ახლოვდება დეკემბერი და ინტერესი არდადეგების მიმართ იზრდება. განათლების სამინისტრომ უკვე განსაზღვრა საახალწლო არდადეგების საკითხი საჯარო სკოლებში. სასწავლო პროცესი 28 დეკემბერს დასრულდება და 15 იანვარს, სამშაბათ დღეს განახლდება.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, აქ ზუსტად დადგენილი არაა, როდის დაისვებენებ ბავშვები, თუმცა სავარაუდო ინფორმაციით, ბაღებიც სკოლების მსაგავსად, 28 დეკემბრიდან 15 იანვრამდე შეაჩერებენ სააღმზრდელო პროცესს.
როგორც იცით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამო, 28 ნოემბერიც დასვენების დღედ გამოცხადდა, თუმცა ის საბავშვო ბაღები, სადაც განთავსებული იქნება საარჩევნო უბნები, არც 29 ნოემბერს იმუშავებენ - მიზეზი სანიტარული დღეა. წაიკითხეთ სრულად