პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ" - სრული კოლექცია უკვე "ბიბლუსშია"!
"50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ"  - სრული კოლექცია უკვე "ბიბლუსშია"!

რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სა­გა­მომ­ცემ­ლო პრო­ექ­ტი, 50 წიგ­ნი რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ" გა­ნახ­ლდა და სრუ­ლი კო­ლექ­ცია კვლავ ხელ­მი­საწ­ვდო­მია. პრო­ექ­ტის წიგ­ნებ­მა 2010 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რავ ოჯახ­ში და­ი­დო ბინა, თი­თო­ე­უ­ლი წიგ­ნი ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბის­თვის უპ­რენ­ცენ­დენ­ტო ტი­რა­ჟით გა­ი­ყი­და და მა­ლე­ვე სრუ­ლი­ად გაქ­რა მა­ღა­ზი­ე­ბი­დან. რო­გორც ცნო­ბი­ლია, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სე­რია არ კარ­გავ­და პო­პუ­ლა­რო­ბას და მას­ზე მუდ­მი­ვი მო­თხოვ­ნა არ­სე­ბობ­და.

პირ­ვე­ლი ტო­მის გა­მო­ცე­მი­დან 8 წლის შემ­დეგ გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-მა გა­ნა­ახ­ლა ტი­რა­ჟი. ამო­წუ­რუ­ლი წიგ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ეგ­ზემპლა­რე­ბი „თბი­ლი­სის წიგ­ნის დღე­ებ­ზე“ გა­მოჩ­ნდა, დღეს კი უკვე მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, "ბიბ­ლუ­სის" ქსე­ლის მა­ღა­ზი­ებ­შია ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ამ სე­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­ექ­ტის ავ­ტორ­მა, მა­რი­კა დარ­ჩი­ამ და გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ის მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა, მაია ალუ­და­ურ­მა გა­და­ცე­მა­ში "ახა­ლი დღე", გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ლი­ტე­რა­ტუ­რულ რუბ­რი­კა­ში ისა­უბ­რეს.

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, მწე­რა­ლი:

"ამ პრო­ექტს შე­უს­რულ­და 8 წელი და მის ხე­ლა­ხალ გა­მო­ცე­მას წარ­მოგ­ვიდ­გენს გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" მო­ვუ­წო­დებთ იმ ადა­მი­ა­ნებ­საც, ვინც შე­იძ­ლე­ბა იცის, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვს ეს სე­რია - მი­ვაბ­რუ­ნოთ ჩვე­ნი მზე­რა და არ­ჩე­ვა­ნი წიგ­ნე­ბის­კენ.

მა­რი­კა დარ­ჩია, პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი:

მახ­სოვს პირ­ვე­ლი ტომი იყო ბალ­ზა­კის „შაგ­რე­ნის ტყა­ვი“ და მე თვი­თო­ნაც ისე­თი გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რამ ამო­იყ­ვა­ნა ეს წიგ­ნი სიმ­რავ­ლე­ში. შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ეს ის პე­რი­ო­დია, როცა ჩვენ სულ ვი­მე­ო­რებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო შაგ­რე­ნის ტყა­ვი­ვით შემ­ცირ­და და გვაჭ­რი­ან ტე­რი­ტო­რი­ებს... თუკი ვამ­ბობთ, რომ ძალა ერ­თო­ბა­შია, გონი - ცოდ­ნა­შია, ამი­ტომ უნდა ვი­ყოთ ყუ­რა­დღე­ბით წიგ­ნე­ბის მი­მართ, რომ ასეთ დღე­ში, რო­გორ­შიც ვართ დღეს, აღარ ვი­ყოთ.

მაია ალუ­და­უ­რი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი:

"ათი­ა­თა­სო­ბით ტი­რა­ჟია გა­ყი­დუ­ლი, თუმ­ცა მა­ინც არის მუდ­მი­ვი ინ­ტე­რე­სი, მა­ინც არის კი­თხვე­ბი. ტი­რა­ჟი წლე­ბია, რაც გა­მო­ი­ლია. რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი სა­ერ­თოდ აღარ იყო, ნა­წი­ლი კი ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით, აქა-იქ მო­ი­პო­ვე­ბო­და მა­ღა­ზი­ებ­ში. რო­გორც ჩანს ისევ არის ოჯა­ხე­ბი, რო­მელ­თაც სურთ შე­ავ­სონ კო­ლექ­ცია, ან სა­ერ­თოდ შე­ი­ძი­ნონ, ამან მიგ­ვა­ღე­ბი­ნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რომ გან­ვა­ახ­ლოთ ტი­რა­ჟე­ბი. ამი­ე­რი­დან ყვე­ლას ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ შე­ავ­სოს კო­ლექ­ცია.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" მხატ­ვარ ქეთი მა­ტა­ბელ­საც ეს­ტუმ­რა, რო­მე­ლიც სე­რი­ის დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო და აქ­ტი­უ­რად აგ­რო­ვებ­და თი­თო­ე­ულ ტომს. რო­გორც მან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, უკვე ისიც ეწ­ვია "ბიბ­ლუსს" და ნელ-ნელა, ხე­ლახ­ლა ავ­სებს სა­ო­ჯა­ხო კო­ლექ­ცი­ას. "ბიბ­ლუ­სის" ქსელ­ში ყვე­ლა ტომი კვლავ ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

ქეთი მა­ტა­ბე­ლი, მხატ­ვა­რი:

"8 წელი გა­ვი­და უკვე, გა­ვი­და წლე­ბი და ეს წიგ­ნე­ბი ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია. მე ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ერთ-ერთი ჩემი გა­ფორ­მე­ბუ­ლი „ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ ამ შე­სა­ნიშ­ნავ სე­რი­ა­ში შე­დის. ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ვა­ჩუ­ქე, მე­გო­ნა რომ ეს იქ­ნე­ბო­და სულ მა­ღა­ზი­ებ­ში, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ აღარ არის. ახლა, ნელ-ნელა ვავ­სებ ჩემს კო­ლექ­ცი­ას თა­ვი­დან და მალე 50 წიგ­ნი ისევ სრუ­ლად მექ­ნე­ბა შევ­სე­ბუ­ლი".

გა­მომ­ცემ­ლო­ბის დი­რექ­ტო­რის, თი­ნა­თინ ასა­თი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მათი უპირ­ვე­ლე­სი მი­ზა­ნი ფა­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა იყო.

"2010 წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რად შე­იც­ვა­ლა, ხე­ლა­ხა­ლი ტი­რა­ჟე­ბიც ისე­თი­ვე მა­ღა­ლი ვე­ღარ იქ­ნე­ბო­და, რო­გორც სე­რი­ის პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მი­სას. ამი­ტომ ეს პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ რთუ­ლი გა­მოდ­გა, თუმ­ცა მა­ინც არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, არც ხა­რის­ხის, არც ფასი - 12 ლარი. იმის გამო, რომ ზო­გი­ერ­თი ნა­წარ­მო­ე­ბი 2 ტომ­შია გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, რე­ა­ლუ­რად სე­რია 59 წიგ­ნის­გან შედ­გე­ბა.

ამ სრუ­ლი კომ­პლექ­ტის შე­ძე­ნის მსურ­ველ­თათ­ვის გვაქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი, 708 ლა­რის ნაც­ვლად 590 ლარი. ხე­ლა­ხა­ლი ტი­რა­ჟი უკვე ელ­ვის სის­წრა­ფით იყი­დე­ბა „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ებ­ში, ამი­ტომ სა­ჭი­როა დრო­უ­ლად შე­ვა­მოწ­მოთ, შე­ვავ­სოთ და გავ­ხა­დოთ კო­ლექ­ცია სრულ­ფა­სო­ვა­ნი", - აცხა­დებს თი­ნა­თინ ასა­თი­ა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ" - სრული კოლექცია უკვე "ბიბლუსშია"!

"50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ"  - სრული კოლექცია უკვე "ბიბლუსშია"!

რევოლუციური საგამომცემლო პროექტი, 50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ" განახლდა და სრული კოლექცია კვლავ ხელმისაწვდომია. პროექტის წიგნებმა 2010 წლიდან საქართველოში უამრავ ოჯახში დაიდო ბინა, თითოეული წიგნი ქართული რეალობისთვის უპრენცენდენტო ტირაჟით გაიყიდა და მალევე სრულიად გაქრა მაღაზიებიდან. როგორც ცნობილია, წლების განმავლობაში სერია არ კარგავდა პოპულარობას და მასზე მუდმივი მოთხოვნა არსებობდა.

პირველი ტომის გამოცემიდან 8 წლის შემდეგ გამომცემლობა პალიტრა L-მა განაახლა ტირაჟი. ამოწურული წიგნების პირველი ეგზემპლარები „თბილისის წიგნის დღეებზე“ გამოჩნდა, დღეს კი უკვე მთელ საქართველოში, "ბიბლუსის" ქსელის მაღაზიებშია ხელმისაწვდომი. ამ სერიასთან დაკავშირებით პროექტის ავტორმა, მარიკა დარჩიამ და გამომცემლობა პალიტრა L-ის მთავარმა რედაქტორმა, მაია ალუდაურმა გადაცემაში "ახალი დღე", გიორგი კეკელიძის ლიტერატურულ რუბრიკაში ისაუბრეს.

