სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამას ხმამაღლა ვამბობ: ნიკა გვარამია ძალიან კარგი მუსიკოსია!" - მარინა ბერიძე "მხოლოდ ქართულის" მეორე სეზონზე
"ამას ხმამაღლა ვამბობ: ნიკა გვარამია ძალიან კარგი მუსიკოსია!" - მარინა ბერიძე "მხოლოდ ქართულის" მეორე სეზონზე

"რუს­თა­ვი 2"-ის პრო­ექტს "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი" მა­ყუ­რე­ბე­ლი მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა, რად­გა­ნაც რო­გორც ჟი­უ­რის წევ­რი, მა­რი­ნა ბე­რი­ძე ამ­ბობს, მისი მე­ო­რე სე­ზო­ნის ასე სწრა­ფად და­წყე­ბა სწო­რედ მა­ყუ­რებ­ლის დაკ­ვე­თაა - ეს მათი მო­თხოვ­ნა იყო. კი­დევ 2 კვი­რა და კონ­კურ­სან­ტე­ბის შერ­ჩე­ვა დას­რულ­დე­ბა, ის ათე­უ­ლიც გა­მოვ­ლი­ნე­ბა, რო­მე­ლიც 8 "ლა­ივ­ში" სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მა­ყუ­რე­ბის წი­ნა­შე წარ­მო­ა­ჩენს.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარს მა­რი­ნა ბე­რი­ძე ამ­ჯე­რად გა­სუ­ლი სე­ზო­ნის შე­ფა­სე­ბით იწყებს:

- წინა სე­ზო­ნი კარ­გად დამ­თავ­რდა, რა­მაც გვიჩ­ვე­ნა, რომ მი­ზანს მი­ვაღ­წი­ეთ - ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მოხ­და. პირ­და­პირ ვი­ტყვი - ის მო­დუ­რი გახ­და, რა­საც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. შე­იძ­ლე­ბა 10 კონ­კურ­სან­ტი ბრი­ლი­ან­ტი­ვით ვერ გა­მობრწყინ­და, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რომ სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თარ­დე­ბოდ­ნენ. ფი­ნალ­შიც შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­დე­გი მი­ვი­ღეთ. მე­ო­რე ის არის, რაც ყვე­ლა კონ­კურ­სზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - ჟი­უ­რის და ხალ­ხის აზრი ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა.

მე­სა­მე ის გახ­ლავთ, რომ ძვე­ლი სიმ­ღე­რე­ბის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ვერ­სი­ე­ბი და­ი­ბა­და, რო­მელ­საც ვი­ღაც იღებს და ვი­ღაც - ვერა, მაგ­რამ ჩემ­თვის, პი­რა­დად, ერთი ადა­მი­ა­ნის­თვის, მა­რი­ნას­თვის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, კონ­კურ­სან­ტებს ისი­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე ჟღე­რა­დო­ბით მო­ეს­მი­ნათ, რაც წლე­ბის წი­ნაა და­წე­რი­ლი. ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს ელექტრო­ნულ მუ­სი­კას, სო­ულს და სრუ­ლი­ად სხვა რე­პერ­ტუ­არს უს­მე­ნენ, დიახ, უნდა მო­ეს­მი­ნათ, მაგ­რამ თუ ძა­ლი­ან კარ­გი მუ­სი­კო­სი არ მი­ა­წო­დებ­და მას, ვერ მი­ი­ღებ­დნენ. ამი­ტომ, ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი იმით, რომ ამ ყვე­ლა­ფერს გე­ნი­ა­ლუ­რი მუ­სი­კო­სი ზვი­ად ბოლ­ქვა­ძე ქმნი­და და იმ დიდ კომ­პო­ზი­ტო­რებს დიდი მოფრ­თხი­ლე­ბით ეხე­ბო­და... ასე რომ, ყვე­ლა­ფერ­მა გა­ა­მარ­თლა...

- მე­ო­რე სე­ზო­ნი მა­ლე­ვე და­ი­წყეთ. რა­ტომ?

- თუმ­ცა მე მა­ინც მინ­დო­და, ცოტა გვი­ან დაგ­ვე­წყო, მაგ­რამ ისე­თი დიდი მო­თხოვ­ნა იყო მა­ყუ­რებ­ლის­გან, გვი­რე­კავ­დნენ, გვწერ­დნენ, გვეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ... ამან მო­დუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მოგ­ვცა. სასე რომ, ეს ნამ­დვი­ლად მა­ყუ­რებ­ლის დაკ­ვე­თაა და ზა­ფხულ­ში­ვე და­ვი­წყეთ კას­ტინ­გი. სა­ქარ­თვე­ლო მო­ვი­ა­რეთ. ბევ­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი მო­ვიდ­ნენ. ე.ი. ისი­ნი ყუ­რა­დღე­ბით უყუ­რებ­დნენ პრო­ექტს და გა­ი­გეს, მათ­გან რა გვინ­დო­და. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­პერ­ტუ­ა­რით მო­ვიდ­ნენ, ვიდ­რე წინა ჯერ­ზე სხვე­ბი.

- პირ­ველ სე­ზონ­ზე კონ­კურ­სან­ტებს ამ­ხე­ლა გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქონ­დათ, არ იცოდ­ნენ, სად მი­დი­ოდ­ნენ და რა მო­თხოვ­ნე­ბი ჰქონ­და, ალ­ბათ მი­ზე­ზიც ეს არის...

- კი, ასე იყო... ჩვენც არ ვი­ცო­დით, რა გზით წა­ვი­დო­დით. პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან რთუ­ლი და­სა­წყე­ბი იყო. მას­ზე ბევ­რი წელი ვფიქ­რობ­დი, რად­გა­ნაც ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა მხო­ლოდ სუფ­რა­ზე რჩე­ბო­და და ისიც და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლად, რაც არ მომ­წონ­და... ის აუ­ცი­ლებ­ლად ახალ­გაზ­რდებს უნდა აე­ტა­ცე­ბი­ნათ, მაგ­რამ რო­გორ, ეს მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლი და სამ­სჯე­ლო იყო. როცა უკვე მას­ზე მუ­შა­ო­ბა გა­და­წყდა, ძა­ლი­ან ჭრე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­ვიკ­რი­ბეთ, იყო სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი აზრი, ბევ­რი სირ­თუ­ლე, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყვე­ლა­ფერს თავი შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­ვარ­თვით.

გუნდში სრუ­ლი­ად ახა­ლი ხალ­ხი ავიყ­ვა­ნეთ, რა­საც თა­ვი­სი პლუ­სი აქვს, ახა­ლი სის­ხლი გვჭირ­დე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, პე­და­გო­გად მომ­ღე­რა­ლი ნუკ­რი კა­პა­ნა­ძე მო­ვი­და, მაგ­რამ არ ვი­ცო­დი და არც ნუკ­რიმ იცო­და, რო­გო­რი პე­და­გო­გი იქ­ნე­ბო­და, მას ეს გა­მოც­დი­ლე­ბა თუ ჰქონ­და, მხო­ლოდ პა­ტა­რა ბავ­შვებ­თან. კონ­კურ­სან­ტებ­თან მუ­შა­ო­ბა სხვა რა­მაა. ნუკ­რიმ საქ­მე­ში სული და გული ჩადო, რო­გორც მომ­ღე­რალ­მა არა­ფე­რი და­ი­ტო­ვა თა­ვის­თვის. სა­კუ­თარ სიმ­ღე­რებ­საც ისე გუ­ლი­ა­ნად ას­წავ­ლი­და, რო­გორც სხვი­სას. ეს ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლია და გუნ­დის წევ­რე­ბის ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით მი­ვი­ღეთ ის შე­დე­გი, რაც მი­ვი­ღეთ.

- წელ­საც იმა­ვე გზით წახ­ვე­დით?

- იმა­ვე გზით წა­ვე­დით. იცით, რომ "ვა­ზე­ლი­ნი" არ მიყ­ვარს, მაგ­რამ ნიკა გვა­რა­მი­ას არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად დიდი წილი აქვს ამ საქ­მე­ში, რე­პე­ტი­ცი­ებს არ აც­დენ­და, იმი­ტომ რომ თა­ვის საქ­მე, ქვე­ყა­ნა უყ­ვარს, რაც მთა­ვა­რია, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა უყ­ვარს. ძა­ლი­ან კარ­გი მუ­სი­კო­სია! ამას ხმა­მაღ­ლა ვამ­ბობ. შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა აქვს. მე მას ვენ­დო­ბი. მოკ­ლედ, შე­ვიკ­რი­ბეთ, ბევ­რი ვიმ­სჯე­ლეთ, ვერ­სი­ე­ბი გან­ვი­ხი­ლეთ. ახლა უკვე ცოტა უნდა გა­დავ­ნელ­დეთ.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- გა­იჟ­ღე­რებს ქარ­თვე­ლი კლა­სი­კო­სი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი, რო­მელ­საც ზვი­ად ბოლ­ქვა­ძე და ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი ერ­თად შე­მოგ­ვთა­ვა­ზე­ბენ. მათ გა­და­მუ­შა­ვე­ბულ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ვერ­სი­ებს მო­ვის­მენთ. ორი­ვე ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო მუ­სი­კო­სია და უკი­დე­გა­ნოდ ნი­ჭი­ე­რი. გპირ­დე­ბით, რომ ძა­ლი­ან კარ­გი კონ­კურ­სან­ტე­ბის შერ­ჩე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ისიც უნდა ით­ქვას, რომ სა­მი­ვე წევ­რი: სოფო ნი­ჟა­რა­ძე, გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი და მე უკვე კარ­გად შევ­თა­მაშ­დით. სა­მი­ვე ისე ვაზ­როვ­ნებთ, რო­გორც პრო­ექტს სჭირ­დე­ბა. თა­ვი­დან, აწყო­ბა არ იყო ად­ვი­ლი, უც­ბად სამ გან­სხვა­ვე­ბულ ადა­მი­ანს ერ­თად უნდა გვე­მუ­შა­ვა, მა­ნამ­დე ეს გა­მოც­დი­ლე­ბა არ გვქო­ნია. დრო ყვე­ლა­ფერს ალა­გებს და ჩვენც კარ­გად ავა­წყვეთ. ორი გა­და­ცე­მა გა­ვი­და და ბედ­ნი­ე­რი ვარ, - სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა მივ­ხვდით, რომ ქარ­თულ სიმ­ღე­რას არა­ნა­ი­რი შოუ, გაპ­რან­ჭვა არ სჭირ­დე­ბა. მთე­ლი პრო­დაქ­შე­ნი შევ­თან­ხმდით, კი­დევ უფრო პრო­ფე­სი­უ­ლი გზით წავ­სუ­ლი­ყა­ვით, რად­გა­ნაც მა­ყუ­რე­ბელ­მა სწო­რედ ეს მი­ი­ღო.

ბო­ლოს და ბო­ლოს წინა სე­ზონ­ზე ხომ ასე გა­ვი­მარ­ჯვეთ, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი რე­ი­ტინ­გი დავ­დეთ. პირ­ვე­ლი­ვე გა­და­ცე­მი­დან წა­მოგ­ვყვა მა­ყუ­რე­ბე­ლი, - ესაა მთა­ვა­რი.

- გა­სულ ორ­შა­ბათს შე­სარ­ჩევ ტურს რომ ვუ­ყუ­რე, რამ­დე­ნი­მე ფოლკ­ლო­რისტ მომ­ღე­რალს უარი უთხა­რით. რა­ტომ ვერ გა­რის­კეთ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის შემ­დეგ ტურ­ში გა­დაყ­ვა­ნა?

- თუ ადა­მი­ა­ნი ხალ­ხურს მღე­რის, მას ესტრა­დის ხმა­ზე პრაქ­ტი­კუ­ლად, ვერ სვამ, ძნე­ლად გა­და­დის. ემო­ცი­უ­რად შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვი­დეს, მაგ­რამ ყელი ამის სა­შუ­ლე­ბას არ აძ­ლევს. ფორ­მი­რე­ბა სხვა­ნა­ი­რია. ამი­ტომ ისი­ნი ძა­ლი­ან დიდი ბო­დი­შის მოხ­დით გა­ვუშ­ვით. ახლა მთა­ვა­რია, მა­ყუ­რე­ბელ­მა დაგ­ვი­ჯე­როს, წა­მოგ­ვყეს, გვი­ყუ­როს, ჩვენ ძა­ლი­ან ლა­მაზ პრო­ექტს და ლა­მაზ დღე­ებს ვპირ­დე­ბით.

- ფა­ვო­რი­ტე­ბი თუ გყავთ?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია მყავს. არის სამი კონ­კურ­სან­ტი, თუმ­ცა მუ­შა­ო­ბა­ში ვინ რა იქ­ნე­ბა, არა­ვინ იცის. რაც შე­ე­ხე­ბა სოფო ბა­თი­ლაშ­ვილს, ხმა­მაღ­ლა ვამ­ბობ, ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, კარ­გი მო­ნა­ცე­მის გოგო იყო, რო­მე­ლიც უნდა მოხ­ვედ­რი­ლი­ყო 10 კონ­კურ­სან­ტში, მოხ­ვდა, მაგ­რამ ასე თუ გა­მობრწყინ­დე­ბო­და, არ გვე­გო­ნა... ასე რომ, სი­ურპრი­ზე­ბი წინ არის.

- სო­ფომ აჩ­ვე­ნა სა­კუ­თა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი და ეს იყო მთა­ვა­რი...

- ის, რაც არ ჰქონ­და არც ერთს! მან ზვი­ად ბოლ­ქვა­ძის­გან აიღო ყვე­ლა­ფე­რი. ერ­თმა­ნე­თის ენა გა­ი­გეს. ასე რომ, კონ­კურ­სან­ტე­ბით წელ­საც კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ...

მუსიკოსი
0

მე არ ვიცი ვინ არის მუმლაძე ისე ლალიაშვილი ვიცი სამწუხაროდ უარყოფითი მხრიდან , ამას ახლა მინშვნელობა არა აქვს. მარინა მაღალი კლასის სპეციალისტია ფაქტია და დანარჩენი ჩვენ არ გვეხება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"ამას ხმამაღლა ვამბობ: ნიკა გვარამია ძალიან კარგი მუსიკოსია!" - მარინა ბერიძე "მხოლოდ ქართულის" მეორე სეზონზე

"ამას ხმამაღლა ვამბობ: ნიკა გვარამია ძალიან კარგი მუსიკოსია!" - მარინა ბერიძე "მხოლოდ ქართულის" მეორე სეზონზე

"რუსთავი 2"-ის პროექტს "მხოლოდ ქართული" მაყურებელი მოუთმენლად ელოდება, რადგანაც როგორც ჟიურის წევრი, მარინა ბერიძე ამბობს, მისი მეორე სეზონის ასე სწრაფად დაწყება სწორედ მაყურებლის დაკვეთაა - ეს მათი მოთხოვნა იყო. კიდევ 2 კვირა და კონკურსანტების შერჩევა დასრულდება, ის ათეულიც გამოვლინება, რომელიც 8 "ლაივში" საკუთარ შესაძლებლობებს მაყურების წინაშე წარმოაჩენს.

AMBEBI.GE-სთან საუბარს მარინა ბერიძე ამჯერად გასული სეზონის შეფასებით იწყებს:

- წინა სეზონი კარგად დამთავრდა, რამაც გვიჩვენა, რომ მიზანს მივაღწიეთ - ქართული სიმღერის პოპულარიზაცია მოხდა. პირდაპირ ვიტყვი - ის მოდური გახდა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება 10 კონკურსანტი ბრილიანტივით ვერ გამობრწყინდა, მაგრამ მთავარია, რომ სწორი მიმართულებით ვითარდებოდნენ. ფინალშიც შესანიშნავი შედეგი მივიღეთ. მეორე ის არის, რაც ყველა კონკურსზე მნიშვნელოვანია - ჟიურის და ხალხის აზრი ერთმანეთს დაემთხვა.

მესამე ის გახლავთ, რომ ძველი სიმღერების ძალიან საინტერესო ვერსიები დაიბადა, რომელსაც ვიღაც იღებს და ვიღაც - ვერა, მაგრამ ჩემთვის, პირადად, ერთი ადამიანისთვის, მარინასთვის, მნიშვნელოვანი იყო, კონკურსანტებს ისინი თანამედროვე ჟღერადობით მოესმინათ, რაც წლების წინაა დაწერილი. ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ელექტრონულ მუსიკას, სოულს და სრულიად სხვა რეპერტუარს უსმენენ, დიახ, უნდა მოესმინათ, მაგრამ თუ ძალიან კარგი მუსიკოსი არ მიაწოდებდა მას, ვერ მიიღებდნენ. ამიტომ, ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ამ ყველაფერს გენიალური მუსიკოსი ზვიად ბოლქვაძე ქმნიდა და იმ დიდ კომპოზიტორებს დიდი მოფრთხილებით ეხებოდა... ასე რომ, ყველაფერმა გაამართლა...

- მეორე სეზონი მალევე დაიწყეთ. რატომ?

- თუმცა მე მაინც მინდოდა, ცოტა გვიან დაგვეწყო, მაგრამ ისეთი დიდი მოთხოვნა იყო მაყურებლისგან, გვირეკავდნენ, გვწერდნენ, გვეხვეწებოდნენ... ამან მოდუნების უფლება არ მოგვცა. სასე რომ, ეს ნამდვილად მაყურებლის დაკვეთაა და ზაფხულშივე დავიწყეთ კასტინგი. საქართველო მოვიარეთ. ბევრად მოწესრიგებული კონკურსანტები მოვიდნენ. ე.ი. ისინი ყურადღებით უყურებდნენ პროექტს და გაიგეს, მათგან რა გვინდოდა. განსხვავებული რეპერტუარით მოვიდნენ, ვიდრე წინა ჯერზე სხვები.

- პირველ სეზონზე კონკურსანტებს ამხელა გამოცდილება არ ჰქონდათ, არ იცოდნენ, სად მიდიოდნენ და რა მოთხოვნები ჰქონდა, ალბათ მიზეზიც ეს არის...

- კი, ასე იყო... ჩვენც არ ვიცოდით, რა გზით წავიდოდით. პროექტი ძალიან რთული დასაწყები იყო. მასზე ბევრი წელი ვფიქრობდი, რადგანაც ქართული სიმღერა მხოლოდ სუფრაზე რჩებოდა და ისიც დამახინჯებულად, რაც არ მომწონდა... ის აუცილებლად ახალგაზრდებს უნდა აეტაცებინათ, მაგრამ როგორ, ეს მოსაფიქრებელი და სამსჯელო იყო. როცა უკვე მასზე მუშაობა გადაწყდა, ძალიან ჭრელი საზოგადოება შევიკრიბეთ, იყო სხვადასხვანაირი აზრი, ბევრი სირთულე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველაფერს თავი შესანიშნავად გავართვით.

გუნდში სრულიად ახალი ხალხი ავიყვანეთ, რასაც თავისი პლუსი აქვს, ახალი სისხლი გვჭირდებოდა. მაგალითად, პედაგოგად მომღერალი ნუკრი კაპანაძე მოვიდა, მაგრამ არ ვიცოდი და არც ნუკრიმ იცოდა, როგორი პედაგოგი იქნებოდა, მას ეს გამოცდილება თუ ჰქონდა, მხოლოდ პატარა ბავშვებთან. კონკურსანტებთან მუშაობა სხვა რამაა. ნუკრიმ საქმეში სული და გული ჩადო, როგორც მომღერალმა არაფერი დაიტოვა თავისთვის. საკუთარ სიმღერებსაც ისე გულიანად ასწავლიდა, როგორც სხვისას. ეს ძალიან დასაფასებელია და გუნდის წევრების ასეთი დამოკიდებულებით მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ.

- წელსაც იმავე გზით წახვედით?

- იმავე გზით წავედით. იცით, რომ "ვაზელინი" არ მიყვარს, მაგრამ ნიკა გვარამიას არაადამიანურად დიდი წილი აქვს ამ საქმეში, რეპეტიციებს არ აცდენდა, იმიტომ რომ თავის საქმე, ქვეყანა უყვარს, რაც მთავარია, ქართული სიმღერა უყვარს. ძალიან კარგი მუსიკოსია! ამას ხმამაღლა ვამბობ. შესანიშნავი მუსიკალური განათლება აქვს. მე მას ვენდობი. მოკლედ, შევიკრიბეთ, ბევრი ვიმსჯელეთ, ვერსიები განვიხილეთ. ახლა უკვე ცოტა უნდა გადავნელდეთ.

- რას გულისხმობთ?

- გაიჟღერებს ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორები, რომელსაც ზვიად ბოლქვაძე და ნიკოლოზ რაჭველი ერთად შემოგვთავაზებენ. მათ გადამუშავებულ ძალიან საინტერესო ვერსიებს მოვისმენთ. ორივე ჩემთვის მისაღები და საინტერესო მუსიკოსია და უკიდეგანოდ ნიჭიერი. გპირდებით, რომ ძალიან კარგი კონკურსანტების შერჩევა მიმდინარეობს.

ისიც უნდა ითქვას, რომ სამივე წევრი: სოფო ნიჟარაძე, გიორგი უშიკიშვილი და მე უკვე კარგად შევთამაშდით. სამივე ისე ვაზროვნებთ, როგორც პროექტს სჭირდება. თავიდან, აწყობა არ იყო ადვილი, უცბად სამ განსხვავებულ ადამიანს ერთად უნდა გვემუშავა, მანამდე ეს გამოცდილება არ გვქონია. დრო ყველაფერს ალაგებს და ჩვენც კარგად ავაწყვეთ. ორი გადაცემა გავიდა და ბედნიერი ვარ, - საბოლოოდ ყველა მივხვდით, რომ ქართულ სიმღერას არანაირი შოუ, გაპრანჭვა არ სჭირდება. მთელი პროდაქშენი შევთანხმდით, კიდევ უფრო პროფესიული გზით წავსულიყავით, რადგანაც მაყურებელმა სწორედ ეს მიიღო.

ბოლოს და ბოლოს წინა სეზონზე ხომ ასე გავიმარჯვეთ, ძალიან სერიოზული რეიტინგი დავდეთ. პირველივე გადაცემიდან წამოგვყვა მაყურებელი, - ესაა მთავარი.

- გასულ ორშაბათს შესარჩევ ტურს რომ ვუყურე, რამდენიმე ფოლკლორისტ მომღერალს უარი უთხარით. რატომ ვერ გარისკეთ ამ ადამიანების შემდეგ ტურში გადაყვანა?

- თუ ადამიანი ხალხურს მღერის, მას ესტრადის ხმაზე პრაქტიკულად, ვერ სვამ, ძნელად გადადის. ემოციურად შეიძლება გადავიდეს, მაგრამ ყელი ამის საშულებას არ აძლევს. ფორმირება სხვანაირია. ამიტომ ისინი ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით გავუშვით. ახლა მთავარია, მაყურებელმა დაგვიჯეროს, წამოგვყეს, გვიყუროს, ჩვენ ძალიან ლამაზ პროექტს და ლამაზ დღეებს ვპირდებით.

- ფავორიტები თუ გყავთ?

- რასაკვირველია მყავს. არის სამი კონკურსანტი, თუმცა მუშაობაში ვინ რა იქნება, არავინ იცის. რაც შეეხება სოფო ბათილაშვილს, ხმამაღლა ვამბობ, ერთი ჩვეულებრივი, კარგი მონაცემის გოგო იყო, რომელიც უნდა მოხვედრილიყო 10 კონკურსანტში, მოხვდა, მაგრამ ასე თუ გამობრწყინდებოდა, არ გვეგონა... ასე რომ, სიურპრიზები წინ არის.

- სოფომ აჩვენა საკუთარი ინდივიდუალიზმი და ეს იყო მთავარი...

- ის, რაც არ ჰქონდა არც ერთს! მან ზვიად ბოლქვაძისგან აიღო ყველაფერი. ერთმანეთის ენა გაიგეს. ასე რომ, კონკურსანტებით წელსაც კმაყოფილები ვართ...