ავტორი:

პოეტების მუზის და "ბორჯომის" სარეკლამო სახის ტრაგიკული ბედი - "ერთხელაც, იქ ტიციანი შევიდა და მისი სილამაზე შთაგონების წყაროდ ექცა..."

პოეტების მუზის და "ბორჯომის" სარეკლამო სახის ტრაგიკული ბედი - "ერთხელაც, იქ ტიციანი შევიდა და მისი სილამაზე შთაგონების წყაროდ ექცა..."

უნიკალური ფოტოებზე, რომელიც ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში ბორჯომის წყლების რეკლამას ასახავს, თამუნია წერეთელია გადაღებული. მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მურად მთვარელიძე მკითხველს ფოტოების ისტორიას უამბობს...

- ბატონო მურად, შეიძლება სურათების მიხედვით მივიჩნიოთ, რომ თამუნია, დღევანდელი გაგებით, ბორჯომის წყლების "სახე" იყო?

- ასეა. მინერალური წყლების პავილიონის გახსნის შემდეგ, თამუნია ბორჯომის წყლების რეკლამირებაშიც მონაწილეობდა. ერთ-ერთ ამ სურათზე, ბორჯომის ბოთლის ფორმის ჯიხურია, რომელშიც თვითონ თამუნია ზის. ვფიქრობ, ფოტოს დატვირთვა სარეკლამო უფროა, ეს არ არის ჩვეულებრივი სამსახსოვრო სურათი.

- როგორ აღმოჩნდა თამუნია წერეთელი თბილისში და შემდეგ უკვე - დავით ქებაძის მინერალური წყლების პავილიონში?

- 21 წლის ულამაზეს ქალიშვილს თამუნიას, მაშინ უკვე დამთავრებული ჰქონდა წმინდა ნინოს სასწავლებელი, შესანიშნავად იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური ენები. ეს კი იმ დროს იშვიათი და მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად ამისა, სამსახური ვერსად იშოვა. ოჯახს ძალიან გაუჭირდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა კომერსანტი დავით ქებაძე, რომელსაც როგორც ჩანს, ბორჯომის წყლების რეალიზაციის საქმე ებარა.

1925 წელს დავითმა რუსთაველის პროსპექტზე მინერალური წყლების პავილიონი გახსნა და სამუშაოდ 4 ულამაზესი გოგონა მიიწვია. მათ შორის იყო თამუნია წერეთელი. ამ ამბავმა მაშინვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. ახალგაზრდა მშვენიერი გოგონები, გარკვეულწილად, მარკეტინგული გათვლა იყო უფრო მეტი კლიენტის მისაზიდად. მაღაზიაში ნაყინიც იყიდებოდა. როგორც ცნობილია, ერთხელაც, იქ ტიციანი შევიდა და თამუნია წერეთლის სილამაზე მისი შთაგონების წყაროდ იქცა...

- თამუნია წერეთელი ტიციანის მუზად არის ცნობილი, თუმცა, იგი, ამავდროულად, არაერთი დიდი ქართველი პოეტისა თუ მწერლის მუზა იყო და ამ ქალბატონისთვის არაერთი მნიშვნელოვანი მხატვრული ნაწარმოებიც მიუძღვნიათ...

- თამუნიას მიმართ მხოლოდ ტიციანს არ ჰქონდა მსგავსი განწყობა. იოსებ გრიშაშვილი წერდა: "თამარი თბილისის ქუჩების ეშხი და სილამაზე იყო, მისი გამოჩენა და ასტყდებოდა ქუჩებში ჩოჩქოლი, აგერ, თამუნია წერეთელი მოდისო. გვიყვარდა. პოეტური სული ჰქონდა. პოეზიის დიდი პატივისმცემელი იყო. როცა არ შევაღებდით კარს, იგი ყოველთვის თავისი მომაჯადოებელი ღიმილით გვხვდებოდა".

პოეზიის სიყვარული თამარს უთუოდ აკაკი წერეთლისგან მოსდევდა. თამუნიას მამა, ბეჟან წერეთელი, თავის დროზე ძალიან ცნობილი პიროვნება იყო და მასთან აკაკის ახლო ურთიერთობა ჰქონდა. პოეტი გრიგოლ ცეცხლაძე იგონებს: "ყოველთვის მიუხაროდა მის სანახავად ტიციანს. რუსთაველის პროსპექტზე რომ შემხვდებოდა, ხშირად მეტყოდა: წამოდი, ქებაძის პავილიონში, თუ თამუნია იქნება, ნაყინზე დაგპატიჯებ, თუ არა და ბორჯომის წყალი დავლიოთ და დავბრუნდეთ, როგორც დამარცხებულებიო. პავილიონს რომ შევიდოდით, თამუნიას, ხან მხოლოდ მივესალმებოდით, არც კი დაველაპარაკებოდით, მაგრამ ტიციანს, მისი ცქერით კმაყოფილს, სახეზე ბედნიერების შუქი ეფინებოდა." თამუნია ტიციანისთვის ის მუხტი იყო, რაც მას არაჩვეულებრივ ლექსებს აწერინებდა... წაიკითხეთ ვრცლად

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