გორში, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში პოლიციის რამდენიმე ჯგუფი მუშაობს და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით შსს კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. არაოფიციალური წყაროებით კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ წლების წინ გაუჩინარებული კიდევ ერთი ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელი აღიარა და სამართალდამცავები სწორედ აღნიშნული ადგილს ეძებენ. ამ ინფორმაციას შსს არ ადასტურებს.
11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი გორში, 2004 წლის 1-ელ ნოემბერს გაუჩინარდა. ოჯახს უცნობმა პირებმა გამოსასყიდი მოსთხოვეს. გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის საქმეში ფულის გამოძალვის ბრალდებით იაგო ნებიერიძე იხდიდა სასჯელს, რომელიც მაშინ მხოლოდ 20 წლის იყო და მამასთან ერთად, დაკარგული ბავშვის ოჯახის კუთვნილ ავტოფარეხში მუშაობდა.
VIDEO: სპეცოპერაცია გორში - დაუზუსტებელი ინფორმაციით, 14 წლის წინ დაკარგული მოზარდის ცხედარს ეძებენ