კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველას ერთნაირი ტუჩი და მკერდი რომ აქვს, მერე საინტერესო აღარ არის" - ეკა ჩხეიძე გემოვებასა და თანამედროვე ქართულ სტილზე
"ყველას ერთნაირი ტუჩი და მკერდი რომ აქვს, მერე საინტერესო აღარ არის" - ეკა ჩხეიძე გემოვებასა და თანამედროვე ქართულ სტილზე

"თა­ვი­სუ­ფა­ლი ჩაც­მუ­ლო­ბა მიყ­ვარს. აი, ისე­თი, რომ არ გე­ტყო­ბა, სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი სარ­კეს­თან რომ იდე­ქი და აღარ იცო­დი, რა ჩა­გეც­ვა. როცა რა­მეს ვერ ვირ­გებ და "სხვის ტან­ზე გა­დაც­მუ­ლი­ვით" მაქვს, ასე­თი სა­მო­სის ტა­რე­ბა არ შე­მიძ­ლია. აუ­ცი­ლებ­ლად "ჩემი" უნდა იყოს! შე­იძ­ლე­ბა ცალ­კე და­კი­დე­ბუ­ლი გა­და­სა­რე­ვი იყოს, ძა­ლი­ან კარ­გი დი­ზა­ი­ნე­რის მიერ შექ­მნი­ლი, მაგ­რამ მას­ში თავი კომ­ფორ­ტუ­ლად ვერ­ვიგ­რძნო", - ამ­ჯე­რად გე­მოვ­ნე­ბა­ზე უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი, ეკა ჩხე­ი­ძე გვე­სა­უბ­რა...

- თქვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით, ყვე­ლა­ზე მე­ტად რა ახ­დენს გავ­ლე­ნას ადა­მი­ა­ნის მა­ღა­ლი გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე?

- ზო­მი­ე­რე­ბა! გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი არა­ფე­რი ვარ­გა!.. არ უნდა იყოს ზედ­მე­ტი სიბ­რჭყვი­ა­ლე მა­კი­აჟ­ში, ჩაც­მუ­ლო­ბა­ში და ასე შემ­დეგ... მი­ნი­მა­ლიზ­მი სა­უ­კე­თე­სო რა­მაა! ბი­ნაც თით­ქმის ორ, მაქ­სი­მუმ სამ ფერ­ში მაქვს გა­და­წყვე­ტი­ლი...

- თე­ატ­რი, კინო, მუ­სი­კა, წიგ­ნი - ეს ყვე­ლა­ფე­რი რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გე­მოვ­ნე­ბის დახ­ვე­წა­ში?

- რა თქმა უნდა, ეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ხა­რის­ხი­ა­ნი უნდა იყოს! ცუდი სპექ­ტაკ­ლის ნახ­ვა გე­მოვ­ნე­ბას პი­რი­ქით, აფუ­ჭებს! ჩემს შვი­ლებს პა­ტა­რა ასა­კი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სულ ვურ­ჩევ, რა ფილ­მი ნა­ხონ, რო­მელ მუ­სი­კას მო­უს­მი­ნონ... მშო­ბე­ლი აძ­ლევ მა­გა­ლითს, თუ რა არის კარ­გი: პა­ტა­რა დო­ზით კლა­სი­კას მო­ას­მე­ნი­ნებ, ხა­რის­ხი­ან ფილ­მებს უჩ­ვე­ნებ და შემ­დეგ თვი­თონ გან­სა­ზღვრავს, რა ურ­ჩევ­ნია...

- ბავ­შვო­ბი­დან რო­მე­ლი მწერ­ლე­ბი, ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი გიყ­ვარ­დათ?

- ჩვენს თა­ო­ბა­ში წიგ­ნე­ბის კი­თხვას ყვე­ლა ას­ტრიდ ლინდგრე­ნით ვი­წყებ­დით... არა­სო­დეს მა­კი­თხებ­დნენ ძმებ გრი­მებს, რად­გან მძი­მე ზღაპ­რე­ბია, სა­დაც ბევ­რი აგ­რე­სი­აა... შემ­დეგ ასაკ­ში იყო ჰე­მინ­გუ­ეი, ბალ­ზა­კი... ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი, რა­საც ვკი­თხუ­ლობ­დი და მახ­სოვს, ტოლსტო­ის "ომი და მშვი­დო­ბა" რომ წა­ვი­კი­თხე, ომის თე­მებს ვტო­ვებ­დი და მარ­ტო მშვი­დო­ბა­ზე ვკი­თხუ­ლობ­დი... არ­სე­ბობს კლა­სი­კა, რო­მე­ლიც ვფიქ­რობ, ადა­მი­ან­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ი­კი­თხოს! ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და რუსი კლა­სი­კო­სე­ბი! რუ­სულს დღეს თუ რა­მეს ახ­სე­ნებ, მტე­რი ხარ, მაგ­რამ რუ­სულ­ზე უა­რის თქმა არაფ­რით შე­იძ­ლე­ბა, კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა იქ­ნე­ბა ეს, თუ სა­უ­კე­თე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რა... დოს­ტო­ევ­სკის მსგავ­სი ღრმა მწე­რა­ლი არ ვიცი, კი­დევ ვინ­მე თუ არ­სე­ბობს!

- სა­მოგ­ზა­უ­როდ რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბი გირ­ჩევ­ნი­ათ: თა­ნა­მედ­რო­ვე მე­გა­პო­ლი­სე­ბი თუ ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლის მქო­ნე?- რა თქმა უნდა, ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლის... ის­ტო­რი­ულ ქა­ლა­ქებ­ში როცა ვხვდე­ბი, სულ ძველ უბ­ნებ­სა და ქუ­ჩებს ვათ­ვა­ლი­ე­რებ. ჩემ­თვის ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა - იტა­ლი­აა. რომი და ვა­ტი­კა­ნი სრუ­ლი შე­დევ­რია! ნიუ-იორკშიც ვარ ნა­ყო­ფი და იქ აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა სამ­ყა­როა (მხო­ლოდ სტილს არ ვგუ­ლის­ხმობ)! ალ­ბათ არც ღირს ერ­თმა­ნეთ­თან შე­და­რე­ბა, რად­გან ორი სხვა­დას­ხვა გან­ზო­მი­ლე­ბაა. სხვა­დას­ხვა გუ­ლის­ცე­მა აქვთ და სა­ერ­თოდ, სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა... აუ­ცი­ლებ­ლად ორი­ვე უნდა ნახო და გა­ეც­ნო, ორი­ვე გა­და­სა­რე­ვია, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო!

- კი­დევ ბევრ ქვე­ყა­ნა­სა და ქა­ლაქ­ში ყო­ფილ­ხართ?..

- დიახ, პა­რი­ზი მომ­წონს და ვფიქ­რობ, ეს ქა­ლა­ქი ყო­ველ­თვის სა­უ­კე­თე­სოა სა­მოგ­ზა­უ­როდ... ირა­ნი და მსგავ­სი ქვეყ­ნე­ბიც ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ნამ­ყო­ფი არ ვარ... მინ­დო­და ავ­სტრა­ლი­ის ნახ­ვა, მაგ­რამ არა მგო­ნია, იქ ოდეს­მე მოვ­ხვდე. ბრა­ზი­ლი­ა­შიც ძა­ლი­ან მინ­და წას­ვლა... ევ­რო­პა ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მია, თან ჩემი შვი­ლი ახლა იტა­ლი­ა­ში სწავ­ლობს და ხში­რად მი­წევს იქ ჩას­ვლა. მდი­და­რი კულ­ტუ­რის ქვე­ყა­ნაა, ამო­უ­წუ­რა­ვი.

- ბრა­ზი­ლია და ავ­სტრა­ლია რით გი­ზი­დავთ?

- მგო­ნია, რომ ავ­სტრა­ლია სხვა სამ­ყა­როა, სხვა ხელ­წე­რა აქვს, იქ სხვა­ნა­ი­რი ცაა... მახ­სოვს, პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რო­დე­საც რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი გას­ტრო­ლე­ბით ავ­სტრა­ლი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ბე­ბი­ა­ჩე­მი - მე­დი­კო ჩა­ხა­ვა გას­ტრო­ლე­ბი­დან რომ ჩა­მო­ვი­და, თქვა, - იქ მთვა­რე სხვა­ნა­ი­რად ანა­თებ­სო... პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ იმის შემ­დეგ სულ მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ ანა­თებს ამ ქვე­ყა­ნა­ში მთვა­რე...ახ­ლის შეც­ნო­ბა ყო­ველ­თვის გა­ინ­ტე­რე­სებს ადა­მი­ანს. გბეზ­რდე­ბა ერთი და იგი­ვე სი­ტუ­ა­ცია, ატ­მოს­ფე­რო... თუ გაქვს ფუ­ფუ­ნე­ბა იმი­სა, რომ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნას, ქა­ლაქს ეს­ტუმ­რო, ამა­ზე კარ­გი არა­ფე­რია! ჩემს შვი­ლებს რომ მოგ­ზა­უ­რო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ, მე დღეს ამით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ!

- რო­მელ ცნო­ბილ ქალ­ბა­ტონს გა­მო­არ­ჩევ­დით, რო­გორც მი­სა­ბა­ძად გე­მოვ­ნე­ბი­ანს?

- ძა­ლი­ან მომ­წონ­და ლი­ა­ნა ასა­თი­ა­ნი. ნამ­დვი­ლი არის­ტოკ­რა­ტი იყო, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი... იმ­დე­ნად დახ­ვე­წი­ლი მა­ნე­რე­ბი ჰქონ­და, რაც უნდა ჩა­ეც­ვა, ყვე­ლა­ფე­რი უხ­დე­ბო­და. ყო­ველ­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლად, გე­მოვ­ნე­ბით და სა­ინ­ტე­რე­სოდ ეცვა. ისე­თი სა­უბ­რის მა­ნე­რა ჰქონ­და, მარ­თლაც მი­სა­ბა­ძი იყო...ლი­ა­ნა ასა­თი­ანს კარ­გად ვიც­ნობ­დი, ბევ­რს ვსა­უბ­რობ­დით და ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით: თე­ატ­რის დარ­ბაზ­ში გვერ­დიგ­ვერდ ვის­ხე­დით, ბრი­ტა­ნე­ლე­ბის მო­ნოს­პექ­ტაკ­ლი გა­დი­ო­და... მსა­ხი­ო­ბი იდგა სცე­ნა­ზე, საკ­მა­ოდ მოვ­ლი­ლი და კარ­გი ქალ­ბა­ტო­ნი. ლი­ა­ნას ვკი­თხე, ნე­ტავ ეს ქალი რამ­დე­ნი წლის არის, კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა არ უნდა იყოს, ალ­ბათ და­ახ­ლო­ე­ბით ორ­მოც­და­ა­თი წლის იქ­ნე­ბა-მეთ­ქი... ლი­ა­ნამ მი­თხრა, - ორ­მოც­და­ა­თი წლის კი არა, სა­მოც წელ­ზე მე­ტის იქ­ნე­ბაო... სა­ო­ცა­რი თვა­ლი ჰქონ­და და გა­მან­დო, თუ რით მიხ­ვდა ამ ქა­ლის ასაკს: ხე­ლე­ბი ყი­დის და ხე­ლებს ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მი­ხე­დე, ძნე­ლი მო­სავ­ლე­ლია და ქა­ლის ასაკს გას­ცემ­სო... ეს ფრა­ზა იმ­დე­ნად ჩამ­რჩა, რამ­დენ­ჯე­რაც ხე­ლის კრემს წა­ვის­ვამ, სულ ლი­ა­ნა ასა­თი­ა­ნის ნათ­ქვა­მი მახ­სენ­დე­ბა.გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გე­მოვ­ნე­ბი­ან ქალ­ბა­ტო­ნებ­ზე ლი­ა­ნა ასა­თი­ა­ნი და ნანი ბრეგ­ვა­ძე გა­მახ­სენ­და, რად­გან მათ­ში სხვა­ნა­ირ არის­ტოკ­რა­ტულ შარმს ვხე­დავ... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ყველას ერთნაირი ტუჩი და მკერდი რომ აქვს, მერე საინტერესო აღარ არის" - ეკა ჩხეიძე გემოვებასა და თანამედროვე ქართულ სტილზე

"ყველას ერთნაირი ტუჩი და მკერდი რომ აქვს, მერე საინტერესო აღარ არის" - ეკა ჩხეიძე გემოვებასა და თანამედროვე ქართულ სტილზე

"თავისუფალი ჩაცმულობა მიყვარს. აი, ისეთი, რომ არ გეტყობა, საათნახევარი სარკესთან რომ იდექი და აღარ იცოდი, რა ჩაგეცვა. როცა რამეს ვერ ვირგებ და "სხვის ტანზე გადაცმულივით" მაქვს, ასეთი სამოსის ტარება არ შემიძლია. აუცილებლად "ჩემი" უნდა იყოს! შეიძლება ცალკე დაკიდებული გადასარევი იყოს, ძალიან კარგი დიზაინერის მიერ შექმნილი, მაგრამ მასში თავი კომფორტულად ვერვიგრძნო", - ამჯერად გემოვნებაზე უმშვენიერესი ქართველი მსახიობი, ეკა ჩხეიძე გვესაუბრა...

- თქვენი დაკვირვებით, ყველაზე მეტად რა ახდენს გავლენას ადამიანის მაღალი გემოვნების ჩამოყალიბებაზე?

- ზომიერება! გადაჭარბებული არაფერი ვარგა!.. არ უნდა იყოს ზედმეტი სიბრჭყვიალე მაკიაჟში, ჩაცმულობაში და ასე შემდეგ... მინიმალიზმი საუკეთესო რამაა! ბინაც თითქმის ორ, მაქსიმუმ სამ ფერში მაქვს გადაწყვეტილი...

- თეატრი, კინო, მუსიკა, წიგნი - ეს ყველაფერი რამდენად მნიშვნელოვანია გემოვნების დახვეწაში?

- რა თქმა უნდა, ეხმარება, მაგრამ ხარისხიანი უნდა იყოს! ცუდი სპექტაკლის ნახვა გემოვნებას პირიქით, აფუჭებს! ჩემს შვილებს პატარა ასაკიდან მოყოლებული, სულ ვურჩევ, რა ფილმი ნახონ, რომელ მუსიკას მოუსმინონ... მშობელი აძლევ მაგალითს, თუ რა არის კარგი: პატარა დოზით კლასიკას მოასმენინებ, ხარისხიან ფილმებს უჩვენებ და შემდეგ თვითონ განსაზღვრავს, რა ურჩევნია...

- ბავშვობიდან რომელი მწერლები, ნაწარმოებები გიყვარდათ?

- ჩვენს თაობაში წიგნების კითხვას ყველა ასტრიდ ლინდგრენით ვიწყებდით... არასოდეს მაკითხებდნენ ძმებ გრიმებს, რადგან მძიმე ზღაპრებია, სადაც ბევრი აგრესიაა... შემდეგ ასაკში იყო ჰემინგუეი, ბალზაკი... ძალიან განვიცდიდი, რასაც ვკითხულობდი და მახსოვს, ტოლსტოის "ომი და მშვიდობა" რომ წავიკითხე, ომის თემებს ვტოვებდი და მარტო მშვიდობაზე ვკითხულობდი... არსებობს კლასიკა, რომელიც ვფიქრობ, ადამიანმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს! ძალიან მიყვარდა რუსი კლასიკოსები! რუსულს დღეს თუ რამეს ახსენებ, მტერი ხარ, მაგრამ რუსულზე უარის თქმა არაფრით შეიძლება, კლასიკური მუსიკა იქნება ეს, თუ საუკეთესო ლიტერატურა... დოსტოევსკის მსგავსი ღრმა მწერალი არ ვიცი, კიდევ ვინმე თუ არსებობს!

- სამოგზაუროდ რომელი ქვეყნები გირჩევნიათ: თანამედროვე მეგაპოლისები თუ ისტორიული წარსულის მქონე?- რა თქმა უნდა, ისტორიული წარსულის... ისტორიულ ქალაქებში როცა ვხვდები, სულ ძველ უბნებსა და ქუჩებს ვათვალიერებ. ჩემთვის ამ მხრივ განსაკუთრებული ქვეყანა - იტალიაა. რომი და ვატიკანი სრული შედევრია! ნიუ-იორკშიც ვარ ნაყოფი და იქ აბსოლუტურად სხვა სამყაროა (მხოლოდ სტილს არ ვგულისხმობ)! ალბათ არც ღირს ერთმანეთთან შედარება, რადგან ორი სხვადასხვა განზომილებაა. სხვადასხვა გულისცემა აქვთ და საერთოდ, სხვადასხვა დანიშნულება... აუცილებლად ორივე უნდა ნახო და გაეცნო, ორივე გადასარევია, ძალიან საინტერესო!

- კიდევ ბევრ ქვეყანასა და ქალაქში ყოფილხართ?..

- დიახ, პარიზი მომწონს და ვფიქრობ, ეს ქალაქი ყოველთვის საუკეთესოა სამოგზაუროდ... ირანი და მსგავსი ქვეყნებიც ძალიან მაინტერესებს, მაგრამ ნამყოფი არ ვარ... მინდოდა ავსტრალიის ნახვა, მაგრამ არა მგონია, იქ ოდესმე მოვხვდე. ბრაზილიაშიც ძალიან მინდა წასვლა... ევროპა ადვილად ხელმისაწვდომია, თან ჩემი შვილი ახლა იტალიაში სწავლობს და ხშირად მიწევს იქ ჩასვლა. მდიდარი კულტურის ქვეყანაა, ამოუწურავი.

- ბრაზილია და ავსტრალია რით გიზიდავთ?

- მგონია, რომ ავსტრალია სხვა სამყაროა, სხვა ხელწერა აქვს, იქ სხვანაირი ცაა... მახსოვს, პატარა ვიყავი, როდესაც რუსთაველის თეატრი გასტროლებით ავსტრალიაში იმყოფებოდა. ბებიაჩემი - მედიკო ჩახავა გასტროლებიდან რომ ჩამოვიდა, თქვა, - იქ მთვარე სხვანაირად ანათებსო... პატარა ვიყავი, მაგრამ იმის შემდეგ სულ მაინტერესებს, როგორ ანათებს ამ ქვეყანაში მთვარე...ახლის შეცნობა ყოველთვის გაინტერესებს ადამიანს. გბეზრდება ერთი და იგივე სიტუაცია, ატმოსფერო... თუ გაქვს ფუფუნება იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანას, ქალაქს ესტუმრო, ამაზე კარგი არაფერია! ჩემს შვილებს რომ მოგზაურობის საშუალება მიეცათ, მე დღეს ამით ძალიან ბედნიერი ვარ!

- რომელ ცნობილ ქალბატონს გამოარჩევდით, როგორც მისაბაძად გემოვნებიანს?

- ძალიან მომწონდა ლიანა ასათიანი. ნამდვილი არისტოკრატი იყო, ძალიან ძლიერი, განათლებული და კულტურული... იმდენად დახვეწილი მანერები ჰქონდა, რაც უნდა ჩაეცვა, ყველაფერი უხდებოდა. ყოველთვის განსხვავებულად, გემოვნებით და საინტერესოდ ეცვა. ისეთი საუბრის მანერა ჰქონდა, მართლაც მისაბაძი იყო...ლიანა ასათიანს კარგად ვიცნობდი, ბევრს ვსაუბრობდით და ერთ ამბავს მოგიყვებით: თეატრის დარბაზში გვერდიგვერდ ვისხედით, ბრიტანელების მონოსპექტაკლი გადიოდა... მსახიობი იდგა სცენაზე, საკმაოდ მოვლილი და კარგი ქალბატონი. ლიანას ვკითხე, ნეტავ ეს ქალი რამდენი წლის არის, კარგად გამოიყურება, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა არ უნდა იყოს, ალბათ დაახლოებით ორმოცდაათი წლის იქნება-მეთქი... ლიანამ მითხრა, - ორმოცდაათი წლის კი არა, სამოც წელზე მეტის იქნებაო... საოცარი თვალი ჰქონდა და გამანდო, თუ რით მიხვდა ამ ქალის ასაკს: ხელები ყიდის და ხელებს ყოველთვის ძალიან მიხედე, ძნელი მოსავლელია და ქალის ასაკს გასცემსო... ეს ფრაზა იმდენად ჩამრჩა, რამდენჯერაც ხელის კრემს წავისვამ, სულ ლიანა ასათიანის ნათქვამი მახსენდება.განსაკუთრებულად გემოვნებიან ქალბატონებზე ლიანა ასათიანი და ნანი ბრეგვაძე გამახსენდა, რადგან მათში სხვანაირ არისტოკრატულ შარმს ვხედავ... წაიკითხეთ სრულად

"ბინდის“ მსახიობი მეგობარ გოგონასთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს

ბრედ პიტს 25 წლით უმცროს ქალთან რომანს მიაწერენ - "სახლში აკითხავს და დროს ჰარმონიულად ატარებენ“

თურქი მსახიობი, რომელმაც აქამდე ცნობილი ყველა თურქი ვარსკვლავი დაჩრდილა - ვინ არის ქართველი ქალების ახალი გულთამპყრობელი აქინ აქინოზუ