პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
14 წლის წინ გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები, სავარაუდოდ, დღესაც გაგრძელდება
14 წლის წინ გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები, სავარაუდოდ, დღესაც გაგრძელდება

გო­რის კულ­ტუ­რი­სა და დას­ვე­ნე­ბის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა დღეს იგეგ­მე­ბა.

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გორ­ში 9 წლის ნანა ბე­რი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა იაგო ნე­ბი­ე­რი­ძემ 14 წლის წინ გორ­ში კომ­ბი­ნა­ტის და­სახ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი 11 წლის ზაქ­რო ბერ­ძნიშ­ვი­ლის ცხედ­რის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და­ა­სა­ხე­ლა და შე­სა­ბა­მი­სად, გუ­შინ სა­ღა­მოს აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ა­ტა­რა.

წუ­ხელ მიმ­დი­ნა­რე სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად ცხედ­რის აღ­მო­ჩე­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვერ მო­ხერ­ხდა, შე­სა­ბა­მი­სად, ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა დღეს იგეგ­მე­ბა.

პო­ლი­ცი­ის ოპე­რა­ტი­უ­ლი ლენ­ტით ტე­რი­ტო­რია დღე­საც შე­მო­სა­ზღვრუ­ლია.

წუ­ხელ მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და­კარ­გუ­ლი ბავ­შვის მშობ­ლე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი.

ზაქ­რო ბერ­ძნიშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი კულ­ტუ­რი­სა და დას­ვე­ნე­ბის პარკში ამ­ჟა­მა­დაც იმ­ყო­ფე­ბი­ან. მათი გან­ცხა­დე­ბით, 2004 წელს, რო­დე­საც ბავ­შვი და­ი­კარ­გა და სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მათ შო­რის ძებ­ნის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ კი­ნო­ლო­გე­ბიც, ძაღ­ლმა კვა­ლი სწო­რედ კულ­ტუ­რი­სა და დას­ვე­ნე­ბის პარ­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით აიღო და კვა­ლი სწო­რედ იმ ად­გი­ლას და­კარ­გა, სა­დაც სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრო­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით შს სა­მი­ნის­ტრო­ში კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ცოტა დრო გვინ­და, რომ ამას ფარ­და აე­ხა­დოს" - რას ამ­ბობს დედა, რომ­ლის 14 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბი­ჭის ცხე­დარს გორ­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ მი­თი­თე­ბულ ად­გილ­ზე ეძე­ბენ

sponsored by ContentRoom
ავტორი:

14 წლის წინ გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები, სავარაუდოდ, დღესაც გაგრძელდება

14 წლის წინ გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები, სავარაუდოდ, დღესაც გაგრძელდება

გორის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე, ოპერატიული ღონისძიებების გაგრძელება დღეს იგეგმება.

არაოფიციალური ინფორმაციით, გორში 9 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ 14 წლის წინ გორში კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის ადგილსამყოფელი დაასახელა და შესაბამისად, გუშინ საღამოს აღნიშნულ ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარა.

წუხელ მიმდინარე სამძებრო ღონისძიებების შედეგად ცხედრის აღმოჩენა, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდა, შესაბამისად, ოპერატიული ღონისძიებების გაგრძელება დღეს იგეგმება.

პოლიციის ოპერატიული ლენტით ტერიტორია დღესაც შემოსაზღვრულია.

წუხელ მთელი ღამის განმავლობაში პარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ დაკარგული ბავშვის მშობლები და ნათესავები.

ზაქრო ბერძნიშვილის ახლობლები კულტურისა და დასვენების პარკში ამჟამადაც იმყოფებიან. მათი განცხადებით, 2004 წელს, როდესაც ბავშვი დაიკარგა და სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა, მათ შორის ძებნის პროცესში ჩართულები იყვნენ კინოლოგებიც, ძაღლმა კვალი სწორედ კულტურისა და დასვენების პარკის მიმართულებით აიღო და კვალი სწორედ იმ ადგილას დაკარგა, სადაც სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შს სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

იხილეთ ვიდეო: "ცოტა დრო გვინდა, რომ ამას ფარდა აეხადოს" - რას ამბობს დედა, რომლის 14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედარს გორში ბრალდებულის მიერ მითითებულ ადგილზე ეძებენ

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს