც არ აქვს, რომ ამაზე ბევრი ილაპარაკოს, რადგან მის კონსტიტუციურ კომპეტენციას ეს საკითხები სცილდება. პრობლემა არსებობს, ეს საკმაოდ მაღალი სოციალური რისკის ზონაა და ეს ვითარება გარკვეულწილად არასწორი პოლიტიკის გამო ჩამოყალიბდა. რა არის გამოსავლის გზები, ეს ცალკე საკითხია. ის, რომ ბანკები არ უნდა დომინირებდნენ ეკონომიკაზე, სწორია. ის, რომ ივანიშვილია ამის კურატორი, ეს სისულელეა, რადგან პირიქით, ბახტაძის ინიციატივა იყო, რომ ბანკების დომინირება დასრულებულიყო ამ ქვეყანაში და თავის ტყავში ჩატეულიყვნენ საბანკო სისტემები. არის რაღაც, რისი გაკეთებაც შეიძლება, თუმცა რა რესურსებით და როგორ, ეს ცალკე მსჯელობის საკითხია. ამ განცხადების ამოცანა იმდენად არ არის პრობლემების გადაწყვეტა, რამდენადაც წინასაარჩევნოდ, ერთჯერადად ამ სოციალური სეგმენტის გულის მოგება. ისინი იყვნენ ხელისუფლებაში 9 წელი და მე მაინცდამაინც არ მახსოვს ამ სოციალურ პრობლემებზე ასე აქტიურად ეფიქრათ. როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ 1.65 კურსით იქნება ვალები გადაანგარიშებული, რესურსი რა არის ამის?! საიდან მოაქვთ რესურსი, ამაზეც უნდა ილაპარაკოს. ეს ყველაფერი არის წინაასარჩევნო რიტორიკა და არა უმეტეს ამისა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის დღევანდელ განცხადებებს, ხუხაშვილის თქმით, მისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელია პრობლემა კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს. „სხვა რისკებიც არსებობს. არიან წესიერი გადამხდელები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამის რესურსები რომც არსებობდეს, რამდენად სწორია ასეთი რამის გაკეთება ეს მეორე საკითხია. არსებობენ წესიერი გადამხდელები და თუ ჩვენ რაღაც სეგმენტის პრობლემების გადაწყვეტას დავიწყებთ, ამ შემთხვევაში წესიერმა გადამხდელებმაც შეიძლება ხელი აიღონ გადახდაზე და პრობლემა კი არ გადავწყვიტოთ, კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ. ეს არ არის ასე მარტივი საკითხები, რომ პოლიტიკური დეკლარაციის საგანი გავხადოთ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, დოლარებში აღებული კრედიტის გასტუმრება მოხდება 1.65 კურსით და არა დღევანდელი კურსით. მისი თქმით, სრულიად უსამართლო ვალები 2-წლიანი ვადით გაიყინება.

„ბევრ ხალხს აქვს აღებული სესხი დოლარში. დოლარის კურსი იყო სულ სხვა და ახლა არის სხვა. ხელისუფლების გამოცვლის შემდეგ, დოლარებში აღებული კრედიტის გასტუმრება მოხდება 1.65 კურსით და არა დღევანდელი კურსით. ეს გააკეთა ჩვენმა მეგობარმა ორბანმა უნგრეთში. ასევე, სრულიად უსამართლო ვალებზე მოხდება მათი 2-წლიანი გაყინვა. ეს არის ჩვენი პროგრამა საბანკო დავალიანებების კრიზისის გადასალახად, ხალხის გაჭირვების შესამსუბუქებლად. ჩვენ ასევე მოვახდენთ საბანკო ბაზრის ლიბერალიზაციას. შემოვიყვანთ ბევრ სხვადასხვა ბანკს უფრო დაბალი პროცენტებით. მევახშე ივანიშვილი ვეღარ შეძლებს ამ ძარცვის გაგრძელებას. ეს პროგრამა ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების მოგების და ყველა ცვლილებასთან ერთად მაშინვე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამ საკითხზე დღეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემაც გააკეთა. მოქალაქეების საბანკო დავალიანებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას რამდენიმე მოთხოვნას უყენებს. კერძოდ, მისი განცხადებით, ე.წ. შავი სიიდან უნდა ამოიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ იხდიან კრედიტებს და მათ ვალდებულებები უნდა ჩამოეწეროთ. ასევე, მთავრობამ უნდა შეისყიდოს მათი დავალიანებები. ვაშაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა ამნისტია უნდა გამოაცხადოს ბანკების მიერ დარიცხული სანქცია-საურავების, ხოლო ეროვნულმა ბანკმა ეტაპობრივად უნდა გაანახევროს იპოთეკური სესხების პროცენტი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები