კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარტოხელა დედები, გარკვეული­ თანხის სანაცვლოდ შვილებს ყიდიან" - ძალადობისთვის განწირული აფხაზი არასრულწლოვნების "განაჩენი"
"მარტოხელა დედები, გარკვეული­ თანხის სანაცვლოდ შვილებს ყიდიან" - ძალადობისთვის განწირული აფხაზი არასრულწლოვნების "განაჩენი"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო ჰიმ­ნის ავ­ტორს, 70 წლის კომ­პო­ზი­ტორ ვა­ლე­რი ჭკა­დუ­ას პე­დო­ფი­ლი­ის ბრალ­დე­ბით 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­დეს. ამ ფაქ­ტმა რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა პრობ­ლე­მე­ბიც წარ­მო­ა­ჩი­ნა. კერ­ძოდ, ბავშ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი და ეს, ძირ­თი­ა­დად, უპატ­რო­ნო ბავ­შვებს ეხე­ბა. რო­გორც ირ­კვე­ვა, 2018 წლის "გმი­რი" ჭკა­დუა ამ და­ნა­შა­ულ­ში ად­რეც იყო შემ­ჩნე­უ­ლი - წლე­ბის წინ ასე­ვე არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნა­ზე­ იძა­ლა­და, თუმ­ცა მა­შინ აფხა­ზეთ­ში გავ­ლე­ნი­ა­ნი კომ­პო­ზი­ტო­რის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე ჩა­ი­ფარ­ცხა. მას შემ­დეგ, რაც მო­სახ­ლე­ო­ბას და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ფაქ­ტე­ბი და­უგ­როვ­და, ბოლო შემ­თხვე­ვის გა­მო­სა­აშ­კა­რა­ვებ­ლად მი­ლი­ცი­ას მი­მარ­თეს. მათ ჭკა­დუა სო­ფელ ეშე­რის მი­ტო­ვე­ბულ სპორ­ტულ ბა­ზა­ში 14 წლის გო­გო­ნა­ზე სქე­სობ­რი­ვი ძა­ლა­დო­ბის დროს და­ა­კა­ვეს. რო­გორც გა­ირ­კვა, ჭკა­დუ­ას საქ­მე­ში კი­დევ მეტი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია. ბავ­შვე­ბი, რომ­ლებ­ზეც ჭკა­დუა მუდ­მი­ვად ძა­ლა­დობ­და, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი­დან, ძი­რი­თა­დად, უდედ­მა­მო­ე­ბი ან ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე მშობ­ლე­ბის შვი­ლე­ბი არი­ან.

აფხა­ზურ­მა მე­დი­ამ­ გა­ავ­რცე­ლა სი­უ­ჟე­ტი, სა­დაც სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ამ­ბობს, რომ იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ჭკა­დუ­ამ რამ­დე­ნი­მე მშო­ბელს თან­ხა გა­და­უ­ხა­და და სა­ნაც­ვლოდ მათ შვი­ლე­ბის "გა­მო­ყე­ნე­ბის" უფ­ლე­ბა მის­ცეს.

"ისეთ ამ­ბებს ვი­გებთ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სგან, ხში­რად ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი მი­ვა­ტო­ვო და შორს გა­და­ვიხ­ვე­წო... მშობლ­ები, უმე­ტე­სად მარ­ტო­ხე­ლა დე­დე­ბი, გარ­კვე­უ­ლი­ თან­ხის სა­ნაც­ვლოდ შვი­ლებს ყი­დი­ან. მძი­მე დღე­ში არი­ან ნარ­კო­მა­ნი მა­მე­ბის შვი­ლე­ბიც... გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც ბოლო შემ­თხვე­ვის მსხვერ­პლი გახ­და, მას­წავ­ლე­ბელს შეს­ჩივ­ლა, რომ კომ­პო­ზი­ტო­რი ჭკა­დუა მუდ­მი­ვად ძა­ლა­დობ­და მას­ზე და ამ დამ­ცი­რე­ბის ატა­ნა აღარ შე­ეძ­ლო. მას­წავ­ლე­ბელ­მა­ გო­გო­ნა და­ა­რი­გა, რო­გორც კი ჭკა­დუა კვლავ და­ა­პი­რებ­და ძა­ლა­დო­ბას, მა­შინ­ვე და­ე­რე­კა და შე­ე­ტყო­ბი­ნე­ბი­ნა მის­თვის.8 თე­ბერ­ვალს მას­წავ­ლე­ბელს გო­გო­ნამ მარ­თლაც და­უ­რე­კა და შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ ჭკა­დუ­ას ეშე­რის მი­ტო­ვე­ბულ სპორ­ტულ ბა­ზა­ში მიჰ­ყავ­და. სწო­რედ მა­შინ გა­მო­ი­ძა­ხეს მი­ლი­ცია და მო­ძა­ლა­დე ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს", - ჰყვე­ბა აფხა­ზი მას­წავ­ლე­ბე­ლი.

იყო შემ­თხვე­ვაც, როცა რაულ ხა­ჯიმ­ბას დაც­ვის წევ­რმა, გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტო­კი­სის ძმამ, ას­ტა­მურ ჯო­პუ­ამ, არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნა­ზე იძა­ლა­და და ეს ფაქ­ტიც გახ­მა­ურ­და - ჯო­პუ­ა­საც 20 წელი მი­უ­სა­ჯეს. თუმ­ცა აფხა­ზე­ბი წერ­დნენ, რომ გავ­ლე­ნი­ან პი­რებს იქ მოხ­ვედ­რის სუ­ლაც არ ეში­ნი­ათ - მათ­თვის ცი­ხე­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბია.

აფხა­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რით, რომ არა ამ ფაქ­ტის რე­ზო­ნან­სუ­ლო­ბა, ჭკა­დუა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა აქვს, კი­დევ არა­ერთ მო­ზარდს გა­ა­უ­ბე­დუ­რებ­და. არ­სე­ბუ­ლი ვერ­სი­ე­ბით, მას შინ, გულ­რიფ­შის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მა­ჭა­რა­შიც მიჰ­ყავ­და გო­გო­ნე­ბი...

ამ ფაქტს აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უკი­დუ­რე­სი აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა, ისი­ნი ჭკა­დუ­ას ლინ­ჩის წე­სით გა­სა­მარ­თლე­ბა­სა და ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო ჰიმ­ნის შეც­ვლას ითხო­ვენ."პირ­ველ რიგ­ში, ეს ჩვე­ნი ბრა­ლია, ყვე­ლამ ვი­ცო­დით ჭკა­დუ­ას შე­სა­ხებ და თვალს ვხუ­ჭავ­დით, მე­ტიც, მას­თან შვი­ლე­ბი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად დაგ­ვყავ­და, თა­ნაც ჩა­წყო­ბით და ნაც­ნო­ბო­ბით... ვდუმ­დით, რად­გან გვე­გო­ნა, ეს ჩვენ არ შეგ­ვე­ხე­ბო­და. ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე ვართ იმ მო­ზარ­დე­ბის წი­ნა­შე და ერთ დღეს რომ უა­რე­სად მოგ­ვექ­ცნენ, ღირ­სი ვიქ­ნე­ბით", - წე­რენ აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მარტოხელა დედები, გარკვეული­ თანხის სანაცვლოდ შვილებს ყიდიან" - ძალადობისთვის განწირული აფხაზი არასრულწლოვნების "განაჩენი"

"მარტოხელა დედები, გარკვეული­ თანხის სანაცვლოდ შვილებს ყიდიან" - ძალადობისთვის განწირული აფხაზი არასრულწლოვნების "განაჩენი"

რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ჰიმნის ავტორს, 70 წლის კომპოზიტორ ვალერი ჭკადუას პედოფილიის ბრალდებით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ამ ფაქტმა რეგიონში არსებული სხვა პრობლემებიც წარმოაჩინა. კერძოდ, ბავშვებთან დაკავშირებული დანაშაულები და ეს, ძირთიადად, უპატრონო ბავშვებს ეხება. როგორც ირკვევა, 2018 წლის "გმირი" ჭკადუა ამ დანაშაულში ადრეც იყო შემჩნეული - წლების წინ ასევე არასრულწლოვან გოგონაზე იძალადა, თუმცა მაშინ აფხაზეთში გავლენიანი კომპოზიტორის წინააღმდეგ საქმე ჩაიფარცხა. მას შემდეგ, რაც მოსახლეობას დანაშაულებრივი ფაქტები დაუგროვდა, ბოლო შემთხვევის გამოსააშკარავებლად მილიციას მიმართეს. მათ ჭკადუა სოფელ ეშერის მიტოვებულ სპორტულ ბაზაში 14 წლის გოგონაზე სქესობრივი ძალადობის დროს დააკავეს. როგორც გაირკვა, ჭკადუას საქმეში კიდევ მეტი დაზარალებულია. ბავშვები, რომლებზეც ჭკადუა მუდმივად ძალადობდა, გაჭირვებული ოჯახებიდან, ძირითადად, უდედმამოები ან ფსიქიკური პრობლემების მქონე მშობლების შვილები არიან.

აფხაზურმა მედიამ გაავრცელა სიუჟეტი, სადაც სკოლის მასწავლებელი ამბობს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ჭკადუამ რამდენიმე მშობელს თანხა გადაუხადა და სანაცვლოდ მათ შვილების "გამოყენების" უფლება მისცეს.

"ისეთ ამბებს ვიგებთ ჩვენი მოსწავლეებისგან, ხშირად ვფიქრობ, ყველაფერი მივატოვო და შორს გადავიხვეწო... მშობლები, უმეტესად მარტოხელა დედები, გარკვეული თანხის სანაცვლოდ შვილებს ყიდიან. მძიმე დღეში არიან ნარკომანი მამების შვილებიც... გოგონამ, რომელიც ბოლო შემთხვევის მსხვერპლი გახდა, მასწავლებელს შესჩივლა, რომ კომპოზიტორი ჭკადუა მუდმივად ძალადობდა მასზე და ამ დამცირების ატანა აღარ შეეძლო. მასწავლებელმა გოგონა დაარიგა, როგორც კი ჭკადუა კვლავ დააპირებდა ძალადობას, მაშინვე დაერეკა და შეეტყობინებინა მისთვის.8 თებერვალს მასწავლებელს გოგონამ მართლაც დაურეკა და შეატყობინა, რომ ჭკადუას ეშერის მიტოვებულ სპორტულ ბაზაში მიჰყავდა. სწორედ მაშინ გამოიძახეს მილიცია და მოძალადე ფაქტზე დააკავეს", - ჰყვება აფხაზი მასწავლებელი.

იყო შემთხვევაც, როცა რაულ ხაჯიმბას დაცვის წევრმა, გავლენიანი პოლიტოკისის ძმამ, ასტამურ ჯოპუამ, არასრულწლოვან გოგონაზე იძალადა და ეს ფაქტიც გახმაურდა - ჯოპუასაც 20 წელი მიუსაჯეს. თუმცა აფხაზები წერდნენ, რომ გავლენიან პირებს იქ მოხვედრის სულაც არ ეშინიათ - მათთვის ციხეში განსაკუთრებული პირობებია.

აფხაზი საზოგადოების აზრით, რომ არა ამ ფაქტის რეზონანსულობა, ჭკადუა, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს, კიდევ არაერთ მოზარდს გააუბედურებდა. არსებული ვერსიებით, მას შინ, გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარაშიც მიჰყავდა გოგონები...

ამ ფაქტს აფხაზი ინტერნეტმომხმარებლების უკიდურესი აღშფოთება მოჰყვა, ისინი ჭკადუას ლინჩის წესით გასამართლებასა და ე.წ. სახელმწიფო ჰიმნის შეცვლას ითხოვენ."პირველ რიგში, ეს ჩვენი ბრალია, ყველამ ვიცოდით ჭკადუას შესახებ და თვალს ვხუჭავდით, მეტიც, მასთან შვილები მუსიკალური განათლების მისაღებად დაგვყავდა, თანაც ჩაწყობით და ნაცნობობით... ვდუმდით, რადგან გვეგონა, ეს ჩვენ არ შეგვეხებოდა. ყველა დამნაშავე ვართ იმ მოზარდების წინაშე და ერთ დღეს რომ უარესად მოგვექცნენ, ღირსი ვიქნებით", - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელში. წაიკითხეთ სრულად

"აფხაზების არ სჯერა მოსკოვს. ისეთ პირობებს უქმნის, მომავალში რომ ვერსად გაიხედონ" - რას ემსახურება რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალ-ეკონომიკური სივრცის პროგრამის დამტკიცება

მიუხედავად რისკისა, რუსები გამალებით ცდილობენ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას, მათ შორის ქართველების სახლებსაც ყიდულობენ

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"