გიორგი კეკელიძე, მწერალი:

"ამ პროექტს შეუსრულდა 8 წელი და მის ხელახალ გამოცემას წარმოგვიდგენს გამომცემლობა "პალიტრა L" მოვუწოდებთ იმ ადამიანებსაც, ვინც შეიძლება იცის, მაგრამ ჯერჯერობით არ აქვს ეს სერია - მივაბრუნოთ ჩვენი მზერა და არჩევანი წიგნებისკენ.

მარიკა დარჩია, პროექტის ავტორი:

მახსოვს პირველი ტომი იყო ბალზაკის „შაგრენის ტყავი“ და მე თვითონაც ისეთი გაოცებული ვიყავი, რამ ამოიყვანა ეს წიგნი სიმრავლეში. შემდეგ მივხვდი, რომ ეს ის პერიოდია, როცა ჩვენ სულ ვიმეორებთ, რომ საქართველო შაგრენის ტყავივით შემცირდა და გვაჭრიან ტერიტორიებს... თუკი ვამბობთ, რომ ძალა ერთობაშია, გონი - ცოდნაშია, ამიტომ უნდა ვიყოთ ყურადღებით წიგნების მიმართ, რომ ასეთ დღეში, როგორშიც ვართ დღეს, აღარ ვიყოთ.

მაია ალუდაური, გამომცემლობა პალიტრა L-ის მთავარი რედაქტორი:

"ათიათასობით ტირაჟია გაყიდული, თუმცა მაინც არის მუდმივი ინტერესი, მაინც არის კითხვები. ტირაჟი წლებია, რაც გამოილია. რამდენიმე წიგნი საერთოდ აღარ იყო, ნაწილი კი ძალიან მცირე რაოდენობით, აქა-იქ მოიპოვებოდა მაღაზიებში. როგორც ჩანს ისევ არის ოჯახები, რომელთაც სურთ შეავსონ კოლექცია, ან საერთოდ შეიძინონ, ამან მიგვაღებინა გადაწყვეტილება რომ განვაახლოთ ტირაჟები. ამიერიდან ყველას ეძლევა საშუალება, რომ შეავსოს კოლექცია.

გამომცემლობა "პალიტრა L" მხატვარ ქეთი მატაბელსაც ესტუმრა, რომელიც სერიის დიდი გულშემატკივარი იყო და აქტიურად აგროვებდა თითოეულ ტომს. როგორც მან საუბარში განაცხადა, უკვე ისიც ეწვია "ბიბლუსს" და ნელ-ნელა, ხელახლა ავსებს საოჯახო კოლექციას. "ბიბლუსის" ქსელში ყველა ტომი კვლავ ხელმისაწვდომია.

ქეთი მატაბელი, მხატვარი:

"8 წელი გავიდა უკვე, გავიდა წლები და ეს წიგნები ისევ აქტუალურია. მე ბედნიერი ვარ, რომ ერთ-ერთი ჩემი გაფორმებული „ვეფხისტყაოსანი“ ამ შესანიშნავ სერიაში შედის. ძალიან ბევრი გავაჩუქე, მეგონა რომ ეს იქნებოდა სულ მაღაზიებში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აღარ არის. ახლა, ნელ-ნელა ვავსებ ჩემს კოლექციას თავიდან და მალე 50 წიგნი ისევ სრულად მექნება შევსებული".

გამომცემლობის დირექტორის, თინათინ ასათიანის განცხადებით, მათი უპირველესი მიზანი ფასის შენარჩუნება იყო.

"2010 წლის შემდეგ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა, ხელახალი ტირაჟებიც ისეთივე მაღალი ვეღარ იქნებოდა, როგორც სერიის პირველი გამოცემისას. ამიტომ ეს პროცესი საკმაოდ რთული გამოდგა, თუმცა მაინც არაფერი შეცვლილა, არც ხარისხის, არც ფასი - 12 ლარი. იმის გამო, რომ ზოგიერთი ნაწარმოები 2 ტომშია განაწილებული, რეალურად სერია 59 წიგნისგან შედგება.

ამ სრული კომპლექტის შეძენის მსურველთათვის გვაქვს სპეციალური ფასი, 708 ლარის ნაცვლად 590 ლარი. ხელახალი ტირაჟი უკვე ელვის სისწრაფით იყიდება „ბიბლუსის“ მაღაზიებში, ამიტომ საჭიროა დროულად შევამოწმოთ, შევავსოთ და გავხადოთ კოლექცია სრულფასოვანი", - აცხადებს თინათინ ასათიანი.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს